ინფორმაცია

იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 32
უკანასკნელი აქტიურობა: იანვარი 20

ფორუმი

წმინდა ბასილი დიდი

ავტორი nino geldiashvili. ბოლოს გამოეხმაურა: George, იანვარი 14, 2021. 5 გამოხმაურება

14 იანვარს (ძვ. სტ. 1 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ბასილი დიდსბასილი დიდი გრიგოლის ძმა დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი. ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი. სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. სწავლა…გაგრძელება

ტეგები: იანვარი, Qwellyland, თვენი, თეოლოგია, ათენი

წმინდა ანტონი დიდი

ავტორი nino geldiashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, იანვარი 30, 2020. 1 გამოხმაურება

30 იანვარს (ძვ. სტ. 17 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ანტონი დიდს       წმიდა ანტონი დიდი დაიბადა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ჰერაკლეოპოლის სოფელ კომაში 251 წელს. მისი მშობლები დიდგვაროვანი და კეთილმსახური კოპტელი ქრისტიანები იყვნენ. მათი მცდელობით, მომავალი წმიდანი, ოჯახურ სიმყუდროვეში იზრდებოდა და იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა მცირერიცხოვან ნაცნობთა წრესთან და გარე სამყაროსთან, რის გამოც მტკიცედ იცავდა გულის სიწმინდეს და დღითი დღე წარემატებოდა ღვთისმოშიშებაში. სიყმაწვილის წლებში არ ესწრაფებოდა მეცნიერული ცოდნის შეძენას, არც თანატოლებთან დაახლოებას, რადგან არ იზიდავდა ამ ასაკისთვის საიტერესო სხვადასხვა სახის გასართობი. მისი საყვარელი საქმიანობა იყო ეკლესიაში მშობლებთან ერთად სიარული და იქ წაკითხული წმინდა წერილის გულისყურით მოსმენა. ანტონი თანატოლებისაგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ არასდროს სთხოვდა სასურველ ტკბილეულს და ყოველთვის იმით კმაყოფილდებოდა, რასაც მშობლები სთავაზობდნენ. მის მთავარ საზრდოს კი წმინდა წერილით გადმოცემული უფლის მცნებები წარმოადგენდა. ნეტარი ანტონი 20 წლის…გაგრძელება

ტეგები: ქველი, Qwellyland, იანვარი, თვენი, ეგვიპტე

წმინდა საბიანა

ავტორი ლაშა, იანვარი 13, 2019. 0 გამოხმაურება

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა და ღირს მონაზონს - საბიანას., სამცხის მონასტრის წინამძღვარს      საქართველო, მსოფლიო ეკლესიაში გამორჩეულია ადრეული პერიოდის დედათა მონასტრების სიმრავლითაც. ერთ-ერთი პირველი ცნობები, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოგვეპოვება, თუმცა სწორედ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედათა მონასტრები კიდევ უფრო ადრე უნდა ყოფილიყო დაარსებული. ამ მონასტრებში მოღვაწე დედები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ და ასკეტური ცხოვრებაც მკაცრი იყო - გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი საქმიანობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც. საქართველოს ისტორიაში, მრავლად მოგვეპოვება ცნობები, როდესაც საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები განდეგილ დედებს აღსაზრდელად საკუთარ შვილებს მიაბარებდნენ. გიორგი მცირის ცნობით, XI საუკუნეში, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირველი შვილი, თეკლა, ღმერთს შესწირეს და…გაგრძელება

ტეგები: 11 იანვარი, წმინდათა_ცხოვრება, მონაზონი, თვენი, Qwellyland

წმინდა თადეოზი, აღმსარებელი

ავტორი Kakha, იანვარი 11, 2019. 0 გამოხმაურება

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თადეოზ აღმსარებელს.      წმინდა თეოდორე სტუდიელის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო ღირსი თადეოზი. იგი იმ წმინდა მოწამეთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ხატმებრძოლეთა წინააღმდეგ დაუღალავად ღაღადებდნენ უფლის სიტყვას და ამავე ჭეშმარიტების გამო გახდნენ მოწამენი. წმინდა თადეოზი, იმპერატორ ლეონ V-ის ზეობისას, 818 წელს ეწამა. იმ პერიოდს, სხვაგვარად, ხატმებრძოლთა ოქროს ხანასაც უწოდებენ. სწორედ მაშინ წარადგინეს ღირსი თადეოზი მწვალებელთა სამსჯავროზე, სადაც, აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 11 იანვარი

სიმონ მირონმდინარე

ავტორი ლაშა, იანვარი 10, 2019. 0 გამოხმაურება

10 იანვარს (ძვ. სტ. 28 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე მოღვაწე სვიმეონ (სიმონ) მირონმდინარეს      ათონის მთაზე, მკაცრის ასკეტური მოღვაწეობით, მრავალი წმინდა მამა შეუერთდა ქრისტეს მებრძოლი ეკლესიიდან ქრისტეს მოზეიმე ეკლესიას. მათ შორის არის წმინდა სვიმეონ მირონმდინარე, რომელიც მეცამეტე საუკუნის მოღვაწე სასწაულმოქმედი წმინდანია. მან ეს ნიჭი სწორედ თავისი ასკეტური ცხოვრების შედეგად მიიღო უფლისგა საჩუქრად. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ქრისტეს ეკლესიაში მირონმდინარე.…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, მირონმდინარე, თვენი, Qwellyland, 10 იანვარი

სარდელი ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელი

ავტორი Kakha, იანვარი 8, 2019. 0 გამოხმაურება

8 იანვარს (ძვ. სტ. 26 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სარდის ეპისკოპოსს ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელს      ბოლო, VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 787 წელს, სხვა წმინდა მამათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე იყო სარდის ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე), რომლის ეპისკოპოსობის დროსაც, რომის იმპერიის ტახტზე ორი იმპერატორი შეიცვალა - კონსტანტინე VI პორფიროგენეტი (780-797) და ირინე (797-802), ხოლო ეპისკოპოსობიდან გადასახლებაში მყოფობისას, კიდევ 4 სხვა იმპერატორი. წმინდა ეფთიმე ეპისკოპოსის ხარისხში ესწრებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებასაც, სადაც წმინდა მოწამემ, ხატმებრძოლთა მწვალებლობა ამხილა. სწორედ ეს მხილება გახდა მისი დევნის მიზეზი. როცა ტახტზე, ნიკიფორე I ავიდა (802 წელს), ხატმებრძოლეობით გამორჩეულმა იმპერატორმა წმინდა ეფთიმე, სხვა იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლა. მოგვიანებით, იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829)…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 8 იანვარი

კრეტაზე აღსრულებული მოწამეები

ავტორი Kakha, იანვარი 5, 2019. 0 გამოხმაურება

5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კუნძულ კრეტაზე აღსრულებულ მოწამეებს.      რომის გაქრისტიანებამდე, იმპერატორები თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქრისტიანთა დევნაში. ერთ-ერთი გამორჩეული, ამ მიმართულებით იყო იმეპრატორი დეკიუსი, რომლის ზეობის დროსაც (249-251) მრავალი ქრისტიანი ეწამა სარწმუნოების სიყვარულით. ამ მოწამეთა რიგებს მიეკუთვნებიან კრეტაში წამებულები: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი. იმპერატორის მსგავსად, კუნძულ კრეტის მმართველიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 5 იანვარი

მოწამე იულიანა და ნიკომედიაში წამებულები

ავტორი Kakha, იანვარი 3, 2019. 0 გამოხმაურება

3 იანვარს (ძვ. სტ. 21 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას და მასთან ერთად, ნიკომედიაში წამებულებს      ქრისტიანთა დევნის ადრეულ წლებში, მორწმუნეთა წამების მრავალი ეპიზოდია აღწერილი წმინდათა ცხოვრების წიგნებში. მათ შორის არის, მეოთხე საუკუნის დამდეგს, ნიკომედიაში წამებული 500 მამისა და 130 დედის ისტორია, რომლებიც მოწამე იულიანასთან ერთად აღესრულნენ. წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული იყო. ცხრამეტი წლის ასაკში, მშობლიური ქალაქის, ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და მეცნიერების, კვლევის სურვილით აღვსილმა იულიანამ, გამოიძია რა თავიანთი სარწმუნოება, უმალ შეიცნო მისი სიცრუე და ამაოება, შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის შემეცნება, შეიყვარა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 3 იანვარი

კომენტარების დაფა

ლაშა: იანვარი 2, 2017||11:58pm

არც წელს უღალატა იანვარმა ტრადიციას - თბილა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ იანვარი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (29)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters