ლეგენდის მიხედვით, ხარაგაულის ერთ პატარა, იმერულ მხარეში ოთხი ძმა დასახლებულა - ოთანა, ბაჩიკა, თევდორა და მახარიკა. ძმები ისე გამრავლებულან, რომ სოფელი გაშებულა და ახლა იმ სოფელს დღეს საქასრია ჰქვია. თავად ოთხი ძმის შთამომავლებს წარმოადგენენ ოთანას-შვილები, ბაჭიკის-შვილები, თევდორას-შვილები და მახარიკას-შვილები. გვარებივით კი გამოითქმის, მაგრამ ყველა მათგანი წიქარიშვილია. ძმები წიქარიშვილები გახლდნენ და სოფელიც წიქარიშვილების საგვარეულო სოფლად მოიხსენიება ხოლმე ხანდახან. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წიქარიშვილები წარმოადგენენ. თავად სახელწოდება საქასრია ქასრი ქვებისგან მომდინარეობს, რომელიც სოფელში ხშირად შეგხვდებათ. თუ არ იცით, აქვე გეტყვით რომ ქასრი, ესაა დანის სალესი ქვა.
საქასრია ორ ნაწილად იყოფა ზემო და ქვემო საქასრიად.
რაც შეეხება სოფლის ენციკლოპედიურ მონაცემებს, საქასრია - სოფელი იმერეთის რეგიონში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ ბორითის თემის სოფელია. როგორც წყალუხვ ქვეყნებს სჩვევიათ, ქართული სოფელ-ქალაქებიც მდინარეების გარშემო არიან შეკოწიწებულნი, ამ მხრივ არც საქასრიაა გამონაკლისი. იგი გაშენებულია მდინარე ძირულას ნაპირებზე, მთების ფერდობებზე, ზღვის დონიდან არც ისე მაღლა - 420 მეტრზე. მოსახლეობას, 2002 წლის აღწერით, სოფელში 550-მდე ადამიანი წარმოადგენს.
სოფელში რამდენიმე სალოცავი მდებარეობს, მათ შორისაა წმინდა ბარბარესა და ღმრთისმშობლის ეკლესიები, რომელთა ისტორიაც არც თუ ისე ძველია. წმინდა ბარბარეს პატარა ეკლესია აშენდა მთაზე, ერთი ძველისძველი მუხის გვერდით. ლეგენდის მიხედვით, ადრე ადრე ამ ადგილას ტაძარი უნდა ყოფილიყო. ჟამთასვლამ ეკლესიის ნაშთები გააქრო, მაგრამ სოფლის მოსახლეობის მეხსიერებაში ეკლესია არ გამქრალა და ერთ საინტერესო ტრადიციაში გადაიცვალა. ვინაიდან ტაძარი არსად იდგა, სოფლის მოსახლეობა სწორედ იმ ხესთან ადიოდა და მის ფესვებთან ძირას ანთებდა სანთელს. წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი მაინც აშენდა და 2010 წელს დასრულდა კიდეც, ახლა იქ საღმრთო მსახურება ღევლინება.
2012 წელს სოფელში კიდევ ერთი ტაძარი გაიხსნა - ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ახლა იქ დედათა მონასტერი.
სოფლის უძველესი სალოცავია კოზმანი, რომელიც საქასრიის ყველაზე მაღალი მთის კიდეზე მდებარეობს. ლეგენდების ქვეყანაში, სოფლის ამ პატარა ტაძარსაც თავისი ისტორია მოეძებნება ოქროს ხანიდან. ტაძართან მისასვლელად საცალფეხო ბილიკი უნდა გაიაროთ, რომელიც მთლიანად სალი კლდეების თავზე მიდის, ვერარა ხორციელი შიშის გარეშე ვერ შემოუვლის ტაძარს გარშმო და ამ დროს, უცბად, თქვენ დაინახავთ კლდეში შერჩენილ ცხენის ფლოქვების ნაკვალევებს. ლეგენდის თანახმად, ეს თამარ მეფის ცხენის ნატერფალებია. იქ სადაც ადამიანები ძლივს დადიოდნენ, თამარ მეფეს ცხენითაც შეეძლო ამოსულიყო.
ესეც საქასრიელების ხელნაკეთი მამა-პაპური საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც საქართველოს მთავარი გზაზე, სოფლის გადასახვევთან იყიდება.
აქვე იხილეთ:
ტეგები: Qwelly, იმერეთი, ლეგენდა, სოფელი, ძირულა, ხარაგაული
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•