იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

სვანური ხატწერა

      სვანეთის ტერიტორიაზე ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლის მხატვრობის ძეგლები - ნესგუნი, ჟიბიანი, სვიფი, აცი, იფხი და ჩვიბიანი, X საუკუნის I ნახევარსა და XI საუკუნეში სვანეთის მხატვრული სკოლის ჩასახვასა და ჩამოყალიბებაზე მიუთითებს.

      სვანეთში ადრეული პერიოდის ტაძრების მოხატულობით მორთვა, ადგილობრივი ოსტატების მიერ ხდებოდა - პროფესიული განათლების უქონლობისა დაღვთისმეტყველების საკითხებში გაუთვითცნობიერებლობის გამო, ხშირად ამ ოსტატების შემოქმედება ადგილობრივი, თავისებური, საოცრად ინდივიდუალური და ერთგვარი გულუბრყვილო ხასიათით გამოირჩევა.ტაძრის ინტერიერის მოხატვასთან ერთად სვანეთში გავრცელებული ყოფილა კანკელის მორთვის ტრადიცია, სწორედ ჟიბიანისა (უშგული) და ნაკიფარის მოხატული ქვის კანკელები წარმოადგენს სვანეთის მხატვრობის ყველაზე ადრეულ მაგალითებს. კანკელთა პირველადი მოხატულობა ტაძრების მშენებლობის დროინდელია და X საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      კანკელის მოხატულობათა თემატიკა მსგავსია: ჟიბიანის ღვთისმშობლის ტაძრის ძველი ქვის კანკელის მოხატულობის მეორე ფენის ჩამოშლის შედეგად, გამოჩნდა ორნამენტი: ერთმანეთის მიყოლებით გამოსახული თაღები, წიწვები, რომლებიც თეთრ ფონზე წითელი ნახატით იყო შესრულებული, აღსავლის კარის თავზე კი მოცემული იყო ჯვრის გამოსახულება. ასევე თეთრ ფონზეა შესრულებული ნაკიფარის წმინდა გიორგის კანკელზე გამოსახული მშვილდისარი და ერთმანეთის გადამკვეთი თაღები. წითელი საღებავით შესრულებული მშივლდისრის მოტივი, როგორც ჩანს ადგილობრივ მონადირეთა და მეომართა წარმართულ ტრადიციებს უკავშირდება, რომელიც შემდგომში ქრისტიანულ რელიგიას შეერწყა. ასეთივე მოტივებს ვხვდებით სვანეთის ხეზე კვეთის და ჭედურობის ნიმუშებზე.

      გრაფიკული მანერა, გამარტივებული ნახატი, დეკორის ელემენტების განაწილების მარტივი სისტემა, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ამ ადრეულ პერიოდში სვანეთის მონუმენტური ფერწერის სტილისტურ ნიშნებზე.

      ადგილობრივ თავისებურებას წარმოადგენს ინტერიერისა და კანკელთა მოხატვის პარალელურად, ფასადების მოხატვის ტრადიცია, რაც აქ საქართველოს სხვა რეგიონების ეკლესიის ფასადებისსათვის დამახასიათებელ რელიეფურ დეკორს ენაცვლება. ამის ყველაზე ადრეული მაგალითი ნაკიფარის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის მოხატულობაა, რომელიც მხოლოდ კონტურის სახითღა შემორჩა. ტრადიციული "ჯვრის ამაღლების" სცენის მაგივრად, რომელიც ადრექრისტიანულ ხანაში ტაძრის ფასადების მორთვის სისტემაში იყო გავრცელებული (ქვემო ბოლნისი, VI ს ჯვარი, ნიკორწმინდა და სხვა), აქ სულიწმინდის მოფენის სცენაა გამოსახული. ქვემოთათაღში მოთავსებულია

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      ქრისტე-ემანუილის ნახევარფიგურა, აქეთ_იქით წმინდანთა შარავანდედიანი თავებით. ენერგიული, მოუხეშავი ნახატის ექსპრესიული გამომხატველობა სვანეთის მხატვრული სკოლის ნიშნებს ნათლად წარმოაჩენს, ამავე დროს IX_X საუკუნის ზოგადად ქართული ხელოვნების სტილისტურ ხასიათს ატარებს. თავისი კოლორიტული გადაწყვეტით - მოოქროსფრო_ოხრის, მოწითალო_მოყავისფრო, მონაცისფრო და ზურმუხტისფერი_მწვანის შეხამებით, ნაკიფარის ფასადის მოხატულობა მსგავსებას ამჟღავნებს სვანეთის სხვა ადრეულ მოხატულობებთან.

ნესგუნის მაცხოვრის ტაძრის მოხატულობის პირველი ფენა

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      სვანეთში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში თავდაპირველად ტაძრის მოხატვის არასრული სისტემა იყო გავრცელებული, მაგრამ უკვე X საუკუნის ბოლოსათვის სვანეთში ინტერიერის სრული მორთვა იწყება. ტაძრის ინტერიერის არასრული მორთვის მაგალითია ნესგუნის მაცხოვრის ტაძრის მოხატულობის პირველი ფენა, რომელშიც მხოლოდ საკურთხეველია მოხატული. საკურთხეველში წარმოდგენილი "ქრისტეს ამაღლების" სცენა ორ რეგისტრად იყოფა: ზედა რეგისტრში - კონქში მოცემულია მთავარანგელოზებით ფლანკირებული ქრისტეს ფიგურა, ქვედა რეგისტრში - კი მედალიოში ჩაწერილი ღვთისმშობელი ყრმით, რომელსაც მოციქულები და წმინდანები მიეახლებიან (7-7 ორივე მხრიდან), მათ ერთი ხელი კურთხევის ნიშნად აქვთ აწეული, მეორეში კი დახურული კოდექსები უპყრიათ.

      გამონაკლისს წარმოადგენს მოციქული პეტრე, რომელსაც ხელში განსაკუთრებული ფორმის, როგორც ჩანს ადგილობრივი სვანური ტიპის გასაღები უჭირავს. სატრიუმფო თაღის შიდა მხარეს მოცემულია 11 მედალიონი, მათგან ცენტრალურში მოთავსებულია ჯვარი, დანარჩენში შარავანდის გარეშე გამოსახული წმინდანებია წარმოდგენილი.

      ნესგუნის მოხატულობა ფიგურების მონუმენტურობით გამოირჩევა - ქრისტეს გვერდით წარმოდგენილი ანგელოზები კონქის გვერდებზეა მიწეული, რაც მაცხოვრის ფიგურას მონუმენტურობას უსვამს ხაზს. ტაძრის პატრონის - მაცხოვრის (ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა) მნიშვნელოვნებას ზრდის მეორე რეგისტრის ფიგურათა მცირე ზომაში გამოსახვა.

      მიუხედავად მასშტაბების ამ შეუსაბამობისა, ოსტატი მოხატულობის მთლიანობის შესანარჩუნებლად ერთმანეთთან აკავშირებს ცალკეულ დეკორატიულ ელემენტებს და ქმნის მთლიან დეკორატიულ სისტემას: ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონი მხატვრულად უკავშირდება სარკმლის ღიობს "მარგალიტისებრი" დეკორით, რომლითაც ორივეა მოჩარჩოებული, ამავე მოტივს ვხვდებით ზედა და ქვედა რეგისტრის გამყოფ ზოლთანაც. მეორე რეგისტრის ფიგურათა რითმულ მონაცვლეობას იმეორებს სატრიუმფო თაღის მედალიონთა თანმიმდევრობაც.

      ნესგუნის ფიგურათა სილუეტებს გამარტივებული, გეომეტრიული, დანაწევრებული ხასიათი აქვს. სქემატური, ტეხილი, კუთხოვანი ხაზით იქმნება დრაპირება, რომელიც ზოგჯერ განყენებულ გეომეტრიულ ნახატს ქმნის. ყოველგვარი მოდელირების გარეშე დადებული ფერადოვანი ლაქები, არ არღვევს ნახატის გრაფიკულ სიმკვეთრეს. ნესგუნის მხატვრობაში ყურადღებას იქცევს აღმოსავლური ტიპის სახეების ექსპრესიული გამომსახველობა, ფართოდ გახელილი თვალებითა და ასიმეტრიულად გადმოცემული თვალის გუგებით. სახეებს სახასიათო, "გულუბრყვილო" გამომსახველობას ანიჭებს უწყვეტი ხაზით გადმოცემული წარბები და ცხვირი. მსგავს გამომსახველობით საშუალებებს ვხვდებით არმაზის კანკელზე (IX) საბერეების მოხატულობაში, Xს. VI_XIII საუკუნეების (ხანდისი) ქვის რელიეფებზე.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      ადრეულ ტრადიციებთან კავშირზე მიუთითებს ღვთისმშობლის უშარავანდედოდ გამოსახვა და ყრმის ფრონტალური ჯდომა, მაგრამ ამასთან ერთად ნესგუნის მხატვრობა თვალსაჩინოს ხდის იმ მკაცრად მონუმენტურ სტილს, რომელიც ქართულ ფრესკულ მხატვრობაში X საუკუნეში ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით კარგად გამოიხატა XI საუკუნის ძეგლებში.

ჟიბიანის ღვთისმშობლის ტაძარი

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      ნესგუნისგან განსხვავებით ჟიბიანის ღვთისმშობლის ტაძარი მთლიანადაა მოხატული და სავარაუდოდ X საუკუნის გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. საკურთხევლის აფსიდაში მოცემულია "ვედრების" (დეისუსი) კომპოზიცია. მთავარანგელოზების ფიგურები კონქის გარეთ, კამარის ქვედა ნაწილზე არიან გამოტანილნი (მათ გვერდზე 6_^6 მოციქული იყო გამოსახული) "ვედრების" კომპოზიციის ასეთ გადაწყვეტას ვხვდებით პხოტრერის X ს მთვარანგელოზთა ტაძარში და სვანეთის სხვა გვიანდელ ძეგლებშიც. სავარაუდოდ სამხრეთ კედლის ზედა ნაწილზე კამარის დახრაზე, გამოსახული უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგი და წმინდა თევდორე. წმინდა მხედრების გამოსახვა მოხატულობის ყველაზე მაღალ რეგისტრში სვანეთში წმინდა გიორგის კულტის განსაკუთრებული გავრცელებასა და პოპულარობაზე მიუთითებს.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      განსაკუთრებით ემოციურია ჟიბიანის მოხატულობის "ჯვარცმის" სცენა, სადაც ქრისტეს გვერდით ფიგურები სხვადასხვა დონეზეა განაწილებული. საოცრად ექსპრესიულია ღვთისმშობლის ჟესტიკულაცია – მას ხელი თავზე აქვს მიდებული, ნაცვლად იკონოგრაფიულად ტრადიციული ლოყისა. ჟიბიანის სახეები (ისევე როგორც ნესგუნისა) შორს არის მოგვიანო ხანის კედლის მხატვრობის კლასიკური დახვეწილი სხეებისაგან, თუმცა საოცარ შთაბმეჭდავია თავისი მოუხეშავი გამომსახველობით. ჟიბიანის და ნესგუნის მოხატულობებში ერთმანეთს ერწყმის ადგილობრივი ნიშნები და იმ პერიოდის ზოგადად ქართული ხელოვნების სახასიათო ნიშნები - ხაზობრივი ექსპრესია, უპრორციო ფიგურები და მასტაბში გაზრდილი ცალკეული ელემენტები. ჟიბიანის მოხატულობის დრაპირება ხშირად ორნამენტულ ნახატს ემსგავსება. ღვთისმშობლის მტევნის ექსპრესიული გადიდება კი ჟესტის აზრობრივ დატვირთვაზე მიანიშნებს და ამ პერიოდის ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი დეტლების უტრირების ტენდენციას ასახავს.

სვიფის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის I ფენა

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      X საუკუნეს მიეკუთვნება წმინდა გიორგის სახელობის სვიფისმოხატულობის პირველი ფენა. ფრესკებით მოხატული იყო მთელი ინტერიერი. Mმოგვინებით I ფენა მოერე ფენით დაუფარავთ, რამაც თავდაპირველი მოხატულობა საგრძნობლად დააზიანა.საკურთხევლის აფსიდშიFფრაგმენტულადშემორჩა "ვედრების" კომპოზიცია. (შედარებით ცირე ზომის ღთისმშობლისა და იოანეს ფიგურებით). კონქის ქვეშ, მეორე რეგისტრში მოცემულია მოციქულთა მონუმენტური ფიგურები. სინგურისფერ ფონზე წარმოდგენილნი ფიგურები მოჩარჩოებულია თავისებური ორნამენტული მოტივით - შავი ფონზე მოცემული თეთრიწრეებით.

      ასეთი მოჩარჩოება სახასიათოა ზემო სვანეთის გვიანდელი ძეგლებისათვისაც და როგორც ჩანს ჭედური ხატების იმიტაციას წარმოადგენს.ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი, რომელიც დასავლეთ კედლისკენ იყო მიმართული. დასავლეთ კედელზე კი წმინდა თევდორე უნდა ყოფილიყო გამოსახული.სვიფის მოხატულობიდან ყველაზე კარგადაა შემორჩენილი სამხრეთ კედლის დასავლეთ თაღში მოცემული ორი მამაკაცის ფიგურა, ერთ_ერთ მათგანს (ორივე შარავანდით) გვირგვინი ახურავს, მეორეს მრგვალი ქუდი. მარჯვენას ხელში თასი უჭირავს, მეორეს კი სავარაუდოდ _ ჯვარი. კედლის თაღით მოჩარჩოებაში მოცემული ფრონტალური ფიგურები გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს მინიატურებში გავრცელებულ მოტივთან, სადაც მახარობელთა ფიგურები დეკორატიულ თაღედის მოჩარჩოებშია წარმოდგენილი. შესაძლებელია, რომ სვიფის მოხატულობის "დედანს" სწორედ მინიატურის ერთ_ერთი ნიმუში წარმოადგენდა.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      შთამბეჭდავია სვიფის მოხატულობის მჟღერი კოლორიტი: აქ ეფექტურადაა ერთმანეთთან დაპირისპირებული წითელი ფონი და ზურმუხტისფერი მწვანით გადმოცემულ მიწა. ფიგურები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს თავიანთი მონუმენტურობით. ნახატი თავისუფალი, ექსპრესიული და "მსუყეა", ამ მხატვრობასთან შედარებით ბევრად "მშვიდი" ჩანს ნესგუნის ფრესკები, სადაც ნახატიც უფრო მსუბუქია და კოლორიტიც - შედარებით ბაცი.

აცის მთავარანგელოზის ტაძრის მოხატულობა

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      სვანეთის ადრეულ კედლის მხატვრობაზე შედარებით სრულ შთაბეჭდილებას გვიქმნის შემდგომში გადაკეთებული აცის მთავარგელოზის ტაძრის მოხატულობა.

      დარბაზული ეკლესიის მცირე ზომის ინტერიერში სცენათა შეზღუდული რაოდენობაა მოცემული, რაც X_XI საუკუნის მონუმენტური სტილისთვისაა სახასიათო. ოსტატის ნააზრევი, მისი თეოლოგიური სისტემის მნიშვნელოვანი ასპექტები სცენათა შერჩევის პრინციპში იკვეთება: საკურთხევლის აფსიდში მოცემული "ქრისტეს დიდების" სცენას (მთავარანგელოზებთან ერთად კომპოზიციაში ჩართულია ტეტრამორფისა და ექვსფრთედის გამოსახულებაც) აზრობრივად მჭიდროდ უკავშირდება ჩრდილოეთ კედელზე მოცემული "ამაღლების" სცენა. მეორეს მხრივ "ამაღლებას" უპირისპირდება სამხრეთ კედელზე მოცემული "საფლავად დადების" კომპოზიცია, რომელიც ქრისტეს, როგორც მსხვერპლის, მოწამეობრივი აღსასრულის განსახიერებას წარმოადგენს. "ამაღლებისა" და "საფლავად დადების" სცენების დაპირისპირებით ხაზგასმულია ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დოგმატი ქრისტეს

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      მსხვერპლშეწირვა და შემდგომში მსხვერპლის დიდება _ მისი აღდგომა და ამაღლება მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ამაღლების" ტრიუმფალურ სცენას მთელი ჩრდილოეთ კედელი უჭირავს, "საფლავად დადებას" კი სამხრეთ კედლის ქვედა იარუსი. იშვიათია, როდესაც ოსტატი ტრადიციული "ჯარცმის" ნაცვლად "საფლავად დადების" ერთ-ერთ დამატებით ეპიზოდს ირჩევს შესაძლებელია, რომ ასეთი არჩევანი ნაკარნახევი იყოს უფრო ძველი "დედნით", რომელშიც ბევრად დაწვრილებით იყო გადმოცემული უფლის საფლავთან დაკავშირებული ეპიზოდები.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      კომპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილია იოსებ არიმატიელისა და ნიკოდიმოსის ფიგურები, რომლებსაც ქრისტეს შეხვეული ფიგურა უჭირავთ ხშირად გვხვდება კაბადოკიურ მხატვრობაშიც. აცის მხატვარი ნაკლებად მისდევს ბიზანტიურ ხელოვნებაში გამომუშავებულ სცენათა იერარქიულ დაქვემდებარებებს ამის ნიშანია ის, რომ ერთ-ერთი სახარებისეული სცენის "ამაღლების" საპირისპირო მხარეს, სამხრეთ კედელის ზედა რეგისტრში წმ. მხედართა გამოსახულებებია მოცემული.

      მოხატულობის მთლიანი სისტემა მონუმენტური სტილის, სიცხადისა და ლაკონურობის პრინციპებს ექვემდებარება: ტაძრის მცირე ზომების გამო ქრისტეს ფიგურის მონმენტურობის შესანარჩუნებლად შედარებით დაპატარავებულია ანგელოზების ფიგურები, მათი აზიდული ფრთები კი ოსტატურადაა ჩაწერილი კონქის მოხაზულობაში. Kკონქის ცენტრალური ნაწილი ქრისტეს დიდი ზომის ნახევარფიგურას ეთმობა. სარკმლის გვერდებზე სიმეტრიულად არის განლაგებული ექვსფრთოსანისა და ტეტრამორფის გამოსახულებანი. მონუმენტურობის სტილის პრინციპების გამო წმინდანთა ფიგურები, რომლებიც ტრადიციულად საკურთხევლის კომპოზიციაში შედის, აცის ოსტატმა დასავლეთ კედელზე გადაიტანა.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      აცის მოხატულობას სადღესწაულო იერს ანიჭებს მოაგურისფრო_წითელი და ფირუზისფერი ფონები. სცენათა თავისუფალი განაწილება, სამხრეთ კედელზე ორი სცენის – წმ. მხედრებსა და "საფლავად დადების" სცენებს შორის გამყოფი ზოლის არარსებობა ერთგვარად "ხალიჩისებრი" გადაწყვეტა მოხატულობას "ხალხურ" იერს ანიჭებს. ხალიჩისებრ ეფექტს ქმნის მაცხოვრის ნახევარფუგურის უკან მოცემული ვარსკვლევებიანი ფონიც. თუმცა ეს "ხალხური" დეკორატიულობა მოხატულობისMსაერთო ცხადი ლაკონური მონუმენტურობის შთაბეჭდილებას არ არღვევს. მოძრაობა და ჟესტები გამომსახველია, უტრირებულია ხელის მტევნები, სახასიათოა აღმოსავლური ტიპის სახეები. მონუმენტურ მხატვრობაში აცის ფრესკების ყველაზე ახლო პარალელად შეიძლება დასახელდეს უდაბნოს მთავარი ეკლესიის მოხატულობა X_XI

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      (სილუეტის ხაზი და დეტალების უტრირება). ამ ორი სრულიად დაშორებული ძეგლის მსგავსება საერთო ეპოქალურ სტილისტურ ნიშნებზე მიუთითებს. რაც შეეხება უდაბნოს მოხატულობაში ნახატის სირბილის და უტრირების შედარებით ნაკლებ ხარისხს, ეს კონკრეტულად გარეჯის ფერწერული სკოლისთვის დამახასიათებელ ნიშნად უნდა მივიჩნიოდ, ისევე როგორც აცის მოხატულობაში ნახატის სიმკვეთრე და სიცხადე (თითქოს ერთგვარი ასოციაცია ხდება ჭედურ ხატებთან) სვანეთის მონუმენტური ფერწერის მახასიათებლად.

იფხის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატულობა

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      აცის მოხატულობასთან სიახლოვეს ამჟღავნებს იფხის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკები. ფირუზისფერი ფონი, რომელიც აცის ფირუზისფერთან შედარებით აქ უფრო მოცისფროა, საკურთხევლის "ვედრების" კომპოზიციის ფონადაა გამოყენებული, რაც ამ სცენის აქცენტირებას უწყობს ხელს. ისევე როგორც აცში, იფხშიც ფონი მორთულია სტილიზებული ვარსკვლავების გამოსახულებით.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      ეს მოტივი ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში. ისევე, როგორც აცში იფხშიც თითქმის მთელი კონქი უჭირავს ქრისტეს ფიგურას. აქ "ვედრების" კომპოზიცია თავისებურადაა გადაწყვეტილი - ღვთისმშობლის და იოანეს ფიგურები დაპატარავებულია და შედარებით ქვემოთ სარკმლის გვერდებზეა მოცემული. ანგელოზების ფიგურეიკი, რომელიც ქრისტეს გვერდითაა გამოსახული უფრო მონუმენტურია. მათი აზიდული ფრთები კარგად ეწერება კონქის მოხაზულობაში. (ეს კიდევ ერთხელ მინიშნებს სვანეთში მთავაარგელოზთა კულტის განსაკუთრებულ პოპულარობაზე).

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

      ამ შემთხვევაშიც თავისებურია სცენათა შერჩევა და განაწილება: სამხრეთ კედელზე წმინდა გიორგის (ტაძრის პატრონის) და წმინდა თევდორეს ქვეშ მოცემულია წმინდა მამების გამოსახულებანი, რომელიც საკურთხევლის ნაცვლად აქ მოათავსეს და არა დასავლეთ კედელზე, როგორც ეს აცში იყო. სცენათა შერჩევისას აქაც გამოყენებულია ერთგვარი დაპირისპირების სისტემა, რაც მხატვრის ჩანაფიქრის მისეული ინტერპრეტაციის ნიშნად გვევლინება: ჩრდილოეთ კედლის ზედა რეგისტრში მოცემულია "შობა", ქვედა რეგისტრში კი "მიძინების" სცენა, ეს ორი სცენა ღვთისმშობლის ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს მომენტს ასახავს. დასავლეთ კედელზე მოცემული "ამაღლების" სცენა კი, ეხმაურება საკურთხევლის "ვედრებას" და საერთო ჯამში აძლიერებს მაცხოვრის დიდების საზეიმო განწყობილებას. აღმოსავლეთქრისტიანულ ტრადიციასთან კავშირზე მიუთეთებს იფხის მოხატულობის "შობის" სცენაში, დიდი ზომის ანგელოზის გამოსახულება, რომელმაც ერთ_ერთი სირიული აპოკრიფის თანახმად ბეთლემამდე მიიყვანა მოგვები. (იაკობ მცირეს პროტოსახარების სირიული ხელნაწერი). იფხის მოხატულობის ნახატი შედარებით გართულებულია: ტეხილი ხაზების გვერდით, აქ დენადი ან სპირალურად დახვეული ხაზი ჩნდება, ნაკლებად ხისტია მოძრაობები, შედარებით შერბილებულია ცალკეული დეტალების უტრირებაც. აქედან გამომდინარე იფხის მოხატულობაში თავს იჩენს ის ტენდენციები, რომელიც ქართული კედლის მხატვრობის შემდგომი ევოლუციის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება სწორედ ამიტომ იფხის მოხატულობა აცისაზე გვიანდელი უნდა იყოს (X_XI ს მიჯნა) იფხის მოხატულობაში ყურადღებას იპყრობს ერთი არატრადიციული დეტალი _ "შობის" სცენაში მწყემსები და "ყრმის განბანვის" სცენაში კი მონაწილე ქალები შარავანდითაა გამოსახული, რაც პროვინციული წარმოშობის ოსტატის იკონოგრაფიული "თვითნებობად" შეიძლება მივიჩნიოთ. ბაცისა და იფხის მოხატულობათა მსგავსება წარმოშობს ვარაუდს, რომ შესაძლოა ის ერთი ოსტატის ხელწერას მიეკუთვნებოდეს, თუმცაღა სხვადასხვა პერიოდში იყოს შესრულებული. ყოველ შემთხვევაში ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ორი მხატვრობა ერთი ჰამქრიდან გამოსული მხატვრების მიერაა შესრულებული.

იკონოგრაფია, iconography, Qwelly, art, church, svaneti, აცი, ეკლესია, იფხის, მაცხოვარი, მხატვრობა, ნესგუნი, ჟიბიანი, სვანეთი, სვანეთის_ადრეული_ფრესკული_მოხატულობები, სვიფი, სტილი, ტაძარი, ჩვიბიანი, ხატწერა, ხელოვნება

ჩვაბიანის მაცხოვრის ტაძრის მოხატულობა

      ზემოთხსენებული ძეგლებიდან განცალკევებით დგას ჩვაბიანის მაცხოვრის ტაძრის მოხატულობა. სვანეთში გავრცელებული ტრადიციისამებრ საკურთხევლის აფსიდში "ქრისტეს" დიდების" სცენაში ანგელოზების ფიგურები კონქის გვერდითა კედლებზეა გამოსახული, კონქი კი ქრისტეს უზარმაზარ ფიგურას ეთმობა. საყდრის ორივე მხარეს სერაფიმი და ქერუბიმია გამოსახული. ქრისტეს დიდების თემას აძლიერებს ტრიუმფალური თაღის ზედა ნაწილზე (შუბლზე) მოცემული "ვედრება" ექვსფრთოსნებით. მეორე რეგისტრზე კი გამოსახულია მოციქულთა ფიგურები.

      მოხატულობა ტაძარში სამ რეგისტრადაა განაწილებული, რომელთაგან დღესდღეისობით მხოლოდ "შობისა" და "ფერისცვალების" სცენების (ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი) გარჩევაა შესაძლებელი. მომრგვალებული ცისარტყელისებრი მოტივი, ასევე კონქში მზისა და მთვარის გამოსახულებანი, მოწმობს ოსტატის მიერ ადრეული ნიმუშის ("დედნის") გამოყენებას. ასეთივე იკონოგრაფიულ დეტალებს ვხვდებით IX საუკუნის დოდოს რქისა და საბერეების მოხატულობაში.

      ჩვაბიანის ტაძრის მოხატულობაში შემონახულია ორი წარწერა, მათგან ერთ- ერთში მოხსენიებულია ბაგრატ აფხაზთა მეფე. რ. შმერლინგი წარწერას პალეოგრაფიული ნიშნებით X საუკუნით ათარიღებს. ვ. სილოგავა წარწერაში მოხსენიებულ მეფეს ბაგრატ IV_სთან აიგივებს და ტაძარს 1024_1078 წლებით ათარიღებს. ზ. ალექსიძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ აფხაზთა მეფედ, ზეობის გარკვეულ პერიოდში ბაგრატ III_ეც მოიხსენიებოდა, რაც რ. შმერლინგისეულ დათარიღებას ადასტურებს. ვინაიდან წარწერაში აღნიშნულია, რომ ტაძარი აგებისთანავე მოიხატა, მოხატულობა X საუკუნით თარიღდება. ჩვაბიანის თარიღზე, რომელიც არ სცილდება X-XI საუკუნეების მიჯნას, მიუთითებს მაცხოვრის საყდრის ფორმაც, ფართო და დაბალი ზურგით. ჩვაბიანის ფიგურების მკაცრი ჩაკეტილი სილუეტი, მხრების ფართო აბრისით, იფხისა და აცის ფიგურებს მოგვაგონებს, თუმცა აქ უკვე ფიგურები არც ისე მასშტაბურია. დახვეწილია ჩვებიანის მოხატულობის კოპლორიტული გადაწყვეტა: ჩვაბიანში უხვადაა გამოყენებული ძვირფასი საღებავი - ლაპის ლაზური. აფსიდში ღრმა ლურჯ ფონზე ეფექტურად გამოიყოფილი მოვერცხლისფრო, მოყავისფრო, ოქროსფერი ტანსაცმლის ლაქები მხატვარის მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს (შესაძლოა მხატვარმა განათლება საქართველოს ცენტრალურ რეგიონში მიიღო).

      ჩვაბიანის მოხატულობაში ხაზი მეტად დენადია და დახვეწილია. მოხატულობა თავისი ხასიათით უდაბნოს სატრაპეზოს და მთავარი ტაძრის სტილს უახლოვდება. ასე, რომ ჩვაბიანის მოხატულობაში ერთის მხრივ იკვეთება მაღალი, კლასიკური სტილის ნიშნები, მეორეს მხრივ კი ის ადგილობრივი ტრადიციები, რომლებიც სვანეთის ადრეულ მოხატულობებში იჩენს თავს.

სპეციალურად: www.Qwelly.com _სთვის.

ნახვა: 965

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters