ფირუზ მახათელაშვილი • Firuz Makhatelashvili

ფირუზ მახათელაშვილი, Firuz Makhatelashvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, Kakheti, კახეთი, კახელი
მინაწერი ფოტოზე: თელაველი მომღერლები. ცენტრში ფირუზ მახათელაშვილი, გადაღებულია 10 ივლისს, 1949 წელს

1914 - 1970

      დაამთავრა მუსიკალური სკოლა; კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა; 1935 წლიდან ნავთლუღის რკინიგზის გუნდის ხელმძღვანელია, პარალელურად სასოფლო-სამეურნეო გუნდსაც უწევს ხელმძღვანელობას.

      1939 წლიდან თელავში გადადის სამუშაოდ; დაეკისრა რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის აღდგენა, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი; კახელი მომღერლების ტრადიცია აღადგინა. სამამულო ომის დროს იგი გამოდიოდა სამხედრო ნაწილების წინაშე.

      1947 წელს ახმეტის რაიონმა გუნდი ჩამოაყალიბებინა; თავი აქაც გამოიჩინა და ორი წლის შემდეგ ისევ თელავს დაუბრუნდა. აქ მასწავლებელთა სახლში თვითმოქმედი გუნდი შექმნა. ერთ ადგილას არ ამყოფებენ. თელავის კულტურის სახლთან გუნდი შექმნა.

      1953 წელს გორში მუშაობს საოლქო გუნდის ლოტბარად. ერთი წლის შემდეგ ისვე თელავს უბრუნდება. აქვე ჩამოაყალიბა ძაფსაღები ფაბრიკის თვითმოქმედი მომღერალთა გუნდი.ერთ ხანს რუსთავის ეთნოგრაფიული მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელია.

      1957 წლიდან ისევ თელავშია. რაიონისა და კულტურის სახლის გუნდებს ხელმძღვანელობს.

      თელავის გუნდებით წარდგა ბოლოდროინდელ (VII-IX) რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, სადაც თავი გამოიჩინა რეპერტუარითა და კარგი შესრულებით.

      ფირუზ მახათელაშვილი თვითმოქმედი კომპოზიტორი იყო. დაწერილი აქვს მრავალი ახალი სიმღერა ტექსტითურთ. შექმნა ახალი საკრავი «ჩანგური», რომელიც წარმოადგენს ჩონგურის, ფანდურისა და ჩანგის შერწყმას. მასზე შეიძლება შესრულდეს როგორც ხალხური, ისე კლასიკური ნაწარმოებები. განაგრძობდა მუშაობას ახალი სამხმიანი ჩასაბერი საკრავის შესაქმნელადაც.

      სხვა მოღვაწეებთან ერთად 1951 წელს მასაც მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

      სამწუხაროდ, იგი ადრე გარდაიცვალა - 1970 წელს.

"ფონდი ქართული გალობა"

იხილეთ, ფურიზ მახათელაშვილის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა: "ნუ გიყვარს ქალავ"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 793

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters