წინასწარმეტყველი ნაუმი

ზოგადი ცნობები წინასწარმეტყველ ნაუმის შესახებ


       ნეტარი იერონიმე: სამოცდაათთა თარგმანის მიხედვით, იონას შემდეგ ნაუმის წიგნია , რადგან ორივე მათგანი ერთი და იმავე ქალაქის შესახებ იუწყებოდა. ნაუმის ასპარეზზე გამოსვლამდე ისრაელის სამეფო ასურელებმა დაიპყრეს და მოსახლეობა იმპერიის სხვადასხვა რეგიონში გადაასახლეს. წინასწამრტყველი იუდეის სამეფოდან სწორედ უცხოობაში მყოფი თანატომელების გასამხნევებლად ნინევის დაცემის შესახებ იუწყება. თავად მისი სახელიც ხომ წიგნის შინაარსის შესაბამისია: ნაუმი ანუ მანუგეშებელი . თუმცა ამ სიტყვებით არა მარტო გადასახლებული ებრაელები, არამედ იუდასა და ბენიამენის ტომიც იმედდებოდა, რადგან თავადაც მრავალგზის          მწარედ უგემიათ ასურელთა მახვილის ძალა. სიტყვა ნინევი ებარულიდან ჩვენს ენაზე ითარგმნება როგორც ‘მშვენიერი", ხოლო მშვენიერად ეს სამყარო იწოდება. სწორედ ამიტომ ბერძნებმა მას კო სმოჯ-ი სახელდვეს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ ამჯერად ნინევის შესახებ ყოველივე თქმული სიმბოლურად მთელს სამყაროს უკავშირდება, ამ წიგნის საიდუმლო შინაარსი კი წმინდანთა სანუგეშებლად ქვეყნიერების აღსასრულს იუწყება, რომ მათ, ვითარცა წარმავალი და ხრწნადი, ყოველივე ამაქვეყნიური მოიძულონ და საყოველთაო სამსჯავროს დაელოდონ, სადაც ჭეშმარიტი ასურელების წინააღმდეგ შურისმგებელი თავდ უფალი იქნება).
ნეტარი თეოდორიტე: ნინეველებმა წარსულში შეისმინეს იონას ქადაგება და გულწრფელი აღსარება აღუვლინეს უფალს, ამიტომაც კაცთმოყვარე ღმერთისგან წყალობა და პატიება მიიღეს, ქ. ნინევი განადგურებას გადაურჩა. გავიდა გარკვეული დრო, შეიცვალა რამდენიმე თაობა, ახლებმა ძველებს გადაასწრეს უკეთურებაში, უდიდესი ცოდვებით დაამძიმეს საკუთარი ქვეყანა და სწორედ ეს გახდა ნაუმის წინასწარმეტყველების აღსრულების მიზეზი. ქ. ნინევი და ასურეთი განადგურდა, რადგან ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება. ეს იყო შედეგი უმძიმესი ცოდვებისა).
მიტროპოლიტი მიტროფანე: თუკი ერთი მხრივ, ყურადღებას იმას მივაქცევთ, რომ ძველ აღთქმაში საკუთარი სახელები რიგ შემთხვევაში რჩეული ერის იმედისა და რელიგიური ნუგეშის გამომხატველია, ან ღვთის გამოუკვლეველი განგებულების შესახებ უწყებას მოიცავს საკუთარ თავში, ხოლო მეორე მხრივ, გავიხსენებთ, რომ მაცხოვრის გენეალოგიაშიც ვხვდებით პიროვნებას სახელით ნაუმი , რომელიც იოსებიდან აღმავალი გზით მეცხრე თაობის წარმომადგენელია, წინასწარმეტყველის სახელი ბუნებრივად იძენს განსაკუთრებულ ძალასა და მნიშვნელობას. რაჟამს უფალი ისრაელის ურჩ შვილებს სხვადასხვა სახის განსაცდელით ამდაბლებდა და, ფაქტობრივად, მზად იყო, უცხოთა ხელში გადაეცა ისინი, კეთილკრძალულ მშობელთაგან საკუთარი ძისთვის წოდებული სახელი ღვთისადმი იმედისა და მისგან მიღებული სოტერიოლოგიური აღთქმის უტყუარ სასოებას წარმოადგენდა, აღთქმისა, რომელსაც ერთადერთს ძალუძდა ადამიანის სულიერი წყვდიადიდან, სიკვდილიდან გამოხსნა. და ეს იმედი არა მარტო ისრაელის, არამედ განურჩევლად ეთნოსისა, გადარჩენის მსურველი კაცობრიობის საკუთრებას იყო).
‘ნაუმ ითარგმანების ნუგეშინისცემად. ესე იყო ელკესით წიაღ ტიბერიისა, ტომისაგან სიმეონისსა. ამან შემდგომად იონაასა ნიში მისცა ნინევისათვის, ვითარმედ წყალთაგან ტკბილთა და ცეცხლისა წარწყმდეს, რომელი იქმნაცა. რამეთუ გარეშემცველმან მისმან ტბამან დაარღია იგი მირთვისა მიერ და ცეცხლმან უდაბნოათგამომან მოწუა უმაღლესი ადგილი მისი. ხოლო მოკუდა მშვიდობით და დაეფლა მუნ ქუეყანასა შინა თისსა" .
მიტროპოლიტი მიტროფანე: დასავლელ მკვლევართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ნაუმი ასურეთში სალმანასარის მიერ გადასახლებულ იუდაურ ოჯახში დაბადებული წინასწარმეტყველია. ისინი ძველი ასურეთის ტერიტორიაზე, ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მოსულიდან ჩრდილოეთით, ძველი ნინევიიდან ორი საათის გზაზე მდებარე სოფელზე ელ-კუშ და მის სიახლოვეს მდებარე წმინდა ანტონის მონასტერზე მიუთითებენ, სადაც წინასწარმეტყველის საფლავი მდებარეობს. აღნიშნული ადგილს დიდ პატივს მიაგებენ როგორც ქრისტიანები, ასევე იუდეველნი. მაგრამ ზემოთ გამოთქმული მოსაზრება ვერ იქნება მართებული, რადგან მიდამო, სადაც სოფელი ელ-კუში მდებარეობს, მხოლოდ XVI საუკუნიდან ხდება ცნობილი და უწინარეს ეპოქაში მისი ისტორიული წარსულის შესახბ ვერაფერს ვგებულობთ. ხსენებული სოფლის თაობაზე პირველი უწყება XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწე პუბლიცისტის - ასემანის ნაწერებში გვხვდება, რომელმაც შრომაში ‘აღმოსავლეთის ბიბლიოთეკა" XVI საუკუნეში წმინდა ანტონის მონასტერში მცხოვრები ბერის, ვინმე მარკოზის წერილი გამოაქვეყნა. სწორედ მარკოზ მონაზონი საუბრობს პირველად სოფელ ელ-კუშისა და ნაუმის საფლავის შესახებ.
       წარმოდგენილი მოსაზრების საპირისპიროდ, თუკი ნაუმის წიგნში გადმოცემულ მოვლენებს გავაანალიზებთ, უეჭველ დასკვნამდე მივდივართ, რომ წინასწარმეტყველი დაიბადა, ცხოვრობდა და მოქმედებდა პალესტინში. 1. მის სიტყვაში ზუსტად იგივე ფორმასა და შედარებებს ვხვდებით, რაც სხვა ბიბლიურ წიგნებშია ასახული. 2. ამავდროულად, აშკარაა, ნაუმი თანატომელებს მიმართვას, მათთან ერთად მწუხარებს (1. 7, 12-13). 3. იუდას სახელს ახსენებს (2.1), ათტომიან სამეფოზე კი ფაქტობრივად უმნიშვნელო ცნობას გვაწვდის, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა, ნაუმს ასურეთში რომ ეცხოვრა, გადასხლებულ იუდეველთა შორის. 4. მეცნიერთაგან აღიარებული ენის სიწმინდის მიხედვით კი გარდაუვალად ვასკვნით: ავტორი იუდეაში დაბადებული და გაზრდილი ებრაელია .
აქვე მცირედი რამ ნაუმის სამწერლობო ენის შესახებაც უნდა ვთქვათ. ყველა გამოცდილი მკვლევარი ერთხმად აღნიშნავს, რომ წიგნის ენა, გარდა ერთი ადგილისა, სადაც მათი მტკიცებით, არაებრაული წარმომავლობის ტერმინია გამოყენებული (3.17), განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა. ზოგიერთი კრიტიკოსის შეხედულება რიგი სხვა ადგილებისადმი, რომლებიც თითქოს ასევე განსხვავდება ‘წმინდა ებრაული" გამოთქმებისგან, უპირველესად სწორედაც რომ ძველი ებრაული ენის თავისებურებებს განეკუთვნება. პროფესიონალი მკვლევარები არა მარტო ენის სისუფთავის გამო აქებენ ნაუმს, არამედ კეთილხმოვანების, სიმარდის, რითმის გამართულობისა და წინადადებათა განსაკუთრებული სიმწყობრით დალაგებისთვის. ამასთან, წინამდებარე შრომას ‘ყველაფერთან მიმართებით კლასიკურს" უწოდებენ და ძველი, კლასიკური ეპოქის საუკეთესო ნაწარმოებებს უტოლებენ. ცხოველმყოფელი გამოთმთქმელობით, მსჯელობის სიძლიერითა და ამაღლებულობით მცირე წინასწარმეტყველთა შორის ნაუმის წიგნი პირველ ადგილს იკავებს). ნაუმის ასურეთში ცხოვრებისა და ქადაგების მამტკიცებელი საკმარისი საფუძველი არ არსებობს. იგი სიმეონის შტოდან უდა ყოფილიყო, უეჭველია, რომ პალესტინაში დაიბადა, ხოლო ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ, სავარაუდოდ, მსგავსად სხვებისა, იუდაში გადასახლდა და შესაძლოა, იერუსალიმში ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებდა).
არქიეპის. იოანე სმირნოვი: ასურელთა უძველეს სამეფო სასახლეებზე აღმოჩენილი წარწერების თანახმად თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ, რომ სენნახირიმმა, ასურთა მეფემ, იუდაში განცდილი უმძიმესი მარცხის მიუხედავად, შემდგომში რამდენემე ძლევამოსილი საომარი მოქმედება აწარმოა ბაბილონისა და კილიკიის წინააღმდეგ. მისი მემკვიდრე ასარგადონი ფინიკიის, სომხეთისა და კილიკიის ქალაქებს უტევდა. სწორედ მან დაიპყრო ედომი და მოსახლეობა ასურეთში გადაასახლა. ასევე ისტორიისთვის სრულიად უცხო ხალხი ბიკნი საკუთარ სახელმწიფოს დაუმორჩილა. ამავდროულად ნეშტთა წიგნებიდან ვგებულობთ, რომ ასარგადონის მხედართმთავრებმა იუდეველი მეფე მანასე შეიპყრეს და ბორკილებით შეკრული გაუყენეს გზას ბაბილონისკენ . ასარგადონის მემკვიდრის სახელი შემორჩენილი წარწერის თანახმად შემდეგნაირად იკითხება: ასსურ-ბანიპალ. მას ჰყვდა ძე ასურ-ემიდ-ილინ, რომელიც მემატიანეებს სარაკოსად (შარაკოს) მიაჩნიათ. ეს ის სარაკოსია, რომლის დროსაც ნინევის დაცემასთან ერთად ასურეთის იმპერიაც დაემხო.
       იერუსალიმის კედლებთან განცდილი კრახის მიუხედავად ასურელმა მეფეებმა (სენნახირიმმა და მისმა მემკვიდრეებმა) იმპერიის სამხედრო მანქანა მალევე მწყობრში მოიყვანეს და არაერთი დაპყრობითი ომი აწარმოეს. ამ ფონზე, ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი ჩანდა, კვლავაც მძლავრად ფეხზე მდგომი ასურული სახელმწიფო ახლო მომავალში საბოლოოდ განადგურებულიყო. მაგრამ ის, რაც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება, ადვილად ძალუძს უზენაესს. იუდეველი ხალხის მეხსიერებაში უკვდავყოფილი საოცარი გამარჯვების მიუხედავად, ძლევამოსილი ასურეთის იმპერიის შემხედვარე მოსახლეობა უდიდეს შიშს განიცდიდა. სწორედ ამ მიზეზით, რჩეული ერის სანუგეშებლად უფალი იუწყება, რომ მალე ისეთი ჟამი დადგება, როდესაც ასურეთი ვეღარასოდეს შეაძრწუნებს იუდას, რომ მისი დედაქალაქი დაიქცევა, სიმდიდრე გაიძარცვება…
ნაუმი გალილეაში მდებარე უცნობი ელკოშეთიდან იყო. სავარაუდოდ, იგი მშობლიური ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ იუდეაში გადასახლდა და ეზეკიას მეფობის მეორე ნახევარში, სენნახირიმის მარცხის შემდგომ ესაიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა).
მიტროპოლიტი მიტროფანე: ნაუმის შესახებ არსებობს ცნობები, რომ 45 წლის ასაკში გარდაიცვალა იგი და ელკოშეთში მშობლიურ მიწას მიაბარეს. სწორედ ამგვარი და მსგავსი გადმოცემების შედეგად ქრისტიანული ეკლესია ხატებზე წინასწარმეტყველს შუა ასაკის მოღვაწედ გამოსახავდა, მოკლე წვერით, მოგრძო თავითა და მოყვითალო-ხმელი პირი-სახით. ხსენება 1 დეკემბერს აღესრულება).
ეპისკოპ. პალადი: წმინდა ნაუმი ასურეველთა დედაქალაქის საბოლოო დაცემის შესახებ საუბრობს. შესაბამისად, 612 წლამდე ცხოვრობდა იგი, რადგან სწორედ ამ დროს განადგურდა ნინევი. წინასწარმეტყველი წიგნში დასაწყისიდან დასასრულამდე შეუჩერებლად მხოლოდ იუდეველთა მტერების – ასურელების თაობაზე მსჯელობს და სხვა თემას არ განიხილავს. როდის მოღვაწეობს ნაუმი? წინასწარმეტყველი ისრაელის სამეფოზე არაფერს ამბობს, რადგან ჩრდილოეთის სახელმწიფო ამ დროისთვის აღარ არსებობს. სავარაუდოდ, ნაუმი ასპარეზზე აიუდეაში ეზეკიას მეფობის მეორე ნახევრისას გამოდის (ესაა ძვ. წ. აღ.-ის VIII საუკუნის ბოლო). ამიტომაც ესაიას უმცროს თანამედროვედ მიიჩნევა იგი. წიგნში აღწერილი მოვლენები განსაკუთრებული ცხოველმყოფელობით გამოირჩევა. მკითხველი იფიქრებს, რომ ნაუმი ასურელთა დედაქალაქის ალყისას ნინევში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ხედავდა მტრებს, ცხენებს, ეტლებს, ალყით განპირობებულ საშინელებებს. მის მიერ აღწერილი მოვლენები, შედარებები თუ სურათები განსაკუთრებული სინამდვილით გამოირჩევა და მოულოდნელობისგან გაოცებაში მოჰყავს მკითხველი).
წმინდა წერილში პირველად ქალაქ ნინევის შესახენ ცნობა დაბადების წიგნში იხსენიება და მის დამაარსებლად ასური სახელდება .
ტექსტიდან აშკარაა, რომ ნაუმი სხვა, უწანარეს დაწერილ წინასწარმეტყველებებსაც იცნობდა, მათ შორის განსაკუთრებით ესაიას წიგნს, რაზეც მისი სიტყვა დიდადაა დამოკიდებული.
       მკვლევარნი ნაუმის სამოღვაწეო ეპოქას წიგნში არსებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავენ. კერძოდ, ტექსტის თანახმად სამეფოს დაცემა უკვე მომხადრი მოვლენაა ანუ 722 წელი მისი ასპარეზობისას განვლილი დროა. ამასთანავე წინასწარმეტყველების მთავარი თემა ნინევის დაცემას უკავშირდება, ხოლო აღნიშნული მოვლენა 612 წლით თარიღდება. შესაბამისად, წინასწარმეტყველი 722/612 წლებს შორის მოღვაწეობდა.
საკითხის დაზუსტებისთვის მნიშვნელოვანია ქ. თებეს შესახებ წიგნში არსებული ცნობა. ნაუმს ნინევის დაცემის მაგალითად ეგვიპტის ერთ-ერთი სახელოვანი ქალაქის თებეს (იგივე ნო-ამონის) დაცემა მოჰყავს. აღნიშნული მოვლენა ძვ. წ. აღ.-ის 663 წელს აღესრულა. წარმოდგენილი მსჯელობის თანახმად, სავარაუდო სამოღვაწეო დრო 663 - 612 წლებს შორის ექცევა. წინასწარმეტყველი არ ასახელებს მიდიელებსა და ბაბილონელებს. ბაბილონის ახალი იმპერია 626 წელს, ხოლო მიდიის სახელმწიფო 645 წელს ყალიბდება. მკვლევართა ვარაუდით, ნაუმი რომ ხსენებული იმპერიების მომსწრე ყოფილიყო, მათ შესახებ რაიმე ცნობს, თუნდაც უმნიშვნელოს, მოგვაწვდიდა, მაგრამ წინასწარმეტყველი ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს. შესაბამისად, იმავე მეცნიერთა აზრით, წიგნი 645 წლამდე დაიწერა (663/645 წლებს შორის). მორიგ არგუმენტად კვლავ ქ. ნო-ამონის შესახებ არსებული ცნობა სახელდება: ისტორიული წყაროების თანახმად, ეგვიპტური ქალაქი განადგურებიდან 9 წლის შემდეგ (654 წ.) განაახლეს. საქმე ისაა, რომ აღდგენილი ნო-ამონის მოშველიება, როგორც ნინევის დაქცევის სიმბოლო, მსმენელისთვის დამაჯერებელი არ იქნებოდა. მეტად ლოგიკურია, რომ ნაუმს მოხმობილი მაგალითი მიწასთან გასწორებული თებეს ფონზე წარმოედგინა. დასკვნა: საწინასწარმეტყველო წიგნი 663654 წლებს შორის დაიწერა .
მიტროპოლიტი მიტროფანე: ძველი გეოგრაფიის გათვალისწინებით, მსოფლიო სავაჭრო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად და ყველაზე შორეულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოსაპოვებლად არ არსებობდა იმაზე უკეთესი ადგილი, სადაც ნინევი იყო განლაგებული. ასურელთა დედაქალაქი, ფაქტობრივად, ძველი მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენდა: ეუფრატის გადასასვლელზე, ნინევის მახლობლად უძველეს დროში ევროპის, აზიისა და აფრიკის ყველა სავაჭრო თუ საუმარი გზა იყრიდა თავს. ტიგროსის გავლით სპარსეთის ყურესთან და ხმელთაშუა და შავ ზღვებთან სიახლოვე კიდევ უფრო მეტად ზრდიდა ნინევის სიძლიერეს. ყოველივეს გათვალისწინებით, დედაქალაქში აღურიცხავი რაოდენობის სიმდიდრე იყრიდა თავს, რის შესახებაც უძველესი ავტორები რიგ შემთხვევაში იგავური ფორმით იუწყებიან.
       თანამედროვე მეცნიერების ვარაუდით, ნინევი ოთხი დამოუკიდებელი ქალაქისგან შედგებოდა: თავად ნინევი (კიუნჯიკი), რექობოტი, კალა და რესენი, რომლებიც ერთი კედლით იყვნენ შემოსაზღვრულნი და საერთო სახელწოდებით – ნინევი იყვნენ ცნობილი. ბერძენი ისტორიკუსების თქმით, ქალაქის კედლები 30 მეტრამდე სიმაღლეს და ასეთივე სიგანეს აღწევდა, რომელზეც გვერდიგვერდ სამ ეტლს შეეძლო გადაადგილება. გარშემოწერილობა 97 კილომეტრს შეადგენდა, რაც სრულ თანხმობაშია იონას წიგნთან, სადაც მითითებულია, რომ სამი დღის სასიარულო მანძილზე იყო გაშენებული ქალაქი. კტეზის ცნობით, ნინევის მშენებლობაზე 1 400 000 ადამიანი რვა წლის მანძილზე მუშაობდა. ასურული ტრადიციის თანახმად, ყოველი ახალი მეფე საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად ახალ სასახლეს აგებდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მრავალი სასახლე აიგო, რაც არქეოლოგიური გათხრების შედეგადაც იქნა აღმოჩენილი. ირკვევა, რომ თითოეული სასახლე საკმაოდ ხარისხიანად და მტკიცედ აეშენებინათ, გარშემო დამცავი თხრილით შემოესაზღვრათ, ხოლო მიმდებარე გარემო ულამაზესი ბაღებით გაემშვენებინათ. ქალაქის მკვიდრნი დასახლებებს შორის მდებარე, უკაცრიელ ველებს ამუშავებდა და პროდუქტი მოჰყავდა, ხოლო საბოლოოდ მთელ რეგიონს უზარმაზარი დამცავი კედელი მოიცავდა, რომელიც 1 500 კოშკით გაემაგრებინათ, ხოლო თითოეულის სიმაღლე 60 მეტრამდე აღწევდა. ბუნებრივია, გიგანტური ქალაქი უზარმაზარი ნაგებობებით უდიდეს გავლენას ახდენდა უცხოელ სტუმრებზე. ‘შემდგომში არასოდეს აგებულა ნინევის მსგავსი ქალქი, - ამბობს დიოდორე სიცილიელი, - რომელიც ესოდენ მაშტაბური იქნებოდა საკუთარი სიდიდით და დიდებული - გარშემომზღუდავი კედლებით&ქუოტ;.
რაც შეეხება ასურეთის იმპერიის სარწმუნოებრივ ცხოვრებას, ამის შესახებ მრავლად აღმოჩენილი ძეგლები თავისთავად მეტყველებენ. წმინდა წერილიდან და ხსენებული ძეგლებიდან ირკვევა, რომ ასურელები ზეცათა ძალებს ეთაყვანებოდნენ. მათი რელიგია დიდ საიხლოვეს იჩენდა ბაბილონელთა სარწმუნოებასთან. 1. წინააზიური სახელმწიფოების მკვიდრთა საბეიზმისადმი მიდრეკილება მომხიბლავი ზეგავლენით აიხსნება, რასაც სამხრეთის ცის ულამაზესი ხედი ახდენდა სამწყემსო საქმიანობით დაკავებულ მოსახლეობაზე, რომლებსაც აუტანელი დღის სიცხის გამო ღამე გაჰყავდათ პირუტყვი საძოვარზე. თვალთა წინაშე გადაშლილი ზეციური სილამაზე ღმერთად იქნა მათ მიერ აღიარებული. 2. ასურულ ‘ღმერთებს" შორის (რომლებსაც, როგორც ყველგანმყოფებს, ფრთებით გამოსახავდნენ), უმთავრესი ღვთაების, ასურის, გვერდით, მსგავსად ბერძნებისა და ეგვიპტელებისა, მამრობითი და მდედრობითი სქესის თორმეტი მთავარი ‘ღმერთი" გამოირჩევა. გარდა ამისა იყვნენ ნახევრადღმერთებიც. ასური ან ასსარაკ, რომელშიც თითქოს მთელი ერის სული განსხეულდა, მებრძოლი ღმერთი იყო. იგი წრიული ფორმის უზარმაზარი ფრთებით გამოისახებოდა. წრის ზედა ნაწილში ადამიანური გარეგნობა ჩანდა გრძელი წვერით, რომელსაც ქუდი ეხურა, წრის ქვედა ნაწილში ნაცვლად ფეხებისა ჩიტის კუდი მდებარეობდა. ვინაიდან ასურელი მეფეები, მსგავსად ეგვიპტელებისა, ღმერთებად მიიჩნეოდნენ, მათ არ ჰქონიათ ცალკე აგებული საკერპო ბომონები, რადგან სამეფო სასახლე, მისი ერთ-ერთი ოთახა, ამავდროულად საწმინდარის ფუნქციას ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე არც ერთი ასურული ბომონი არ აღმოჩენილა. არწივისთავიანი ღვთება ნისქორი, რომლის თაყვანისცემის დროსაც იქნა მოკლული სენნახირიმი, სავარაუდოდ, იმავე მთავარი ასურული ღვთების განსხვავებული გამოსახულება იყო. Nესერახ, Nასარახ – მას არწივისთავიანი და უზარმაზარი ფრთების მქონე ადამიანის გარეგნობით გამოსახავდნენ, ერთ ხელში პალმის ხის რტო ეჭირა, მეორეში – ჭურჭელი. ასურელთა შორის განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა იგი. ხსენებული კერპის გამოსახულება ნიმრუდის სასახლეშია აღმოჩენილი, აქვე მის საწმინდარ ოთახს მიაკვლიეს, სადაც ძლევემოსული ასურელი მეფე სენნახირიმი საკუთარმა შვილებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. აღმოჩენილ ძეგლებზე საკმაოდ ხშირად ეგრეთწოდებული ასტარტას წმინდა ხის, მთვარის ღვთაების აღბეჭდილობას ვხვდებით: იგი ლამაზად გამშვენებული პალმების თაიგულის სახით არის წარმოდგენილი. გარდა ჩამოთვლილი ღვთაებებისა ასურული კულტურის იმავე ნიმუშები არა ერთი სხვა კერპის თაობაზე იტყობინებიან).
წიგნში გადმოცემული მოვლენების მოკლე რეზიუმე შემდეგნაირად შეიძლება: საღვთო რისხვის შედეგად ასურეთი დაეცემა. აქვე მითითებული მიზეზები, რაც ამ იმპერიის უმძიმეს ხვედრს განაპირობებს.
ნინევი 612 წელს ბაბილონურ-მიდიური ჯარების თავდასხმის შედეგად დაეცა. მომხდურებს საქმე ბუნებრივმა კატაკლიზმებმაც გაუადვილა. დიოდორე სიცილიელის ცნობით, ასურელები ქალაქის მისადგომებთან გამართულ ორ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში დამარცხდნენ. მოკლულთა სიმრავლის მიზეზით ახლოს მდებარე მდინარე სისხლისფრად ქცეულიყო. ამავდროულად ნინევის ალყაში მოქცევიდან მესამე წელს უძლიერესი წვიმების შედეგად ქალაქის შუაგულში გამავალი მცირე ზომის მდინარე კოსარი (Kჰოსარ) ისე ადიდდა, რომ ნინევის ნაწილი დატბორა, ხოლო დამცავი კედლის გარკვეული მონაკვეთი კი ჩამოაქცია. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე წერდა, რომ ნინევის დაცემას არნახული ჭექა-ქუხილი და წვიმა უძღოდა წინ. ბაბილონური ქრონიკების თანახმად, აღურიცხავი იყო ქალაქიდან გატანილი სიმდიდრე, ხოლო თავად ნინევი ნანგრევების გროვად იქცა.
ჟამთა სვლის პარალელურად მტერთაგან დარბეული მრავალი ქალაქი აღდგენილა , ნინევთან მიმართებით კი მსგავსი რამ აღარასოდეს მომხდარა. ტრაგიკული მოვლენებიდან, დაახლოებით, 200 წლის შემდეგ ქსენოფონტე ასურეთის დედაქალქს გვერდს ჩაუვლის, თუმცა აზრადაც არ მოსდის, რომ მის წინ მდებარე ნანგრევების გროვა ოდესღაც განთქმული ნინევიაა. ახ. წ. აღ.-ის I საუკუნეში მის ადგილზე ერთი უმნიშვნელო ციხესიმაგრე შემორჩა, რომელსაც ძველი ქალაქის საპატივცემლოდ ნინუსს უწოდებდნენ, რომლის ადგილსამყოფელიც მოგვიანებით დაიკარგა. მხოლოდ 1841 წელს ფრანგი და ინგლისელი მეცნიერების მიერ წარმოებული ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლიეს ქალაქის ნაშთებს.
მიტროპოლიტი მიტროფანე: მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში ინგლისურ-ინდურმა კომპანიამ ბაღდადში პოლიტიკური წარმომადგენლის რანგში ვინმე რიჩი დანიშნა საკუთარი ინტერესების დასაცავად, რომელმაც ხსენებულ ქალაქთან ახლოს არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. 1820 წელს, მოსულში ყოფნისას ადგილობრივები რიჩს წვიმის შედეგად მიწიში გამოჩენილი უზარმაზარი ალიბასტრისგან დამზადებული ფილების შესახებ მოუთხრობდნენ, რომლებზეც გარკვეული გამოსახულებები მდებარეობდა. არქეოლოგიის მოყვარულმა რიჩმა მოსმენილი ამბავი უყურადღებოდ არ დატოვა. მით უმეტეს, რომ მოსულის ახლოს მდებარე რეგიონი ცნობილი ბერძენი და რომაელი ავტორების მიერ ნინევის ადგილსამყოფელის შესახებ აღნუსხულ ცნობებს თანხვდებოდა. მან, შეძლებისამებრ, რამდენადაც დრო აძლევდა ამის საშუალებას, მითითებული მიდამო გამოიკვლია, მიაგნო რამდენიმე ფირფიტასა და აგურს, რომლებზეც ლურსმნისებრი დამწერლობით სიტყვები იყო ამოტვიფრული. რიჩმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები შემდგომ წერილობით აღნუსხა.
1842 წელს ფრანგულმა ხელისუფლებამ აღმოსავლელი ქრისტიანების თურქთაგან დაცვის მიზნით მოსულში საკონსულო გახსნა, რომლის ხელმძღვანელად ‘დიდად საიმედო ადამიანი" (ასე უწოდებდნენ მას) – პოლ-ემილი ბოტტა, ცნობილი იტალიელი ისტორიკოსის – კარლ ბოტტას ვაჟი დაინიშნა. ემილ ბოტტა აღმოსავლეთში როგორც ბუნებათმცოდნე მოგზაურობდა, მაგრამ მეცნიერების ერთი დარგის შემეცნებას ადამიანი რიგ შემთხვევაში სხვა მეცნიერებამდე მიჰყვას. ბუნებათმცოდნე ბოტტა სამომსახურო ადგილებში არსებულმა გარემომ არქეოლად აქცია. ემილის მოსულში საქმიანობისას იმავე რეგიონში რუსი მეცნიერი, პროფესორი დიტტელი იმყოფებოდა და ნიმრუდში აწარმოებდა გათხრებს. მან მუშაობის პროცესში ახლადაღმოჩელი გარემოებების შესახებ უამბო ბოტტას. 1842 წელს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვის მიღებისთანავე, ემილი არქეოლოგიურ გათხრებს შეუდგა, თავდაპირველად კიუნჯიკში, შემდეგ კი ერთ-ერთი გლეხის მითითებით – კორსაბადში, მოსულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1843 წელს მითითებულ ადგილზე ბოტტამ მეფე სარგონის პირველი ასურული სასახლე აღმოაჩინა. ახალბედა არქეოლოგის მიერ საკუთარ მეგობრის, ცნობილი ორიენტალისტის - ჟულეს Mოჰი–ს სახელზე გაგზავნილმა წერილმა დიდი ზეგავლენა იქონია ფრანგ მეცნიერებზე, ხოლო შემდგომმა წერილებმა და აღმოცენების შესახებ შესრულებულმა ჩანაწერებმა საფრანგეთის მთავრობა შთააგონა, რომ ემილ ბოტტასთვის არქეოლოგიური გათხრების საწარმოებლად დაფინანსება გამოეყო. ამასთან, სამუშაოს შესრულების ადგილზე მივლენილი იქნა მხატვარი – ევგენი ფლანდენი, რომელსაც ყველა მონაპოვარი ტილოზე უნდა აესახა. სწორედ მისი ოსტატობის შედეგად გაეცნო ასურულ კულტურას პირველად მსოფლიო 1847 წელს გამოცემული ნინევიური ძეგლების აღწერილობით. ბოტტას მემკვიდრემ სარგონის სასახლის უდიდესი ნაწილი აღმოაჩინა, მიმდებარე კედლებითა და კარიბჭეებით.
1846 წელს ზემოხსენებულ ადგილებში ჩასული ინგლისელი მოგზაური ლეიარდი ნემრუდში არსებული დიდი ზომის ნანგრევებად ქცეული მთის გამოკვლევას შეუდგა, რომელიც არქეოლოგებს ამ დროისთვის არ ჰქონდათ შესწავლილი. მეცნიერი მალე მიწისქვეშ მოქცეული ოთახის ზედა კუთხეს წააწყდა და მცირეოდენ დროში მრავალი სხვა ოთახიც აღმოაჩინა. აქედან მოყოლებული ფრანგი და ინგლისელი მკვლევარების მიერ ერთმანეთის მიყოლებით ათი სასახლე და ქალაქ ნინევის ცენტრალური რეგიონი იქნა ნაპოვნი. 1855 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო მიმდინარე გათხრები შეაჩერეს როგორც ფრანგება, ასევე ინგლისელებმა, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში მიგნებული სიახლეები მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის შეუფასებელი მნიშვნელობის აღმოჩნდა.
ხსენებული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების პარალელურად მკვლევარებმა, ბუნებრივია, უდიდესი ინტერესი გამოიჩინეს ნინევის შესახებ ძველი აღთქმის წიგნებში არსებული ცნობების მიმართ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო სწორედ ნაუმის წინასწარმეტყველება შეიქმნა).

ნახვა: 441

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters