თავი I

1,1 სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ოსიასა მიმართ, ძისა ბერჱსა დღეთა აქაზისთა და ეზეკიაჲსთა, დღეთა ოზიაჲსთა და იოათამისთა, მეფეთა იუდაჲსთა და დღეთა იორობოამისთა, მეფისა ისრაჱლისათა.

1,2 დასაბამი სიტყჳსა უფლისაჲ ოსიასა მიმართ. და ჰრქუა უფალმან ოსიას: «წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანაჲ უკუანაგან უფლისა.»

1,3 და წარვიდა და მოიყვანა გომერ, ასული თობელამისი. მიუდგა და შვა ძჱ.

1,4 და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მაგისი იეზრაელ, ამისთჳს რამეთუ მცირედღა აწ და შური-ვიძიო სისხლისა იეზრაელისი სახლსა ზედა იუდაჲსსა და დავაცხრვო მეფობაჲ სახლისა ისრაჱლისაჲ.

1,5 და იყოს მას დღესა შინა, შევმუსრო მშჳლდი იეზრაელისი ღელესა მას იეზრაელისსა.

1,6 და მიუდგა მერმე და შვა ასული. და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მისი «არა შეწყალებულ»,რამეთუ არღა შევსძინო მერმე შეწყალებად მერმე სახლსა მას ზედა ისრაჱლისასა, არამედ წინა-აღდგომით წინა-აღუდგე მათ.

1,7 ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყალნე და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა. არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა, არცა მახჳლითა, არცა მბრძოლითა, არცა მჴედრებითა.

1,8 და განეყენა სძესა არაშეწყალებული იგი. და მიუდგა მერმე და შვა ძჱ.

1,9 და უწოდა «არა ერი ჩემი», რამეთუ თქუენ არა ერი ჩემი და მე არა ვარ თქუენი.

 თავი II

2,1  და იყოს-ღათუ რიცხჳ ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხოს, ნეშტი ოდენ ცხონდეს და იყოს ადგილსა მას, სადა იგი ეწოდა მათ «არა ერი ჩემი.» ეწოდოს მათ ძჱ ღმრთისა ცხოვლისაჲ.

2,2  და შეკრბენ ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსნი ერთად და დაიდგინონ თავისა მათისა მთავარი ერთი და აღმოვიდენ ქუეყანისა მისგან, რამეთუ დიდ არს დღჱ იგი იეზრაელისაჲ

2,3  არქუთ ძმასა თქუენსა «ერი ჩემი» და დასა თქუენსა- «შეწყალებული»

2,4  ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი-არა ცოლი ჩემი, და მე-არა ქმარი მისი. და აღვიხუნე სიძვანი მისნი პირისაგან ჩემისა და მრუშებანი მისნი შოვრის ძუძუთა მისთა,

2,5  რაჲთა განვძარცო იგი შიშულად და კუალად ვადგინო იგი, ვითარცა დღესა მას შობისა მისისასა. და დავდვა იგი ვითარცა ოჴერი და დავაწესო იგი, ვითარცა  ქუეყანაჲ ურწყული და მოვაკუდინო იგი წყურილითა

2,6  და შვილი მისნი არა შევიწყალნე, ამისთჳს რამეთუ ნაშობნი სიძვისანი არიან,

2,7  რამეთუ ისიძვიდა დედაჲ მათი და ჰრცხუენა მშობელსა მათსა, რამეთუ თქუა: «მივიდე შემდგომად ტრფიალთა ჩემთა, რომელნი პურსა ჩემსა მცემდენ და წყალსა ჩემსა და სამოსელსა ჩემსა და ტილოსა ჩემსა და ზეთსა ჩემსა და ყოველი რავდენი ჩემდა ღირდეს».

2,8 აჰა ესერა მე ამისთჳს დაუჴსნნე გზანი მისნი ეკლითა და აღვყორო გზაჲ მისი და ვერ პოვნეს ალაგნი მისნი.

2,9 და სდევდეს ტრფიალთა და ვერ ეწიოს მათ, ვერცა პოვნეს იგინი და თქუას: წარვიდე და მოვიქცე ქმრისა ჩემისა პირველისა, უმჯობჱს იყო ჩემდა მაშინ, ვიდრე აწ.

2,10 და მან ვერ ცნა, რამეთუ მე მივეც მას იფქლი, ღჳნოჲ და ზეთი და ვეცხლი, განუმრავლე მას. ხოლო მან ვეცხლი და ოქროჲ უქმნა ბაალსა.

2,11 ამისთჳს მოვაქციო და მოვიღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და ღჳინოჲ ჩემი ჟამსა მისსა და მოუღო სამოსელი ჩემი და ტილოჲ ჩემი, რაჲთა არა დაიფაროს სარცხჳნელი თჳსი

2,12 და აწ გამოვაცხადო არაწმიდებაჲ მისი წინაშე ტრფიალთა მისთა და არავინ განარინოს იგი ჴელთაგან ჩემთა.

2,13 და გარე-მოვაქცინე ყოველნი სიხარულნი მისნი დღესასწაულნი და თჳს თავნი მისნი და შაბათნი მისნი და ყოველნი კრებანი მისნი.

2,14 და განვრყუნნე სავენაჴენი მისნი და ლეღოვანნი მისნი რავდენი თქუა, ვითარმედ: სასყიდელი არს ჩემი ესე, რომელი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა და დავსხნე იგინი საწამებელად და შეჭამნენ იგინი მჴეცთა ველისათა და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა.

2,15 და შური ვიძიო მის ზედა დღეთა მათ ბაალის მიერ, რომელთა უზორვიდა მათ და შეისხმიდა საყურებსა მათსა და მეჰევანდებსა მათსა და მივიდოდა შედგომად ტრფიალთა მისთა, ხოლო მე დამივიწყა - იტყჳს უფალი.

2,16 ამისთჳს აჰა-ესერა მე შევაცთუნო იგი და განვაწესო იგი ოჴრად და ვეტყოდი მას გულსა მისსა.

2,17 და მივსცნე მას მონაგებნი მისნი მიერ და ღელე იგი აქორისაჲ განღებად გულისხმის-ყოფისა მისისა და დამდაბლდეს მუნ მსგავსად დღეთა მათ გამოსლვისა მისისისათა ეგჳპტით.

2,18 და იყოს მათ დღეთა შინა-იტყჳს უფალი-მხადოს მე მან «ქმარი ჩემი» და არღარა ჰხადოს ბაალიმს.

2,19 და აღვიღო სახელები ბაალიმისი პირისაგან მისისა და არღარა მოიჴსენოს მერმე სახელები მათი.

2,20 და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა თანა ქუეყანისათა. და მშჳლდი და მახჳლი და ბრძოლაჲ შევმუსრო ქუეყანით და დაგამკჳდრო შენ სასოებით.

2,21 და მოგითხოვო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ სიმართლედ და განკითხვით და წყალობით და შეწყნარებით.

2,22 და მოგითხოვო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით და იცნა უფალი.

2,23 და იყოს მას დღესა შინა იტყჳს უფალი: ვისმინო მე ცისაჲ და ცამან ისმინოს ქუეყანისაჲ.

2,24 და ქუეყანამან ისმინოს იფქლისაჲ და ღჳნისაჲ და ზეთისაჲ. და ამათ ისმინონ იეზრაელისაჲ.

2,25 და ვსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა ზედა და შევიწყალო არაშეწყალებული იგი. და ვჰრქუა არა ერსა ჩემსა: «ერი ჩემი ხარი შენ» და მან მრქუას: «უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.»

 თავი III

3,1 და მრქუა მე უფალმან: მერმეცა წარვედ და შეიყუარე დედაკაცი მოყუარე ბოროტისაჲ და მომრუშჱ, ვითარცა უყუარან ღმერთსა ძენი ისრაჱლისანი და იგინი ჰხედვენ კერპთა მიმართ უცხოთა და უყუარს ცხობილი სკიჭისაჲ.

3,2 და ვიყიდე თავისა ჩემისა ათხუთმეტი ვეცხლი და ოცდაათი საწყაული ქრთილი და სამი მარი ღჳნოჲ.

3,3 და ვარქუ მას: დღეთა მრავალთა შჯიდე შენ ჩემ თანა და არა ისიძვო, არცა იყო სხჳსა ქმრისა და მე შენდამი.

3,4 ამისთჳს დღეთა მრავალთა სხდენ ძენი ისრაჱლისანი და არა იყოს მეფჱ, არცა მთავარი, არცა იყოს შესაწირავი, არცა საკურთხეველი, არცა მღდელობაჲ, არცა გამოცხადებაჲ.

3,5 და ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და ეძიებდენ უფალსა ღმერთა მათსა და დავითს მეფესა მათსა. და განკჳრდენ უფლისა მიმართ და კეთილთა მისთა მიმართ უკუანაჲსკნელთა დღეთა.

 

თავი IV

4,1 ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ საშჯელი უფლისაჲ მკჳდრთა ზედა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს წყალობაჲ, არცა ჭეშმარიტებაჲ, არცა ცნობაჲ ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

4,2 წყევაჲ და ტყუვილი, შური და კაცის-კლვაჲ და პარვაჲ და მრუშებაჲ მიფენილ არს ქუეყანასა ზედა და სისხლსა სისხლთა ზედა დაჰრთვენ.

4,3 ამისთჳს იგლოვდეს ქუეყანაჲ და შემცირდეს ყოვლითურთ დამკჳდრებულით მისით: მჴეცითურთ ქუეყანისაჲთ და ქუეწარმავალით და მფრინველით ცისაჲთ და თევზით ზღჳსაჲთ მოაკლდენ,

4,4 რაჲთა არავინ იშჯოდის, არცა ამხილებდეს. ხოლო ერი ჩემი - ვითარცა სიტყჳს-მგებელი მღდელი.

4,5 და მოუძლურდეს დღისი და წინაჲსწარმეტყუელიცა მოუძლურდეს შენ თანა. ღამესა ვამსგავსე დედაჲ შენი.

4,6 ემსგავსა ერი ჩემი, რომელსა არა აქუნდა მეცნიერებაჲ. რამეთუ შენ მეცნიერებაჲ განიშორე, განგიშორო შენ მეცა მღდელობად ჩემდა; და დაივიწყე შჯული ღმრთისა შენისაჲ, და დავივიწყნე მეცა შვილნი შენნი.

4,7 სიმრავლისაებრ შენისა ეგრევე შემცოდეს მე. (ამისთჳს იგლოვდეს ქუეყანაჲ და შემცირდეს ყოვლითურთ დამკჳდრებულით მისით: მჴეცითურთ ქუეყანისაჲთ და ქუეწარმავალით.(ამისთჳს) დიდებაჲ მათი უპატიოდ დავდვა.

4,8 ცოდვასა ერისა ჩემისასა ჭამდენ და სიცრუვეთა მათთა შინა მოიგნენ სულნი მათნი.

4,9 და იყოს ვითარცა ერი, ეგრეცა მღდელი იგი და შური ვიძიო მის ზედა და გზათა მისთაებ მივაგო მას.

4,10 და ჭამდენ და ვერ განძღებოდიან ისიძვიდენ და ვერ წარემართოს, რამეთუ უფალი დაუტევეს,

4,11 რაჲთა შეუდგენ სიძვასა. და ღჳნოჲ და მთრვალობაჲ მიიღო გულმან ერისა ჩემისამან

4,12 შეყოფითა ურთიერთასითა იკითხვიდეს და კურთხევითა მით მისითა მიუთხრობდეს მას.

4,13 თხემთა ზედა მთათასა უზორვიდეს და ბორცუთა ზედა უკლვიდეს მუხასა და ვერხუსა ქუეშჱ და ხეთა საგრილთა, რამეთუ კეთილ არს საფარველი. ამისთჳს ისიძვიდენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებდენ.

4,14 და არა მივჰხედო ასულთა თქუენთა, ოდეს ისიძვიდენ და სძალთა თქუენთა, ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შესუარულ იყვნეს და კერპთმსახურთა თანა უზორვიდეს და ერი იგი რყებითურთ შერეულ იყო მეძავთა თანა.

4,15 ხოლო შენ, ისრაჱლ, ნუმცა უმეცარ ხარ და შენ, იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად და ნუ აღხუალთ სახლსა მას ონისასა და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა.

4,16 ვითარცა სამწყული მტრიობარი შესტრიობდა ისრაჱლი. აწ აძოვნეს იგინი უფალმან ფართოსა ადგილსა, ვითარცა კრავნი.

4,17 შემყოფი კერპთაჲ ეფრემ დაივა თავისა თჳსისა საცთური,

4,18 სათნო-იყვნა ქანანელნი. სიძვით ისიძვიდეს, შეიყუარნეს უპატიოებაჲ კრებულისაგან  მისისა.

4,19 შეკრებული სულისაჲ შენ ხარ ფრთეთა მისთა ჰრცხუენოდის ბომონთა მისთა.

 

თავი V

5,1 ისმინეთ მღდელთა და ერჩდით სახლი ეგე ისრაჱლისაჲ. და სახლმან ეფრემისმან ყურად-იღენ! რამეთუ თქუენდა მიმართ არს საშჯელი საბრჴე - ექმნენით სამსტყუროსა და ვითარცა მახჱ განმართებული ოლეთა ზედა,

5,2 რომელი იგი მონადირეთა მათ ნადირისათა დაარწყჳან. ხოლო მე მსწავლელი თქუენი ვარ.

5,3 ვიცან ეფრემ და ისრაჱლი არა შორს არს ჩემგან, რამეთუ აწ ისიძვა ეფრემ და შეიბილწა ისრაჱლი.

5,4 არა მოსცნეს ზრახვანი მათნი ცნობად ღმრთისა მათისა, რამეთუ სული სიძვისაჲ მათ შოვრის არს და უფალი არა იცნეს და დამდაბლდეს.

5,5 გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა და ისრაჱლი და ეფრემ მოუძლურდენ სიცრუვითა მათითა და მოუძლურდეს მათ თანა იუდა.

5,6 ცხოვართა თანა და ზროხათა ვიდოდიან გამოძიებად უფლისა და არა პოვონ იგი: მიაქცია მათგან.

5,7 რამეთუ უფალი დაუტევეს, რამეთუ შვილნი უცხონი ეშვნეს მათ. აწ შეჭამნეს იგინი ბუზმან და ნაწილნიცა მათნი.

5,8 დაუბეროთ ნესტუსა ბორცუთა ზედა, ოხრიდით მაღალთა ზედა, ქადაგებდით სახლსა ზედა არონისსა. განჰკრთა ბენიამენ.

5,9 ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა მხილებისათა; ტომთა შოვრის ისრაჱლისათა. ვაჩუენო სარწმუნოებაჲ.

5,10 იქმნნეს მთავარნი იუდაჲსნი ვითარცა გარდამცვალებელნი საზღვრისანი. მათ ზედა მივჰფინო, ვითარცა წყალი, ზედა-მისლვაჲ ჩემი.

5,11 ჰმძლავრა ეფრემ მოსაჯულსა მისსა და დათრგუნა სამართალი, რამეთუ იწყო მისლვად და შედგომად ამაოთა

5,12 და მე ვითარცა შეძრწუნებაჲ ეფრემისი და ვითარცა საწერტელი სახლსა ზედა იუდაჲსსა.

5,13 მათ დღეთა იხილა ეფრემ სენი თჳსი და იუდა - სალმობაჲ თჳსი და წარვიდა ეფრემ ასურასტანელთა მათ და მიუვლინნა მოციქულნი მეფესა იორამისასა და მან ვერ უძლოს ჴსნად თქუენდა და არა დასცხრეს თქუენგან სალმობაჲ.

5,14 ხოლო მე ვარ ვითარცა ვეფხი სახლსა ზედა ეფრემისსა და ვითარცა ლომი - სახლსა იუდაჲსსა. წარვიდე და მოვიღო და არავინ იყოს განმარინებელ.

5,15 წარვიდე და მოვიქცე ადგილსავე ჩემსა, ვიდრემდე განირყუნნენ და ეძიებდენ პირსა ჩემსა ჭირსა შინა მათსა და აღიმსთონ ჩემთა მომართ და იტყოდიან:

 თავი VI

 6,1 მოვედით და მოვიქცეთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ მან მიყო და განმკურნნეს ჩუენ, მწყლნეს და მილხინოს ჩუენ,

6,2 განმაცხოველნეს შემდგომად ორისა დღისა მესამესა დღესა აღვდგეთ და ვცხონდეთ წინაშე მისსა.

6,3 და ვცნათ და ვსდევდეთ ცნობად უფალსა და ვითარცა ცისკარი(365v) მზაჲ ვპოვოთ იგი და მოგჳჴდეს ჩუენ, ვითარცა წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი. ქუეყანასა ზედა.

6,4 რაჲ გიყო შენ, ეფრემ, ანუ რაჲ გიყო შენ, იუდა? ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი.

6,5 ამისთჳს მოვმკენ წინაჲსწარმეტყუელნი თქუენნი და მოვწყჳდენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა და საშჯელი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.

6,6 რამეთუ წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი და ცნობაჲ ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად-დასაწუველნი.

6,7 ხოლო იგინი არიან, ვითარცა კაცი გარდამავალი შჯულისაჲ. მუნ შეურაცხ-ვყო მე

6,8 გალაად - ქალაქი მოქმედი ამაოჲსაჲ, აღმარღუეველი წყლისაჲ

6,9 და ძალი შენი კაცისა განმცდელისაჲ. დამალეს მღდელთა გზაჲ, მოსრეს სიკიმაჲ, რამეთუ უშჯულოებაჲ ქმნეს.

6,10 სახლსა ისრაჱლისასა ვიხილე მუნ შესაძრწუნებელი სიძვაჲ ეფრემისი. შეიგინა ისრაჱლი და იუდა.

6,11 იწყე სთულებად თავისა შენისა მოქცევასა ჩემსა ტყუესა ერისა ჩემისასა.

 თავი VII

7,1 რაჟამს განვკურნო მე ისრაჱლი. და გამოცხადნეს უკეთურებაჲ ეფრემისი და უკეთურებაჲ სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუვჱ და მპარავი შევიდეს განძარცუვად, ავაზაკი გზასა მისსა.

7,2 რაჲთა თანა-სახეობდენ, ვითარცა მაქებელნი გულთა მათთა. ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე. აწ მოიცვალნეს იგინი(366r) ზრახვათა მათთა. წინაშე პირსა ჩემსა იყვნეს.

7,3 უკეთურებათა შინა მათთა ახარეს მეფეთა, და ტყუვილითა მათითა - მთავართა.

7,4 ყოველნი იმრუშებდეს ვითარცა თორნე შთაგზებული ცხობად სიცხესა შინა ალისაგან შესუარული ცმელითა ვიდრემდე შეფუვეს იგი.

7,5 «დღენი მეფეთა თქუენთანი»- იწყეს მთავართა გულის-წყრომად ღჳნისაგან. განირთხა ჴელი მისი უშჯულოთა თანა, აღატყდა

7,6 რამეთუ აღატყდა ვითარცა თორნე, გულნი მათნი დახეთქასა მათსა. ღამჱ ყოველ ძილითა განძღა ეფრემ, განთიად აღატყდა, ვითარცა ცეცხლი საჴუმილი.

7,7 ყოველნივე განჴურდეს, ვითარცა თორნე, და შეჭამნა მსაჯულნი მათნი. და ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს და არავინ იყო მათ შოვრის, რომელმანმცა მხადა მე.

7,8 ეფრემ ერსა შოვრის მისსა აღრეულ იყო. ეფრემ იყო, ვითარცა ყურბეული ვერ გარდაქცეული.

7,9 და შეჭამეს უცხოთა ძალი მისი და მჴცენი გამოუჴდეს მას და მან ვერ ცნა.

7,10 და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა. და არა მოიქცეს უფლისა ღმრთისა მათისა და არა გამოიძიეს იგი ამას ყოველსა შინა.

7,11 და იყოს ეფრემ, ვითარცა ტრედი უგულისხმოჲ, რომელსა არა უცნ გული. ეგჳპტესა ჰხადოდა და ასურასტნელთა შევიდეს.

7,12 ... გარდავჰბურო მათ ბადჱ ჩემი და, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვსთხინნე იგინი. განვსწავლნე იგინი ჰამბავითა ჭირისა მათისაჲთა.

7,13 ვაჲ მათა, რამეთუ განმწუართეს ჩემგან. უბადრუკ არიან, რამეთუ უსახურ იქმნნეს ჩემდა. მე ვიჴსნნე იგინი, ხოლო იგინი ძჳრსა ზრახვიდეს ჩემთჳს ნაცილად.

7,14 და არა ღაღადებდეს ჩემდამო გულნი მათნი, არამედ ვალალებდეს საწოლთა მათთა ზედა იფქლისათჳს და ღჳნისა და იჭრებოდეს, განისწავლნეს ჩემდამო.

7,15 და მე განვამტკიცენ მკლავნი მათნი და ჩემდამო ზრახეს ბოროტი.

7,16 გარდაიქცეს არარად. იქმნნეს, ვითარცა მშჳლდი გარდაცუმული დაეცნენ მახჳლითა მთავარნი მათნი უსწავლელებითა ენისა მათისაჲთა. ესე არს განქარვებულებაჲ მათი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

ტეგები: Hosea, Hoshea, Old_Tastement, qwelly, הוֹשֵׁעַ, ისრაჱლი, ოსია, წინაწარმეტყუელება

ნახვა: 206

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters