თქმულნი წმიდისა ანთიპატროს1 ბოსტრელ ეპისკოპოსისაჲ

4 ნაშობნი დედათაჲ არავინ არს უფროჲს იოვანჱსა(1)*, რამეთუ სიტყუამან

5 მაცხოვრისამან გუაუწყა ესე ჩუენ. ვითარ-მე აწ სიტყჳთა გჳრგჳნოსან ვქმნე,

6 რომელსა ესევითარი ქებაჲ ესმა უფლისაგან თჳსისა? ანუ ვითარ ვაქებდე,

7 რომელმან შობადმდევე იცოდა დაფარული იგი საიდუმლოჲ? ანუ ვითარ შობადმდე

8 ქრისტჱსა მადლისა იგი ნიჭი გამოცხადებად იწყო?

9 ამან მადლისაჲ იგი გამოაჩინა საუნჯჱ და რომელი-იგი არა იცოდა ცათა

10 შინა სიმრავლემან ანგელოზთამან; ვითარცა-(იგი)2* გესმა, იოვანე მუცლით

11 გამო დედისა აუწყ(ებ)დ(ა); საყდარნი დაუტევნა უფალმან და იოვანე საშოჲთ

12 ღმრთის(ა მ)ოსლვაჲ გუაუწყა; უფლებანი დაუტევ(ვნ)ა ქრისტემან და იოვანე

13 მუ(ცე)ლსა შინა დაფარუ(ლი) საიდუმლოჲ გამოაც(ხადა). და ვითარცა მოვიდა

14 მთავარანგელოზი და მ(ას) უნდა სახარებაჲ (ში)ნაგან აღმოცჱნებულისა, ხოლო

15 იოვანე ხლდომით გუახარებდა, რამეთუ მოვიდა, ვითარცა აწ გე(სმა),

16 ყოვლისა სოფლისა მჴს(ნელი) თჳსისა მეგობრისა (და) აუწყებდა მუცე(ლს)ა შინა

17 მიდგომილსა.

18 და იყო სახილველ (შემო)ქმედისა მოკითხვაჲ თჳსისა მიმართ მეუფისა

19 და მჴედრისა კარავსა ყოფაჲ და უფლისაჲ მონისა სართულსა გარდასლვაჲ,

20 რომელმან საშოჲთ სასოსა შინა იხილა იოვანე ხედვით, ხლდებოდა

21 და ბუნებისა საზღვარსა მწრაფლ თანა-წარსრბაჲ იწყო და თქუა: არა ვიცი

22 ბუნებისა საზღვარი, რამეთუ ვხედავ ბუნებისა საზღვრის დამბადებელსა

23 უფალსა; არა მოველი მე შობისა ჟამთა, რამეთუ ჟამთა შემოქმედი მუცელსა

24 შინა ქალწულისასა დადგრომილ არს ცხრა თუე. ჩემი მუცელსა შინა არა

25 თავს-იდვა, რამეთუ საუკუნოჲ იგი ჩემ წინაშე არს. ვინ დედაჲ უფლისაჲ

26 მომავალი გამოგჳცხადა? ვინ გუეოხდა ჩუენ და წიაღთაგან მამისათა აღგჳდგინა

27 უდედოჲ იგი? ანუ ვინ არს ქალწული ესე, რომელი უფროჲს ყოველთა

28 ძალთა პატიოსნად გამოჩნდა ღმრთისა? ვინ არს, რომელმან დაუტევნელი ესე

29 ახალსა წიაღსა დაიტია? ვინ არს, რომელსა მიუწდომელი ესე მოაქუს მუცლითა?

30 ვინ შოვა-მდგომელ იქმნა კაცთა, მსგავსთა თივისათა, ცეცხლისა დამკჳდრებად

31 ღმრთეებისა? ვინ აუწყოს პირველსა მას ადამს დედაკაცისაგან აღმოცჱნებული

32 საიდუმლოჲ? ვინ თქუას, რამეთუ დარჩილსა შინაგან აქუს მსაჯული?

თავი: 25

1 რომელსა-იგი წუხილით შობაჲ ესმა შვილთა თჳსთაჲ, მასვე

2 მოაქუს სიხარული, და გუექმნა მწუხარებისა მისთჳს სიხარული?

3 ეჰა, პატიოსნებაჲ! ეჰა მიუწდომელი მოსლვაჲ! სამოთხით გამოჴადა

4 ღმერთმან პირველი იგი ქმნული და მასვე საშოსა ნასობისა მისისასა დაემკჳდრა!

5 და რომელმან-იგი ტყავი შეკერა სამოთხესა შინა, სასოსა დაეფარა!

6 და ვისგან-იგი პირველსა მას მამასა შეჰრისხნა და გამოჴადა, ამისთჳსვე მოწყალე

7 ექმნა და მოვიდა! და ვისგან ქუეყანაჲ იწყევა, ამისგანვე გამოჩნდეს

8 ღმრთისა გზანი პირველისა მის რისხვისა განმაქარვებელად, უჴრწნელითა

9 კუალითა შემუსრნა ცოდვისა ეკალნი!

10 ესე იოვანჱს ხლდომანი უფროჲსღა სიტყუანი, რამეთუ სიტყუანი იყვ(ნეს)

11 არღა სობილისა მის (ჟა)მისა და ხლდომან(ი). ვინ დასაბამითგა(ნ) წარმართმან

12 ქალა(ქ)სა სულთასა ასწ(ა)ვა, რომლისაჲ ვიდრე წარ(გ)რაგნადმდე წინა-მსრბოლმან

13 გუაუწყა, რამეთუ ესრჱთ არს მომავალისა საიდ(უ)მლოჲსა შეკრებაჲ.

14 და რომლისაჲ ქადაგება(ა)ჲ მნებავს, ვიპოო მე უფსკრულთა დათქმული

15 და ჰაერთა ზედა მავალად შერაცხილ ვიქმნე, (ზეცი)სა ძალსა გამომეტყუელი.

16 ამისთჳს გევედრები, შენ, ნატლის-მცემელო, ლოცვაჲ მომმადლე

17 სიმტკიცედ და უცთომელად დამიცევ. ჴმა ხარ და ჴმაჲ სამსახურებელად მე

18 მომმადლე1*. მრწამს, არ თუ ურწმუნოდ მოვედ: სიტყუათა შევსწირავ შენდა

19 საკუმეველად და სასოებით ვიწყო სიმჴნესა შენსა მითხრობად, დავჰბრკოლდები

20 მე. სიხარულით ძლევა ჩემდა ჩემისა წინამძღურისა ძლევაჲ დაკჳრვებით.

21 და იყო მათ დღეთა ჰეროდე მეფისათა(1)*. ნუუკუე ვინმე ერთობითა ამათ

22 სახელთაჲთა სახარებისაგან შესცთეს უწყებასა, რამეთუ სხუაჲ იყო ჰეროდე,

23 რომელმან წინამორბედი მოკლა, და სხუაჲ არს ჰეროდე, რომელმან ყრმანი

24 მოთიბნა _ ჯეჯლნი იგი ღმრთის მსახურებისანი ძიებასა მას იფქლისა

25 თავწარსხმულისასა.

26 ესევითართა მათ დღეთა იყო ვინმე მღდელი, რომელსა სახელი ერქუა

27 ზაქარია, და ცოლო მისი _ ელისაბედ. იყვნეს ორნივე მართალ(2)*, რამეთუ

28 ეზიარებოდეს სოფლისა ზიარებასა _ დედაკაცი მამაკაცსა, განგებულად

29 ვიდოდეს და შჯულისაჲ ეტჳრთა უღელი, სიმართლესა მოიპოვებდეს და

30 შვილი არა ესუა(3)*; დაყენებულ იყო საშოჲ და სიგრძითა ჟამთაჲთა

31 წარწყმედილ იყო წესი, რამეთუ იყო ელისაბეთ ბერწ. ორნივე გარდასრულ

32 იყვნეს დღეთა მათთა(4)*, უშვილო იყვნეს ბუნებით და ჟამნი ყრმისა2* შობისანი

33 განწესებულნი წარეწყმიდნეს უთესლობითა. არა თუ სასოებაჲ, არამედ შვილიერებაჲ3*

34 წარეწყმიდა, ხოლო მეორედ ჟამი სახითა მოიპოვეს: მოაკლდა შვილ[იერ]ებაჲ,

35 არამედ არა მოაკლდა ლოცვაჲ.

36 და იყო მღდელობასა მას ზაქარიაჲსსა(5)* ბრწყინვალჱ კრებაჲ ვნებისაჲ

37 და შეიმოსა სამოსელი და დაიდგა გჳრგჳნი სამღდელოჲ და მოიღო სასაკუმევლჱ

38 და წმიდასა მას შეისწრაფდა დაუბრკოლებელად. წინაჲსწარ უსწრობდა4*

39 ჟერაჲ5* იგი ეჟუანთაჲ. ხოლო სიმრავლჱ იგი ერისაჲ აქებდა მღდელსა

40 მას, რამეთუ ვითარცა ანგელოზი მოხუცებული წა(რგ)ზავნეს ღმრთისა.

თავი: 26

1 და ვითარცა მიიწია იგი შინაგან კრეთსაბმელსა1* მას, ეჩუენა მას ანგელოზი

2 უფლისაჲ მარ(ჯ)უენით მდგომარჱ (სა)კურთხეველისა მის (სა)კუმეველთაჲსა(1)*.

3 შეძრწუნდა ზაქარია და წარსლვად ვერ (შე)უძლო ანგელოზისა მის ხილვითა და

4 უკმოვიდოდა. ვითარ მრავალ ჟამ დგა დაკჳრვებულად, ამას იტყოდა თავით

5 თჳსით: რა-მეა, ანუ ვითარ-მ(ე ა)რს, რომელსა-ესე ვხედავ? არა უწყი.

6 სხუაჲ ვინმე მღდელობს და მახლობელად საკურთხეველსა საკუმეველთასა

7 დგას. მე ვითარ დავასხა ცეცხლსა საკუმეველი ესე? რამეთუ ერთისაჲ ხლო

8 მღდელობაჲ ბრძანა შჯულმან. ანგელოზი არს ესე და არა კაცი, რომელსა-ესე

9 ვხედავ, და ესე ტაძარი არს და არა მაყუალი, რამეთუ არა გჳსწავიეს ანგელოზთა

10 თანა მსახურებაჲ. ვითარ-მე ვიქმნე, ანუ რასა-მე ვიქმოდი და ვინ

11 თანა-მზრახვალად მოვიყვანო? არამედ მიუშუა წმიდასა მას, წმიდაჲ მოვიკითხო,

12 მივეახლო და სასაკუმევლჱ მივსცე: მი-მე-მიყვანოსა ზიარად, ანუ და-მე-მსაჯოსა

13 კადნიერად? ანუ განმკითხველად-მე მოსრულ არს სიწმიდისა

14 მსახურთათჳს?

15 საშინელად ვისმე ვხედავ და ბრწყინვალედ. სახარებაჲ მე მოუღებიეს

16 და მოსრულ არსა, ანუ სიყმილითა და ბრძოლითა-მე გჳთქუამს? და რამეთუ

17 მსახური არს ზეცისაჲ, რომელ-ესე ჩას, დგომაჲ აუწყებს, არა თუ ღმერთი

18 არს.

19 ესაია მჯდომარჱ იხილა უფალი(2)*; ეზეკიელ საყდართა ზედა განიცადა

20 უჴორცოდ(3)*; დანიელ ეგრევე სახედ ძუელი დღეთაჲ მჯდომარჱ იხილა(4)*.

21 ესე დგას და მსახურებასა გამოაჩინებს, ხოლ უპატიოსნჱსი მჴარი საკურთხეველისაჲ

22 უპყრიეს. ვაჲ მე! ნუუკუე ცოდ\ვითა ჩემითა ერისა ბრალი ჩემ

23 ზედა მოიწევის?

24 ამას ზაქარია განიზრახვიდა ძწოლით. და არა უგულებელს-ყო მთავარანგელოზმან

25 გაბრიელ მღდელისა იგი შიში. ამისთჳსცა მყის მას ჟამსა ჴმაუყო

26 მას, ვითარცა მარჯუენჱ ჴელი მიუპყრა განსამტკიცებელად, ღაღატ-ყო:

27 ზაქარია, ნუ გეშინინ! პირველად მისი იგი შიში დააცხრვო და მაშინღა სახარებაჲ

28 იგი აუწყა, რაჲთა შეუზრწუნებელად სულითა დაწყნარებაჲ იგი შეიწყნაროს.

29 ჰრქუა: ზაქარია, ნუ გეშინინ სახარებისათჳს. გულს-მოდგინედ შეესმა ვედრებაჲ

30 შენი, რაჲთა ცოლმან შენმა გიშვეს შენ ძჱ და ამას უწოდი იოვანე

31 (5)*. რამეტუ მოსრულ ვარ შენდა ზეცით; არა ხოლო თუ ყრმაჲ მომაქუს,

32 არამედ რომელი-იგი შობად-არს, სახელი ზეცასწოდებუ(ლ ა)რს. მემა და

33 მოვ(ედ), რამეთუ ქალაქსა ღმრთისასა აღწერილ არს, რომელი მუცელმან არა

34 აღმოაცჱნა, რამეთუ მრავალთა შობასა მისსა უხაროდის(6)*. შენი არს შვილი,

35 ხოლო ნიჭი _ მრავალთაყ; შენი არს ჯეჯლი, ხოლო ნაყოფი _ ზ(ია)რ, შენ _

36 მამაჲ, ხოლო რომელი-(გი) შობად არს _ ყოველთა მ(ბრ)წყინვალე.

თავი: 27

1 ესე ვითარ ესმა ზაქარიას, მხიარულცა იქმნა და გამომეძიებელცა. გულის-სიტყუაჲ

2 მეჭუელისაჲ გაბრიელს ესმა და ცნა, რამეთუ მიუგო არა

3 მორწმუნედ: ვითარ ვცნა ესეო? არა თავს-იდვა გაბრიელ ზაქარიაჲსი იგი ორგულებაჲ,

4 არამედ შეურცხ-ყო მღდელი იგი საკუმევლისა შემწირველი და

5 სარწმუნოებისა არა შემწყნარებელი და პირსა მისსა აუწყებდ განურისხველებასა

6 და ჰრქუა: ესრე გამომკითხავა, ზაქარია? რამეთუ რომელი გითხარ,

7 მას იტხოვ. სიტყჳსა გამოძიებაჲ გინებსა? ღმრთის მსახურებისაგან სახარებაჲ

8 მიმიღე და აწ წინდსა მიმჴდია? არა ჰმადლობა ღმერთსა? არამედ ორგულებ,

9 მიიღებ ნიჭსა და იტყჳ: ვითარ ვცნა ესეო, ვითარ ვცნაო? _ მე ვარ გაბრიელ(1)*,

10 წინდად სიტყჳსა ამისთჳს სახელი ჩემი მიიღე და, თუ მცირე არს ესე

11 შენდა, ისმინე პატივი ჩემი: მე ვარ, რომელი ვდგა წინასე უფლისა(2)*. და მეტყჳ:

12 ვითარ ვცნაო? შენ _ მოხუცებულ და ცოლო შენი _ გარდასრულ დღეთა მის

13 თა; ჟამი _ მღდელ და შემოქმედი ჟამთაჲ უუფლჱს არს შენსა. არა დასცხრეა

14 ღმრთისა უსიშებად და ჟამთა დატევებად? და იტყჳ: ვითარ ვცნა, ვითარ

15 ვცნა? ვითარ ისწავე აბრაჰამისაგან: არაა, ვითარ-იგი ჰრწმენა მას და ჟამნიცა

16 შეურაცხ-ყვნა, და ვითარ-იგი ჰრწმენა მას და სიბერჱცა ერჩდა?

17 უკუეთუ ბერწი იგი შეუძლებელ გიჩს შენ, ვითარ ქალწულისა საიდუმლოჲ

18 გაუწყო შენ? რამეთუ ურწმუნოებაჲ გაქუს ხატად მრვალად და

19 წინდსა მიმჴდი. ვითარ შენ ზეცისა სიტყუაჲ გარწმუნო, რომელი-იგი მრავლით

20 ნათესავით წინა ესაია წინაწარმეტყუელა სახარებაჲ: აჰა ესერა ქალწული

21 მიუდგეს და შვეს ძჱ(3)*. მას ჰრწმენა და უფროჲსღა ქადაგა, ხოლო შენ უმცირჱსსა

22 ურწმუნო იქმენ და სიტყუასა გამომკითხავ მე, რომელმან ზეცით

23 მომავლინა მე შენდა, რამეთუ შენ გული-გითქუამს სასწაულისა მიღებად. რამეთუ

24 ამას ითხოვ, არა გიღირს.

25 აწ მიიღე უტყუებაჲ ყრმისა შობისათჳს წინდად და იყავ მდუმარე ვიდრემდე

26 სიტყუამან დაამტკიცოს ქრისტჱ. აწ შობისა წილ სამარედ მწრაფლ

27 ჴმითურთ მივედ უშვილოებითურთ, შეკრვით განისწავლე ჴმითა და მიუდეგ

28 ჴმითა, რამეთუ აწ მას ხოლო მიუტევენ1* მე შეცოდებანი მამისანი, (რამეთუ)

29 უფლისა საყუარელი არს (და) ვითარცა უნდეს მეგობარსა, ეგრეცა სთხოვოს

30 უფალსა.

31 და ესე სიტყუაყ ვიდრე ში(ნა) აღესრულებოდა, ჟა(მ)ი გარდავიდოდა

32 და სიმრავლესა მას ერისასა უკჳრდა გარეშე და გონებაჲ მათი მრავლად განიზრახვიდა,

33 (თი)თოეული სხუად ჰგონებდეს, ვიდრემდე ზაქარია გამოჩნდა

34 და მოასწავებდა დუმილით, რაჲ-იგი ევნო სიტყუასა. ხოლო მსახურებაჲ

35 მის დღისაჲ აღასრულა და წარვიდა სახიდ თჳსა. სიხარული იგი აქუნდა

36 გულსა თჳსსა, ხოლო პირსა მისსა2* ესხნეს აღჳრნი.

თავი: 28

1 ესრჱთ იყო წინამსრბოლისა დასაბამი. უკუეთუ შობისა ქადაგებაჲ გჳნდეს,

2 წეს-არს ყოველთა მოჴსენებაჲ მოძმეთაჲ და შეკრებად დღესასწაულსა.

3 მეექუსესა თუესა მიდგომასა ელისაბედისსა ნაზარეთა მივიდა გაბრიელ,

4 მივიდა ქალწულისა და აქუნდა სიხარული დედისა1*, რომელი სახლსა შინა

5 იხილა და მოიკითხა. პირველად საუფლოდ კაცსა მას განიზრახვიდა და

6 ჰრქუა: გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა! გიხაროდენ, რომელი

7 პირველად შენ შობ ყრმასა, თავისუფალსა2* წყევისაგან! გიხაროდენ სიხარულად3*

8 მიდგომილსა ყოველთა ნათესავთა! გიხაროდენ სოფლისა ყოვლისათჳს ცხორებისა

9 მშობელსა! გიხაროდენ უჴრწნელსა, არამედ არა უშობელსა! გიხაროდენ

10 უქორწინებელსა, არამედ არავე უშვილოსა! გიხაროდენ უთესლოსა, არამედ

11 არა უნაყოფოსა! გიხაროდენ სალმობისა მომლოდესა, რომელსა სალმობაჲ

12 არა გაქუს! გიხაროდენ, რომელსა შენისა მამისა ადამის შემოქმედი მოგაქუს!

13 გიხაროდენ, რომელსა უშრომელად გიტჳრთავს დაბადებულისა საფუძველი!

14 გიხაროდენ, რომელმან შევ ღმერთი, არა თუ შიშუველი და კაცი,

15 არა თუ არა-სრული! გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა!

16 ხოლო მას ვითარცა ესმა სიხარული, არა განემარტა სმენად, არამედ

17 დაჰკჳრდა ჴმასა მას და თქუა: ვინაჲ-მე არს ესე მოკითხვაჲ? ანუ ვინ არს

18 ესე, რომელი თავით თჳსით უწოდებელად სართულსა ჩუენსა შემოვიდა? არცა

19 ჩუეულ, არცა ნათესავ, არცა ადამის ნაშობ! დაკჳრვებულ ვარ ხატსა,

20 უცხო არს მოკითხვაჲ. არა აქა არს იოსებ, არცა უთხრა ესე მარტოსა. ვითარცა

21 თქჳან, პირველსა მას შექმნულსა ზრახვიდა პირველი იგი ბოროტი.

22 ხოლო მან ჰრქუა: მარიამ, ნუ გეშინინ, რამეთუ მადლი ჰპოვე(1)*, რომელი-იგი

23 წარწყმიდა პირველ შექმნულმან; მან მარტომან ცთომაჲ შეიწყნარა,

24 ხოლო შენ მარტოსა ცთომისა დაჴსნაჲ მოგიღებიეს, რამეთუ შვე ძჱ და ამას

25 ეწოდოს იესუ(2)*. ხოლო მას ვითარცა შობაჲ ესმა და ძჱ, (თქუა): ვითარ-მე

26 იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი მე არა ვი(ცი)?(3)* არა თუ აცილობდა,

27 არამედ ბრძანებასა ი(სწ)ავებდა: მე ხოლო ბუნებ(აჲ) განვაახლოა, ჩემ მიერ

28 განჰჴსნდენა შ(ვი)ლთა შობისა მიზეზნი? მითხარღა შენ, უცხ(ოო) სახელო, რამეთუ

29 უცხოსა (ვხ)ედავ მე შენსა ხარ(ებ)ასა.

30 ჰრქუა მას ანგელოზმან მან: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი

31 მაღლისაჲ გფარვიდეს შენ(4)*. მიიღე, ქალწულო, (თ)ქუმული და ნუ (ეძ)იებ

32 დუმილსა. შობასა ვეწამო, სახელსა განვეყო. ანგელოზი არა თუ მოძღურად

33 მოსრულ ვარ, ქადაგად მოვივლინე უფლისა მოსლვასა, არა თუ თარგმანად,

34 ვითარ იყოს ესე. ვითარცა იცის მან თავადმან, რომელიცა მოვალს,

35 რამეთუ მოსრულ არს, ვიცი, წინაჲსწარ აუწყებ შენ თანა დადგრომასა შინაგანი

36 იგი დამტკეცილი, ხოლო სახისა სიტყუად ვერ შემძლებელ ვარ, ქალწულო.

37 და რამეთუ არა ვტყუვი მე სიტყუასა ამას, ელისაბეტ მოწამე არს

თავი: 29

1 ჩემდა ბერწობითა და სიბერითა, რომელი შენ თანა მიდგომილ არს წინამსრბოლისათჳს.

2 უკუეთუ ბერწობაჲ და სიბერჱ მიდგომილად ვთქუა, არა მცირე

3 არს წინდი ბერწისაჲ და მოხუცებულისაჲ და ქალწულისა შობილისათჳს შორის

4 არარაჲ არს.

5 ხოლო ესე მარიამს ვითარ ესმა, ისწრაფა და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა

6 და პოვა ელისაბედი მიდგომილი და მოიკითხა(1)*.

7 ხოლო ყრმაჲ იგი შინაგან მიუგებდა და საშოჲთ გამო დედისა პირითა.

8 ესმა დედისაჲ სმენაჲ, რამეთუ ბუნებისა საზღვარი იოვანჱსთჳს არა განჴსნილ

9 იყო. ამისთჳს ვერ შეუძლო სიტყუად, ხოლო ვლდომით იტყოდა, რამეთუ

10 თჳსსა დედასა კრთომისა მისგან აუწყებდა. ხოლო მაცხოვრისა დედასა თჳსისა

11 დედისა ენითა მიუგებდა.

12 ვერ დაითმინა ელისაბეტ შვილისა თჳსისა კრთომაჲ, სულითა წმიდითა

13 აღივსო, ჴმა-ყო და ჰრქუა ქალწულსა: კურთხეულ ხარ შენ დედათა

14 შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!(2)* შენ ხოლო კურთხეულ,

15 რომელსა გიტჳრთვს განმაქარვებელი წყევისაჲ! შენ კურთხეულ, რომელსა

16 მოგაქუს სიბრძნისა ნიჭი! შენ კურთხეულ, რომელი მიდგომილ ხარ

17 მისთჳს, რომელი სამოთხესა იქცეოდა! შენ, კურთხეულო, ტაძრად1* ღმრთისა

18 გამოშჩნდი! შენ კურთხეულ, რომლისა მუცელი იპოვა სამღდელოდ წმიდად!

19 კურთხეულ ხარ შენ შორის დედათა და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა

20 შენისაჲ!(3)* კურთხეულ არს ნაყოფი, რომელი ჭამოს ადამ და სძლოს მტერსა;

21 კურთხეულ არს ნაყოფი _ ყოვლისა სოფლისა საზრდელი და სამოსელი.

22 და ვინაჲ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა მოვიდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ

23 ჩემდა?(4)* ესე მე, ქალწულო, შინაგან2* მცენარემან მასწავა: შენსა მოკითხვასა

24 უფროჲს ბუნებისა ჰკრთებოდა. ესე ელისაბედისნი ღმრთისა სიტყუანი.

25 ხოლო ზაქარია სახლსა შინა, ვითარცა პირველად ვთქუ, დადგრომილ

26 იყო მდუმრიად და ურწმუნოებისათჳს აღკრნი ესხნეს, რამეთუ სწორად მიდგომისა

27 უტყუ იყო ოგო, საზღვრად დაშჯისა ყრმისა შობისათჳს მიეღო. და ვითარ

28 გამოვიდოდა უდაბნოჲსაგან სა\შოჲსა უდაბნოსა იგი მყოფი, მაშინ

29 ფიცარი მოითხოვა მამამან მისმან და მეცნიერად დაწერა, რომელი-იგი ესმა

30 ურწმუნოდ, და ყრმასა სახელი მისცა და მან ჴმაჲ მისგან მოირო.

31 ესე ესრჱთ არს შენი, წინამსრბოლო და ნათლის-მცემელო, ვიდრე შობადმდე

32 საიდუმლოჲ, რამეთუ ესრჱთ ღმერთმან ვიდრე მიდგომადმდე მოგმადლა

33 შენ პატივი, გაბრიელ რომელმან უფლისა შობაჲ და შენი მიდგომაჲ

34 ახარა, რამეთუ ტაძარსა მას შინა, ვითარცა საქორწინეა, ახარა ნიჭი დიდი,

35 ერისა კრებასა ღმრთის-მოყუარეთასა შობაჲ შენი აუწყა მთავარანგელოზმან,

36 სულითა წმიდითა შემოსილ იქმნა. მადლი წინაწარმეტყუელებისაჲ საშოჲთ

37 გამოიტანე, ვლდომით იტყოდე მუცლით გამო, რომელი-იგი სიბერესა მოსეს

თავი: 30

1 აუწყა ღმერთმან. ამისთჳს შენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა ეკლესიათა სიძემან

2 მოგიწოდა.

3 ვინ წინაწარმეტყუელთაგანმან საშოჲთ გამო დედასა თჳსსა საიდუმლოჲ

4 აუწყა? ვინ მართალთაგანი იშვა და ძღუნად ჴმაჲ შეწირა მამისა? ხოლო შენ

5 აქა მშობელი შენი უტყუებისაგან განჰკურნე. წინაწარმეტყუელად ღირს იქმენ,

6 რამეთუ ჟამისა წინა უტყუ სულითა წმიდითა აღივსე, გალობაჲ ჩუენ

7 გუასწავე. მცირედ შევცვალო და ჟამსა თჳსსა ვგალობდე, რამეთუ ამას იტყოდე:

8 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისაჲ! ხოლო მე ვიტყჳ: კურთხეულ

9 არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ! რამეთუ მისი შუენის დიდებაჲ და

10 პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

სინური მრავალთავი

ტეგები: Polycephalion, Sinai, Zaqaria, qwelly, ანთიპატროს, ზაქარია, მრავალთავი, საკითხავნი, სინური

ნახვა: 284

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters