აბდიას წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის წიგნებს შორის ყველაზე მცირე ზომისაა. იგი ერთი თავისგან (21 მუხლი) შედგება.
წინასწარმეტყველის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ვერც მისი წიგნიდან, ვერც რომელიმე სხვა ძველი აღთქმის წიგნებიდან ვგებულობთ მასზე რამეს. ბიბლიაში სახელი აბდი რამდენიმეგზის გვხვდება, მაგრამ ვერცერთ მათგანს ხსენებულ წინასწარმეტყველს ვერ ვუკავშირებთ. მკვლევართა ნაწილს მისი სახელი ფსევდონიმად მიაჩნია.
წმ. ეფრემ ასური: აბდია წარმოშობით სიქემიდან იყო, ეფრემის ტომიდან. წინასწარმეტყველებდა იგი იუდეის შესახებ ოსიას, იოელის, ამოსისა და ესაიას დღეებში).
წმ. კირილესაგან განსხვავებით ეფრემ ასური აბდიას VIIIVII საუკუნეების მოღვაწედ მიიჩნევს.
აბდიას მოღვაწეობის პერიოდი
ამ საკითხზე არ არსებობს ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია (რადგან, როგორც ზემოთ შევნიშნავდით, არანაირი ცნობა მის შესახებ არ გაგვაჩნია). მისი სამოღვაწეო ეპოქის დადგენას მკვლევარები ძირითადად ტექსტში დაფიქსირებული ცნობების მიხედვით ცდილობდნენ (კერძოდ, 10-14 მუხლების მიხედვით, რომლებშიც მოთხრობილია, რომ ედომი უსამართლოდ ექცეოდა იუდეველებს, როდესაც ეს უკანასკნელნი მომხდურთაგან თავის დაღწევას ლამობდნენ); მაგრამ ვერც ეს მონაცემი გამოდგება ეჭვმიუტანელი მტკიცების საშუალებად, რადგან იუდეა და იერუსალიმი არაერთგზის დაზარალებულა მტრების შემოსევის შედეგად. საქმე ისაა, რომ ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში იერუსალიმის დარბევა და იუდეველების დატყვევებაა გადმოცემული, მკვლევართა ნაწილი აბდიას ტყვეობის ან ტყვეობის შემდგომი პერიოდის (VI ან V ს.) წინასწარმეტყველად მიიჩნევს. მაგრამ იერუსალიმი მტერთა მონაპოვარი ნაბოქოდონოსორზე გაცილებით ადრე არაერთგზის ყოფილა. მაგალითად, რობოამის დროს იერუსალიმი ეგვიპტის ფარაონმა სუსაკიმმა დაიპყრო; იორამის დროს (889-882 წლები) იუდეის დედაქალაქს ფილისტიმელები და არაბები დაეპეტრონნენ; ამასიას მეფობისას (839-811 წლები) სამხრეთის სამეფოს ისრაელის მეფე იოასი დაეუფლა...
ტექსტში გადმოცემული შინაარსის გათვალისწინებით, სადაც იუდეა და იერუსალიმი აბდიას მთავარი სატკივარია, წინასწარმეტყველი იუდეის სამეფოს მკვიდრი უნდა ყოფილიყო და მან ამავე სამეფოში იმოღვაწა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: აბდია იდუმეის შესახებ წინასწარმეტყველებს. ბიბლიური წიგნების მკითხველებისთვის, უპირველეს ყოვლისა, კარგი იქნება გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს იდუმეა, რა დაემართა მას და რის გამო დაატყდა ღვთის რისხვა ამ ქვეყანას. რგორც თავის დროზე ესავს, იაკობის ძმას, ეწოდა ედომი, რაც ნიშნავს მიწიერს, და მიზეზი ამისა იყო ის, რომ მან პირმშოობა ოსპის შეჭამადში გაცვალა, მისგან წამოსულ ხალხსაც იდუმიელები დაერქვათ. მათ ქვეყანას სეირი და თემანი ეწოდება.სეირად მითითებული ქვეყანა იმიტომ სახელდება, რომ მისი მკვიდრნი ბეწვიანები არიან ვითარცა ესავი (დაბ. 25.25), ხოლო სეირი ნიშნავს თმებით შემოსვას ან თმით მოსილს. ამ ქვეყანაში იყო ასევე სეირის მთა. თემანად იხსენიება, რადგან იგი სამხრეთით მდებარეობდა, ხოლო ებრაულ ენაზე თემანი სწორედ სამხრეთს ნიშნავს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ თემანი სხვა მიზეზითაც ეწოდა იდუმეას. ისინი ამბობენ, რომ ესავს ჰყავდა შვილი ელიფაზი, ელიფაზს კი თემანი შეეძინა და სწორედ მისი სახელი იქცა ქვეყნის ტოპონიმად.
იდუმეისა და მისი მკვიდრების შესახებ მრავალი ცნობა არსებობს. მათი დაღუპვა კი შემდეგი მიზეზებით მოხდა: როდესაც ქ. იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ ალყაში იყო მოქცეული (588\586 წწ.) და საბოლოოდ იუდეის დედაქალაქი დაეცა, მისი მოსახლეობის ნაწილმა მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა თავი. ებრაელების გარკვეული რაოდენობა იდუმეაში დასახლდა, რადგან მიიჩნია, რომ, ვითარცა ნათესავი, ესავის ჩამომავალი ერი გულისტკივილით გაიზიარებდა მის განსაცდელს. თუმცა ეს იმედები არ გამართლდა. იდუმიელნი თავს ესხმოდნენ ლტოლვილ ებრაელებს, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მათზე ისე, რომ თავიანთი სისასტიკით ბაბილონელებსაც გადაასწრეს.
ნაბუქოდონოსორმა იუდეველი ერი 70 წლით ბაბილონში გადაასახლა. რაჟამს ტყვეობის ვადა ამოიწურა და ისინი სამშობლოში მობრუნდნენ (ძვ. წ. აღ. 538 წ.), დიდი მონდომებით შეეცადნენ მიწასთან გასწორებული ქალაქი და ტაძარი კვლავ აღედგინათ. სწორედ ამ დროს იდუმიელებმა სხვა თანამოაზრეებთან ერთად კვლავ მოისურვეს იუდეველთა შევიწროება, მაგრამ ამჯერად საღვთო განგებით იოშაფატის ველზე სასტიკი მარცხი იწვნიეს. იუდეველებმა ამის შემდეგ უშუალოდ იდუმეაშიც ილაშქრეს და ქვეყნის მკვიდრნი ერთიანად ამოხოცეს).
წმ. კირილე ალექსანდრიელის წარმოდგენილი მსჯელობის თანახმად, აბდია ძვ. წ. აღ. VI საუკუნის, ტყვეობის დროის წინასწარმეტყველია.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•