წიგნის ავტორი და მისი მოღვაწეობის ეპოქა; 1,1; (IV მფ. 14,23-29; 14,21-22; 15,1-7; II ნეშტ. 26,1-23;)

   ამოს წინასწარმეტყველის წინაპრების შესახებ არავითარი ცნობები არ გაგვაჩნია, სავარაუდოდ იგი იუდას ტომის წარმომადგენელი უნდა იყოს, რადგან იუდას მთიანი მხარის სოფელ თეკუაში ცხოვრობდა, სადაც ცხვარს მწყემსავდა და ლეღვი მოჰყავდა. თეკუა არის ქალაქი იუდას ზეგანზე, მეათე კილომეტრზე ბეთლემის სამხრეთით. იუდას პირველმა მეფემ რობოამ I-მა, თავისი მეფობის დროს კარგად გაამაგრა ქალაქი თეკუა.  "და დაემკÂდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს. და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა." (II ნეშტთა 11,5-6;) მისი ნანგრევები დღესაც არსებობს. თეკუადან იყო ასევე ის ბრძენი დედაკაცი, რომელიც იოაბმა, დავით მეფის მხედართმთავარმა დავით მეფესთან  მიაგზავნა, რათა თავისი ძის, აბესალომისთვის დანაშაული ეპატიებია და იერუსალიმში დაებრუნებია. (II მეფეთა 14,1-24;) ასევე თეკუა იყო უდაბნო, რომელიც გადაშლილი იყო მკვდარ ზღვამდე. "აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა ..." (II ნეშტთა 20,20;)

   მან წინასწარმეტყველად მოწოდების ხილვა იხილა კარევარიმში (კირიათ-იეყარიმი), როდესაც თავისი სოფლიდან, თეკუადან მოდიოდა, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე. ეს იყო საშინელი მიწისძვრა, რომელიც მოხდა მეფე ოზიას დროს, რის შესახებაც საუბრობს ასევე ზაქარია წინასწარმეტყველიც: ~ვითარ-იგი აღმოიგო დღეთა შინა ძრვისათა და დღეთა შინა ოზიაÁ მეფისა იუდასთასა და მოვიდეს უფალი ღმერთი ჩემი და ყოველნი წმიდანი მის თანა." (ზაქ. 14,5; ) ვიდრე ისრაელიანები დაიპყრობდნენ აღთქმულ ქვეყანას, კარევარიმი  იყო გაბაონელთა ქალაქი. "და აღდგენ ძენი ისრაჱლისანი და მივიდვეს ქალაქებსა მათსა (გაბაონელების). ხოლო ქალაქები მათი არს გაბაონი და კეფირაÁ, და ბეთორი და ქალაქი იარიმი." (ისუ ნავესი 9,17;).       შემდგომში, როდესაც ისრაელიანებმა აღთქმის ქვეყანა დაინაწილეს, ქალაქი კარევარიმი მიეკუთვნა იუდას ტომს. "და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაი. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ზეთა იუდაისთა), ესე არს ნაწილი ზღÂთ კერძო. და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოისასა." (ისუ ნავესი 18,14-15;) ქალაქი კარევარიმი მდებარეობს მთიან რეგიონში, რამდენიმე კილომეტრზე იერუსალიმის აღმოსავლეთით. Aამ ქალაქში, ამინადაბის სახლში იყო დაბრძანებული აღთქმის კიდობანი, რომელიც ოცი წელიწადი ინახებოდა. შემდეგ დავით მეფემ ის იერუსალიმში გადააბრძანა. "და მოვიდნეს კარიათიმელნი და წარიღეს მათ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისა, რომელი დაშენებულ იყო ბორცუსა მას ზედა, და გამოირჩიეს ძე მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა. და იყო, ვინათგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისა კარითიამად, და განმრავლდეს ჟამნი, და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა." (I მეფითა 7,1-2;)

   წინასწარმეტყველად მოწოდების შემდეგ იგი მოღვაწეობდა ისრაელის სამეფოშო, ქალაქ ბეთილში, სადაც წარმოთქვა თავისი წინასწარმეტყველებები. ქ. ბეთილი მდებარეობდა იერუსალემის ჩრდილოეთით მეცხრამეტე კილომეტრზე, სადაც იაკობს ესიზმრა ციდან დედამიწაზე დაშვებული კიბე. იაკობმა ამ ადგილს უწოდა ბეთილი ანუ უფლის სახლი. აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას ისრაელიანები შეიჭრნენ და დასახლდნენ ბეთილში. როდესაც ერთიანი ებრაული სახელმწიფო ორად გაიყო, ისრაელის პირველმა მეფემ იორობოამ I-მა იქ ოქროს ხბო აღმართა, რათა ხალხს მისთვის ეცა თაყვანი და იერუსალიმში არ ევლოთ ჭეშმარიტი ღმერთის თაყუანისსაცემად. ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ ბეთილში ასურასტანელები დასახლდნენ. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ისრაელიანების მხოლოდ მცირე ნაწილი დასახლდა ბეთილში.

   ამოს წინასწარმეტყველი მოღვაწეობდა იუდას მეფის ოზია (ყუზია, ყაზარია) ამასიას ძის (791-739) და ისრაელის მეფის იორობოამ II იოასის ძის დროს. (793-753) (IV მფ. 14,23-29;) ოზია მეფე არის ყველაზე ცნობილი იმ პირთა შორის, ვინც ამ სახელს ატარებდა. იუდას სამეფოში 16 წლის გამეფდა და მეფობდა 52 წელი ქრისტეს შობამდე 791-739 წლებში. ის იყო მეცხრე მეფე იუდას სამეფოში და გამოირჩეოდა თავისი სიძლიერით, მას ღვთის დიდი მოშიშება ქონდა და წარმატებით მართავდა თავის სამეფოს. ის აწარმოებდა წარმატებულ ომებს თავის მოწინააღმდეგე ქვეყნებსა და ქალაქებზე. იერუსალიმში გაამაგრა საგუშაგო კოშკები და გაზარდა ჯარისკაცთა რაოდენობა.  მაგრამ შემდგომში მან თავის ქვეშევრდომებს კერპების თაყვანისცემის უფლება მისცა. დიდებამ იგი ისე გააყოყოჩა, რომ  ტაძარში შევიდა, რათა უფლისთვის საკმეველი ეკმია, ამის უფლება კი მხოლოდ მღვდელმთავრებს ქონდა. Aამ მკრეხელობისთვის ღმერთმა მკაცრად დასაჯა მეფე ოზია, მას კეთრი შეეყარა და იძულებული იყო დარჩენილი სიცოცხლე სამკურნალო სახლში გაეტარებინა, ხელისუფლება კი მისი ძის - იოთამის ხელში გადავიდა. (IV მეფეთა 14,21-22; 15,1-7; II ნეშტთა 26;)

   ისრაელის მეფე იერობოამ II კი მეფობდა ქრისტეს შობამდე 793-753 წლებში სამეფო ქალაქ სამარიაში. ის ბოროტებას აკეთებდა უფლის წინაშე და არ მიუტოვებია იერობოამ I-ის ცოდვები, მის მსგავსად თაყვანს სცემდა ხბოს კერპებს, რომლებიც ქალაქებში – დანში და ბეთილში იყო აღმართული. ასევე მკაცრად უკრძალავდა ხალხს იერუსალიმში ჩასვლას და სოლომონის ტაძარში ჭეშმარიტი ღვთისმსახურების აღსრულებას. ის წარმატებით იბრძოდა მტრების წინააღმდეგ და წინათ დაკარგული მრავალი მიწაც დაიბრუნა. "მოიპყრა საზღვანი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა მსგავსად სიტყვსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ხელითა მონისა თვსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა." (IV მეფეთა 14,25;) "და ნეშტნი სიტყუათა იორობოამისათა და ყოველი, რაცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკე და ემათი ისრაჱლისაგან, არა აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?" (IV მეფითა 14,28;) მისი მეფობის დროს ქვეყანა ყვაოდა, ხალხი თვითკმაყოფილი და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობდა.  არც მეფეს და არც ხალხს არ სურდა ამოს წინასწარმეტყველის გაბრთხილებების მოსმენა და განაგრძობდნენ კერპებისადმი თაყვანისცემას. ბეთილში ამოს წინასწარმეტყველი გაბედულად ამხელდა ისრაელის მეფე იერობოამ II-ს, რომელიც ოქროს ხბოს კერპს სცემდა თაყვანს, ასევე ამხელდა მდიდართა სიხარბესა და ხელისუფალთა სისასტიკეს.

   ამოს წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებები ძირითადად მიმართული იყო ისრაელის სამეფოს მიმართ. თუმცა პირველ და მეორე თავებში ის წინასწარმეტყველებს სხვა ხალხებზეც. მისი მთავარი საზრუნავი სოციალური სამართლიანობის აღდგენა იყო. ის წლები, როცა იერობოამ II იჯდა ისრაელის სამეფო ტახტზე, ისრაელისთვის აყვავების ხანა იყო, მაგრამ ამოს წინასწარმეტყველი ამ მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღმა, მოახლოებული დაცემისა და გაპარტახების მაუწყებელ ნიშნებს ხედავდა. "და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყვს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა და საარებულებასა სოფლებთა შორის. ამისთვს ამათ ეტყვს უფალი ღმერთი ტვროსსა: გარემო ქუეყანაი შენი მოოხრდეს და დაჰხსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი." (ამოსი 3,10-11;) ამ სიტყვებით ამოს წინასწარმეტყველი ამხელს ისრაელის ხალხს იმ უკეთურებებში, რომელიც გავრცელებული იყო და ამავე დროს უხსნის ხალხს, რომ სწორედ ეს უკეთურებანი იქნება მიზეზი მათი დაცემისა.

2. ღმერთის სამსჯავრო სხვადასხვა ხალხზე; 1,2_2,5; (დამასკოზე 1,3_5; ღაზაზე 1,6_8; ტვიროსზე (ცორი) 1,9_10; ედომზე (იდუმეა) 1,11_12; ამონზე (ყამონელები) 1,13_15; მოაბზე 2,1_3; იუდაზე 2,4_5;)

3. ღვთის სამსჯავრო ისრაელზე; 2,6_6,15;

4. ხუთი ხილვა:

    ა) კალიის მიერ გვიანი ბალახის შეჭმა; 7,1_3;

    ბ) ცეცხლის მიერ ყანების შთანთქმა; 7,4_6;

    გ) უფალი შვეულით ხელში; 7,7_9;

    დ) ხილით სავსე კალათა; 8,1_14;

    ე) უფალი საკურთხეველთან მდგარი; 9,1_7;

5. ამასია მღვდლის მიერ ამოს წინასწარმეტყველისთვის ბრალის დადება; 7,10_17;

6. წინასწარმეტყველება ისრაელიანთა ტყვეობიდან დაბრუნებაზე; 9,8_15;

7. პარალელები ახალ აღთქმასთან:

  1. `ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.  ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.~ ამ. 1,9_10; - `ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.~ ლკ. 10,13;

   2. `დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთის რაფანის ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.  ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, ამბობს უფალი. ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.~ ამ. 5,26_27; - `და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა.~ საქ. 7,43;

   3.  `მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.  რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი.~ ამ. 9,11_12; -`ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, 17. რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, 18. რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან.~ საქ. 15,16_18;

ნახვა: 305

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters