ზოგადი ცნობები წინასწარმეტყველ - ამბაკუმის შესახებ


       თეოდორიტე კვირელი: არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ რა უკეთურების მოქმედთა კეთილდღეობას, ეჭვი უჩნდებათ კაცთა მოდგმაზე საღვთო მზრუნველობისადმი და ძლიერ მწუხარებენ. მეორენი უზენაესის განგებულებას აღიარებენ, მხოლოდ ვერ ეგუებიან იმას, რაც გარშემო ხდება ხოლმე. ამბაკუმი ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ ეჭვებით, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ, არა თუ წინასწამრტყველი იტანჯება, არამედ მოცემულ შემთხვევაში სხვათა სურვილებს გამოხატავს და შემდეგ დაინტერესებულებს ღვთისგან ნაუწყებს განუცხადებს).
თანამედროვე მეცნიერები წინასწარმეტყველის სახელს შემდეგნაირად განამრტავენ: უძველეს აქადურ ლიტერატურაში, მესოპოტამურ ტექსტებში, აღმოჩენილია მცენარის სახელწოდება ხამბაკუკუ. იგი საკუთრივ ქალდეაში ხარობდა. ხმოვანთა შედგენილობიდან გამომდინარე, რაც ქალდეური ენის თავისებურებას წარმოადგენს, სახელი ამბაკუმი ასურულ-ბაბილონური წარმომავლობისაა. სავარაუდოდ, ამბაკუმი იუდაურასურული შერეული ქორწინების შედეგად მოევლინა სამყაროს და ქალდეური გარემოსთვის ჩვეული სახელი ამიტომაც განეკუთვნა.
ნეტარი იერონიმე: უპირველეს ყოვლის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბერძნები და ლათინები წინასწამეტყველის სახელს არასწორად კითხულობენ - აბაკუმი . ებრაელები წერენ აბაკუკ, რაც ითარგმნება როგორც ‘ამბორი". ბერძნულ ენაზე მის შესატყვისად უფრო გამომსახველია ტერმინი პერი` ანუ ‘გარშემოხვევა".  ტექსტი იწყება სიტყვით მასსა, მას დასაწყის ნაწილში მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც განსაკუთრებული სიმკაცრის წინასწარმეტყველება უნდა გამოითქვას. აღნიშნული ტერმინი ნაუმის წიგნის დასაწყისშიც გვხვდება. იგი ასურეთის დაცემის შესახებ გვაუწყებს. მოცემულ შემთხვევაშიც მკაცრ სიტყვებს თავისი ადრესატი გააჩნია. მცირე წინასწარმეტყველთა შორის მხოლოდ სამია, ნაუმი, ამბაკუმი და მალაქია, ვისი წიგნებიც იწყება ტერმინით ლჰ~მმა. მეოთხე, ზაქარიაც იყენებს მას, მაგრამ წიგნის შუა და ბოლო ნაწილში .
       სახელი აბაკუმი ორი რამის გამო ნიშნავს ამბორს. პირველი მიზეზი ისაა, რომ წინასწარმეტყველი უფალმა შეიყვარა. მეორე მიზეზის თანახმად კი ის უზენაესს ერკინება, ასე ვთქვათ, ხელჩართულ ჭიდილში შედის მასთან და ამ შემთხვევაში სახელი ამბაკუმი ნიშნავს მორკინალს (ბერძ. პერი`ლჰყიჯ) ანუ იმას, ვინც მოწინააღმდეგეს ხელებით გარშემოეხვევა, რადგან სხვა არცერთ წინასწარმეტყველს არ ჰქონია მსგავსი კადნიერება, შემოქმედისთვის დასმული კითხვების წილ ასე მოეთხოვა პასუხი. ამბაკუმი კი შეუპოვარია და შესაბამისი განმარტების მიღებამდე ღმერთს თავს არ ანებებს.
       როგორც თავის დროზე ნაუმი წინასწამრტყველებდა ათტომიანი სამეფოს დამაქცევარ ასურეთსა და ნინევზე, ასევე ამჯერად ამბაკუმი იუწყება იუდას, იერუსალიმისა და ტაძრის ამაოხრებელი ნაბუქოდონოსორისა და ბაბილონის მწარე ხვედრის შესახებ. წინასწამრტყველი ტყვეობის პერიოდში ცხოვრობდა, რასაც დანიელის წიგნის არაკანონიკური ნაწილი ადასტურებს ).
ნეტარი იერონიმეს წარმოდგენილ უწყებას ერთ-ერთი გადმოცემაც ეხმიანება, რომლის თანახმადაც, იერუსალიმის ალყის, ქალაქის განადგურებისა და მოსახლეობის დატყვევებისას ამბაკუმი არაბეთს აფარებდა თავს. როდესაც სამშობლოში დარჩენილი იუდეველები ეგვიპტეში წავიდნენ და იძულების წესით იერემია წინასწარმეტყველიც წაიყვანეს, ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ერთხელაც, როცა მომკელებისთვის სადილი მიჰქონდა, ანგელოზი გამოეცხადა და ლომების ხაროში მყოფი დანიელის გამოკვება უბრძანა, რაც სასწაულებრივად აღესრულა. ამის თაობაზე დანიელის წიგნში დაცული ცნობაც მან აღწერა. იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებამდე ორი წლით ადრე (540 წ.) კი წინასწარმტყველი გარდაიცვალა.
ზოგჯერ მხოლოდ ვარაუდით გამოითქმის ესა თუ ის მოსაზრება. მაგალითად, რაბინებს მიაჩნიათ, რომ ამბაკუმი შუნამელი ქალის ძეა, ვისი დაბადებაც ელისემ იწინასწარმეტყველა, ხოლო მოგვიანებით კი მკვდრეთითაც აღადგინა იგი . ფსევდო ეპიფანესა და ფსევდო დოროთეს ცნობებით, ამბაკუმი სიმეონის შტოს მიეკუთვნებოდა, მის მამას ასაფატი ერქვა და სოფელ ბითხოზირში ცხოვრობდა. სხვა უწყებით, ამბაკუმი ლევიტელი იყო, მსგავსად იერემიასი და ეზეკიელისა. არგუმენტად მკვლევარებს წიგნის დამაბოლოებელი წინადადება მოჰყავთ: ‘ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავზე" , მაგარამ, მათივე თქმით, წინასწამრმეტყველი მგალობელი ლევიტელი იყო და ლიტურგიკული მსახურებისას გუნდთან ერთად საგალობლებს ასრულებდა.
წიგნში წარმოდგენილი უწყება ბაბილონელთა შესახებ მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ამბაკუმი ძვ. წ. აღ.-ის მე-7 საუკუნის მოღვაწეა, თუმცა აქაც განსხვავებულ მოსაზრებებს ვხვდებით. ზოგი მას მეფე მანასეს თანამედროვედ მიიჩნევს , სხვანი მეფე იოშიას პერიოდის მოღვაწედ განიხილავენ . მესამენი თვლიან, რომ წინასწარმეტყველი ასპარეზზე იოაკიმეს მეფობისას გამოვიდა . წარმოდგენილი სამი თვალსაზრისიდან უპირატესობა ბოლოს ენიჭება, ამბაკუმი იოაკიმეს მეფობისას მოღვაწეობდა.
საწინასწარმეტყველო წიგნების უდიდეს ნაწილში, როგორც წესი, ვხვდებით გარკვეულ ცნობებს კონკრეტული წინასწარმეტყველის მამის ან რომელიმე მეფისა თუ მეფეების, ანთუ მშობლიური ქალაქის შესახებ. მხოლოდ სამი შემთხვევაა, როდესაც ყოველგვარი მითითების გარეშე იხსენიება პიროვნება და ამასთანავე წიგნის დასაწყისშივე, პირველ მუხლში ახლავს მისი საქმიანობის განმსაზღვრელი ტერმინი ‘წინასწარმეტყველი". ესაა ამბაკუმის, ანგიასა და ზაქარიას წიგნები .
       აბაკუმი რამდენიმე მოვლენის თაობაზე საუბრობს. კერძოდ, იუწყება ბაბილონისა და მეფე ნაბუქოდონოსორის შესახებ, მიმოიხილავს იუდეველი ერის რელიგიურ-ზნეობრივ მდგომარეობას. ერთ-ერთი მთავარი საკითხია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ. მესამე თავში გადმოცემულ ლოცვაში იგი აღწერს, თუ როგორ იხილა ქვეყნად მომავალი მესია და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა თავად, ამ ყოველივეს მსმენელი და მნახველი.
არქიეპის. იოანე სმირნოვი: ამბაკუმი იერუსალიმის ტაძარში მგალობელ ლევიტელთა შორის გარკვეულ იერარქიულ მდგომარეობას ფლობდა და ღვთისმსახურებაში აქტიურად მონაწილეობდა. წიგნიდან ირკვევა, რომ ზეგარდამო საწინასწარმეტყველო მსახურება მან აღთქმულ მიწაზე ქალდეველთა გამოჩენამდე აღასრულა, რაც იუდაში იოაკიმეს მეფობის მეოთხე წელს ნაბუქოდონოსორის მიერ კარხემისთან ფარაონ ნეხაოს დამარცხებას მოჰყვა, რადგან ამბაკუმი ღვთისაგან დასასჯელად წარმოგზავნილი ქალდეველების გამოჩენას როგორც მომავალში მოსახდენ მოვლენას წინასწარმეტყველებს , ხოლო დასწყისი მანასეს მოფობის დასასრულს უკავშირდება. შესაბამისად, ამბაკუმი იერემიასა და სოფონიაზე ადრე გამოდის ასპარეზზე.
       აბაკუმის წიგნი პირობითად ორ ნაწილად იყოფა. პირველში, (თავები 1-2) უზენაესსა და წინასწარმეტყველს შორის მიმდინარე დრამატულ დიალოგში, ნაუწყებია სასჯელის შესახებ, რასაც ღმერთი ქალდეველთა ხელით აღასრულებს გარყვნილი იუდეველი ხალხის განსაკითხავად, ხოლო მორიგ ნაწილში (თავი 3) თავად ქადეველთა განადგურებაა ნაწინასწარმეტყველები, რადგან მათ ძლიერება საკუთარ თავს განუკუთვნეს და უზომოდ გაამპარტავდნენ. ამასთანავე დადგება დრო, როდესაც უფალი ყველა უკეთურს განიკითხავს და მისი მსჯავრი მთელს მსოფლიოზე განივრცობა. წიგნში არსადაა ნახსენები იერუსალი ან იუდა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სანამ წინასწარმეტყველების მუხლობრივ განმარტებას შევუდგებოდეთ, ზოგადად მიმოვიხილოთ, თუ რა არის ამბაკუმის მიერ ნათქვამი მოძღვრების მოკლე შინაარსი. მაშ ასე, წინასწარმეტყველი უკვე არაერთგზის სხვათაგან დამოძღვრილ იუდეველებს მიმართავს და ეუბნება მათ, რომ უგულისხმობა, რომელსაც ისინი საღვთო სიტყვისადმი იჩენენ, უდიდესი სიმკაცრით მოეკითხებათ და ეს სასჯელი ბაბილონელთა ტყვეობას გულისხმობს. შემდეგ აბაკუმი, როგორც ჭეშმარიტი მწყემსი და მოძღვარი, საკუთარი ხალხის ნუგეშზე გადადის და იუდეველებს ბაბილონის დაცემას, ხალხს კი თავისუფლებას ჰპირდება, ხოლო ბოლო თავში ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველებს).

ნახვა: 349

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters