19 იანვარს (ძვ. სტ. 6 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს უფლის გაცხადების დიდებულ დღესასწაულს, ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ნათლისღება, ყოვლადწმინდა სამების განცხადება, natlisgeba, yovladwminda samebis gacxadeba, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია ათორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან. ამ დღის შესახებ, ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს:

მათე:

      "მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ." (მთ. 3, 13-17)

მარკოზი:

      "და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ." (მარკ. 1, 9-11)

ლუკა:

      "და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი, და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ." (ლკ, 21-22)

იოანე:

      "და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ." (იო. 1, 32-34)

      სახარებაში მოთხრობილის მიხედვით, დღესასწაული რომელსაც ქრისტეს ეკლესია 19 იანვარს (6 იანვარს) ზეიმობს, უკავშირდება სამების განცხადებას და უფლის მხოლოდშობილი ძის ნათლისღებას. ეს არის დღე, როდესაც იოანე ნათლისმცემელთან მოდის იესო ქრისტე და მიუხედავად იოანეს "წინააღმდეგობისა" (მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?) იესო კიდევ ერთხელ გამოაჩენს კაცობრიობის წინაშე უდიდეს თავმდაბლობას, ჩადის წყალში და ნათელსიღებს. სწორედ ამ დროს გაიხსნება ზეცა და სული წმინდა, ტრედის სახით გადმოვა მასზე ხოლო ცად ხმა გაისმება - ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, ამიტომ ამ დღესასწაულე მეორენაირად ყოვლადწმინდა სამების განცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 19 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, საუფლო, ქველი

ნახვა: 1293

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters