ვნების პარასკევსა და დიდ შაბათს, გამთენიისას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ვნების, ჯვარზე გაკვრის, აღსრულების, გარდამოხსნისა და საფლავად დადების დღეს. ამასთანავე, ამ დღის ღმრთისმსახურებებზე იკითხება ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლისგან საკუთარი ძის დატირების ლოცვები, სპეციალური ტიპიკონური მითითებებით.

      აღესრულება ვნების პარასკევის მწუხრისა (მოებმის მცირე სერობა) და დიდი შაბათის ცისკარზე.

პარასკევის მწუხრი

საწინასწარმეტყველო წარდგომა:

1. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი;

2. ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა.

სამოციქულო წარდგომა:

1. დამდვეს მე მღვიმესა ქვესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა;

მაცხოვრის შუა ტაძარში გადმოსვენების დროს, სიმბოლურად, ჯვრიდან გარდამოხსნის დროს, იგალობება („აწ განუტევეს...“ წინ):

  • შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, |
    ვითარცა რა სამოსელი ||
    გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, |||
    და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, |
    გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა ||
    და ესრეთ იტყოდა: |||
    იესო ტკბილო, ყოველთა მეუფეო, |
    რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, ||
    წყვდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, |||
    და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, |
    არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, ||
    და ვითარ შეგმურო, ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, |||
    ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოთა, |
    ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, ||
    ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, |||
    უგალობ ჯვარცმასა და დაფლვასა შენსა, |
    ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, ||
    და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.

ტროპარი:

  • მშვენიერმან იოსებ |
    ძელისაგან გარდამოხსნა ||
    უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, |||
    და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, |
    სურნელებითა შემურვილი, ||
    ახალსა საფლავსა დაგდვა ||| 3-გზის.

♫ (მოისმინეთ სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდის შესრულებით (ვიდეო))

მწუხრის და მცირე სერობის დასრულების შემდეგ:

  • მოვედით და ვიხილოთ ცხოვრება ჩვენი |
    საფლავსა შინა მდებარე ხორციელად ||
    რათა განაცხოველნეს საფლავსა შინა მდებარენი |||
    მოვედით ერნო და იუდას თესლისაგან გამოსრულნი მხსნელი ვიხილოთ მიძინებული |
    წინასწარმეტყველებრ ესრეთ უღაღადებდეთ მას ||
    მიიძინე ლომებრ და განისვენე |||
    და ვინ აღგადგინოს შენ ჰოი მეუფეო |
    არამედ თვითფლობით აღსდეგ ||
    რომელი ნებსით თვისით მიეცი ჩვენთვის უფალო დიდება შენდა |||

დიდი შაბათის ცისკარი (ცისკრის ჟამნი)

„ღმერთი უფალის“ შემდეგ...

  • მშვენიერმან იოსებ |
    ძელისაგან გარდამოხსნა ||
    უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, |||
    და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, |
    სურნელებითა შემურვილი, ||
    ახალსა საფლავსა დაგდვა ||| 

დიდება...

  • რაჟამს შთახედ საფლავად |
    ცხოვრება ეგე უკვდავი, ||
    მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, |||
    ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, |
    მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ||
    ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა. |||

აწ, და

  • მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა |
    ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს ||
    ხოლო ქრისტე ხრწინლებისაგან უცხო იქმნა |||

მეჩვიდმეტე კანონის საგალობლები

მეჩვიდმეტე კანონზე გუნდი ჩასართავებს პასუხობს

► კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

○ მეჩვიდმეტე კანონის I სასვენის ბოლოს:

გუნდი: დიდება

მღვდელი: „გიგალობთ შენ სიტყვაო...“

გუნდი: აწდა

მღვდელი: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“

გუნდი:

  • ცხოვრება ეგე საფლავსა დაიდევ ქრისტე |
    და ანგელოზთა მხედრობანი შეძრწუნდეს ||
    და ადიდებდეს სიმდაბლესა შენსა |||

კვერექსი

მღვდელი: ასამაღლებელი

გუნდი: ამინ,

  • ღირს არს დიდებად შენდა ცხოვრების მომცემელისა |
    რომელმანცა განიპყრენ ხელნი ჯვარსა ზედა ||
    და შემუსრე სიმტკიცე იგი მტერისა. |||

○ მეჩვიდმეტე კანონის II სასვენის ბოლოს:

გუნდი: დიდება

მღვდელი: „დაუსაბამოო ქრისტე...“

გუნდი: აწდა

მღვდელი: „მშობელო ცხოვრებისაო...“

გუნდი:

  • ღირს არს დიდებად შენდა ცხოვრების მომცემელისა |
    რომელმანცა განიპყრენ ხელნი ჯვარსა ზედა ||
    და შემუსრე სიმტკიცე იგი მტერისა. |||

კვერექსი

მღვდელი: ასამაღლებელი

გუნდი: ამინ,

  • ნათესავნი ყოველნი |
    გალობასა შესწირვენ ||
    დაფლვასა შენსა ქრისტე მეუფეო ჩვენო. |||

○ მეჩვიდმეტე კანონის III სასვენის ბოლოს:

გუნდი: დიდება

მღვდელი: „ჰოი, სამებაო ღმერთო ჩემო...“

გუნდი: აწდა

მღვდელი: „ხილვად ძისა შენისა...“

გუნდი:

► კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

საცისკრო კანონთა გალობა

IX გალობის ძლისპირი (დიაკონი ამბიონზე უსიტყვოდ გამოსახავს საცეცხლურით ჯვარს ღმრთისმშობის ხატის წინ)

  • ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, |
    რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა. ||
    რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ |||
    და მაღალ ვჰყვნე დიდებით, |
    სარწმუნოდ და სურვილით ||
    დაუცხრომელად შენნი მგალობელნი. |||

შემოტარების შემდეგ:

  • მშვენიერმან იოსებ |
    ძელისაგან გარდამოხსნა ||
    უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, |||
    და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, |
    სურნელებითა შემურვილი, ||
    ახალსა საფლავსა დაგდვა |||

კმევის დასრულების შემდეგ:

  • რომელსა გიპყრიან კიდენი ქვეყანისანი |
    საფლავსა დადება ჯერ-იჩინე ||
    რათა იხსნა კაცთა ბუნება განხრწნისაგან ჯოჯოხეთისა და უკვდავჰყო. |||

დიდება...

  • მაცხოვნენ ჩვენ ქრისტე |
    ვითარცა ღმერთმან ||
    მრავალმოწყალეო |||

აწ,და

  • რომელსა გიპყრიან კიდენი ქვეყანისანი |
    საფლავსა დადება ჯერ-იჩინე ||
    რათა იხსნა კაცთა ბუნება განხრწნისაგან ჯოჯოხეთისა და უკვდავჰყო. |||

სამოციქულოს წარდგომა:

► ყოველი ქვეყანა თაყვანისგცემდნენ შენ და გიგალობდნენ და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო! (?)

დიდი შაბათის წირვა
(მწუხრის ჟამნი ბასილი დიდის ლიტურღიასთან შეერთებული)

საწინასწარმეტყველოების ჩასართავები:

► რამეთუ დიდებით დიდებულ არს!

► უფალსა უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე!

„წმინდაო ღმერთო“-ს წილ...

► რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!

სამოციქულოს წარდგომა:

► ყოველი ქვეყანა თაყვანისგცემდნენ შენ და გიგალობდნენ და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო! (?)

81-ე ფსალმუნის ჩასართავი...

► აღსდეგ ღმერთო განსაჯე ქვეყანა რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა!

„რომელი ქერუბიმთა“-ს წილ

  • სდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი |
    და სდეგინ შიშით და კრძალულებით ||
    და ნურარას მსოფლიოსა შფოთსა იგონებნ, |||
    რამეთუ აჰა ესერა, შემოვალს მეუფე მეუფეთა |
    და უფალი უფლებათა ||
    და კვალად საჭმელად და მიცემად მორწმუნეთა |||

„და ვითარცა“-ს წილ

  • და მას წინა უძღვიან გუნდნი ანგელოზთანი, |
    მრავლთვალნი ქერუბიმნი. ||
    ექვს–ექვს ფრთენი სერაფიმნი, |||
    პირთა თვისთა დამფარველნი და ძრწოლით მღაღადებელნი |
    გალობასა ანგელოზებრივსა ||
    ალილუია, ალილუია, ალილუია. |||

„ღირს არსი“-ს წილ

  • ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, |
    რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა. ||
    რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ |||
    და მაღალ ვჰყვნე დიდებით, |
    სარწმუნოდ და სურვილით ||
    დაუცხრომელად შენნი მგალობელნი. |||

განიცადე

განიღვიძა ვითარცა მძინარემა უფალმა და აღსდგა და გვაცხოვნა ჩვენ ალილუია ალილუია ალილუია!

შენიშვნა: ამ დღის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.

(?) - დაზუსტდება...

ტეგები: Qwelly, გალობა, გარდამოხსნა, დატირება, ნოტები, საგალობლები, ტროპარი, ძლისპირი

ნახვა: 2639

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters