20 ივლისი, ორშაბათი

      მთელი დილა ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და ზუსტად შუადღისას მივედით „კასა ნოვაში“. აქ ექსკურსანტებს ერთ საათზე მეტ ხანს ველოდი, რადგან ისინი დილიდანვე იერუსალიმში ტაძრიდან ტაძარში გადადიოდნენ.

      „კასა ნოვაში“ სადილობისას ფრანცისკელი ბერების ცხოვრების პირობები სასულერო წარმომადგენლობაში ჩვენი ბერების ცხოვრების პირობებს შევუდარე. ჩვენ ვჭამდით მხოლოდ თევზის კონსერვებს, ჩამოტანილს ისეთი შორეული ადგილებიდან, როგორიცაა ბაღდადი. თავად იერუსალიმში, პურის გარდა ვერაფერს იყიდდით. მართლმადიდებელი ბერები დერეფნებში მოჩვენებებივით დაბოდიალობენ. კაცმა რომ თქვას, ეს მათივე, ან უფრო ზუსტად, მეურნეობის უხეირო გაძღოლის ბრალი იყო. პალესტინაში საკმაო ქონება მათაც ჰქონდათ და ფრანცისკელებზე არანაკლები შემოსავალი უნდა ჰქონოდათ.

      ნასადილევს სახედრებზე შევსხედით, ზოგიც ცხენზე ამხედრდა და იაფას კარიბჭის გავლით ბეთლემისკენ გავეშურეთ. მე მთლად უვარგისი სახედარი შემხვდა - ზანტი და ნელი. ფეხით სიარული მერჩივნა. საუცხოო სამანქანო გზას მივუყვებოდით, რომლის გასწვრივ ბებერი ზეთისხილის ხეები იდგა. გზის ორივე მხარეს მშვენიერი ვილები მოჩანდა.

      ბეთლემამდე ათ კილომეტრზე მეტი არ იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ფეხით უფრო მალე მივიდოდით.

      გზის ნახევარი გვქონდა გავლილი, როცა ხელმარცხნივ წმინდა ელიას სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დავინახეთ, ხოლო ბეთლემი შესასვლელთან, გზის მარჯვენა მხარეს - რაქელის[1] საფლავი, რომელიც ებრაეულთა ხელში იყო და არაბებსა და ებრაელებს შორის გაჩაღებული კონფლიქტის გამო დაკეტილი დაგვხვდა. საფლავის გვერდით შევისვენეთ და ჩამორჩენილებს მოვუცადეთ.

      ერთმა ექსკურსანტმა შემატყო, რომ ჯიუტმა ვირმა გამაწამა, ცხენი დიდსულოვნად დამითმო და მითხრა: „თქვენ, როგორც ქართველს, ამ ქალაქში ვირი შესვლა არ გეკადრებათო“.

      ბეთლემის ქუჩებში ჩვენმა მხედრობამ ყველას ყურადღება მიიპყრო. თავიანთი სახლების წინ ჩამომსხდარი ქალებით ცნობისმოყვარეობით გვიცქერდნენ. ბეთლემის განთქმული ბაზილიკისკენ[2] გზა სულ აღმა მიემართებოდა. მარცხენა მხარეს, გზის პირასვე, იუდეის უდაბნო იწყებოდა. წმინდა საბას ლავრისკენ, ერთ-ერთ ყველაზე ასკეტურ ქრისტიანულ მონასტრისკენ, მხოლოდ ერთი დაკლაკნილი ბილიკი მიდიოდა.

      ბაზილიკის წინ მდებარე დიდი მოედანი სავსე იყო დამთვალიერებლებით და საფოსტო ბარათების, ჯვრების, კრიალოსნებისა და სხვა საეკლესიო საგნების გამყიდველებით. ბეთლემი ასევე ცნობილია სადაფით. ხალხი რუსულად გველაპარაკებოდა.

      ბაზილიკამდე მისასვლელად ძალიან დაბალი (დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის) კარიბჭის გავლა მოგვიხდა. მას თითქმის შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, როგორიც ჰქონდა წმინდა კონსტანტინე დიდის დროს და იუსტინიანეს[3] მიერ გაფართოების შემდეგ. ისეთივეა, როგორიც ნეტარმა იერონიმემ[4] ნახა. განადგურებისგან ეს ბაზილიკა განგებამ იხსნა მეექვსე საუკუნეში, სამარიტელთა აჯანყების დროს, და 614 წელს, სპარსეთის მეფის, ხოსროს[5] შემოჭრისას, როცა იერუსალიმში და მის ირგვლივ ყველა ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ასე რომ, ეს ბაზილიკა უძველესი ქრისტიანული ნაგებობაა. იგი მართლმადიდებლებს ეკუთვნის, სამლოცვლელოს გარდა, რომელიც, ნაწილობრივ კათოლიკებისაც არის. ის ადგილი სადაც ქრისტე იშვა, დიდი ვერცხლის ვარსკვლავით არის მონიშნული და მართლმადიდებლებისაა.

      მთელს ბაზილიკას დიდებული კამარედი გასდევს და კათედრასთან მთავრდება. შობის სამლოცველოში მარმარილოს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჩადის. კიბის მარჯვენა მხარის გამოყენება მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ, მარცხენა მხარე კი ფრანცისკელებისთვის არის გამოყოფილი. ღმერთმა დაიფაროს ეს წესი ვინმემ დაარღვიოს.

      ყველამ მოწიწებით დაიჩოქა. ამ წმინდა ადგილას, სადაც მაცხოვარი ქვეყნიერებას მოევლინა, სიყვარულითა და რწმენით აღსავსე პოლონური სააღდგომო საგალობელი გაისმა. ჩვენი, მართლმადიდებლური საგალობლები გამახსენდა პოლონეთის სოფლებში რომ მღერიან. „ზეცა და დედამიწა, ზეცა და დედამიწა, იხარებენ დღეს“ ამ საგალობლის ჰანგმა და სიტყვებმა, გამოხატვის სისადავემ და უბიწობამ ყველა მოაჯადოვა, გული და სული იმ ზეციური სასოებითა აუვსო, ანგელოზებმა რომ აღუთქვეს მწყემსებს და ყველას, ვინც სათნოების მოყვარულია. თვალწინ წარმომიდგა ანგელოზთა გუნდი და მწყემსები, რომელიც ღმერთს ერთად უგალობენ; მოგვები, რომელიც ვარსკვლავს მოყვებოდნენ; სახარებისა და აპოკრიფული ტექსტების სხვა ცნობილი სურათები: თვინიერი ცხოველები ღვთის ძის ირგვლივ, მწყემსების ცოლები სოფლიდან ჩამოტანილი საჩუქრებით, ანგელოზთა გუნდები...

      ბაზილიკის იატაკქვეშ ახლახან ძველი მოზაიკა აღმოაჩინეს. მათი ფოტოსურათები ნანახი მქონდა, თვით მოზაიკები კი ვერ ვნახე, რადგან მუყაო ჰქონდა გადაფარებული. ვიღაცამ იკითხა, კარიბჭე ასე დაბალი რატომ არისო? იქნებ იმიტომ, რომ ქრისტიანებს ამ ადგილის დაცვა გაადვილებოდათ? ან იქნებ იმიტომ დაადაბლებს, რომ არაბებს ტაძარში სახედრები არ შემოიყვანა და ბოძებზე არ მიებათ?

      აქაურ ფრანცისკელებთან კარგად დავისვენეთ და შემდეგ ლათინური სამრევლოს ეკლესია მოვინახულეთ, სადაც ნეტარი იერონიმე ერთ-ერთი პირველი წინამძღვარი იყო. მისი ოთახი, სადაც გამოკვლევება წერდა, ჯერ კიდევ არსებობდა. ამ ოთახის ჰაერს დიდი მოწიწებით და აღფრთოვანებით ვისუნთქავდი, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი მწერლისა და მკვლევრის მიმართ დიდი პატივისცემით განმსჭვალული. ეს ის სენაკია, სადაც შეიქმნა ვულგატა და პატრისტიკული ნაშრომები, რომლებზეც ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში. იერონიმეს მარტო სამეცნიერო ნაშრომების წერა კი არ ჰგვრიდა დიდ სიამოვნებას, არამედ ასკეტური ცხოვრებაც. მან რომაელი წარჩინებული ქალების, წმინდა პაულას[6] და მისი ქალიშვილის, ეუსტოხიუმის[7] დახმარებით, მონასტრები დააარსა. ეს სენაკი მრავალი იდეის დაბადების მოწმეა.

      დიურერის[8] ულამაზეს ტილოზე სენაკის სიღმეში ხელნაწერზე დახრილი ნეტარი იერონიმეა გამოსახული. ფანჯრის რაფაზე დევს ადამიანის თავის ქალა - ასკეტიზმის სიმბოლო. ოთახის შესასვლელში, ზღურბლთან, ორი ძუ ლომი თვლემს. ერთი ხანდაზმულია, მეორე - ახალგაზრდა, როგორც დედა და შვილი. თითქოს სენაკს იცავენ, რომ იქ სიმყუდროვე იყოს და მკვლევარს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს. ეს დახვეწილი ალუზია გახლავთ იმ ორ ქალზე.[9]

      ბეთლემიდან დაბრუნებისას გზა უფრო მეტად გაიწელა. ნელა მოვდიოდით საამო შთაბეჭდილებებით დატვირთულნი. ვირი, რომელზეც ადრე მე ვიჯექი, ახლა უფრო გაზანტდა და ზედ მჩდარი ქალი ასაჩქარებლად შეუძახებდა ხოლმე.

      იერუსალიმი საალყო ვითარებაში იყო და შვიდი საათის შემდეგ გზაზე მოძრაობა იკრძალებოდა. ვინც ამ წესს არ დაემორჩილებოდა, ან მკაცრად დააჯარიმებდნენ, ან დააპატიმრებდნენ. რადგან გვიან ვბრუნდებოდით, შეიძლებოდა, რაიმე პრობლემა შეგვქმნოდა. ამიტომ ჩვენმა გამყოლმა საუკეთესო ცხენი ამოირჩია და იერუსალიმისკენ გაეშურა პოლიციის გასაფრთხილებლად, რომ ჯერ გზაში ვიყავით.

      რვა საათი სრულდებოდა, როცა შინისაკენ მიმავალმა ერთ ქუჩაზე შევუხვიე და კუთხეში მდგარი პოლიციელი დავინახე. ნანახი ადრეც მყავდა. არაბი მეგონა. თავაზიანად მომესალმა და უზადო პოლონურით მკითხა: „მამაო, ბეთლემში ექსკურსიით კმაყოფილი ბრძანდებით?“

      იერუსალიმისგან განსხვავებით, სადაც ყოველ ნაბიჯზე ჯვარი და გოლგოთა გახსენდებათ, ბეთლემში სიმშვიდე, მყუდროება და ღვთაებრივი სიხარული სუფევს. მეზმანებოდა ის გასაოცარი ღამე და ჩამესმოდა სიხარულით აღსავსე გალობა ანგელოზებისა, ხალხს რომ მოუწოდებდნენ, მაღლა ღმერთი ედიდებინათ და ამქვეყნად მშვიდობისთვის ეზრუნათ. მე ამას ვგრძნობდი ყოველ ნაბიჯზე, ეს გამოსჭვიოდა იმ საეკლესიო ნივთებიდან - კრიალოსნებიდან და ჯვრებიდან - ქუჩაში რომ იყიდებოდა. ყველაფერი თეთრი იყო, მშვიდობის, უბიწობის, სიწმინდისა და ყრმობის ფერი. ბეთლემი ბავშვების ქალაქი იყო, ქათქათა თეთრი ფერი კი - მისი სიმბოლო.

      ფრანცისკელი ბერი, რომელიც მართლმადიდებლურ ბაზილიკას გვათვალიერებინებდა, მართმადიდებლებს გამთიშველებად მოიხსენიებდა. ვგრძნობდი, პოლონელი მასწავლებლები როგორ გაოგნდნენ. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, როცა კათოლიკე ბერი ამ წმინდა ადგილას, თანაც მართმადიდებელი მღვდლის თანდასწრებით, დროდადრო ამას იმეორებდა. თვალებზე ვატყობდი, რომ დაბნეულნი და დარცხვენილნი იყვნენ და მობოდიშება უნდოდათ. სწორედ ამ წუთას ანგელოზთა სადიდებელი ჰიმნი გაისმა და ეს ჰანგი შორეული ჩრდილოეთიდან ჩამოსულ მომლოცველთა გულსა და გონებას მოესალბუნა.

      რაოდენი უბრალოება, ბავშვურობა და სიწრფელე იგრძნობა იმ შორეულ ქრისტიანულ საგალობლებში, ჩვენი ხალხის მიერ შექმნილ შედევრებში. უბრალო კაცი, ჩვენი მართლმადიდებელი გლეხი, ფიქრს მიცემული და თავმოდრეკილი აღიქვამს იმ ამბავს, რომ „უბიქო ქალწულმა შვა ძე„ და ბაგაში მწოლიარე ღვთაებრივ ყრმას სიმდიდრეს, უხვ მოსავალს, ამქვეყნიურ დოვლათს კი არ სთხოვს, არამედ სინათლეს, რაც შეიძლება მეტ სინათლეს ყოველდღიურ ცხოვრებაში: „გამოგვიგზავნე ჩვენ, ბნელში მყოფთ, შუქი სინათლისა“. შუქში ის განათლებას არ გულისხმობს, როგორც ამას ჩვენ, ნასწავლი ხალხი ვგულისხმობ, არც სათემო ცენტრებში კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას, გაზეთებსა და პრეტენზიულ მოწოდებებს. მისი გულისთქმა რაღაც უფრო დიადს ესწრაფვის, ყველაზე დიად ჭეშმარიტებას ეძიებს, ღვთაებრივი ყრმისგან რომ მოედინება და ამ დიად მიზანს უმორჩილებს მის ყოველდღიურ ყოფას.

      ბეთლემიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები ახლად დაკრეფილი, გაზაფხულის მხიარული ფერებით შემკული უმანკო ფრინტების თაიგულს მაგონებს.

      აღმოსავლეთი კონტრასტების მხარეა. თანამედროვე ვილების გვერდით დანგრეული ქოხმახები დგას; კარგად ჩაცმულ და მაძღარ ადამიანთა გვერდით საცოდავი ქმნილებანი დაბორიალობენ; მშვენიერ, სანეტარო ოაზისებს გარს არტყია უდაბნო, ქვიშის ოკეანე. შესაძლოა, ეს კონტრასტი ყველაზე მძაფრად აქ, ყრმების, უბიწობის, სიწმინდისა და მშვიდობის ქალაქში შეიმჩნევა, სადაც ბავშვებს ეთაყვანებიან და ხოცავენ. ეს ის ადგილია, სადაც ორ წელზე უმრწემესი ბავშვები ამოხოცეს. ეს ის ადგილია, სადაც რაქელი, ათას წელიწადს საფლავში რომ განისვენებდა, შემზარავმა ტრაგედიამ გამოაღვიძა და მისი გოდება ბეთლემიდან ძალიან შორს, რამაშიც კი გაისმოდა[10].

      ადამიანის ცხოვრებას განგება წარმართავს. ბედნიერი ვარ, რომ განგების ნებით მე პოლონეთის მართლმადებლური ეკლესიის მღვდელმა, რომლის ვალიც ჩვენი ეკლესიის ახალგაზრდობის აღზრდაა, ამ მყუდრო და მშვიდ მხარეში დაუვიწყარი წუთები გავატარე პოლონელ მასწავლებლებთან ერთად, რომელთა ვალით სამშობლოში ახალგაზრდა თაობის აღზრდაა. ჩემთვისაც და თქვენთვისაც ასე საჭირო სიმშვიდე და სასოება, რაც ბეთლემის ბაზილიკაში დაგვეუფლა, ახალგაზრდობის აღსაზრდელად უნდა გამოვიყენოთ და დავიფაროთ ყოველივე იმისგან, რაც მათ სულს დათრგუნავს და ლაქად დააჩნდება.

      თქვენთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს ვიგონებ. მოკითხვას გიგზავნით, იმ გასაოცარი და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის თანაზიარნო.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] რაქელი - ბიბლიური პერსონაჟი, იაკობის ცოლი, იოსებისა და ბენიამინის დედა. მისი სამარხი მდებარეობს ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე.

[2] უფლის შობის ბაზილიკა - აშენდა დაახლ. 330 წელს, კონსტანტინე დიდის მიერ იმ ადგილზე, სადაც იშვა მაცხოვარი.

[3] იუსტინიანე I (483-565) - ბიზანტიის იმპერატორი 527 წლიდან.

[4] ნეტარი იერონიმე (345-420) - უდიდესი ქრისტიანი მწერალი, ბიბლიოლოგი.

[5] ხოსრო II ფარვიზი (590-628) - სპარსეთის მეფე, რომელმაც სპარსეთს დაუმორჩილა სირია და ეგვიპტე, 614 წელს მან დაიპყრო პალესტინა, გაანადგურა ეკლესიები, დახოცა ქრისტიანები და იერუსალიმიდან გაიტაცა წმინდა ჯვარი.

[6] წმინდა პაულა (347-404) - რომაელი არისტოკრატი ქალბატონი. თავის ქალიშვილ ეუსტოხიუმთან ერთად წმინდა იერონიმეს გაჰყვა პალესტინაში. პალესტინასა და ეგვიპტეში წმინდა ადგილების მოხილვის შემდეგ დამკვიდრდა ბეთლემში. ბეთლემშივე დააფუძნა მამათა და დედათა მონასტრები. მისი ხსენების დღეა 26 იანვარი.

[7] ეუსტოხიუმი, წმინდა იულია (370-419) - რომაელი არისტოკრატი ქალბატონი, წმინდა პაულას ქალიშვილი.

[8] ალბრეხტ დიურერი (1471-1528) - რენესანსის ეპოქის დიდი გერმანელი მხატვარი.

[9] საუბარია ალბრეხტ დიურერის ტილოზე „წმინდა იერონიმე საკანში“ (1514 წ).

[10] მათე 2, 18.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 575

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters