ღვთაებრივი ტიტუსი

caesar, divine titus, emperor, empire, gaius suetonius tranquillus, history, history of world, life of the twelve caesars, qwelly, rome, rome empire, twelve caesars, titus, გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, ტიტუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, თორმეტი კერისარი, იმპერატორი, იმპერია, ისტორია, კეისარი, მსოფლიო ისტორია, რომაელი კეისარი, რომი, რომის იმპერატორი, ტრანკვილუსი, ქველი, ღვთაებრივი ტიტუსი

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - თორმეტი კეისრის ცხოვრება

ღვთაებრივი ტიტუსი

  • დაბადება და ახალგაზრდობა (1-2)
  • გარეგნობა და ნიჭი (3)
  • სამსახური (4-5)
  • თანამმართველობა ვესპასაინესთან ერთად: სისასტიკე და თავაშვებულობა (8-9)
  • სიკვდილი (10-11)

     1. ტიტუსი, მემკვიდრე მამის მეტსახელისა, ადამიანთა მოდგმის აღტაცება და სიყვარული, დაჯილდოებული საყოველთაო კეთილგანწყობის მოპოვების განსაკუთრებული ნიჭითა თუ ხელოვნებით; იმპერატორისთვის ეს იოლი არ იყო, რადგან კერძო პირადაც და მამის მმართველობაშიც ადამიანთა არც საყვედურებს გაურბოდა და არც სიძულვილს.

     ტიტუსი დაიბადა მესამე დღეს იანვრის კალენდებამდე, გაიუსის სიკვდილით სამახსოვრო წელიწადს, სეპტიზონიას მახლობლად მდებარე ღარიბ სახლში, პატარა, ბნელ ოთახში, რომლის ნახვა ახლაც შესაძლებელია.

     2. აღზრდა სასახლეში მიიღო, ბრიტანიკუსთან ერთად, განისწავლებოდა იმავე მეცნიერებებში და იმავე მასწავლებლებთან. ამბობენ, ამ დროს ნარცისმა, კლავდიუსის აზატმა ერთი ფიზიოგნომი მოიყვანა, ბრიტანიკუსი რომ ეჩვენებინა, და იმან მტკიცედ განაცხადა, რომ ბრიტანიკუსი არასოდეს იქნებოდა იმპერატორი, ხოლო ტიტუსი კი, მის გვერდით რომ დგას, აუცილებლად. ისეთი მეგობრები იყვნენ, რომ, როგორც ჰყვებიან, ის სასმელი, რომლისგანაც ბრიტანიკუსი დაიღუპა და იქვე იდგა, ტიტუსმაც გასინჯა და დიდხანს იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. ეს ყველაფერი ახსოვდა, შემდეგში ბრიტანიკუსს პალატინზე ოქროს სტატუეტი დაუდგა და თავისი მმართვლეობისას მიუძღვნა მეორეც, ცხენიანი, სპილოს ძვლისგან, რომელიც დღესაც გამოაქვთ ხოლმე ცირკში, მსვლელობების დროს.

     3. ჯერ კიდევ ბავშვობისას ბრწყინავდა ფიზიკური და სულიერი ღირსებებით, მერე და მერე უფრო დაეტყო, ასაკში რომ შევიდა; შესანიშნავი სილამაზე ჰქონდა, რომელშიც არანაკლები ღირსება იყო, ვიდრე ბრწყინვალება; უჩვეულო ძალისა იყო, რომელსაც ხელს ვერ უშლიდა საშუალო სიმაღლე და ოდნავ წამოზრდილი მუცელი; გააჩნდა უჩვეულო მეხსიერება და, ბოლოს, - ნიჭი ლამის ყველა სამხედრო და მშვიდობიან ხელოვნებაში.

     ცხენსა და იარაღს შესანიშნავად ფლობდა; სიტყვებს ამბობდა და ლექსებს თხზავდა ლათინურად და ბერძნულად, დიდი მონდომებით და იოლად, მოუმზადებლადაც კი. მუსიკას იმდენად იყო გაცნობილი, რომ ლირაზე უკრავდა და მღეროდა, ოსტატურად და ლამაზად. ბევრი აცხდებს, რომ სწრაფ წერაში ისეთი დახელოვნებული იყო, რომ ხუმრობით და გასართობად თავის მწერლებს გაეჯიბრებოდა ხოლმე; ნებისმიერ ხელწერას ისე ადვილად მიბაძავდა, რომ შესძახებდა ხოლმე: „როგორი ანდერძების გადამკეთებელი გამოვიდოდი!“

     4. სამხედრო ტრიბუნად მსახურობდა გერმანიასა და ბრიტანეთში, სახელი გაითქვა დიდი სიმამაცით და არანაკლები სილამაზით, როგორც ჩანს მისი სტატუეტებიდან და პატივსაცემი წარწერებიდან, ამ პროვინციებში რომ არის.

     სამხედრო სამსახურის მერე გამოსვლა დაიწყო სასამართლოში, უფრო კეთილი სახელისათვის, ვიდრე პრაქტიკისათვის. ამ დროს ცოლად მოიყვანა არეცინა ტერტულა, რომლის მამა, რომაელი მხედარი ოდესღაც პრეტორიელთა კოჰორტების მეთაური იყო; ხოლო არეცინას სიკვდილის შემდეგ - მარცია ფურნილაზე დაქორწინდა, დიდგვაროვანი ოჯახიდან, რომელსაც ქალიშვილის დაბადების მერე გაშორდა.

     კვესტორის თანამდებობის შემდეგ ლეგიონის მეთაურობა მიიღო და იუდეაში ორი უძლიერესი სიმაგრე - ტარიქეა და გამალა აიღო. ერთ ბრძოლაში ცხენი მოუკლეს ფეხებქვეშ, მაშინ სხვაზე გადაჯდა, რომლის მხედარიც მის გვერდით იბრძოდა და მოკლეს.

     5. როცა ხელისუფლებაში გალბა მოვიდა, ტიტუსი გაიგზავნა მასთან მისალოცად და ყველგან იპყრობდა ყურადღებას; ეგონათ, რომ გალბამ გამოიძახა, რათა ეშვილებინა. მაგრამ ახალი მღელვარების ცნობა მიუვიდა და უკან დაბრუნდა. გზაში ჰკითხა ვენერა პათოსელის ორაკულს, საშიში ხომ არ არის ცურვის გაგრძელება, პასუხად კი ხელისუფლების დაპირება მიიღო.

     იმედი მალე აუსრულდა; იუდეის დასაპყრობად დატოვეს. იერუსალიმის ბოლო ალყისას თორმეტი ისრით თავად დახოცა თორმეტი მტერი, თავისი ქალიშვილის დაბადების დღეს შევიდა ქალაქში და ჯარისკაცების ისეთი სიხარული და სიყვარული დაიმსახურა, რომ მისასალემებელი შეძახილებით გამოაცხადეს იმპერატორად, ხოლო მისი წასვლისას აღარ უშვებდნენ პროვინციიდან, თხოვნებითა და მუქარებითაც კი მოითხოვდნენ, რომ ან მათთან დარჩენილიყო, ანდა ისინიც თან წაეყვანა.

     ამან ეჭვი გააჩინა, რომ მამისგან გამოყოფა და აღმოსავლეთში მეფობა მოინდომა; თავადაც განამტკიცა ეს ეჭვი, როცა ალექსანდრიაში მოგზაურობის დროს, მემფისის ხარის, აპისის კურთხევაზე დიადემით გამოვიდა; ასეთი იყო ძველი ჩვეულება ამ წმინდა ცერემონიალზე, მაგრამ გამოიძებნა ხალხი, რომლებმაც ეს სხვანაირად ახსნეს. ამიტომ იტალიისკენ გაეჩქარა, სატვირთო ხომალდით მიცურდა რეგიამდე და პუტეოლამდე; იქიდან, ბოდიალს არ მოჰყოლია, რომში გავარდა; და თითქოს გამოგონილ ჭორებს უარყოფდა, მომლოდინე მამამისს მიესალმა: „მე აქა ვარ, მამაჩემო, აქ!“

     6. ამ დროიდან შეუცვლელად იყო თანამონაწილე და ხელისუფლების დამცველიც. მამამისთან ერთად გამართა ტრიუმფი, იმასთან ერთად იყო ცენზორი, იმასთან იყოფდა ტრიბუნის ხელისუფლებას და შვიდგზის კონსულობას; საკუთარ თავზე აიღო ზრუნვა თითქმის ყველა უწყებაზე, და მამის სახელით თავად კარნახობდა წერილებს, გამოსცემდა ედიქტებს, კვესტორის ადგილიდან სიტყვებს კითხულობდა სენატში. მიიღო პრეტორიელების მეთაურობა, თუმცა მანამდე მხოლოდ რომაელ მხედრებს ეძლეოდათ. მაგრამ ამ თანამდებობაზე უზომოდ მრისხანედ და კუშტად ეჭირა თავი. იმ პირების საწინააღმდეგოდ, ვისზეც ეჭვი ჰქონდა, ბანაკში და თეატრში თავის ხალხს მიუგზავნიდა, რომლებიც თითქოს ხალხის სახელით მოითხოვდნენ მის დასჯას, და მაშინვე ანგარიშს უსწორებდა.

     მათ შორის იყო კონსულარი ავლუს ცეცინა; ის ჯერ სადილზე მიიწვია, მერე კი მოკვლის ბრძანება ისე გასცა, ჯერ გასულიც რომ არ იყო სასადილოდან. მართალია, აქ საფრთხე ძალიან ახლოს იყო, - უკვე დაჭერილი ჰქონდა ცეცინას ხელით შედგენილი სიტყვა ჯარისკაცებისადმი. ყველა ამ ღონისძიებით საკუთარი თავისა და მომავლის უსაფრთხოება უზრუნველყო, მაგრამ თავიდან ისეთი სიძულვილი გამოიწვია, რომ ცოტა ვინმე თუ მოსულა ხელისუფლებაში ამისთანა ბოროტი რეპუტაციითა და ყველას სურვილის წინააღმდეგ.

     7. მარტო დაუნდობლობას კი არ ეჭვობდნენ მასზე, არამედ თავაშვებულობას, - მისი ღრეობების გამო გვიან ღამემდე ყველაზე არსაით მეგობრებთან ერთად; და გარყვნილობასაც, მისი ბიჭების და საჭურისების სიმრავლის გამო და მისი სახელგავარდნილი სიყვარულისათვის დედოფალ ბერენიკესთან, რომელსაც ცოლად შერთვასაც დაპირებოდა, როგორც ამბობდნენ. და სიციფხესაც - რაკი ცნობილი იყო, რომ სასამართლო საქმეებზე, რომლებსაც მამამისი არჩევდა, თავისი გამოსარჩლებით ვაჭრობდა და ქრთამს იღებდა. ამიტომ მასში ყველა ნერონს ხედავდა და ამას არც მალავდნენ, დაუფარავად ლაპარაკობდნენ. თუმცა ასეთი სახელი მხოლოდ სასიკეთოდ წაადგა და უმაღლეს ქებად იქცა, როცა არც ერთი მანკიერება არ აღმოაჩნდა და, პირიქით, დიდი ღირსებები გამოავლინა.

     მისი ქეიფები მხიარული იყო, მაგრამ არა მფლანგველური; მეგობრებს ისე ირჩევდა, რომ მომდევნო მმართველებიც საკუთარ და სახელმწიფო საქმეებში გვერდს ვერ უვლიდნენ და სულ იმათ მიმართავდნენ. ბერენიკე მაშინვე გადაასახლა რომიდან, იმისი და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ყველაზე დახვეწილი თავისი მეგობრების წყალობა არათუ შეწყვიტა, მათი ნახვაც არ სურდა სახალხო სანახაობებზე, თუმცა შესანიშნავი მოცეკვავეები იყვნენ და მალე სახელიც გაითქვეს სცენაზე.

     არავისთვის წაურთმევია რამე, სხვის საკუთრებას პატივს სცემდა, როგორც სხვა არავინ და უარყოფდა ჩვეულებრივ და მისაღებ შემოწირულობებს. გულუხვობაში არავის ჩამორჩებოდა, - ამფითეატრის და იმის მახლობლად სახელდახელოდ აშენებული აბანოს კურთხევისას აჩვენა გლადიტორთა თამაშები, უცხოდ მდიდრული და თვალსასეირო; მოაწყო საზღვაო ბრძოლა ძველ ადგილზე, მერე კი იქაც გლადიატორებს გამოიყვანა და ერთ დღეს გამოუშვა ხუთი ათასი სხვადასხვა ველური მხეცი.

     8. ბუნებით იშვიათი სიკეთით გამოირჩეოდა. ტიბერიუსიდან მოყოლებული, არც ერთი კეისარი აღიარებდა მისი წინამორბედების გაცემულ თანამდებობებსა და წყალობებს, თუკი თავად არ ინებებდა ხელახლა მინიჭებას, - მან პირველმა დაამტკიცა ყველა ერთბაშად, ერთიანი ედიქტით, ხვეწნა-მუდარა არავის დააწყებინა. მისი უცვლელი წესი იყო, რომ მთხოვნილებიდან არავინ გაესტუმრებინა დაუიმედებლად; და როცა შინაურებმა უსაყვედურეს, რომ მეტს ჰპირდებოდა, ვიდრე აღსრულება შეეძლო, უპასუხა: „არავინ უნდა წავიდეს დამწუხრებული იმპერატორთან ლაპარაკის შემდეგ“. და როცა ერთხელ, სადილზე გაიხსენა, რომ მთელი დღე არავისთვის გაეკეთებინა კარგი, მაშინ წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული სიტყვები, სამახსოვრო და ღირსსაცნობარი: „მეგობრებო, დღევანდელი დღე დავკარგე!“

     უბრალო ხალხთან განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო; ერთხელ, გლადიატორების ბრძოლას ამზადებდა და გამოაცხადა, რომ მოაწყობს არა თავისი გემოვნებით, არამედ - მაყურებლისა. ასეც მოხდა; არანაირ თხოვნაზე უარს არ ეუბნეოდა და თავადაც მოუწოდებდა, ეთხოვათ, რაც უნდოდათ. საკუთარი თავი თრაკიელი გლადიატორების მომხრედ გამოაცხადა და ამ მიდრეკილების გამო ხშირად ხუმრობდა ხალხთან სიტყვებითაც და ნიშნებითაც, თუმცა არასოდეს კარგავდა დიდებულებას და ზომიერების გრძნობას. თავის აბანოებში ბანაობისასაც კი, ზოგჯერ ხალხსაც შეუშვებდა, რათა არც იქ გაეშვა ხელიდან მათი გამოდგომის შესაძლებლობა.

     მისი მმართველობისას არ აცდა სტიქიური უბედურებები, - კამპანიაში ვულკანის ამოფრქვევა; რომის ხანძარი, სამი დღე და ღამე რომ მძვინვარებდა; და შავი ჭირი, მანამდე არასოდეს რომ არ ყოფილა. ამნაირ და კიდევ ბევრ შემთხვევებში გამოამჟღავნა არა მხოლოდ მმართველის მზრუნველობა, არამედ იშვიათი მამობრივი სიყვარული, ხან ედიქტებით აწყნარებდა ხალხს, ხან ეხმარებოდა, როგორც შეეძლო.

     კამპანიის აღასდგენად მზრუნველები კენჭისყრით ამოირჩია კონსულარებიდან; ვეზუვის ლავის ქვეშ დაღუპულების უმემკვიდრო ქონებები დაზარალებულ ქალაქებს შესწირა. დედაქალაქის ხანძარზე შეჰყვირა: „ყველა ზარალი - ჩემია!“ - და თავისი აგარაკების მთელი მოწყობილობა შენობებისათვის და ტაძრებისთვის მისცა, ხოლო აღდგენის დასაჩქარებლად სამუშაოები მხედრული ფენის წარმომადგენელ რამდენიმე მოიჯარეს ჩააბარა. ეპიდემიის შესაჩერებლად და შავ ჭირთან საბრძოლველად ყველა საშუალება სცადა, ღვთიურიც და ადამიანურიც, მსხვერპლის შეწირვა და წამალი არ დარჩენილა, რომ არ ეცადოს.

     დროის ერთ-ერთი უბედურება იყო დამსმენებისა და მათი წამქეზებლების პარპაში. ესენი ხშირად დაუსჯია ფორუმზე შოლტებითა და ჯოხებით და, ბოლოს ბრძანა, ამფითეატრში ჩამოეტარებინათ და ნაწილი მონებად გაეყიდათ, დანარჩენი ყველაზე ველურ კუნძულებზე გადაესახლებინათ. და სამუდამოდ რომ აღეკვეთა მსგავსი ხელყოფა, სხვა დადგენილებათა შორის აკრძალა ერთი და იმავე საქმის განხილვა რამდენიმე კანონით და გარდაცვლილის უფლების გასაჩივრება, სიკვდილიდან დადგენილი ვადის შემდეგ.

     9. დიდი პონტიფიკოსის თანამდებობა, მისი სიტყვებით, იმიტომ მიიღო, რომ ხელები სუფთა ჰქონოდა; და ამას მიაღწია, - იმ დროიდან არც ბრალი ჰქონია და არც მონაწილეობა მიუღია ვისიმე სიკვდილში; და თუმცა არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა, შური ეძია, - დაიფიცა, რომ უმალ მოკვდება, ვიდრე დაღუპავს ვინმეს. ორი პატრიცია შემჩნეული იყო ხელისუფლების ხელყოფაში, - კი არ დასაჯა ისინი, არამედ გააფრთხილა, თავი დაენებებინათ ამის მცდელობისთვის, რაკი იმპერატორის ხელისუფლება ბედისწერის საჩუქარია, ხოლო სხვა დანარჩენს თავისი ნებით მისცემდა.

     რაკი ერთი მათგანის დედა შორს იყო, მასთან შიკრიკი აფრინა ცნობით, რომ მისი შვილი უსაფრთხოდაა, ხოლო თავად ისინი სადილად მიიპატიჟა; მეორე დღეს კი, გლადიატორების სანახაობაზე საგანგებოდ დასვა ორივე თავის გვერდით და როცა მეომრების იარაღი მიუტანეს, იმათ გაუწოდა შესამოწმებლად. ამბობენ, იმათი ჰოროსკოპებიც კი განიხილა და გამოუცხადა, რომ ორივეს უბედურება ელოდება, მაგრამ არა ახლა და არა მისგან, - და ასეც მოხდა.

     ძმა თავს არ ანებებდა მის წინააღმდეგ შეთქმულებების დაგეგმვას, ჯარს თითქმის ღიად მოუწოდებდა აჯანყებისკენ და მის წინააღმდეგ იზრახავდა წამოსვლას, - თუმცა არ დასაჯა, არც გადაასახლა და არც მოწყალება შეუწყვეტია მისთვის, არამედ ძველებურად, როგორც მმართველობის პირველ დღეებში, თავის თანამმართველად და მემკვიდრედ ასახელებდა; და არაეთხელ გაუხმია ცალკე, ლოცვა-ვედრებით და ცრემლით უთხოვია, რომ უარი ეთქვა ამ ახირებულ საქციელზე.

     10. ამ საზრუნავში წამოეწია სიკვდილი და თავისი დარტყმით მარტო ის კი არა, მთელი კაცობრიობა დასცა. იმ წარმოდგენის გასრულების შემდეგ, რომლის ბოლოსაც დაუფარავად და მწარედ ტიროდა, თავისი საბინის აგარაკზე გასწია. მოღუშული იყო, რაკიღა მსხვერპლის შეწირვაზე ცხოველი გაუსხლტა, ხოლო ნათელი ციდან ქუხილი გაისმა. პირველსავე შეჩერებაზე წამოახურა. მერე ტახტრევნით მიჰყავდათ; ფარდები გადასწია, ცას შეხედა და მწარედ დაიწყო ჩივილი, რომ უდანაშაულოდ კვდება; ვერაფერს უსაყვედურებს საკუთარ თავს, - ალბათ, ერთი საქციელის გარდა.

     ეს რა საქციელი იყო, არ უთქვამს, და ამის მიხვედრა იოლი არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თავისი ძმის ცოლთან სასიყვარულო კავშირი გაიხსენა; მაგრამ დომიციანე საზეიმოდ იფიცავდა, რომ ეს არ მომხდარა; არც დომიციანეს ცოლი დაიწყებდა უარყოფას, რამე რომ ყოფილიყო, - ის ქალი ამით იამაყებდა, ისევე, როგორც მზად იყო, ეტრაბახა ნებისმიერი თავისი გარყვნილობით.

     11. გარდაიცვალა იმავე ვილაში, რომელშიც მამამისი, სექტემბრის იდებში, ცხოვრების ორმოცდამეორე წელს; ორი წლის, ორი თვისა და ოცი დღის მერე მას შემდეგ, რაც მამამისის მემკვიდრე შეიქმნა. ეს რომ გაიგეს, ხალხი ისე ტიროდა, როგორც თავის ნათესავზე, ხოლო სენატმა კურიაში მიირბინა, ედიქტს აღარ დალოდებია, და ჯერ დაკეტილ, მერე კი ღია კარში გარდაცვლილს ისეთი მადლობები გადაუხადა და ისეთი ქება შეასხა, როგორიც არ უთქვამს მისთვის სიცოცხლეშიც კი და მისი თანდასწრებით.

გამომცემლობა: პეგასი, თბილისი

გამოცემის წელი: 2011

ISBN: 9789941920615

ტეგები: qwelly, გაიუს_ტრანკვილუსი, ისტორია, კეისარი, რომი, ტიტუსი, ტრანკვილუსი, ღვთაებრივი

ნახვა: 935

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters