ეზეკიელი ბაბილონის ტყვეობის პერიოდის წინასწარმეტყველია. იგი ლევიტელი იყო, სამღვდელო დასს განეკუთვნებოდა და მეფე იექონიასთან ერთად მოუწია ბაბილონში გადასახება (597 წ.). ორ ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობის შედეგია საკმაოდ მოცულობითი წინასწარმეტყველება, რომელიც მან შემდეგ თაობებს დაუტოვა. წიგნში გადმოცემული შინაარსის გათვალისწინებით, ესაიასა და იერემიასგან განსხვავებით, ეზეკიელი არ გამოირჩევა აქტიური მქადაგებლური საქმიანობით. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს დამოძღვრას, რაჟამს კონკრეტული საკითხით ინტერესდება მავანი. სხვამხრივ მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ღვთისგან გაცხადებული ჭეშმარიტების წერილობითი აღწერაა. ეზეკიელის პირადი ცხოვრების შესახებ წიგნში მწირი ცნობებია ასახული: მას ჰყავდა მეუღლე, რომელიც წინსწარმეტყველისთვის დიდი ნუგეში იყო, თუმცა საწინასწარმეტყველო ასპარეზზე მოწოდებიდან 4 წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა (შდრ. ეზ. 24. 16-18).
სახელი ეზეკიელი კომპოზიტია, შედგება ებრაული ზმნისგან "ხაზაკ", რაც ძლიერად მყოფობას ნიშნავს და ღვთის სახელი - ელი (ელოჰიმ). მთლიანობაში იგი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც 'ღმერთი განაძლიერებს" .
საეკლესიო გადმოცემა, რომელიც წერილობითი სახით დაგვიტოვეს წმ. ეპიფანე კვიპრელმა, დოროთეოს ტირელმა და სხვა მოღვაწეებმა, შემდეგს გვაუწყებს: ეზეკიელის წარმომავლობა უკავშირდება ქ. სარირას (ბიბლიაში ხსენებული ქალაქი არ გვხვდება). ახალგაზრდობაში ეზეკიელი იერემია წინასწარმეტყველს ემსახურებოდა, მისი მოწაფე იყო (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, სიტყ. 47), ხოლო ქალდეაში გადასახლების შემდგომ წინასწარმეტყველი პითაგორას მასწავლებლად გვევლინება (კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები I.304). ეზეკიელი იუდეველმა დიდებულმა მოკლა, რომელსაც კერპმსახურების გამო ამხელდა. იგი სემისა და არფაქსადის სამარხში დაკრძალეს მდინარე ევფრატის სანაპიროზე, ბაღდადთან ახლოს. ეზეკიელს ხშირად საკუთარ წიგნში სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები აქვს დამოწმებული. ყველაზე მეტად ამგვარი დამოკიდებულება იერემიას წინასწარმეტყველებასთან შეინიშნება. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეზეკიელი ისეთივე მოწაფე იყო იერემიასი, როგორც ბარუქი და თუ ეს აზრი ჭეშმარიტია, მაშინ ხსენებული დამოკიდებულებაც გასაგებია. რიგ შემთხვევებში იგი ციტირებს ოსიას, ამოსის, შესაქმის, ლევიტეთა წიგნებიდან. რაციონალისტი მკვლევარები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ეზეკიელს გაცილებით ლოგიკურია, მწერალი ვუწოდოთ, ვიდრე წინასწარმეტყველი, თუმცა მათი მოსაზრების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ წინასწარმეტყველება წერილობითაც არის შესაძლებელი. მომავლის გაცხადების განსაკუთრებულობის მიზეზით, რომელსაც ლიტერატურული შეიძლება დავარქვათ, მისი მოძღვრება ყველა სხვა საწინასწარმეტყველო წიგნისგან სისტემურობით, თანმიმდევრულობითა და შემადგენლობის ერთიანობით განსხვავდება.
ეზეკიელს სამართლიანად მიიჩნევენ ებრაული აპოკალიპტიკის ფუძემდებლად. ნეტარი იერონიმე მის წიგნს ღვთის საიდუმლოთა ოკეანესა და ლაბირინთებს უწოდებს. იუდეველთა შორის არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც ადამიანს 30 წლამდე ეკრძალებოდა წინასწარემტყველების წაკითხვა. მიუხედავად საღვთო საიდუმლოთა სიღრმეებისა, ეზეკიელის წიგნი ქრისტოლოგიური სწავლებით უპირტესობას აშკარად ესაიას წინსწარმეტყველებას უთმობს. მიზეზი ამისა ისაა, რომ ეზეკიელის მომავლის ხედვის არეალი ძირითადად ორ პერიოდს უკავშირდება: ესაა ბაბილონის ტყვეობის პერიოდი და ისრაელის საბოლოო აღდგენა-განახლება უკანასკნელ ჟამს.
ეზეკიელის მოწოდება 593 წლით თარიღდება, ხოლო რიგით უკანასკნელი წინასწარმეტყველება "ოცდამეშვიდე წელს, თვის პირველ დღეს" (ეზეკ. 29. 17) გახმოვანდა. აღნიშნული თარიღი 571 წელს (26 მარტი) თანხვდება. შესაბამისად, საწინასწარმეტყველო მოღვაწეობა 22 წელს გაგრძელდა (593 – 571 წწ.).
ბაბილონში გადასახლებულმა იუდეველებმა გულისხმაჰყვეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი რელიგიური სიწმინდის შენარჩუნება, რადგან ქალდეური ენა და ცხოვრების წესი გარკვეულწილად იუდაურს ჰგავდა და ეს მსგავსება შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩენილიყო: ჟამთა სვლის პარალელურად განთესილობაში მყოფი ებრაელები, თუკი ძლიერი დამცავი რამ ზღუდის გარეშე დარჩებოდნენ, ეროვნულ იდენტობას საფრთხე დაემუქრებოდა. ისინი აცნობიერებდნენ, რომ სამშობლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ძალა სარწმუნოებაა. შორეულ ქვეყანაში იძულებით წაყვანილი რჩეული ერის შევილები იერემიას მიერ იერუსალიმიდან გამოგზავნილ წერილებს დიდი გულმოდგინებით მრავალგზის კითხულობდნენ და დროთა მდინარებაში რწმუნდებოდნენ, სამშობლოში დარჩენილი წინასწარმეტყველისგან არაერთგზის მოსმენილი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. როგორ უნდა შეენარჩუნებინათ მათ, ტაძრისა და ღვთისმსახურების გარეშე აღმოჩენილებს, სარწმუნოებრივი სიწმინდე? ღმერთმა ხალხის მოთხოვნილება უპასუხოდ არ დატოვა და გადასახლებულ იუდეველებს ღვთაებრივი სიტყვის გამცხადებელი დიდი სულიერი მოძღვარი - ეზეკიელი დაუდგინა (ერთ-ერთი გარდამოცემის თანახმად, 597 წელს დატყვევებულ და ბაბილონში იძულების წესით წაყვანილ ებრაელებს ეზეკელი საკუთარი ნებით გაჰყვა, რომ უმძიმეს ყოფაში აღმოჩენილი ხალხი გაემხნევებინა). ვარაუდობენ, რომ წინასწარმეტყველი ზეგარდამო მოწოდებამდე საკუთარ მეუღლესთან ერთად მდინარე ქებარის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა, სადაც სულიერი საკითხების განსახილავად მას ხშირად აკითხავდნენ თანატომელები.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•