← დასაწყისი

კანონი 12

ზემოთქმულის შემდეგ, გვგონია, საჭიროა ამის გახსენებაც: ძალიან ბევრი და აურაცხელია მოძღვრად წოდებული მონაზვნების რიცხვი. ერთ მონასტერში ხუთი, ათი, ხშირად ოცი და ოცდაათიც არის, თუ მონასტერი დიდია. ეს კი მრავალი შფოთისა და განხეთქილების მიზეზი ხდება. ამისთვის ვადგენთ, რომ ამიერიდან შეწყდეს ამგვარი უწესობა. პირველად ამას დავაწესებთ: იმას, ვინც სამღვდელო პირი არ არის, არა აქვს უფლება, იყოს სულის განმკითხველი, რადგან მას ჯერ შეკვრისა და გახსნის უფლება უნდა ჰქონდეს და შემდეგ შეუძლია სულთა განკითხვას მიჰყოს ხელი. ამასთანავე, დიდ მონასტრებში ორ-ორო, ხოლო მცირეში საკმარისია, რომ იყოს თითო მოძღვარი. თუ ვინმე ამ დადგენილებას გადავა, უეჭველად გაიგონოს მან, რომ ჭეშმარიტების გარდამავალთ და ურჩებს, სიცრუის მორჩილებს - რისხვა, სულისწყრომა, ჭირი, გაჭირვება და ა.შ.

 

კანონი 13

ის წესი, რომლითაც შეკრებილებს დასასხდომად მოუწოდებენ, ამიერიდან ნუღარ იქნება. მონასტერში ნუ მოაწყობენ ერის სავაჭრო შეკრებას, მონასტერში ნურც სხვა სამოქალაქო და ამქვეყნიური წესი შესრულდება, რათა სალოცველი ადგილის ავაზაკთა გამოქვაბულად გადაქცევით თქვენი სულების ”ფარდულები” საღმრთო სიტყვით არ დაიქცეს, როგორც ფულის დამხურდავებელთა ტაბლები (შდრ. მათე 21, 12-13). ამის ჩამდენნი წმინდა მამებისა და კრებათამიერი განკანონების ღირსნი გახდებიან.

 

კანონი 14

ერთ საკურთხეველთან ერთი და იმავე შესაწირავის შეწირვით მრავალი სულისთვის მრავალი მღვდლის მიერ ჟამისწირვა წესი არ არის და უკუგდებულია, იგი ნუღარსად შესრულდება. კიდევ უფრო დიდი საეპისკოპოსო ეკლესიის ან მონასტრის საკურთხეველზე არ არის წესი ჟამისწირვის შესრულება ვინმე ერთისთვის, არც ცოცხლისთვის, არც მიცვალებულისთვის, აღაპისა და სულის სახსენებლად დაწესებული დღის გარდა. წესია, რომ ჟამისწირვა აღსრულდეს იმ ეკლესიის მაშენებლებისა, შემომწირველებისა და ერთად ცოცხალი და მიცვალებული ყველა ქრისტიანისთვის. ერთი კაცისათვის ან ერთი სულისათვის პატარა სამლოცველოში ან ეკლესიის შტოში ერთმა მღვდელმა უნდა წიროს ჟამი.

 

კანონი 15

ვინც ხაჩეცართა, სომეხთა ღმრთისმავნებლობით მწვალებლობიდან მართალ და უზაკველ სარწმუნოებას შეუდგება, წმინდა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდება და შეაჩვენებს ერთბუნებიანთა ბილწ მწვალებლობას, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს შესახებ უვიცად ამბობს, რომ იგი არის ერთი ნებისა და ერთი მოქმედებისა, ღმრთეებისა და კაცობისაგან შეზავებული, არც ღმრთაებრივი და არც კაცობრივი, არამედ რაღაც შერეული და უცხო, მათთვის განვაწესებთ ასე: სრულიად ნათელ-სცენ, როგორც წარმართებს, რადგანაც დიდი ეკლესიები, როგორიცაა ანტიოქიის საპატრიარქო საყდარი და სხვა მისი მიმდევარი აღმოსავლეთის ეკლესიები, ასე მოქმედებენ.

 

კანონი 16

აგრეთვე განვაწესებთ, რომ მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელ ან წარმართ დედაკაცს ან დედაკაცი მამაკაცს არ უნდა შეეუღლოს, რადგან ყველა მართლმადიდებელი ღმრთის ტაძარია ჩვენში დამკვიდრებული მისი სულისათვის, ხოლო ყველა ბოროტად მადიდებელი და ყველა არა მადიდებელი - ეშმაკის ტაძარია. არაფერი აქვს საერთო ღმრთის ტაძარს კერპებთან, ბნელს - ნათელთან, მოწმობს საღმრთო მოციქული. ვინც ამიერიდან გაბედავს ამის ქმნას, განკანონებულ უნდა იქნეს ის პირველთქმული კანონით.

 

კანონი 17

შევიტყვეთ, რომ მრავალი სჩადის ასეთ უწესობას, ეს უფრო ეხება დიდგვაროვან, წარჩინებულ და არა უბრალო კაცებს. ეს უწესობა ხდება კიდით-კიდემდე და არაერთგან: გვირგვინს უკურთხებენ ერთხორცად შესაერთებელ მეუღლეებს და აკურთხევენ დედაკაცის გვირგვინს სხვა უცხო მამაკაცთან და მამაკაცისას - სხვა მამაკაცთანვე. რა უნდა იყოს ამაზე უწესო და უფრო სასაცილო? ეს ხომ სავსებით ჰგავს მარკიონის მოწაფეთა საქციელს, რომლებიც მკვდრის მაგიერ ნათლავენ ცოცხალს. ამგვარად გვირგვინკურთხეულნი, მამაკაციც და დედაკაცის, უნდა ჩაითვალონ მემრუშე ცოლ-ქმრად, რადგან კურთხევისას სხვისი სახელი იხსენიება და სინამდვილეში კი სხვა არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ორ მამაკაცს, რომლებმაც ერთად იკურთხეს გვირგვინი, ვინ და რა სახელი უნდა მოიგონოს მათთვის, გარდა იმისა, რომ დასცინოს მათ და აბუჩად აიგდოს ასეთი, ჩვენი სჯულისა და კეთილწესიერების, კაცობრივი ქცევისა და ჩვეულების-გარეშე უსჯულოება. ამის გამო ვადგენთ: მათ, ვინც აქამდე ასე არიან კურთხეულნი და მოხუცებულობის ასაკს მიღწეულნი, შევუნდოთ არცოდნის მიზეზით, ხოლო თუ მომავალში სადმე აღმოჩნდებიან ასეთნი, ისინი სჯულიერ ცოლ-ქმრად ნუ ჩაითვლებიან. ამიერიდან ნურავინ გაბედავს ამის ქმნას. თუ სადმე მოხდეს ასეთი რამ, ის ოთხი კურთხეული და ორი მათი მაკურთხეველი მღვდელი, - ექვსივე განკანონებულ იქნენ.

 

კანონი 18

ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სადომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი - კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა - მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა.

არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: ”რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?” (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.

 

კანონი 19

ერთმანეთის პატივით თაყვანისცემის მიზეზად ჩვენ შორის მყოფი ღმრთის ხატება არის აღსარებული და ქადაგებული ჩვენს დიდ მოძღვართა და მამათა მიერ. ცხადია, ღმრთის ხატის თაყვანისმცემელი ღმერთს სცემს თაყვანს მისი საშუალებით და ღმრთის ხატის მაგინებელიც ღმერთს აგინებს უეჭველად, როგორც წერს ამას წმინდათა შორის დიდი ბასილი.

ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისაგან და ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნეს.
 (1105 წ.)

--------------------------------------------------------------------------------------------

* იგულისხმება სოფიაწმიდის (კონსტანტინეპოლში) ტაძარში შეკრებილი ადგილობრივი კრება, რომელმაც დაამტკიცა VII მსოფლიო კრება.

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ტეგები: Ruisi, Urbnisi, qwelly, ეკლესია, კრება, რუისი, ურბნისი, ძეგლისწერა

ნახვა: 440

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters