ატენის სიონის მოხატულობა

ateni, iconography, qwelly, sioni, ატენი, ატენის სიონი, ეკლესია, იკონოგრაფია, მოხატულობა, სიონი, ხატწერა

      ატენის სიონი აგებულია VII ს-ში და ის მცხეთის ჯვრის არქიტექტურას იმეორებს. ტაძრის დეკორს წარმოაგდენს როგორც საფასადო რელიეფიები, ასევე ინეტრიერის მოხატულობა. ხატმებრძოლეობის გავლენით, VIII ს-ში ინტერიერი ანიკონური ფერწერით შეამკეს, ხოლო XI საუკუნეში ის უკვე მთლიანად მოიხატა ფუგრატიული გამოსახულებებით. XI საუკუნეს მიუთუთებენ თვით მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნები, ისევე, როგორც გამოსახულებათა თანმხლებ, მრავალრიცხოვან, ქართული ასომთავრულის კლასიკური შრიფტით შესრულებულ წარწერათა ხასიათი, ხოლო ქტიტორთა გამოსახულებების ანალიზი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოხატულობის შესრულების დრო XI ს-ის II ნახევრით განვსაზღვროთ.დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილი ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტი შეიცავს საკურთხევლისაკენ მიმართულ, ვედრების პოზაში მდგომ ექვს (თავდაპირველად როგორც ჩანს შვიდ) ფიგურას. ბემაში ორი ფიგურაა გამოსახული: მონაზვნის ტანსაცმლით მოსილი ბერიკაცი და აღმოსავლური ყაიდის მდიდრულ სამოსელში გამოწყობილი ჭაბუკი. რიგი გრძელდება აფსიდში შემდეგი პორტრეტებით: ბიზანტიური ტიპის სამეფო სამოსლიანი შუა ხნის მამაკაცი, დიადემითა და მანტიით მოკაზმული მამაკაცი, რომელსაც ბიჭუნასთვის ჩაუკიდია ხელი შემდეგ შემორჩა რაღაც გამოსახულების უმნიშვნელო ფრაგმენტი. დასასრულს, გამოსახულია დედოფლისა თუ სეფექალის სამოსელში გამოწყობილი მანდილოსანი. გამოსახულებათა თანმხლები წარწერები, ქტიტორთა სახელების გარდა, შეიცავს ცნობას ქტიტორთა მიერ სიონისათვის შეწირულობის გაღების თაობაზე, სამწუხაროდ, პორტრეტებისა და წარწერების (ისინი განახლებულია ჯერ კიდევ XIII ს-ში) ცუდი დაცულობა ძლიერ ართულებს მათ იდენტიფიკაციას.თავდაპირველად, მეცნიერთა აზრი ამ საკითხში მკვეთრად განსხვავებული იყო: ერთნი პორტრეტებს აიგივებდნენ IX_X სს-თა მიჯნის, ხოლო მეორენი - XI ს-ის II ნახევრის მოღვაწეებთან. სადღეისოდ მეორე მოსაზრება ითვლება დამკვიდრებულად, თუმცა იგი არ გამორიცხავს სხვაობას ცალკეულ პორტრეტთა იდენტიფიკაციაში თუ მოხატულობაში XI ს-ის III თუ IV მეოთხედით.

ateni, iconography, qwelly, sioni, ატენი, ატენის სიონი, ეკლესია, იკონოგრაფია, მოხატულობა, სიონი, ხატწერა

      შემორჩენილი წარწერების საფუძველზე იდენტიფიციერებულია მხოლოდ სამეფო სამოსლიანი მამაკაცის პორტრეტი. ესაა მეფე გიორგის მამა, ე.ი. საქართველოს მეფე ბაგრატ IV (1027-1072); ყველა სხვა პორტრეტი იდენტიფიციერებულია მხოლოდ ვარაუდით. ერთი მოსაზრების თანახმად, ჭაბუკის პორტრეტი გაიგივებულია ბაგრატ IV-ის ვაჟთან, გიორგი II-სთან (1072-1089) და ნავარაუდევია, რომ მხატვრობა შესრულდა მისი მმართველობის დროს, XI ს-ის 70-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ, ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ქტიტორი გამოსახულია, როგორც 15-17 წლის უწვერულვაშო ჭაბუკი. სხვა თვალსაზრისის თანახმად, ჭაბუკის პორტრეტი, ასევე, გიორგი II-სთანაა გაიგივებული, მაგრამ ნავარაუდევია, რომ მხატვრობა შესრულდა ბაგრატ IV-ის მეფობისა და მისი ვაჟის, გიორგი II-ის თანამმართველობის დროს, XI ს-ის 60-იან წლებში. ეს იყო შედარებითი სიმშვიდის პერიოდი, როცა ქვეყანა ისვენებდა შინაური აშლილობისა და გარეშეთა შემოსევებისაგან და როდესაც ატენში, ბაგრატ IV-ის ბრძანებით ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობდა. ამ თვალსაზრისის თანახმად ჯგუფურ პორტრეტში წარმოდგენილი არიან: გამოჩენილი ქართველი მწინობარი და საზოგადო მოღვაწე გიორგი მთაწმნიდელი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ბაგრატ IV-ის მოწვევით 1060-1065 წლებში, გიორგი II, ბაგრატ IV, უცნობი წარმომადგენლები ბაგრატიონთა გვარისა, რომელსაც ოდითგანვე ეკუთვნოდა სამეფო დომენში ფეოდალური სამფლობელოები სავარაუდოა აგერთვე, რომ ატენის ფრესკები შთაგონებულია იმ რეალური ისტორიული სიტუაციით, რომელიც უფრო გვიან გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშია აღწერილი.

ateni, iconography, qwelly, sioni, ატენი, ატენის სიონი, ეკლესია, იკონოგრაფია, მოხატულობა, სიონი, ხატწერა

      ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ მეტყველებს მხოლოდ სიტყვა ბოტინატი (ფულადი ერთეული, რომელიც XI ს-ის 70-იანი წლების დასასრულს შემოვიდა ხმარებაში), რომელიც ვარაუდით იკითხება პორტრეტების თანმხლებ ერთ-ერთ ფრაგმენტულად შემორჩენილ წარწერაზე.ახალი თეორიის თანახმად, ფრაგმენტის საწორედ ასეთ წაკითხვას რომ ეყრდნობა, ჭაბუკის პორტრეტი იდენტიფიცირებულია არა ბაგრატ IV-ის ვაჟთან, არამედ შვილიშვილთან - მეფე დავით აღმაშენებელთან (1089-1125), ხოლო მოხატულობა, შესაბამისად, განეკუთვნება XI ს-ის 90-იანი წლების შუა ხანებს. გიორგი II-ის პორტრეტი, ამ თეორიის თანახმად VI ადგილზე მოთავსებული, ამჟამად გამქრალია.

ateni, iconography, qwelly, sioni, ატენი, ატენის სიონი, ეკლესია, იკონოგრაფია, მოხატულობა, სიონი, ხატწერა

      ასეთი დასკვნის საფუძვლად გამოყენებულია ამ ადგილას შემორჩენილი წარწერის ფრაგმენტი: შემოწირნა... გიორგი მეფემან. ნათელია, რომ ატენის მოხატულობა შესრულებული იყო XI ს-ის II ნახევარში, ქართველ მეფეთა ან მათთან ახლო მდგომ პირთა დაკვეთით და ბუნებრივია, რომ ამ საზეიმო მოხატულობის შესასრულებლად მოიწვევდნენ ნიჭიერ მხატვარს, რომელსაც თანაშემწეებთან ერთად შეუქმნია შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშთაგანი. მიუხედავად იმისა, რომ სიონის მხატვრობა მეტად ფრაგმენტულია (განსაკუთრებით გუმბათში) ხოლო მის ზოგიერთ ნაწილს განახლებათა კვალი ატყვია, მოხატულობის პროგრამის აღდგენა სრულად ხერხდება, ხოლო შემორჩენილ ნაწილებში მშვენივრად შენახული ფერწერა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მის მხატვრულ ღირებულებაზე.ატენის მოხატულობის პროგრამა, რომელიც მთლიანად საქართველოსათვის ტრადიციულ იკონოგრაფიულ პროგრამას მისდევს, ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრებოდა, რომ ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი: ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრება კი წარმოდგენილია სცენების ვრცელი ციკლით.გუმბათის კამარაში ჯვრის გამოსახულებისგან, ისევე როგორც მის ყელში, წინასწარმეტყველთა და ტრომპების მახარებელთა გამოსახულებებისაგან, ნაგლეჯებიღა შემორჩა, მაგრამ ტრომპების ნახევარწრეებში დაცულია სამოთხის პერსონიფიკაციების ფრაგმენტული გამოსახულებები ანტიკური ტიპის ტალღებში მწოლი ჭაბუკების სახით.

ateni, iconography, qwelly, sioni, ატენი, ატენის სიონი, ეკლესია, იკონოგრაფია, მოხატულობა, სიონი, ხატწერა

      რამდენადმე უფრო სრულადაა შემონახული წმნიდანთა გამოსახულებები გუმბათქვეშა ბურჯებზე - აფსიდების შვერილებზე. ოთხ აფსიდში მოთავსებულია დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლები.საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობელი, რომელსაც ყრმა იესო უპყრია ხელთ და დგას მდიდრულ საიმპერატორო ტანსაცმლით მოსილ ორ მთავარანგელოზს შორის. ბემის კამარაზე წარმოდგენილია მედალიონი - ქრისტე პანტოკრატორის ნახევარფიგურით და ოთხი წინასწარმეტყველი. აფსიდის კედლებზე ჩამწკრივებულია 12 მოციქული, ცენტრში მომცრო ჯვარია. იქვე ბემის კედლებზე ამოიცნობა ევქარისტიის ორი სცენის ნაშთები. მხატვრობის ქვედა რეგისტრი უჭირავს ეკლესიის ათი მამის ფრონტალური გამოსახულებებს. შუა სარკმელში ორი მესვეტის გამოსახულებაა, აფსიდთა შვერილებზე - ორი დიაკვნისა.დასავლეთი აფსიდი დათმობილი აქვს განკითხვის დღის გრანდიოზულ კომპოზიციას. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება და ტახტზე მსხდომი მოციქულები ანგელოზთა დასითურთ. ბემაში ცის გრაგნილის ფრაგმენტია. ვედრების ქვემოთ გამოსახულია ჰეტიმასია, რომლის ორივე მხარეს ჩანან მთავარანგელოზები, ადამი და ევა.

ateni, iconography, qwelly, sioni, ატენი, ატენის სიონი, ეკლესია, იკონოგრაფია, მოხატულობა, სიონი, ხატწერა

      მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული ჯოჯოხეთისაგან ცალკეული ფრაგმენტებია შემონახული. სამხრეთ კედელზე ორ რიგად გაშლილია მართალთა პროცესიები - ჰეტიმასიისკენ მიმართული წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმინდა დედათა და მამათა, ეკლესიის მამათა და ბერთა გუნდები. სამოთხის გამოსახულებისაგან ბემის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია ცალკეული ჯგუფები და ფიგურები: მთავარანგელოზთა, აბრაამის წიაღისა, ცეცხლოვანი ქერუბინისა და სამი საამოთხეში მყოფი მართალისა. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წინსწარმეტყველთა ფიგურები, რომელთა პირდაპირ მოთავსებულია მკლავის ჩრდილოეთ კედელზე უკვე განხილულ ქტრიტორთა პორტრეტები.სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავის კამარათა ჩამკეტი ქვები შემკულია ანგელოზთა ნახევრაფიგურიანი მედალიონებით. ქვემოთ გაშლილია სცენათა ოთხი რეგისტრი: ღვთისმშობლის ციკლი - სამხრეთ აფსიდში და სახარების ციკლი- ჩრდილოეთისაში. სცენები განლაგებულია მოვლენათა ისტორიული თანმიმდევრობის მიხედვით: სამხრეთ აფსიდის კამარაზე ძღვენთა უარყოფის სცენით დაწყებული ღვთისმშობლის ციკლი გრძელდება სცენებით: იოაკიმეს საყვედური ანას, ხარება ანას, ხარება იოაკიმეს,შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან მარიამის შობა, პირველი შვიდი ნაბიჯი, ტაძრად მიყვანება,ხარება, მარიამისა და ელისაბედის ამბორი, წყლით მხილება, იოსების სიზმარი და ქვედა რეგისტრში მთავრდება შობისსცენით.თხრობა გრძელდება ჩრდილოეთი მკლავის კამარაზე სახარების სცენებით მირქმა და ნათლისღება და შემდეგ სცენებით: ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმს შესვლა,საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დედანი საფლავთან და მთავრდება ქვედა რეგისტრში ამაღლებისა და სულიწმიდის მოფენის სცენებით. ბოლო სცენა -ღვთისმშობლის მიძინება კვლავ გამოსახულია სამხრეთ აფსიდში, შობის სცენის მოპირდაპირე მხარეს. მხატვრობის ამგვარი აგება სრულიად განსხვავდება შუა საუკუნეების გუმბათოვან ტაძრებში გაბატონებული ათორმეტ დღესასწაულთა სისტემისაგან, რომლის თანახმადაც, სახარების სცენები განლაგებული იყო წლიური ლიტურგიკული კალენდრის მიხედვით ტაძრის სხვადასხვა მკლავში და გარს უვლიდა მას ზედა რეგისტრებიდან ქვედა რეგისტრებისაკენ (ტიმოთესუბნის, ახტალისა და სხვა მოხატულობანი). ატენის მოხატულობის შემქმნელნი არამარტო გამოყოფენ სცენათა ცალკეულ ციკლს საგანგებო მკლავებში და განალაგებენ მათ მოვლენათა ისტორიული თანმიმდევრობის მიხედვით, არამედ მოხატულობას იმგვარად აგებენ, რომ სახარების ციკლი იკითხება როგორც გაგრძელება და თვით შემადგენელი ნაწილი ღვთისმშობლის ციკლისა. ამის შედეგად ღვთისმშობლის თემა, რომელიც თითქოსდა იწყებს და ასრულებს კიდეც თხრობას, წამოწეულია წინა პლანზე. ატენის სიონის მხატვარს ახასიათებს ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობა, რაც ვლინდება ცალკეულ სცენათა აგებაში, კოლორიტში, ნახატში, ადამიანთა ფიგურებისა და სახეთა შესრულების მანერაში. მოხატულობის კოლორიტი მცირერიცხოვან, რბილ, ზუსტად მიგნებულ ტონთა რიტმულ შეხამებაზე აგებული: ღია ცისფერისა - ღია მომწვანოსთან და წითლის მრავალგვარ გრადაციებთან. ეს რბილი გამა, რომელიც ღია ფერის ოქრითაა გამოცოცხლებული, ხაზგასმულია ღია ცისფერი და ღია ნაცრისფერი ფონებით. ატენის მომხატველი ოსტატის შემოქმედებაში ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობა ორგანულად ერწყმოდა შუა საუკუნეების ხელოვნებისათვის დამახასიათებელ პირობითობას და რეალური ფორმის გარკვეულ დეფორმაციას, რასაც მოწმობს ადამიანის ფიგურის პროპორციები და ხატვის მანერა. ატენის ფიგურები პროპორციათა სისწორე დარღვეულია კიდურების - ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების - რამდენადმე გადიდებით. ეს დეფორმაცია შემთხვევითი როდია. ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ფორმის ხაზგასმული დეფორმაცია და დაძაბული ხაზოვანი რიტმი შინაგანი ექსპრესიის გამოვლენის ერთადერთი საშუალება იყო. თუმცა ატენის მოხატულობაში, რომელიც ამ ხელოვნების განვითარების გაცილებით უფრო გვიანდელ ეტაპს წარმოადგემნს, ფორმის დეფორმაცია ძლიერ თავდაჭრილად ვლინდება. მას არსებითად იგივე დანიშნულება აქვს - ფიგურის მდგრადობის, წონადობისა და მისი ჟესტის გამომსახველობის შთაბეჭდილების გაძლერება. ამასთან, თავისი თვითკმარი და დაძაბული თვისების დამკარგველ ხაზს მაინც დიდი ემოციური დატვირთვა აქვს შენარჩუნებული. სწორედ შეუმცდარად მიგნებული, ზომიერად მოქნილი ნახატი, ფიგურის კონტურებისა და სამოსის მკვეთრი ნაკეცების დაჯერებულად შემომხაზველი, განსაზღვრავს ვაჟკაცური ძალისა და თავშეკავებული ექსპრესიის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ასე დამახასიათებელია ატენის მხატვრობისათვის.ფიგურების სახეთა ტრადიციულ იკონოგრაფიულ ინდივიდუალიზაციას ატენელი ოსტატი მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ შექმნას თავისი შინაარსითა და ხასიათით განსხვავებული სახეები. ამის ნათელი მაგალითია მთავარანგელოზები, რომლებსაც ჭაბუკური პირისახის ნატიფი ნაკვთები და ქართული ხელოვნების ნაწარმოებებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები აქვთ. ასევე, მსუბუქად შემობრუნებული ან დახრილი ლირიკული თავები მოციქულებისა, რომელთა ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი, ჩაფიქრებული თვალები მოაზროვნის დახვეწილ ფსიქიკურ ტიპს განასახიერებენ. ან კიდევ - დიდებული, მკაცრად ფრონტალური სახეები ეკლესიის მამებისა. ამგვარივეა მარიამის მორჩი სახეც, იოაკიმეს იშვიათი სილამაზის, ფიქრმოძალებული სახე წყლით მხილების სცენაში, ან კიდევ გამომეტყველების მიხედვით დიფერენცირებული სახეები მარიამისა და ელისაბედისა, პირველის - დიდებული და მწუხარე, მეორის - ნაზი და თანაგრძნობით განმსჭვალული.

      დრამატიზმი და ხაზგასმული ექსპრესია დამახასიათებელი არ არის ატენის სახეთათვის, ხოლო მათი დახვეწილი ფსიქიკური ტიპის სპირიტუალიზმი ასკეტურობაში არასოდეს გადადის. გაღიაფერებითა და ათინათებით სათუთად და ცოცხლად ჩამოქნილი ეს სახეები გვაოცებენ თავიანთი ადამიანური იერით. ეს შთაბეჭდილება მით უფრო მოულოდნელია, რომ მათი შექმნისას მხატვარი არ სცილდება შუა საუკუნეების ხელოვნების პირობითი სისტემის ფარგლებს. მონუმენტურობისა და განყენებულის ამგვარი ორგანული შერწყმა ადამიანურობასთან შუა საუკუნეთა ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებისთვის არის დამახასიათებელი. შემთხვევითი არაა, რომ ანალოგიური მოვლენა შეინიშნება XII-XIII სს-ებში შექმნილ ვარძიისა და ყინწვისის კიდევ უფრო სათუთად გამოძერწილ ზოგიერთ სახეში.

      ამგვარად, თავისი იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებითა და შესრულების ოსტატობით ატენის მოხატულობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია XI ს-ის ქართული მონუმენტური მხატვრობის გამოჩენილ ნაწარმოებთა შორის.

ნახვა: 3378

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters