წმიდა ნინო რომაელი მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. მიუხედავად მათი მაღალი წოდებისა და საზოგადოებაში სახელოვნობისა, წარმატებისა, როდესაც ნინოს თორმეტი წლის გახდა ზაბულონმა და სოსანამ ყოველივე მონაგები გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ზაბულონი მხოლოდ სიმდიდრის მიტოვებით არ დაკმაყოფილდა. იერუსალიმში ჩასვილსას ოჯახს გამოემსვიდობა, წავიდა და ბერად აღიკვეცა.
მეუღლის ოჯახიდან წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა, თავისმა ძმამ იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, პატარა ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს - სარა ნიაფორს მიაბარეს. სწორედ ამ ქრისტიანი ქალისგან შეიტყო წმინდა ნინომ ქრისტეს ამვეყნად განკაცების და კაცობრიობის გამოხსნის შესახებ, სარამვე უამბო თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა საქართველოში.
მას შემდეგ რაც წმინდა ნინომ ეს მოისმინა, გულმხურვალე ლოცვას აღავლენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გამხდარიყო, უკერველი პერანგისა რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. დედა ღვთისამ შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი". ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: "როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?" ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: "მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა". გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. წმინდა ნინომ, თავისი თავმდაბლობა კიდევ ერთხელ გამოავლინა - ის მივიდა ბიძასთან, იერუსალიმის პატრიარქთან და უამბო სიზმრისეული ჩვენების შესახებ, მაშინ იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ".
წმინდა ნინოს მოგზაურობა საქართველოსკენ ეფესოზე უნდა გასულიყო. იქ ჩასულს მეფის ოჯახმა უმასპინძლა. მეფის ასული რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანე წმინდა ნინოს განსაკუთრებით შეუყვარდა და ქრისტეს რჯულზეც მოექცნენ. ამ დროს რომის იმპერატორი დიოკლეტიანე რიფსიმეზე დაქორწინებას აპირებდა. ქრისტიანთა მდევნელი და ახალმონათლული ქალწული როგორ შეერთვებოდნენ ერთმანეთს? ამიტომ წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: "მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში".
შეშინებულმა სომხეთის მმართველმა მონახა წმინდა ქალწულები, მაგრამ რიფსიმეს სილამაზემ ისიც ისე მონუსხა რომ ახლა მან განიზრახა ცოლად შეერთო იგი. რა თქმა უნდა წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად. წმინდა ნინო ამ წამებას შორიდან ადევნებდა თვალს და როგროც გადმოცემა მოგვითხრობს მან ხილვაც კი ნახა თუ როგორ მიიბარა უფალმა მათი სულები. წმინდა ნინოს მისია უფრო ვრცელი იყო.
საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა "მცხეთას წარმართთა ქადაგებისა", თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.
ქალაქში, სადაც წმინდა ნინო მისვლას ლამობდა რათა უფლის კვართის შეხების და თაყვანისცემი ღირსი გამხდარიყო საშინელი სანახაობა დახვდა: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: "უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა",- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .
წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. უშვილოებს უფლის მადლით ეწეოდა, სნეულებს კურნავდა, სიტყვის და ქადაგების ძალით მრავალი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. დედოფალი ნანაც კი განკურნა და მონათლა, როდესაც მასთან მოვიდნენ სამეფო კარის მსახურნი და მოახსენეს დედოფლის ავადმყოფობის შესახებ, დედა ნინომ მიუგო - "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა". ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.
ამის შემდეგ წმინდა ქალწულმა მეფე მირიანიც მოაქცია უფლის სასაწაულებრივი ხილვის შემდეგ, რომელიც მირიანს თხოთის მთაზე ეხილა და ქართველთა ხელმეორედ განმანათლებლის, მოციქულებორივი გვირგვინი შეიმკო.
წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.
წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).
წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.
ტეგები: 27 იანვარი, Nina, Qwellyland, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•