1898 - 1938
პლატონი, ძუკუ ლოლუას ერთერთი ნიჭიერი მოწაფეთაგანი იყო. ცოდნის გადაცემის დიდი უნარი გააჩნდა. ოცი წლისა იყო, როცა ოჩამჩირის გუნდის ხელმძღვანელობა იკისრა; საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას ასრულებდა.
გასაბჭოების პირველსავე წელს აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა ნესტორ ლაკობამ მიიწვია აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად. დიდი მონდომებით გააჩაღა ანსამბლში მუშაობა.
1934 წელს მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე თბილისში მესამე დღის ყურადღების ცენტრში აფხაზეთის გუნდი მოექცა. აღინიშნა გუნდის რეპერტუარის თავისებურება, დახვეწილი შესრულება და განსაკუთრებით გამოიყო ცეკვა «შარათინ». ანსამბლი პირველი ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა.
ანსამბლმა 1936 წელს ივნისის ბოლოს კონცერტები გამართა თბილისის თეატრებსა და ესტრადებზე, რამაც წარუშლელი შტაბეჭდილება დასტოვა მაყურებლებზე.
საქართველოს ხალხური შემოქმედების მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე 1937 წელს აფხაზეთის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი კონკურსგარეშე მონაწილეობს და მაღალ შეფასებას იმსახურებს, როგორც პროფესიული ერთეული. განსაკუთრებით აღინიშნა ოთხი წლის ბავშვის არსენ ჭელიძის მიერ შესრულებული «ბაღდადური» და «ლეკური».
პლატონ ფანცულაიამ შექმნა «აფხაზური ოდოია», ანსამბლი ასრულებდა მეგრულ «ხუჯიში ოსხაპუეს», სვანურს, რაჭულ «ქვედრულას».
აფხაზეთის ხელოვნებაში პლატონ ფანცულაიამ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა აფხაზური ფოლკლორის შეკრებითა და საბჭოთა კავშირის მშრომელებისათვის გაცნობით.
სამწუხაროდ ადრე დასრულდა მისი მოღვაწეობა; ხალხის მტრებმა არც მას დააცალეს ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•