ზოგადი ცნობები ანგია წინასწარმეტყველის შესახებ

       ანგია - ამ სახელით ბიბლიური წიგნებიდან ოდენ ერთი პიროვნებაა ცნობილი (იგულისხმება წინასწარმეტყველი ანგია). მის შესახებ ცნობებს ვხვდებით ეზრას წიგნში, სადაც ანგიასა და ზაქარიას ასპარეზზე გამოსვლის შესახებაა ნაუწყები . იგი ტყვეობის შემდგომი, სპარსეთის პერიოდის პირველი წინასწარმეტყველია, რომელმაც წერილობითი მემკვიდრეობა დატოვა. მისი წიგნი სამშობლოში ახლადდაბრუნებული იუდეველი ერის ყოფა-ცხოვრებას გადმოგვცემს. ფსევდო ეპიფანეს, ფსევდო დოროთესა და ფსევდო ევსუქის ცნობებით, ანგია ბაბილონიდან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაბრუნებია აღთქმულ ქვეყანას და თვისტომთა ჩამოსვლაც უწინასწარმეტყველია. იგი მომსწრე ყოფილა ტაძრის აღდგენისა და ამავე ტაძარში პირველს უგალობია ალილუია. გარდაცვლილა იერუსალიმში და სამღვდელო სამარხთან ახლოს დაუკრძალავთ.

ნეტარი ავგუსტინეს ცნობით, ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ბაბილონში დაუწყიათ. ადრეულ საუკუნეებში კომენტატორთა ერთი ნაწილი ანგიას წიგნზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ წინასწარმეტყველი არათუ ადამიანი, არამედ განკაცებული ანგელოზი იყო .

ნეტარი იერონიმე: ზოგიერთები თვლიან, რომ იოანე ნათლისმცემელი, მალაქია, რომლის სახელიც უფლის ანგელოზს ნიშნავს, და ანგია, ვისი წიგნიც ამჟამად ხელში გვიჭირავს, ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ღვთის განჩინებით ადამიანური სხეულები შეიმოსეს და კაცთა შორის მიმოიქცეოდნენ). მოხმობილი აზრის განსამტკიცებლად ხსენებული ეგზეგეტები შენიშნავდნენ, რომ წიგნში არაა ნახსენები წინასწარმეტყველის მამის სახელი, რაც მის არაამქვეყნიურ წარმომავლობაზე მიუთითებს. ეკლესიის მამათა კომენტარი ამ საკითხთან მიმართებით რადიკალურად განსხვავდება. ისინი დარწმუნებით გვაუწყებენ, რომ ანგია ჩვეულებრივი ადამიანია, ვისაც უზენაესმა აღმატებული მსახურებისკენ მოუწოდა.

       იერუსალიმის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბეჭედი, რომლის ზედა მხარეს იკითხება შემდეგი წარწერა: ‘ანგიასი, შევანიის ძისა". მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ბეჭედი წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა და, სავარაუდოდ, ტაძრის სიახლოვეს დაკარგა, სადაც ხშირად უწევდა ყოფნა, ადევნებდა რა თვალყურს მშენებლობას. ბიბლიური ცნობების თანახმად, ანგიას საწინასწარმეტყველო მოღვაწეობამ სულ რამდენიმე თვე გასტანა. რიგ ფსალმუნთა დასათაურებებში ანგიასა და ზაქარიას სახელს ერთად ვხვდებით . აღნიშნული სათაურები მოცემულ შემთხვევაში მათში წარმოდგენილი პირების არათუ საავტორო უფლებებს გვამცნობენ, არამედ მითითებული ფსალმუნების ანგიასა და ზაქარიას მოღვაწეობისას ტაძარში ლიტურგიკული გამოყენების შესახებ გვაუწყებენ.

        538 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა იუდეველმა ხალხმა იმავე წელს სამსხვერპლო ააგო და მოსეს რჯულით გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვები განაახლა, ხოლო მეორე წელს საღვთო მოშურნეობით აღძრულმა მოსახლეობამ ტაძრის საფუძველი განამზადა. დიადი მშენებლობის წამომწყები იუდეველი ერი თავიდან საქმეს დიდი ენთუზიასმით შეუდგა, თუმცა სახალხო კრებულში დისონანსმა მალევე იჩინა თავი: ახალი ტაძრის საფუძვლის მომზადებისას ახალგაზრდა თაობის სულიერი სიხარულით გამოწვეულ ოვაციებს ძველი თაობის ადამიანთა ტირილი და მოთქმა შეერია, რომლებსაც ძველი ტაძრის დიდებულება კვლავაც ახსოვდათ. პირველი მძლავრი დარტყმა საერთო სახალხო განწყობას სწორედ ამ მოვლენამ მიაყენა.

       მორიგ დაბრკოლებად მეზობელი ხალხების მხრიდან ტაძრის მშენებელთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები აღმოჩნდა: სამარიტელებმა მშენებლობაში დახმარება შესთავაზეს იუდეველებს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ ისინი მთელი ძალით შეეცადნენ ტაძრის აღდგენისთვის ხელი შეეშალათ. აღნიშნულ მოვლენას მეფე კიროსის მასაგეტებთან ომმაც შეოწყო ხელი, ხოლო იმავე კიროსის გარდაცვალებისთანვე (529 წ.) სამარიტელებმა სპარსეთის სამეფო კარისგან იერუსალიმის ტაძრის მშენებლობის შეჩერების ოფიციალური უფლება მოიპოვეს. შეწყვეტილი საქმიანობა არც კიროსის მემკვიდრის - კამბიზის მეფობისას (529-521 წწ.), არც მისი მემკვიდრის ლჟესმერდიზის მმართველობისას განახლებულა (521 წ.). ასე გაგრძელდა დარიოს გისტასპის გამეფებამდე (521-485 წწ.). თუკუ სამშობლოში დაბრუნებული იუდეველნი ტაძრის მშენებლობის საქმეში ენითგამოუთქმელ მოშურნეობას იჩენდნენ, ხსენებული მოვლენების ზემოქმედების შედეგად ერის ადრინდელი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და დადგა ჟამი, როდესაც ხალხმა ტაძარი საერთოდ დაივიწყა და ჩათვალა, რომ ‘არაა დრო უფლის სახლის შენებისა" . იუდველებმა საკუთარი საცხოვრისების აგება დაიწყეს და მთელი ყურადღება პირადი, მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიმართეს.

       რაჟამს მძლავრი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ტაძრის მშენებლობის საკითხი, არამედ ერის ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობა, უფალმა საწინასწარმეტყველო ღვაწლით თანატომელთა შორის ანგია მიავლინა. მისი მიზანია, გააგებინოს ერს, თუ რა არის უბედურებებისა და წარუმეტებლობების მთავარი მიზეზი; კვლავ განაახლოს ხალხში დაშრეტილი სულიერი ძალები დაარწმუნოს ადამინები საღვთო მზრუნველობის უეჭველობაში; ტაძრის მშენებლობის გაგრძელების აუცილებლობაში; იწინასწარმეტყველოს იმის შესახებ, რომ სწორედ ამ განახლებულ ტაძარში შევა მესია და დასაბამს დაუდებს ახალ, ზეციურ სამეფოს.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოსია და მისი თანმდევი ყველა წინასწარმეტყველი იუდეველი ერის მომავალი უბედურებების შესახებ იუწყებოდნენ და მოახლოებული უდიდესი განსაცდელების უწინარეს ცდილობდნენ, შეეშინებინათ ისინი. სწორედ ამ მიზნით საუბრობდნენ იუდეველთა ქალაქების გაძარცვის, გადაწვის, განადგურების... შესახებ. წინასწარმეტყველები ფიქრობდნენ, რომ თუკი ებრაელები თავიანთი კეთილი ნებით არ მოიქცეოდნენ, ამას განსაცდელების შიშით მაინც აღასრულებდნენ.

       ანგიამ საწინასწარმეტყველო სიტყვები მაშინ წარმოთქვა, როდესაც სამოცდაათწლიანი ტყვეობა დასრულდა და იუდეველები საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდნენ. კიროსმა ებრაელებს ტაძრის აგების ნება დართო. გავიდა გარკვეული დრო და მშენებლობა შეჩერდა. სპარსეთის სამეფო ხელისუფლებაში ახალი მეფე - დარიოსი აღზევდა და სწორედ მისი შემწეობით განახლდა შეწყვეტილი საქმე. ანგიას მოღვაწეობა დარიოსის მეფობის დასაწყისს უკავშირდება).

♦ წინასწარმეტყველი ანგია ♦

ნახვა: 854

გამოხმაურებები!

ეზრა კი არის მონიშნული, მაგრამ ცალკე მის შესახებ არაფერი წერია. ასევე ვერც ნეემიას შესახებ მოვიძიე მასალა წმინდა წერილის ფორუმში. (იქნებ უბრალოდ ვერ ვიპოვე?)

მოკლედ, შრომა დიდი გაგიწევიათ წინასწარმეტყველების შესახებ ინფორმაციის შეკრება-ატვირთვისას. კარგი იქნებოდა ეზრას და ნეემიას წიგნების შესახებაც ყოფილიყო ცოტა მეტი მასალა და არა აქა-იქ გაბნეული ინფორმაცია. 

P.S თუ მე ვერ მივაგენი, გთხოვთ ლინკი გამომიგზავნოთ :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters