მსოფლიოს კულტურილი აკვანი არის მესოპოტამია იქ ჩამოყალიბდა იდა დაიხვეწა დღეს თითქმის ყველა სამეცნიერო სფერო,მედიცინა ხელოვნება,არქიტექტურა,არითმეტიკა მედიცინა და სამხედრო საქმე, ომის ხელოვნება შუამდინარეთში ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული იყო, რადგან მეზობელ თუ შორეულს სახელმწიფოებთან თითქმის გაუთავებელ ბრძოლებს აწარმოებდა. მსოფლიოში პირველად საზოგადოებრივ დონეზე ორგანიზებული ომის ახლო აღმოსავლეთში აღმოცენება, ამ მხარის გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული და საზოგადოებრივ-ეკონომიკური თავისებურებების ერთობლიობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სწორედ აქ, ე. წ. ნეოლითური რევოლუციის შედეგად, ჩამოყალიბდა კაცობრიობის ისტორიაში პირველად აღწარმოებითი მეურნეობა ანუ მოხდა მცენარეთა კულტივაცია და ცხოველთა მოშინაურება; ამისდა შესაბამისად ადგილი ჰქონდა სიახლეებს ტექნოლოგიურ სფეროში, მეურნეობრივი საქმიანობის ჩამოყალიბებასთან ერთად ხდებოდა იარაღის ახალისახეობების შემოღება. ამავე რეგიონში საფუძველი ჩაეყარა კაცობრიობის ისტორიაში არსებულ უძველეს დასახლებებს. ეს დასახლებები მეურნეთა საქმიანობის ადგილების მახლობლად იქმნებოდა, რათა მათი მონაგარის შედარებით ადვილად დაცვა ყოფილიყო შესაძლებელი. ნამატი პროდუქტი, თავის მხრივ, მოსახლეობის ნაწილის გამოთავისუფლების საშუალებას იძლეოდა მეურნეობისაგან და მათი ძირითადი საქმიანობა სწორედ ამ ნამატი პროდუქტის დაცვა ხდებოდა. კარგი მოსავალის მისაღებად ადგილი ჰქონდა ხოლმე შელოცვას ანუ მაგიის გამოყენებას, რასაც უფრო ადრეულ ხანებში, წარმატებული ნადირობის "უზრუნველსაყოფად" მიმართავდნენ; ამ საქმიანობაში ჩაბმული იყო შესაბამისი "ნიჭის" მქონე ხალხი, ჩვეულებრივ გათავისუფლებული სხვა საზოგადოებრივი ფუნქციებისგან. მოსახლეობის ეს ჯგუფები შეიძლება განვიხილოთ შემდეგდროინდელი ჯარისკაცებისა და ქურუმების წინამორბედებად. ნამატი პროდუქტი, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდის ტემპზეც აისახებოდა. გაზრდილი მოსახლეობა ახალ მიწებს ითვისებდა, რაც ზოგჯერ უბრძოლველად არ ხდებოდა, და ასე თანდათანობით ხდებოდა წარმოებითი მეურნეობის გავრცელება ძველ ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ. ამავე დროს, უკვე არსებულ დასახლებებში მოსახლეობის განუხრელი ზრდის შედეგად ყალიბდება პირველი ქალაქები, ხოლო უფრო გვიან ქალაქი- სახელმწიფოები და სახელმწიფოები. სახელმწიფოებრივი ცხოვრება,თავის მხრივ, მრავალ სიახლეს ითხოვდა – საჭირო ხდებოდა დამწერლობის შემოღება, მმართველი აპარატის შექმნა, მეომართა, ხელოსანთა და სასულიერ წოდებების გამოყოფა უკვე "კასტების" სახით; თანდათანობით ჩაყალიბებულ არისტოკრატიას ძველაღმოსავლურ საზოგადოებებში სათავეში ედგა ერთპიროვნული მბრძანებელი მეფე ან მეფე-ქურუმი. ძველ აღმოსავლეთში და ზოგადად ბრძოლაში გამოყენებული ტაქტიკური ხერხები, საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და დამოკიდებული იყო: 1. მებრძოლი არმიების სიდიდესა და ქმედითუნარიანობაზე; 2. მათ შემადგენლობაში მყოფი ქვედანაყოფების სახეობებზე; 3. ადგილმდებარეობის ხასიათზე და მხარეთა მიერ დაკავებულ პოზიციათა უპირატესობებზე; 4. ამინდის თავისებურებზე. როდესაც სარდალი გრძნობდა ძალის მხრივ საკუთარი ლაშქრის ჭარბ უპირატესობას, იგი ცდილობდა ქვეითი ჯარით შეეტია მოწინააღმდეგის წინა ხაზისათვის, ხოლო ცხენოსნები ფრთებზე ანუ ფლანგებზე განელაგებინა. თავდაპირველად ხდებოდა ქვეითი ჯარის უკან მოთავსებული მშვილდოსნებისა და საალყო საშუალებების მიერ გასროლილი ისრებითა და ქვის ჭურვებით მოწინააღმდეგის წინა ხაზის ინტენსიური დასეტყვა და ამის შედეგად შეთხელება, შემდეგ ქვეითი მებრძოლები გადადიოდნენ იერიშზე და ხელჩართული ბრძოლის მსვლელობისას, ცხენოსანი ნაწილები ორივე ფრთიდან შეტევით რკალში მოაქცევდნენ მოწინააღმდეგეს და მას უკან დახევის საშუალებას აღარ აძლევდნენ.იმ შემთხვევაში, თუ უპირატესობა არცთუ მთლად გამოკვეთილი ჩანდა,სარდლის მიზანი იყო აეძულებინა მტერი უკან დაეხია, ვინაიდან უკანდახეულიმტერი ბევრად უფრო ნაკლებად ორგანიზებული იქნებოდა, ვიდრე მედგრადმდგარი ქვედანაყოფები. ამის განხორციელება შეიძლებოდა მტრის შედარებით სუსტ ნაწილებზე ქვეითი ჯარის მძლავრი იერიშის შედეგად მოწყობილი ხოცვა-ჟლეტით, რაც მათი უკანდახევის მიზეზი გახდებოდა. როდესაც ერთი სამხედრო ნაწილი თავისი თანამებრძოლების მეორე ნაწილის უკანდახევას ხედავს, მასაც უჩნდება გაქცევის ცდუნება. კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა მტრის მთავარსარდლის ნებისყოფის შერყევა ან მისი მოკვლა. მთავარსარდლისა და მისი პირადი დაცვის უკანდახევისას თავს იჩენდა შეუქცევადი პროცესები. აღნიშნული ტაქტიკის გამოყენება მიზნად ისახავდა დომინო ეფექტის დაწყებას, რაც საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგის მთელი შემადგენლობის ბრძოლის ველიდან გაქცევით მთავრდებოდა. ადრეული ომების სტრატეგია ძირითადად ორი უმთავრესი მიზნის მიღწევისაკენ იყო მიმართული: მოწინააღმდეგის დარწმუნებაში, რომ ომის გაგრძელება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე დანებება და დანებების შემთხვევაში, მაქსიმალურად შესაძლებელი სარგებელის შეთავაზებაში. მტრის დასამორ- ჩილებლად საკმარისი იყო ხოლმე ბრძოლის ველზე მისი არმიის დამარცხება. მას მერე, რაც მტრის სამხედრო ძალა საბოლოოდ იქნებოდა განადგურებული, მოსალოდნელი ალყისა და მოსახლეობის ამოწყვეტის საფრთხე და სხვა მისთა- ნები აიძულებდა დამარცხებულ მხარეს მიჯდომოდა მოლაპარაკებების მაგიდას. კულტივირებული ველ-მინდვრების გადაბუგვითა და მოსალოდნელი შიმშილის წინაშე დაყენებით, მტერი მოსახლეობას აიძულებდა ხოლმე ან უბრძოლველად დამორჩილებულიყო ან მასთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმულიყო. გათვლილი იყო აგრეთვე მოსავლის აღების დროის დადგომისა და დაქირავებული მეომრებისათვის გასაცემი თანხის ამოწურვის დროს მოწინააღმდეგე მხარის ნაკლები ბრძოლისუნარიანობა, თუ სულაც დაქსაქსვის შესაძლებლობა. ომში წასულთა ძირითადი ინდივიდუალური მიზანი, ან მატერიალური სარგებლის მიღება, ან პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო. ძველი აღმოსავლეთის სხვადასხვა მხარეში სამხედრო საქმის განვითარება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ამ მხრივ, პირველ რიგში, გამოირჩევა ექვსი ძირითადი რეგიონი: მესოპოტამია (ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთი), ეგვიპტე, ანატოლია (მცირე აზია), ირანი, ინდოსტანის ნახევარკუნძული და ჩინეთი. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ამ რეგიონისბრინჯაოს ეპოქის სამხედრო ისტორიას ძალზე შემჭიდროვებულად და სქემატურად. მის საფუძვლიან შესწავლას ათეულობით წიგნიც არ ეყოფოდა. ჩვენი თვალსაწიერიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ძირითადი ყურადღება დაეთმობა ჩვენს რეგიონთან შედარებით ახლო მდებარე მხარეებში არსებულ მდგომარეობას. რაც შეეხება, ლევანტს ანუ სირია-პალესტინის მომცველ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს, მისი ბრინჯაოს ხანის სამხედრო ისტორია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ამ მეტად მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე რეგიონის დასაუფლებლად მესოპოტამიის, ანატოლიისა და ეგვიპტის ხელისუფალთურთიერჭიდილთან და ამდენად, წინამდებარე ნაშრომში მისი ცალკე განიხილვის საჭიროება აღარ მოგვეპოვება.

მესოპოტამია.

       საკვებწარმოებით მეურნეობას არც ერთ სხვა მხარეში არ მოუტანია იმ რაოდენობის ზედმეტი დოვლათი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ქვემო შუამდინარეთში ანუ სამხრეთ მესოპოტამიაში. ევფრატსა და ტიგროსში წყლის დონის ხშირი მერყეობა დაბლობის დაჭაობებისგან დასახსნელად მოსახლეობის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვდა. ზედმეტი საკვები პროდუქციის რაოდენობის განუხრელმა ზრდამ და კოლექტიური მართვა-გამგეობის სულ უფრო დახვეწილმა სისტემამ ხელი შეუწყო ურბანიზაციის პროცესს და საბოლოოდ შუმერული ცივილიზაციის წარმოქმნა-ჩამოყალიბებასაც. მესოპოტამიის ნაყ- ოფიერი ველები ოდითგანვე იზიდავდა განსხვავებული წარმომავლობის მოსახლეობას; შესაბამისად აქ ჩამოყალიბებული კულტურაც სინკრეტული ხასიათისა იყო და შეიცავდა ერთმანეთისაგან განსხვავებულ ელემენტებს. ადგილობრივი და ახალმოსული მოსახლეობის ნარევი მეტ ძალისხმევას მოითხოვდა საზოგადოების ერთიანობისათვის. მიუხედავად საირიგაციო სამუშაოების ერთობლივი ჩატარების ხელსაყრელობისა, მესოპოტამიის მიწა-წყალი დანაწევრებული იყო ერთმანეთისაგან გალავნით შემოსაზღვრულ, დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად, რომლებიც დაახლოებით 3000 კმ² ფართს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი სახელმწიფოები პრობლემურ საკითხებს ხშირად ერთმანეთან იარაღის ძალით გარკვევას იყვნენ ჩვეულნი, გარეშე მტრის წინააღმდეგ გაერთიანებაც იცოდნენ ხოლმე. ერთიანობის მოთხოვნილება, მესოპოტამიაში ჩასატარებელი სამუშაოების სირთულის გამო, ბევრად უფრო მაღალი იყო. ეგვიპტელებისათვის  ერთიანობის ხელსაყრელ პირობას, მათი იზოლირება წარმოადგენდა გარე სამყაროსაგან, რაც, თავის მხრივ, მათ მონურ მორჩილებას განაპირობებდა ფარაონის მიმართ, რომელიც დედამიწაზე განსხეულებულ ღვთაებად იყო წარმოდგენილი. უძველესი შუმერების წარმომავლობის შესახებ არაერთი შეხედულებაა გამოთქმული, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მესოპოტამიაში მცხოვრებ, თუნდაც განსხვავებული წარმომავლობის ხალხს, ერთსა და იმავე ენაზე უნდა ემეტყველა, თუნდაც ქვეყნის კეთილდღეობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორის _ საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. შედარებით უფრო გვიან, ძვ. წ. XVIII საუკუნეში, შეიქმნა ბაბილონის მეფის  ჰამურაბის კანონთა კრებული; კაცობრიობის ისტორიაში სამოქალაქო სამართლის პირველი, სრულფასოვნად დოკუმენტირებული წერილობითი ძეგლი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის მომდევნო ეპოქების კანონმდებლობაზე. მრავალ სხვა საკითხთან ერთად, აქ მსოფლიოში პირველადგანსაზღვრული იყო მკურნალობის წესები და ექიმთა უფლება-მოვალეობები. საბანკო საქმიანობაც ასევე პირველად ბაბილონში ჩაისახა, სადაც ტაძრებში შესანახად მიჰქონდათ მარცვლეულის მარაგი, ასევე საქონელი, სამეურნეო იარაღები და ძვირფასი ლითონები. მესოპოტამიაში თვლიდნენ, რომ მათ ქვეყანაში მთელი ქონება ღმერთს ეკუთვნოდა და ყველა საკითხი, იქნებოდა ეს სამეურნეო, სავაჭრო, პირადი თუ ომთან დაკავშირებული, კანონის მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო. თუ ეგ- ვიპტეში ფარაონი თვით იყო ღმერთი და ყველაფერი ხალხიცა და საგნებიც მისი საკუთრება იყო, შუმერში მმართველები ძირითადად მაინც ჩვეულებრივ მოკვდავებად განიხილებოდნენ. გავლენიანი სასულიერო წოდება ზედამხედველობას უწევდა სარიტუალო ადათების შესრულებას. ქურუმები ზიკურატებიდან ანუ ტაძრებიდან მართავდნენ ქვეყანას. ზიკურატები, ფაქტობრივად, ალიზის აგურით ნაგები ხელოვნური გორები იყო, რომლის გარეთა კიბე თანდათანობით ვიწროვდებოდა წვერისაკენ, სადაც სამლოცველოები იყო მოწყობილი. სიდიდით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქალაქ ურის ზიკურატი. იმის გამო, რომ შუამდინარეთის დაბლობზე ქვის ნაკლებობა იყო, შუმერებმა ქვის ნაცვლად დაიწყეს აგურის წარმოება და ამ საქმეშიც, დიდ წარმატებას მიაღწიეს. აგურები გზის მოსაკირწყლადაც კი გამოიყენებოდა. მაღალგანვითარებული მიწათმოქმედება, დახვეწილი საირიგაციო და წყლის სარეგულირებელი სისტემები შუმერის კეთილდღეობის ძირითადი მიზეზი იყო. მიღებული დოვლათის სიუხვე დიდი ქალაქების რიცხვის ზრდას იწვევდა. შუმერის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი-სახელმწიფოები იყო: ურუქი, ერიდუ, ქიში, ლაგაში, აქადი, აქშაქი, ლარსა, ური. ქალაქის გალავნებს ზოგჯერ ორმაგი დანიშნულება ჰქონდა. ქალაქის დაცვის გარდა, მათ მტრისათვის უნდა ეჩვენებინათ ადგილობრივი ხელისუფლების ძლევამოსილება. შუმერული ქალაქის, ურუქის გალავანს სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი. იგი 9,5 კმ სიგრძისა და 12 მ სიმაღლის იყო ქალაქების სახით ჩამოყალიბებული კომპლექსური საზოგადოებებისათვის აუცილებელი გახდა სპეციალიზირებული ხელოსნობის ინსტიტუტის არსებობა. შუმერი დაწინაურებული სამხედრო ტექნოლოგიის ქვეყანა იყო. აქ მიიღეს ლითონის ახალი სახეობა ბრინჯაო, რომელსაც სპილენძისა და კალის მინარევის ერთად გამოდნობის საშუალებით იღებდნენ. ახალი ლითონი უფრო გამძლე და ბევრად უფრო მაგარი გამოდგა, რასაც დიდი სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. ბრინჯაოს იარაღისა და საბრძოლო ეტლის გამოყენებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შუმერში მეფობის ინსტიტუტის შემოღებისა და ცალკეული ქალაქი-სახელმწიფოების ძალაუფლებისათვის მეტოქეობის პირობებში. ადრეული ცივილიზაციის ანუ ე. წ. ქალაქური რევოლუციის ჩამოყალიბების უპირველეს განმსაზღვრელ ნიშნად სწორედ დამწერლობის აღმოცენება არის მიჩნეული. მართლაც, საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ დონემდე განვითარების გარეშე, დამწერლობის აღმოცენებას აზრი არ ექნებოდა, სათანადო ფუნქციის გარეშე ხომ ძნელად თუ იქმნება რამე.

       დამწერლობის, როგორც ადამიანთა შორის არაპირდაპირი (დროის მიღმა მდგომი) კომუნიკაციის საშუალების გამოგონება, შუმერთა უდიდესი მიღწევა იყო. თ თავდაპირველად პიქტოგრამების საშუალებით წერდნენ, თანდათანობით მათ ჩამოაყალიბეს ლურსმული დამწერლობა, რომლისთვისაც ლერწმის ღეროს სოლისებური ნაწილით თიხის ფირფიტაზე დაიტანებოდა ნაჭდევები და მათი საშუალებით უკვე სიტყვის ცალკეულ მარცვლებს გადმოსცემდნენ. ლურსმული დამწერლობა, პიქტოგრამულთან შედარებით, ბევრად უფრო მოქნილი საკომუნი- კაციო საშუალება იყო. დამწერლობის გამოყენებით შუმერები მომავალ თაობებს გადასცემდნენ თავიანთ ტექნოლოგიურმონაპოვრებს მდინარეთა კონტროლისა და მოსავლიანობის გაზრდასთან დაკავშირებით და ამით კიდევ უფრო მეტად ზრდიდნენ მიწათმოქმედების ეფექტიანობას. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ჩანაწერები მეფეებისა და მათ მიერ წარმოებული ბრძოლების შესახებ. როგორც ითქვა, ძველი მესოპოტამიელების წარმოდგენით, ყველა ქალაქი, მისი მოსახლეობითა და ქონებით, ეკუთვნოდა ამა თუ იმ ღვთაებას, ხოლო მისნების აღმასრულებელი და წარმომადგენელი იყო ენზი, ჯარის მიერ ქურუმების მიერ წინასწარ შედგენილი სიიდან არჩეული მმართველი. ურუქის ენზი, გილგამეში, ლეგენდარულ ფიგურად გადაიქცა. გილგამეშის ეპოსი თითქმის სრული სახით არის შემონახული. რთული განყენებული და ემოციური გამონათქვამებით აღსავსე ეს ეპოსი ასახავს შუმერთა განვითარების მაღალ გონებრივ დონეს. გილგამეშის ეპოსი იმავდროულად წარღვნის შესახებ არსებული სხვა ახლოაღმოსავლური მითების პროტოტიპია. სამხრეთ მესოპოტამიაში ცხოვრების არასაიმედობა, დაკავშირებული ბუნებრივი პირობების არასტაბილურობასთან და მტრის მოსალოდნელ შემოსევებთან, მოსახლეობის რელიგიურ ცნობიერებას შესამჩნევად აძლიერებდა. გასათვალის- წინებელია, რომ შუმერული ქალაქები ძირითადად აღმოცენებული იყო წი- ნაშუმერული ხანის საკულტო ცენტრების სიახლოვეს. ქალაქების საკულტო ადგილების მახლობლად განთავსება განაპირობებდა ხელისუფლებასა და რელიგიას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ღვთისმოსაობისა და სალოცავად მონახულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის, ერიდუს, არსებობა ჯერ კიდევ წინაშუმერული ხანით, ძვ. წ. 5000 წ., განისაზღვრება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შუმერული საზოგადოების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ბუნებრივი მოვლენების შესწავლასთან, ქურუმთა საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ადრეული სახეობის სამეცნიერო მოღვაწეობასთან იყო დაკავშირებული. ამ საქმიანობის ზოგიერთ შედეგს ჩვენ დღესაც ვიყენებთ. კერძოდ, შუმერი ქურუმები თვლიდნენ, რომ ყველა ღვთაება მხოლოდ მისთვის განკუთვნილი რიცხვითი მნიშვნელობით იყო წარმოდგენილი მაგ.: რიცხვი სამოცი, რომელიც ღვთაება ანს განეკუთვნებოდა, მათი გამოთვლების ძირითადი საბაზისო ერთეული იყო. ეს რიცხვი დაუდეს საფუძვლად შუმერებმა საათის წუთების რაოდენობასა და პირველად მათ დაყვეს აგრეთვე წრე 360 გრადუსად. შუმერთა ეს ორივე მათემატიკური მიგნება დღესაც გამოთვლითი სისტემების საფუძველია. გასხვავება ქვისა და ადრეული ლითონების (სპილენძის, ბრინჯაოს) ხანის სამხედრო საქმეს შორის, თუნდაც ამ ეპოქების დასახელებიდან გამომდინარე, პირველ ყოვლისა, თითქოს ტექნოლოგიური თავისებურებებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ, როგორც ირკვევა, იგი ძირითადად ორგანიზაციული ხასიათისა იყო. ჯერ ქალაქი-სახელმწიფოებისა და ბოლოს ადრეული იმპერიების წარმოქმნა-განვითარებამ ძირეულად შეცვალა სამხედრო საქმიანობა. სახელმწიფოს შეეძლო ისეთი რაოდენობით ეწარმოებინა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ნამატი, რომ სამეურნეო საქმიანობისაგან მთლიანად გათავისუფლებული ხელისუფლებისა და სამხედრო მეთაურების ფენის წარმოქმნა გამხდარიყო შესაძლებელი. გარდა ამისა, ვინაიდან სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი მეურნეობაში ჩაბმული გლეხებისგან შედგებოდა, საზოგადოებას შეეძლო თავისი თავისთვის იმის უფლება მიეცა, რომ ყოველწლიურად ლაშქრობებში მონაწილეობისათვის ეს ხალხი ნაწილობრივ მაინც გაეთავისუფლებინა მუშაობისაგან. სამხედრო ისტორიაში მომუშავე მკვლევართა შეხედულებით, სწორედ ასე შეიქმნა პირველი ორგანიზებული ჯარი, რომელიც ხელს უწყობდა სახელმწიფოს, ერთი მხრივ, გაზრდილიყო დამარცხებული მოწინააღმდეგის ხარჯზე სივრცობრივად, ხოლო, მეორე მხრივ, შეეძინა შინაგანი სიძლიერე სულ უფრო მზარდი ცენტრალიზაციის ხარჯზე. არ არის შემთხვევითი, რომ ის ქვეყნები (შუმერი და ეგვიპტე), სადაც მიწათმოქმედებამ და მესაქონლეობამ ყველაზე ადრე მიაღწია განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს, აღმოჩნდნენ მხარეები, სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდა სრულყოფილად ორგანიზებული არმიების ჩამოყალიბება. ეს შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების აღმოცენების თანამდევი პროცესი იყო. შუამდინარეთის ქალაქ სახელმწიფოებს დაახლოებით 5000-10000 მეომრისაგან შემდგარი ლაშქრის გამოყვანა შეეძლოთ. ბრძოლისას ჯარი ფალანგად ეწყობოდა და მეომრები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ, წინა ხაზს ფარე- ბით იცავდნენ. თითოეული მათგანი დაცული იყო აგრეთვე მუზარადით და ლითონის ფირფიტებით :მოჭედილი: მოსასხამით. მებრძოლები შეიარაღებული იყვნენ სპილენძის (უფრო გვიან ბრინჯაოს) იარაღებით, შუბებითა და ცულებით. ფალანგაში მყოფი მებრძოლნი მშვილდისარს არ იყენებდნენ; ბრძოლისას ერთმანეთის პირისპირ ფალანგებად დაწყობილი მოწინააღმდეგეები შუბის კვრითა და ბიძგებით და მოქნეული ცულის ჩეხვით უსწორდებოდნენ ერთმანეთს. ბრძოლის დროს ფორნებსა თუ საზიდავებს შუმერები ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან იყენებდნენ, უფრო გვიან კი  ფართოდ გავრცელებული საბრძოლო ეტლების წინამორბედებს. შუმერული ეტლის გამოსახულება გვხვდება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებულ ე.წ. ურის შტანდარტზე ამ ოთხთვალა ეტლებში მოშინაურებული ვირები თუ ონაგრები იყო შებმული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ეტლებზე, მეეტლის გარდა შუბოსანი მეომარია გამოსახული (ილ. 2), იგი, ძირითადად მაინც, უფრო სამეურნეო და სარიტუალო დანიშნულებისა (მაგ.: დაკრძალვის ცერემონიალის დროს) უნდა ყოფილიყო, ვიდრე საბრძოლო. შუმერებს აგრეთვე გააჩნდათ ორთვალა საბრძოლო ეტლები, რომლებშიც ოთხი ონაგრი იყო შებმული. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში მესოპოტამიაში სოლიდური, მთლიანი თვალი მანებიანმა ბორბალმა შეცვალა, ხოლო იმავე ათასწლეულის დასასრულს ეტლებში ცხენების გამოყენება დაიწყეს. შუმერები იყენებდნენ აგრეთვე მიწის სახნავ გუ- თანს და სანაოსნო ნიჩაბს. შუამდინარეთში, ისევე როგორც ეგვიპტეში, იარაღის შემადგენლობაში თანდათანობით მატულობდა ბრინჯაოსაგან დამზადებული, მაღალი ხარისხის, სულ უფრო დახვეწილი სახეობის ნაკეთობები. შუმერის ქვეითი ჯარი შეიარაღებული იყო შუბებითა და სატყორცნი ხელშუბებით, მახვილებითა და სატევრებით, საბრძოლო ცულებითა და კვერთხებით. მესოპოტამიაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ძლიერ იყო განვითარებული, როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ალყის საწარმოები საშუალებები. ფართოდ გავრცელებულ იარაღს მთელ ძველ აღმოსავლეთში წარმოადგენდა მშვილდისარი და შუბი. ამ იარაღით იყო შეიარაღებული რიცხვმრავალი ქვეითი ჯარი მესოპოტამიაშიც, ეგვიპტეშიც და ჩინეთშიც. გილგამეშის ეპოსიდან ვიცით, რომ გილგამეში მახვილისა და ცულის გარდა, შეიარაღებული იყო მშვილდისრით. შუმერული ლაშქარი თუ თავდაპირველად ბევრად უფრო მაღლა იდგა მეზობელთა ჯარებთან შედარებით თავისი მობილურობით, დისციპლინითა და აღჭურვილობით, თანდათანობით მეზობლებმაც ქვის იარაღი ბრინჯაოს საჭურველით შეცვალეს, დახვეწეს შუმერულ ფალანგებთან ბრძოლის წესები. აღმოსავლეთიდან მთის ხალხებმა, გუთიებმა და ელამელებმა, ხოლო დასავლეთიდან უდაბნოში მცხოვრებმა მომთაბარე სემიტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს შუამდინარეთში შეღწევა და თარეში. სხვებთან შედარებით, თავიანთ უპირატესობაში შუმერები იმდენად იყვნენ დარწმუნებული, რომ ვერ ხედავდნენ მათთვის საფრთხის შემცველ მოსალოდნელ შედეგს და მათი ქალაქების დიდი ნაწილი ძირითადად ისევ ურთიერთბრძოლით იყო დაკავებული. თუ რომელიმე ქალაქის მმართველი სხვა ქალაქებსაც ხელში ჩაიგდებდა, იგი ხდებოდა ლუგალი (დიდკაცი), თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგა ისე ძლევამოსილი, რომ შეძლებოდა მთელი შუმერის გაერთიანება ეგვიპტის მსგავსად. შეიძლება ითქვას, რომ შუმერთა არაშორსმჭვრეტელობამ ძირი გამოუთხარა მათი ქვეყნის სიძლიერეს. მათ სულ უფრო მეტად ესაჭიროებოდათ სხვათა, კერძოდ, ელამელთა ჩართვა საკუთარი კონფლიქტების გადაწყვეტაში. ძვ. წ. III ათასწლეულიდან იწყება სემიტური ტომების მემკვიდრეების, აქადელთა ინფილ-ტრაცია შუმერის ჩრდილოეთ რაიონებში. საბოლოოდ მათ მოახერხეს შუმერის ტერიტორიის გაერთიანება. აქადელებმა შეისისხლხორცეს შუმერული ცხოვრების წესი და კულტურა და შუამდინარეთის ცხოვრების მრავალი მხარე განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანეს, მათ შორის სამხედრო საქმეც. ძველიახლო აღმოსავლეთის იმპერიები, როგორც წესი, არ ახდენდნენ ხოლმე დაპყრობილი ხალხების ასიმილირებას. ისინიც ამ იმპერიებს ემორჩილებოდნენ ვიდრე ამ უკანასკნელთ ძალა ერჩოდათ თავისი ძლევამოსილების შესანარჩუნებლად. ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ახლო აღმოსავლეთის სამხედრო საქმეში ჩნდება ტექნოლოგიური სიახლე _ ცხენებიანი, მსუბუქი საბრძოლო ეტლი. სიმსუბუქე და ცხენები ამ ეტლს მეტად სწრაფსა და მობილურს ხდიდა. ამ ორთვალა ეტლში თავდაპირველად ორი ცხენი იყო შებმული, ხოლო მოგ ვიანებით ოთხი. სიმსუბუქის გამო, ეტლი ადვილად ყირავდებოდა და ტყდებოდა. ეტლში ორი პიროვნება იყო: მეეტლე და საბრძოლო თვისებებით გამორჩეული მეომარი. მეეტლეს მარჯვენა მხარე ეკავა და მისი მოვალეობა იყო ეტლი მოწინააღმდეგის სუსტი ადგილისაკენ მიემართა. მეომარი ან მცირე ზომის სკამზე იყო ჩამომჯდარი, ანდა ფეხზე იდგა. ჩვეულებრივ, მას მუზარადი ეხურა, ატარებდა მკლავის დამცველს, ხოლო მკერდი დაჯავშნული ჰქონდა. ეტლში მოთავსებული იყო იარაღის მთელი `არსენალი~: შუბი, მახვილი, სატევარი, კვერთხი და რაც მთავარია, მშვილდ-ისარი. სწორედ მშვილდ-ისრის გამოყენებახდიდა ამ მობილურ ეტლს ბრძოლის მეტად ეფექტურ საშუალებად. დიდი სიჩქარით გადაადგილებული და ამდენად, მტრის მშვილდოსნების მიერ მოუხელთებელი ეტლიდან ნასროლ ისრებს საგრძნობი არეულობა შეჰქონდა მოწინააღმდეგის რიგებში. მისი შემაჩერებელი მხოლოდ მტრის მიერ გამოყენებული ასეთივე ეტლი თუ იქნებოდა. ამ გარემოებამ საბრძოლო ეტლების ფართო გავრცელება გამოიწვია მთელ ძველ აღმოსავლეთში, თვით ჩინეთის ჩათვლით. მსუბუქი ცხენიანი ეტლის გამოყენების დაწყების შემდეგ, მისი და ქვეითი ჯარის მტერთან ერთობლივი ბრძოლის ხერხები ძველი აღმოსავლეთის ყველა ქვეყნის არმიაში გამოიყენებოდა. ჯავშნის უქონლობა ეტლებს დაუცველს ხდიდა ბრძოლის დროს და მათი ხსნა მხოლოდ დიდ სიჩქარეში იყო. თუ ეტლში თავდაპირველად ორი კაცი იყო, თანდათანობით მათი რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ეტლები თავისი ეფექტურობით ბრინჯაოს ხანის ტანკებს წარმოადგენდნენ. მათი მთავარი უპირატესობა მშვილდოსნებისათვის მიცემული ტაქტიკური მობილურობა იყო. იმის გამო, რომ ქვეითი ჯარი მჭიდროდ იყო შეჯგუფული ბრძოლის დროს და მწყობრი, გააზრებული მოქმედებითა და ერთმანეთის დაზღვევით ცდილობდა გადაულახავი ცოცხალი ჯებირის აგებას. საბრძოლო ეტლებს საშუალება ეძლეოდათ შორიდან ისრებით დაეცხრილად მათი რიგები. ხოლო თუ ქვეითები გაიშლებოდნენ, მაშინ ეტლებს მათი იოლად გადათელვის შანსი ეძლეოდათ. როგორც ვხედავთ, საბრძოლო ეტლების ქონა ჯარისათვის აუცილებელი იყო. თუ გავითვალისწინებთ მათი დამზადებისა და შეკეთების სირთულეს, რასაც დახელოვნებული ხელოსნის მომსახურება სჭირდებოდა და ცალკე ცხენის ღირებულებასაც, ცხადი ხდება, რომ ეტლის ქონა და შენახვა მხოლოდ განსაკუთრებულად შეძლებულ ხალხს შეეძლო. ბუნებრივია, საბრძოლო ეტლის მქონე მეომრები წარმოადგენდნენ წარჩინებულთა კასტას. იმ საზოგადოებებში, სადაც საბრძოლო ეტლები საჯარო საკუთრებას წარმოადგენდნენ, მათი მომხმარებლები ხელს უწყობდნენ და განამტკიცებდნენ ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას. ასე იყო მაგალითად, ეგვიპტის ახალ სამეფოში. საბრძოლო ეტლების გამოყენებამ უმაღლეს დონეს მიაღწია კადეშის ბრძოლის დროს (ძვ. წ. 1274 წ.), როდესაც ბრძოლის ველზე ორივე მებრძოლი მხრიდან 6000-მდე ეტლს უნდა მიეღო მონაწილეობა (იხ. ქვემოთ). შუმერელთა სამხედრო უპირატესობა: ფალანგა, საბრძოლო ეტლი, ჯავშანი, ფარების ფართო გამოყენება, სამხედრო ნაწილების დისციპლინა, ვერ აანაზღაურებდა მათ არახელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და დანაწევრებულობას. ისტორიკოსთა შორის ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, ის საზოგადოებები, რომლებიც არ არიან ჰომოგენური ან სხვათაგან გეოგრაფიულად იზოლირებული და რომელთაც თაობიდან თაობამდე უხდებათ სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება, უნდა შეეცადონ არ დაუშვან არასტაბილურობა მმართველობის სისტემაში და უნდა გამოავლინონ ცვალებადგარემოებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი. მათ აუცილებლად უნდა დაძლიონუთანხმოება საზოგადოებაში და ამ საზოგადოების ყველა ფენის ვალია შეინარჩუნოს ქვეყნისადმი ერთგულება; წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საზოგადოება, მისი შემადგენელი ყველა ფენის ჩათვლით, მტრის წინაშე განიარაღებული დარჩება და შესაბამისად საყოველთაო და სრული კატასტროფის წინაშე დადგება. ეს გარემოება არა მხოლოდ შუმერთათვის იყო გასათვალისწინებელი და როგორც ყველანი ვხედავთ, ვისაც კი ადარდებს საკუთარი ქვეყნის ბედი, იმათთვის დღესაც არა აქვს აქტუალურობა დაკარგული. შუმერის ისტორიაში სამ ეტაპს გამოყოფენ ხოლმე. პირველი მათგანი ძვ. წ. V ათასწლეულის შუა ხანებიდან III ათასწლეულის შუა ხანებამდე გრძელდებოდა. ამ ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო გაბატონებული სასულიერო ფენის, რომელსაც ქურუმი-მეფეები ედგა სათავეში, სამეფო ძალაუფლებით ჩანაცვლება. ვინაიდან ქვემო მესოპოტამიის ნაყოფიერინიადაგისათვის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის სულ უფრო მზარდი ომიანობაიჩენდა თავს, ცხადია, მათ მეფეებს ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ფუნქციები უნდა განეხორციელებინათ. ამ პერიოდის მესოპოტამიის სიმდიდრის ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულება ე. წ. ურის სამეფო აკლდამებია. აქ თვით სამხედრო საჭურველიც კი ზოგჯერ ძვირფასი ლითონებიდან არის დამზადებული. ზემო, ანუ ჩრდილოეთ მესოპოტამიაშიც დასახლებები განუხრელად იზრდებოდა, თანდათანობით ისინიც დამცავი გალავნით შემოზღუდულ ქალაქებად გადაიქცნენ, რაც რეგიონში არსებულ გარედან მომდინარე საფრთხეზე და თავდაცვისათვის და ომისათვის მზადების საჭირობაზე მეტყველებს. მეორე ეტაპზე,

        დაახლოებით ძვ. წ. 2350-2150 წ.წ., მთელი მესოპოტამია, შუმერის ჩათვლით, აქადელებმა იგდეს ხელთ. გარდა ამისა, მათ თავისი მეფის სარგონ დიდის (ძვ. წ. 2334-2279 წ.წ.) წინამძღოლობით, საკუთარი სამფლობელოები შორს დასავლეთისაკენ, ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და ანატოლიამდე, ხოლო აღმოსავლეთით დასავლეთ ირანამდე განავრცეს. მისი იმპერია ხმელთაშუა ზღვას, სპარსეთის ყურესა და კასპიის ზღვას შორის გადაიჭიმა. სარგონის მიერ დატოვებული წარწერები, მის მიერ 34 ომის მოგებას იუწყებიან და შენიშნავენ, რომ მის წინაშე 5400 კაცი პურს ჭამდა, რაც შეიძლება მინიშნებად ჩავთვალოთ მისი არმიის რიცხოვნებაზე. თავისი დროისათვის ეს ძალზე დიდი ჯარი იყო და მის ჯარისკაცებს არც გამოცდილება აკლდა. ნიპურის სასახლეში ნაპოვნი წარწერა იუწყება, რომ ქვემო მესოპოტამიის ანუ შუმერის დასაუფლებლად გამართული ლაშქრობისას სარგონმა აიღო ქალაქი ურუქი და მიწასთან გაასწორა იგი. ქალაქიდან გაქცეულებმა უმმას მეფეს, ლუგალ-ზაგესს, შეაფარეს თავი, რომელმაც შუმერული ძალები აქადელთა წინააღმდეგ გააერთიანა. გადამწყვეტი ბრძოლა სარგონის გამარჯვებით დამთავრდა. მან მოწინააღმდეგე შემუსრა, ხოლო თვით ლუგალ-ზაგესი ძაღლივით თოკგამობმული ჩაიყვანა ნიპურში. სარგონი ძლიერი და გაერთიანებული იმპერიის შექმნით ცდილობდა დაეძლია მესოპოტამიის ქალაქი-სახელმწიფოების მუდმივი ურთიერთქიშპი. მან კიდევ უფრო მკვეთრად დააშორა ერთმანეთს რელიგიური და საერო ხელისუფლება. საკუთარი ბატონობის უზრუნველსაყოფად სარგონმა პირველად დააარსა სამხედრო ბეგარა, რომელიც, როგორც ჩანს, საირიგაციო და დაჭაობებული ადგილების დაშრობისათვის დიდძალი მოსახლეობის მობილიზაციის ჩვევის არსებობის გამო არ იყო ძნელი განსახორციელებელი. აქადურ ხანას თანხვდება მესოპოტამიაში ახალი სახეობის შედგენილი მშვილდის გამოჩენა, რომელიც ხისა და რქის ნაწილებისაგან შედგებოდა. სარგონის ჯარში წარმატებით გამოიყენებოდა შუბებისა და სატყორცნი იარაღების ურთიერთშეთავსება. ბრინჯაოს მახვილებითა და ოთხთვალა საბრძოლო ეტლებით შეიარაღებული აქადელები წარმატების შანსს არ უტოვებდნენ მოწინააღმდეგეებს. მიუხედავად მათი სამხედრო გენიისა, აქადელთა ჰეგემონია ქვემო მესოპოტამიაზე დიდხანს არ გაგრძელებულა, უკვე დაახლ. ძვ. წ. 2200 წ. ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები გუთიების მეომარი ტომის ხალხი შეიჭრა ბაბილონეთში და ბოლო მოუღო აქადელთა ბატონობას. მათ სარგონის შვილთაშვილი დაამარცხეს. შუმერის ისტორიის მესამე ეტაპი ურის მიერ გუთიების დამარცხებით იწყება. ეს არის ამასთანავე ურის მესამე დინასტიის მიერ, დაახლ. ძვ. წ. 2112- 2004 წ.წ. შუმერის აღორძინების ხანა. ურის მესამე დინასტიის ხელისუფლებმა 12 თითქმის მთელი მესოპოტამია იგდეს ხელთ. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ დროისათვის უკვე ადგილი ჰქონდა შუმერული და აქადური კულტურების სინთეზს, მაინც შუმერული ენის ადმინისტრაციული უფლებები აღდგენილი იქნა. შუმერთა მმართველობის პერიოდი, ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, დასავლეთიდან სემიტური ტომების ახალი ნაკადის, ამორეელების შემოსევით დამთავრდა, რასაც თან აღმოსავლეთიდან ელამელების შემოჭრა დაერთო. საყურადღებოა, რომ ახალმა მოსახლეობამ შეინარჩუნა და კიდევ უფრო განავითარა შუმერულ-აქადური მემკვიდრეობა. ამორეელებმა ბაბილონი გაიხადეს დედაქალაქად, სადაც ჯერ კიდევ სარგონ აქადელს ჰქონია ტაძარი აგებული და ამის შემდეგ ისინი უკვე ბაბილონელების სახელით ჩანან ისტორიის ფურცლებზე, ხოლო ბაბილონი თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში კიდევ ინარჩუნებდა ახლოაღმოსავლეთის კულტურული და სავაჭრო ცენტრის ფუნქციას. ბაბილონის მეფე ჰამურაბმა (ძვ. წ. XVIII ს.) მესოპოტამია თითქმის მთლიანად გააერთიანა და ამ ვრცელი რეგიონის მართვისათვის ჩამოაყალიბა დახვეწილი ადმინისტრაციული სისტემა. მისი უდიდესი მიღწევა, რა თქმა უნდა, კანონთა კოდექსის შექმნა იყო (იხ. ზემოთ). ჰამურაბის მემკვიდრეთა ხელში ბაბილონეთი სულ უფრო დაკნინდა, ხოლო ძვ. წ. XVI ს. დასაწყისიდან ხეთების დასავლეთიდან, ხურიტების ჩრდილოეთიდან და კასიტების აღმოსავლეთიდან შემოსევების შედეგად ამ ახალი ძალების მიერ იქნა ფაქტობრივად დაყოფილი. სარგონ აქადელმა მესოპოტამიაში სემიტური მოდგმის ხალხების თითქმის 2000 წლოვან ბატონობას დაუდო სათავე. აქადელებისა და ამორეელ ბაბილონელების გარდა, მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში ჰქონდათ კერა ასურელებს, რომელთაც დაარსეს ძველასურული (ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი), შუაასურული (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) და ახალასურული (ძვ. 911-612 წ.წ.) სამეფოები.

ნახვა: 10548

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters