16 ივლისს (ძვ. სტ. 3 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს გიორგი დაყუდებულს, ღმერთშემოსილს - გიორგი მთაწმინდელის მოძღვარს

გიორგი დაყუდებული, giorgi dayudebuli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      წმინდა გიორგი ღმერთშემოსილის შესახებ ინფორმაცია მისი მოწაფის, უდიდესი მამის და მოღვაწის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ვიგებთ. საქართველოდან მალულა წასული გიორგი მთაწმინდელი, ათონის წმინდა მთის მოლოცვის შემდეგ, სწორედ განდეგილობაში, შავ იგივე საკვირველ მთაზე მყოფ ბერ გიორგის უმოწაფდება.

      გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება აღწერა გიორგი დაყუდებულის თხოვნით, ხშირად ახსენებს განდეგილ მოძღვარს და მის უდიდეს ავტორიტეტს როგორც გიორგი მთაწმინდელის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ მდგომარეობაში. სწორედ გიორგი დაყუდებულმა აკურთხა საკუთარი მორჩილი და მოწაფე, წმინდა მთაზე დაბრუნებულიყო და ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობა გაეგრძელებინა. თავმდაბლობით გამორჩეულმა მისმა სახელოვანმა მოწაფემ, 7 წელი ათონის მთაზე მორჩილებაში გაატარა. როდესაც ეს გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, საყვედურის წერილი მისწერა. მაშინ გიორგიმ შეინანა, მღვდლად ეკურთხა და ქართველ ერს უთარგმნა ის უდიდესი განძა, რასაც უფლის დაწერილი სიტყვა, საეკლესიო სწავლება თუ საღმრთისმსახურო ლიტერატურა ჰქვია.

      გიორგი ღმერთშემოსილის ცხოვრების წესზე გიორგი მცირე წერს: "ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული". გიორგი დაყუდებულის მოღვაწეობიდან ცნობილია ისიც, რომ მას გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელის ცხოვრება.

      გიორგი დაყუდებული, ღმერთშემოსილი, მოძღვარი, რომელმაც გიორგი მთაწმინდელის "მონაზონობა სრულჰყო ჰყო" აღესრულა 1068 წელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 16 ივლისი, Qwelly, თვენი, ივლისი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 88

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მშვიდობიანი არჩევნები, ქიმის მასწავლებელი, გაპრავებული კონსტიტუცია, ღვინის რეკორდი, კატალონიის მარტოობა და კიევური მიტინგი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2017.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ორი დაძინებაღა და რომ გაიღვიძებთ, არჩევნებზე წასვლა მოგიწევთ მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად. ცუდია თუ მხოლოდ არჩევნებზე მისვლით იხდით მოქალაქეობრივ ვალს, მაგრამ მეორე მხრივ, ვინ თქვა რომ…

გაგრძელება

14 თეთრიანი ეკონომია

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2017.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      დიდი ხანია მცხეთა-თბილისის მარშრუტკებზე არაფერი დამიწერია და ამჯერად გადავწყვიტე, არა მათზე, არამედ მათთვის დავწერო. მცხეთაში თბილისიდან ხშირად მიმომსვლელებს, კარგად ეცოდინებათ, რომ საღამოს,…

გაგრძელება

არჩევნების ფული, სახალხო დამცველის საქმე, არალეგიტიმური ვიზიტი, მენტალური კორეა, უკრაინა და კატალონია პროტესტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2017.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ფულის წარმომავლობის გარკვევა წინასაარჩევნო ანუ შემომწირველი კი გყავს, მაგრამ ამდენი რატომ გყავსო, ოღონდ ამჯერად არა მღვდლებს, არამედ პარტიებს ეკითხებიან. სახალხო დამცველს ვადა ეწურება, ამიტომ რაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters