სააღდგომო საგალობლები, ნოტები, saagdgomo sagaloblebi, notebi, agdgoma, qriste agsdga, Qwelly, Galoba, გალობა, ნოტები, სააღდგომო, საგალობლები, ქართული გალობა, ქველი, ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა
ლეჩხუმური

ამოსაბეჭდი ნოტები::

ქრისტე აღსდგა (ლეჩხუმური)

ნოტების ელექტრონული ვერსია მოამზადა "იადგარმა".

აღდგომის ტროპარი

ხმა ა

რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულ იყო ურიათა მიერ |
და მხედარნი ჰსცვიდეს უხრწნელსა გვამსა შენსა, ||
ხოლო შენ აღსდეგ მესამესა დღესა, და მოანიჭე სოფელსა მშიდობა, |||
ამისთვისცა ძალნი ცათანი გიღაღადებენ შენ, ცხორების მომცემელო: |
დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე, დიდება მეუფებასა შენსა, ||
დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყუარე. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა I"

ხმა ბ

რაჟამს შთახედ საფლავად |
ცხორება ეგე უკვდავი, ||
მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღვთაებისა შენისათა, |||
ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, |
მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ||
ცხორების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა II"

ხმა გ

იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქვეყანა, |
რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა უფალმან, ||
დასთრგუნა სიკვდილითა სიკვდილი, |||
და პიმშო ექმნა შესვენებულთა, |
მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნნა ჩვენ, ||
და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა III"

ხმა დ

ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგება |
ანგელოზისაგან ისწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა, ||
და პირველი იგი წყევა განაგდეს |||
და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: |
დაიხსნა სიკვდილი, ||
რამეთუ აღდგა ქრისტე მკუდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა IV"

ხმა ე

თანა-დაუსაბამოსა მას სიტყვასა მამისა და ყოვლად წმიდისა სულისასა, |
რომელი უშვა ქალწულისაგან ცხოვრებად ჩვენდა, ||
უგალობდეთ მორწმუნენო და თაყვანის-ვსცემდეთ, |||
რამეთუ სათნო იჩინა აღსლვა ხორცითა ჯვარსა ზედა, |
სიკვდილი დასთრგუნა ||
და აღადგინა მკვდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა V"

ხმა ვ

ანგელოზთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილეს, |
და მცველნი იგი მკვდარ-იქმნეს, ||
ჰსდგა მარიამ საფლავსა მას თანა და ეძიებდა შემურვად უხრწნელსა გვამსა შენსა, |||
ხოლო შენ წარმოსტყვევნე ჯოჯოხეთი, და არა გევნო მის მიერ, |
ახარე ქალწულსა ცხორება საუკუნო, ||
რომელი აღსდეგ მკვდრეთით, უფალო, დიდება შენდა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა VI"

ხმა ზ

დაჰხსენ ჯვარითა შენითა სიკვდილი |
და განუღე ავაზაკსა სამოთხე, ||
და მენელსაცხებლეთა მათ გლოვა შესცვალე სიხარულად, |||
და მოციქულთა უბრძანე ხარება, |
ვითარმედ აღსდგა უფალი, ||
რომელსა აქვს დიდი წყალობა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა VII"

ხმა თ

მაღლით გარდამოხედ მაცხოვარო ჩვენო, |
ჯვარცმა თავს იდევ ||
და სამისა დღისა დაფლვა, |||
რათა ჩვენ განმათავისუფლნე ცოდვათა ჩვენთაგან, |
ცხორებაო და აღდგომაო ჩვენო, ||
უფალო, დიდება შენდა. |||

ამოსაბეჭდი ნოტები::

აღდგომის ტროპარი "ხმა VIIII"

შენიშვნა: სააღდგომო საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.

ტეგები: Qwelly, გალობა, ნოტები, სააღდგომო, საგალობლები, სადღესასწაულო, საუფლო, ქველი, ქრისტე_აღსდგა

ნახვა: 4594

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters