ქართლი - Qwelly2024-03-28T16:33:24Zhttps://www.qwelly.com/group/galoba/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noდავით კავსაძეtag:www.qwelly.com,2016-10-13:6506411:Topic:12020042016-10-13T13:33:02.410Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

დათაშკა კავსაძე • Tavit Kavsadze

1709 - 1952

კავსაძეების ოჯახიდან გამოსულს ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და უბადლო სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის დამახსოვრება, სამივე ხმის დაუფლება.

დავით კავსაძე დასავლეთ…

დათაშკა კავსაძე • Tavit Kavsadze

1709 - 1952

კავსაძეების ოჯახიდან გამოსულს ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და უბადლო სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის დამახსოვრება, სამივე ხმის დაუფლება.

დავით კავსაძე დასავლეთ საქართველოში აღიზარდა, საშუალო განათლებას იქვე ეზიარა, თან მუდამ მამის, ცნობილი სანდრო კავსაძის, გუნდებში მღეროდა. სანოტო სისტემა მამისაგან აითვისა, მაგრამ ამას როდი დასჯერდა. სამამულო ომის წინა წლებში ჩაირიცხა კონსერვატორიის სადირიჟორო კლასში, სადაც მას სპეციალობას ცნობილი ალ. გაუკი ასწავლიდა.

უფრო ადრე, როდესაც იგი კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასის სტუდენტად ითვლებოდა, სიმღერებს თხზავდა. მაშინ შექმნა «მოწინავეთა სიმღერა», «მუხამბაზი», «საკოლმეურნეო», «შაირული შეკამათება» და სხვა, რომელთაც გუნდები დღესაც წარმატებით ასრულებენ.

1937 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვსა და ლენინგრადში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა ბრწყინვალედ რომ ჩატარდა, ამაში საგრძნობი წვლილი ძმებს, გრიგოლ (გიგუშა) და დავით (დათაშკა) კავსაძეებს, მიუძღვით. მსმენელები იხიბლებოდნენ ძმების მიერ შესრულებული სოლოებითა და დუეტებით. ერთ რამედ ღირდა მათ მიერ ნამღერი «მეტივური», სადაც ძმები ოსტატურად იყენებდნენ როგორც პირველ, ისე მეორე ხმის ხვეულებს და ხალხური კოლორიტის სრული დაცვით აწვდიდნენ მსმენელებს ამ შესანიშნავ ხალხურ პოლიფონიურ სიმღერას.

დავითი კარგი ლოტბარიც იყო; ხშირად მამას ეხმარებოდა. წინასადეკადო მუშაობის დროს სიმღერას ასწავლიდა ანსამბლის წევრებს, ხშირად ცვლიდა კიდევაც თავის მამას; კონცერტებს ხელმძღვანელობდა, ლოტბარობდა.

დეკადის შემდეგ დავით კავსაძეს სავსებით მიანდეს აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაძღოლა. 1938-1940 წლებში მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და გააცნო მშრომელებს ქართული მუსიკალური ფოლკლორის სიდიადე, მელოდიურობა, პოლიფონიურობა.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცალცალკე არსებული ანსამბლების ერთ – საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გარდაქმნის შემდეგ (ხელმძღვანელი კომპოზიტორი გრიგოლ კოკელაძე), 1940 წელს დავით კავსაძეს მიენდო აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერების ლოტბარობა, რასაც იგი ჩვეული ოსტატობითა და უდიდესი მონდომებით ასრულებდა.

მუსიკალურ ფოლკლორზე დაყრდნობით, როგორც აღვნიშნეთ, დავით კავსაძე მრავალ ახალ, თანამედროვე ყოფის ამსახველ სიმღერებს თხზავდა, ეწადა ფართო მუსიკალური ტილოს შექმნაც. საამისოდ კალამიც მოიმარჯვა, მელოდიებს მოუხმო, მრავალხმიან ჰანგებთან შეჭიდება სცადა, მაგრამ დაიწყო დიდი სამამულო ომი და სხვებთან ერთად ისიც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

დავითი ფრონტიდან ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა. იგი ადრე, ორმოცდახუთი წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ძალა იქნებოდა ხალხური შემოქმედების სარბიელზე.

"ფონდი ქართული გალობა"

შალვა მშველიძეtag:www.qwelly.com,2016-05-26:6506411:Topic:11508282016-05-26T15:43:11.513Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

შალვა მშველიძე • Shalva Mshvelidze

1904 - 1984

თბილისში დაბადებული ბავშვი თავიდანვე სურამელი გლეხების გარემოცვაში მოექცა, რამაც განაპირობა მისი მომავალი დიდი სამუსიკო მოღვაწეობა.

მოწაფეობის წლებში, ხალხური სიმღერის ეშხით გატაცებული, მღეროდა…

შალვა მშველიძე • Shalva Mshvelidze

1904 - 1984

თბილისში დაბადებული ბავშვი თავიდანვე სურამელი გლეხების გარემოცვაში მოექცა, რამაც განაპირობა მისი მომავალი დიდი სამუსიკო მოღვაწეობა.

მოწაფეობის წლებში, ხალხური სიმღერის ეშხით გატაცებული, მღეროდა ია კარგარეთელის მოწაფეთა გუნდში. თექვსმეტი წლის ჭაბუკი სურამში შეხვდა დასასვენებლად ჩასულ ძუკუ ლოლუას, რომელმაც მისი მონდომებული დახმარებით გუნდი ჩამოაყალიბა; ძუკუს შემდეგ გუნდს თვითონ სურამელი მოწაფე ხელმძღვანელობდა. სურამსა და გორში კონცერტებს მართავდა, ხელს უწყობდა ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას.

ოცი წლის ჭაბუკი კონსერვატორიაში შევიდა. ჯერ საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობაზე, ხოლო შემდეგ, დიმიტრი არაყიშვილის რჩევით ბარხუდარიანთან, ბაგრინოვსკისთან და, უმთავრესად, შჩერბაკოვთან კომპოზიციაში მეცადინეობდა.

საგუნდო ხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტი ხშირად ესწრება კოტე ფოცხვერაშვილის აკადემიური გუნდის რეპეტიციებსა და კონცერტებს, გამოცდილებას იძენს, ცოდნას იღრმავებს, ფანქრით ხელში ზის კუთხეში და საგუნდო მელოდიებს ნოტებით ინიშნავს.

მშობლიური მუსიკალური საუნჯე ბავშვობიდანვე შეითვისა, ახლა კი, 1927 წლიდან, მონაწილეობს ექსპედიციებში ჯერ რიგით წევრად, შემდეგ კი - ხელმძღვანელად და სიმღერების ოსტატებისაგან იწერს ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. მან ღრმად შეისწავლა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბარის და მთის ხალხური სიმღერები, რამაც იგი გამოჩენილი კომპოზიტორი გახადა. მრავალი სიმფონია, კანტატა, ოპერა («ამბავი ტარიელისა» და «დიდოსტატის მარჯვენა»), საგუნდო სიმღერა, სკერცო, სიუიტა, რომანსი და სხვა ამშვენებს ჩვენი დროის დიდი კომპოზიტორის საკომპოზიციო პალიტრას. მისი დიდი შემოქმედების აღწერას ერთი წიგნიც კი არ ეყოფა. ეს არცა გვაქვს განზრახული, ამიტომ ხოლოდ მისი საზოგადოებრივი და საგუნდო მოღვაწეობით შემოვიფარგლეთ.

პედაგოგიური მოღვაწეობა სამუსიკო სასწავლებლებსა და კონსერვატორიაში, იქვე - დირექტორის მოადგილეობა სასწავლო-სამეცნიერო დარგში, ოპერის დირექტორობა, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სასწავლებლების განყოფილების უფროსობა, მრავალი წლის განმავლობაში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეობა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელობა, ოლიმპიადებისა და რესპუბლიკური კონკურსების ჟიურის წევრობა თუ თავმჯდომარეობა და კიდევ სხვა – ყოველივე ეს დიდებით მოსავს მის შრომას, მის სახელს. 1951 წელს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იქნა არჩეული.

ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებულს ჯერ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა.

"ფონდი ქართული გალობა"

დები თარხნიშვილებიtag:www.qwelly.com,2016-03-19:6506411:Topic:11161552016-03-19T11:12:03.804Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მარო თარხნიშვილი და ეკატერინე თარხნიშვილი

Maro Tarkhnishvili, Ekaterine Tarkhnishvili

ფოტოზე: მარო თარხნიშვილი

1891-1969

ხელიხელჩაკიდებულნი, მხარდამხარ იბრძოდნენ, რომ ხალხური სიმღერის სამსახურში მთელი სული და გული ჩაექსოვათ. ეკატერინე უკვე ცნობილი მომღერალი…

მარო თარხნიშვილი და ეკატერინე თარხნიშვილი
Maro Tarkhnishvili, Ekaterine Tarkhnishvili

ფოტოზე: მარო თარხნიშვილი

1891-1969

ხელიხელჩაკიდებულნი, მხარდამხარ იბრძოდნენ, რომ ხალხური სიმღერის სამსახურში მთელი სული და გული ჩაექსოვათ. ეკატერინე უკვე ცნობილი მომღერალი იყო, ხოლო მარო გაბედული, უნარიანი გოგონა. როცა გორში 1910 წელს მომღერალთა კვინტეტი შექმნეს გამართეს კონცერტები, გამოდიოდნენ საზეიმო საღამოებზე.

პირველი ლოტბარი ქალი მარო თარხნიშვილი საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, ფართო საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა. იგი უჩვეულო მოვლენაა ჩვენს სინამდვილეში; აქა-იქ ბუზღუნებდნენ, რა ქალის საქმეაო საჯარო სიმღერა, აბა, ეს ვის გაუგონიაო, კიცხავდნენ, კილავდნენ.

მაგრამ დები არ შემკრთალან, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, მით უფრო მეტი მონდომებით და გაბედულებით მიიწევდნენ, უფრო მეტ გასაქანს ეძებედნენ. დები შვიდი წლის შემდეგ თბილისში გადადიან, შვიდი მონაწილით მართავენ კონცერტებს. შესანიშნავად ჟღერს მათი სიმღერები. ეკატერინე ძველი ხალხური სიმღერების ღრმა ამჟღავნებს და მაროსთან ერთად ხალხური იერით ბრწყინვალედ ავლენს ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ფერადოვნებას. «მადლობა მარო თარხნიშვილს, რომელიც მუშებში დაუზარებლად აწარმოებს კულტურულ მუშაობას», - წერდნენ ნავთლუღელი მუშები.

ადრე, 1927, ხოლო შემდეგ 1935 წელს თარხნიშვილებს მოსკოვში აგზავნიან. იქ მათ ასახელეს საქართველოს ხელოვნება; წარმატებით გამოვიდნენ რადიოფესტივალში.

ოლიმპიადებში, პირველად ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისში მათი უკვე მრავალრიცხოვანი გუნდი პირველ ადგილზე გამოდის.

1937 წლის 3 ივნისს ოპერის შენობაში შედგა დების მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. უამრავი მისალმების შემდეგ კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ მაროსათვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების მინიჭების დადგენილების ტექსტი საზეიმოდ წაიკითხა. იმავე დადგენილებით ეკატერინეს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

კვლავ - მუშაობა; გუნდების ჩამოყალიბება, მოძმე რესპუბლიკებში გამართული კონცერტები, შრომა და კიდევ შრომა. ახლის ძიება, ახალი სიმღერების აღმოჩენა, რეპერტუარის გამდიდრება; მაროს ქალიშვილის, თამარის შესვლა გუნდში, მისი სოლო სიმღერების გაელვარება, სიმღერების დახვეწა, გამშვენიერება... საგუნდო საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის ქალბატონს – მარო თარხნიშვილს პირველს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება. კვლავ უბერებელი ხალისით შრომა... და ხელმეორედ დიდი ზეიმით აღნიშნული იუბილე რუსთაველის სახელობის თეატრში 1956 წლის 24 დეკემბერს.

"ფონდი ქართული გალობა"

სვეტიცხოვლის ქალთა გუნდიtag:www.qwelly.com,2015-12-28:6506411:Topic:10738232015-12-28T11:48:46.134Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

სვეტიცხოვლის მგალობელ ქალთა გუნდი

მოგზაურობა მთაში

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ჩვენს დედა-ეკლესიაში, გარდა…

სვეტიცხოვლის მგალობელ ქალთა გუნდი

მოგზაურობა მთაში

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ჩვენს დედა-ეკლესიაში, გარდა სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდისა, წირვა-ლოცვას თავისი ტკბილი ხმით ამშვენიერებს სვეტიცხოვლის ქალთა გუნდი. "მგალობელი დედები", როგორც მათ სვეტიცხოვლის მრევლი და სასულიერო პირები მოიხსენიებენ ხოლმე, ათეულ წელზე მეტია ტაძრის ერთგული მეხოტბენი არიან. 2000 წელს ისინი ტაძრის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა დეკანოზმა მიქაელმა (მაჭარაძე) შეკრიბა და სადაგ დღეებში, მაშინ როდესაც მამაო სამორიგეო მწუხრ-ცისკარსა და წირვას აღავლენდა, გოგონები მგალობლად დაადგინა. 2003 წელს სვეტიცხოველში ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი ისააკი (ღადუა) იკურთხა. გოგონები ამ დროისთვის უკვე პროფესიონალურ გალობას იყვნენ დაუფლებულნი და მამაომაც მათი გუნდის, სვეტიცხოვლის ვაჟ-მგალობელთა გუნდის გვერდით დააყენა და შაბათ-კვირას და სადაგ დღეებში გალობის კურთხევა გასცა.

მცხეთის მუსიკალური სახლი, მცხეთა, 2015

მას შემდეგ, სვეტიცხოვლის ქალთა გუნდი არ განშორებია მშობლიურ ტაძარს. გალობენ შაბათ-კვირას სრული შემადგენლობით და ასევე სადაგ დღეებში. გალობენ როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ კილოს, იქნება ეს გელათის სკოლა თუ შემოქმედის, გალობენ კარბელაშვილების კილოსა და კერესელიძის შეგრევებულ საგალობლებს. ამჟამად გუნდი 20-მდე წევრს ითვლის.

გუნდის ხელმძღვანელია ია ბაშარაძე.

სვეტიცხოვლის ქალ-მგალობელთა გუნდის წევრები:

I ხმა

ნებიერიძე ნინო

თავბერიძე თამარი

ხუბერაშვილი მარიამი

ხუბერაშვილი სოფიო

ბარისაშვილი ნელიკო

ჯანელიძე თამარი

II ხმა

ეთერაშვილი ეკატერინე

დანელია ლია

მრევლიშვილი ნუცა

ბარისაშვილი ნატალია

ყაზაიშვილი ქეთევანი

ხუბულოვი ნინო

III ხმა

ბაშარაძე ია

მამულაშვილი სოფიო

არეშიძე ნინო

ლომიძე თამარი

ყუბანეიშვილი ფატი

ალიბეგაშვილი ნანა

წმინდა ეკატერინეს მონასტრის ეზო, მცხეთა

ია კარგარეთელიtag:www.qwelly.com,2015-11-20:6506411:Topic:10583762015-11-20T10:00:39.301Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ილია კარგარეთელი • Ia Kargareteli

1867 - 1939

ია კარგარეთელი (ილია კარგარეთელი) დაიბადა სოფელ ერთაწმინდაში (კასპის რაიონი) 1867 წელს. ბავშვობაში მღეროდა სიონის ეკლესიის მგალობლებთან ერთად, აგრეთვე …

ილია კარგარეთელი • Ia Kargareteli

1867 - 1939

ია კარგარეთელი (ილია კარგარეთელი) დაიბადა სოფელ ერთაწმინდაში (კასპის რაიონი) 1867 წელს. ბავშვობაში მღეროდა სიონის ეკლესიის მგალობლებთან ერთად, აგრეთვე ლადო აღნიაშვილის გუნდში. სიმღერაში ამეცადინებდა ქართული გუნდის ხელმძღვანელი იოსებ რატილი.

მოსკოვის ფილარმონიასთან არსებულ მუსიკალურდრამატულ სასწავლებელში სწავლის დროს ია კარგარეთელმა დააფუძნა ქართული მუსიკის საღამოები (გამოდიოდა როგორც მომღერალი და გუნდის ლოტბარი). 1891 წელს მოსკოვში გამოსცა ნაშრომი ქართული მუსიკის რაობა და ქართული მუსიკალური საკრავები.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1896 წლიდან ია კარგარეთელი ხდება თბილისის საოპერო ტეატრის პირველი ქართველი სოლისტი მომღერალი (შემდგომ იმავე თეატრში რეჟისორად მუშაობდა). ია კარგარეთელმა ქართულად თარგმნა 12 ცნობილინოპერის ლიბრეტო. როსინის სევილიელი დალაქი თბილისის საოპერო ტეატრის სცენაზე ქართულად მისი დადგმით აჟღერდა.

ია კარგარეთელს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ფილარმონიული საზოგადოებბის შექმნაში (1903წ). 1910 წელს ჩამოაყალიბა ქართული საგუნდო საზოგადოება.

ია კარგარეთელი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

სხვადასხვა წლებში (1890, 1909, 1912) გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების სამი კრებული.

ია კარგარეთლის შესანიშნავი რომანსები (მშვენიერთა ხელმწიფევ, არაგვი, შევიშრობ ცრემლსა, ორთავ თვალის სინათლევ, შენ გეტრფი მარად, და სხვ.) დღესაც ამ ჟანრის კლასიკად მიიჩნევა.

ია კარგარეთელმა ერთერთმა პირველმა ჩაწერა ფირფიტაზე 8 ქართული რომანსი და რამდენიმე საგუნდო სიმღერა

"ფონდი ქართული გალობა"

მიხეილ კავსაძეtag:www.qwelly.com,2015-07-23:6506411:Topic:10119522015-07-23T07:16:12.648Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მიხეილ კავსაძე • Mikheil Kavsadze

1880 - 1951

პაპა გრიგოლი და მამა ლონგინოზი სოფელ ხოვლეში კარგი მომღერალ-მგალობლები ყოფილან. მიხეილსაც გამოჰყვა სიმღერის ნიჭი. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ - თბილისის სემინარიაში. ბავშვობაში მოსმენილი ჰქონდა…

მიხეილ კავსაძე • Mikheil Kavsadze

1880 - 1951

პაპა გრიგოლი და მამა ლონგინოზი სოფელ ხოვლეში კარგი მომღერალ-მგალობლები ყოფილან. მიხეილსაც გამოჰყვა სიმღერის ნიჭი. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ - თბილისის სემინარიაში. ბავშვობაში მოსმენილი ჰქონდა აუშევისა და რატილის ხელმძღვანელობით არსებული გუნდების სიმღერები, რამაც მას ლოტბარობის ჟინი აღუძრა.

არეულობის გამო სემინარიიდან გამორიცხული, თბილისის ქართულ გიმნაზიაში ორ წელიწადს სწავლობდა. აქ მას ბევრი რამ ასწავლა ხალხური სიმღერების შემკრებმა ზაქარია ჩხიკვაძემ.

ჩვიდმეტი წლისა იყო, მოსკოვში რომ გაიპარა, სადაც სარეგენტო კურსებზე შესვლას ფიქრობდა, მაგრამ ეს უსახსრობის გამო ვერ განახორციელა; რამდენიმე თვე მაინც მოახერხა რუსულ საეკლესიო გუნდში გალობა; მოუსმინა სლავიანსკის გუნდს, შალიაპინს, სობინოვს და სხვა. ერთხელ არხანგელსკის საეკლესიო გუნდის გალობასაც დაესწრო.

თბილისში რომ დაბრუნდა, თვრამეტი წლისამ საამხანაგო გუნდი დააარსა; გუნდმა მხოლოდ ორ წელიწადს იარსება. გულმოდგინედ სწავლობს სიმღერებს რატილისაგან და ია კარგარეთელისაგან. ათი წლის განმავლობაში გუნდებში თავისი ბიძის, სანდრო კავსაძის, მოადგილედ მუშაობს, ხოლო სანდროს ჭიათურაში გადასვლის შემდეგ სათავეში უდგება მის გუნდს და აწყობს საკონცერტო მოგზაურობას საქართველოს დაბა-ქალაქებსა და სოფლებში. ინიციატივიანი და მონდომებული მუშაობის წყალობით გუნდი გააძლიერა, 50 კაცამდე გაზარდა და საქართველოს ყველა კუთხეს მოჰფინა ხალხური ჰანგები. უდიდესი კულტურული მოვლენა იყო იმ დროს (1908-1930) გუნდის ესოდენ დიდი მუშაობა.

მიხეილ კავსაძის მუშაობის მეორე, უფრო პროდუქტიული პერიოდი საბჭოთა წესწყობილებას უკავშირდება. ოცდაათი წელიწადი ემსახურებოდა ხალხური სიმღერების გაფურჩქვნას ეს ამაგდარი ოსტატი. ვინ ჩამოთვლის, თუ სად და როდის დაუარსებია გუნდი. რომელი თავისი მოწაფე სად დაუყენებია ლოტბარად, რომელი მომღერალ-სოლისტი მოწაფე გამოუვლენია.

დღენიადაგ მუშათა კლუბებში მღვაწეობდა; გორი იყო მისი სამოღვაწეო ადგილი. ხალასი ხალხური სიმღერები, საფანდურო შაირები, ხალხური ცეკვები, სახუმარო მუსიკალური სცენები – აი, მისი საშრომ-საძიებელი საქმე. სულ 54 წელიწადი იმუშავა. გუნდმა ილიასა და აკაკის დასაფლავებაზე მიიღო მონაწილეობა. გამოდიოდა კოტე მესხის, ლადო მესხიშვილის, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვათა იუბილეებზე. მის არქივში ინახება მრავალი საინტერესო ძველი სიმღერა-გალობა ნოტებზე გადაღებული.

მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება

"ფონდი ქართული გალობა"

სანდრო კავსაძეtag:www.qwelly.com,2015-07-20:6506411:Topic:10100872015-07-20T08:35:58.350Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

სანდრო კავსაძე • Sandro Kavsadze

1874 - 1939

გორის სასულიერო სასწავლებელში სიმღერის მასწავლებელი…

სანდრო კავსაძე • Sandro Kavsadze

1874 - 1939

გორის სასულიერო სასწავლებელში სიმღერის მასწავლებელი სიმონ გოგლიჩიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ხალხურ სიმღერას უთმობდა. ნიჭიერ მოწაფეს, კარგი ხმის მქონე სანდრო კავსაძეს სიმონმა უფრო გაუორკეცა სიმღერის სიყვარული, როცა იგი საგუნდო საქმეში თავის თანაშემწედ დანიშნა.

თბილისის სემინარიიდან არეულობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. თავდაპირველად მღეროდა ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებულ გუნდში. მალე ისევ გორს დაუბრუნდა, აქ გუნდი შექმნა. ცხრამეტი წლისა იყო, როცა თბილისის ერთ-ერთ სასწავლებელში მასწავლებლობა დაიწყო; თან გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა თბილისსა და გორში, ხაშურსა და თელავში, სიღნაღსა და ქუთაისში. იშვიათია ისეთი ქალაქი, დაბა, სადაც მას კონცერტი არ გაემართოს.

1911 წლიდან მის გუნდს მიხეილ კავსაძე გაუძღვა, თვითონ კი ტყიბულსა და ჭიათურაში შეუდგა მუშათა გუნდების ჩამოყალიბებას. საქართველოს I, II და III ოლიმპიადაზე ჭიათურის გუნდი გამარჯვებით გამოდის. მრავალი მომღერალი და ლოტბარი ჰყავს გამოზრდილი.

1930 წელს გაიმართა მისი მოღვაწეობის 30 წლის იუბილე; საღამოზე შეასრულა "ურმული", "მთაო, გადმიშვი" და სხვ. ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და უანგარო მოღვაწეობისათვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1935 წლიდან ქართული ხელოვნების დეკადისთვის მზადებასთან დაკავშირებით ტყიბულიდან ისევ თბილისში გადმოიყვანეს. უნარიანად გაუძღვა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ასკაციან ანსამბლს და იგი წარმატებით გამოიყვანა დეკადაზე, რაც, გარდა სიმღერების ოსტატური შესრულებისა, შერჩეულმა რეპერტუარმაც განაპირობა. მისი ხელმძღვანელობით მაშინ დიდებულად გაჟღერდა: "ჩაკრულო", "მეტივური", "ზამთარი", "გაფრინდი, შავო მერცხალო", "არაგვისპირული ლაშქრული", "არა მწადია ცხვარშია" და სხვა მრავალი.

დეკადის შემდეგ ვეღარ განაგრძო მუშაობა. სისუსტეს და ყელის საშინელ ტკივილებს დეკადის დროსაც გრძნობდა. სამწუხაროა, რომ სწორედ ყელი აღმოაჩნდა დასნეულებული, ყელი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამარჯვებისაკენ უკაფავდა გზას.

"ფონდი ქართული გალობა"

კასპის, თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდიtag:www.qwelly.com,2015-05-03:6506411:Topic:9637022015-05-03T17:13:53.391Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

კასპის, თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია თარიღდება ფეოდალური ხანით. ტაძარი ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში დაანგრიეს. XX საუკუნის 90-იან წლებში ღვთის მადლით ტაძარი აღდგა, განახლდა, გამშვენდა და მოიხატა. ამის შემდეგ კი ტაძარში წირვა-ლოცვა კვლავ აღესრულება, კვლავ დაიკვლის…

კასპის, თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია თარიღდება ფეოდალური ხანით. ტაძარი ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში დაანგრიეს. XX საუკუნის 90-იან წლებში ღვთის მადლით ტაძარი აღდგა, განახლდა, გამშვენდა და მოიხატა. ამის შემდეგ კი ტაძარში წირვა-ლოცვა კვლავ აღესრულება, კვლავ დაიკვლის მაცხოვარი მიმღებელთა მისთათვის და კვლავაც გალობენ ალილუიას...

ტაძარში გალობა 2000 წლიდან აღდგა. არის ინფორმაცია, რომ მგალობელთა გუნდი კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარს ისტორიულად სულ ჰყავდა, მაგრამ გასულ საუკუნეში არათუ გალობა, თვით ტაძარის დანგრეული გახლდათ... ამჟამად ტაძარს მგალობელთა გუნდი ჰყავს, რომელიც ყოველ წირვა-ლოცვას მეტად იდუმალსა და ლამაზს ხდის. ათბობენ ტაძრის კედლებსა და მრევლს თავისი კეთილხმოვანებით..

წმინდა თეოდორე ტირონის მგალობელთა გუნდის რეგენტია ეკატერინე ყაზარაშვილი. მან დაამთავრა თბილისის, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. გარდა საეკლესიო მსახურებისა, ეკატერინე ასევე, კასპელს ახალგაზრდებს ასწავლის გალობას.

მგალობელთა გუნდი კანონიკურ საგალობებს ასრულებს, ძირითადად კარბეელაანთ კილოს და გელათის სკოლის ჩანაწერებიდან.

გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ეკატერინე ყაზარაშვილი

გუნდის წევრები:

პირველი ხმა - მაკა რუსიშვილი

მეორე ხმა - მაკა თათრიშვილი

მესამე ხმა - თეა პაიჭაშვილი

მცხეთის, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდიtag:www.qwelly.com,2015-04-30:6506411:Topic:9615542015-04-30T10:42:16.103Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მცხეთის, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი ყოველ შაბათ-კვირას გალობს საღმრთო მსახურებაზე. შაბათს წირვაზე, შემდეგ საღამოს მწუხრ-ცისკარსა და კვირა დილის ლიტურღიაზე მოსულ მრევლს კეთილხმოვანებით ატკბობს, ხსნის ხორცის საკვრელისაგან სულს და…

მცხეთის, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი ყოველ შაბათ-კვირას გალობს საღმრთო მსახურებაზე. შაბათს წირვაზე, შემდეგ საღამოს მწუხრ-ცისკარსა და კვირა დილის ლიტურღიაზე მოსულ მრევლს კეთილხმოვანებით ატკბობს, ხსნის ხორცის საკვრელისაგან სულს და შეასხამს ფრთებს.

გუნდი თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა 2009 წელს. იქამდე სხვა შემადგენლობა იყო. ძველი გუნდიდან ახლა მხოლოდ რეგენტი - ნინო ჯალაღონია შემორჩა ტაძრის მგალობელთა შორის, რომლის მეცადინეობით და მოწადინებით რამდენიმე გოგონამ შეისწავლა ქართული გალობა და დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს მგალობელთა სტაბილური გუნდი ჰყავს. ნინო ჯალაღონია 2003 წლიდან გალობდა წმ. იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის ტაძარში, იქიდან კი 2008 წელს გადმოვიდა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში და იმ წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს გუნდს.

გუნდი ძირითადად ასრულებს ქართლ-კახურ საგალობლებს, ასევე გელათის სკოლის რამდენიმე გალობას.

გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ნინო ჯალაღონია

გუნდის წევრები:

I ხმა

გვანცა იორდანიშვილი (09/10/1989), 2009-2011 წლებში გალობდა სვეტიცხოვლის ქალთა გუნდში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გალობს 2012 წლიდან.

თამუნა ტატუაშვილი (12/01/1994), გალობს 2012 წლიდან.

რუსუდან სიმონიშვილი (16/01/1994), გალობს 2012 წლიდან.

II ხმა

ელენე კალანდაძე (24/12/1988), 2009 წლიდან გალობს სვეტიცხოველში. 2012 წმ. დავით აღმაშენებლის მონასტერში, ხოლო 2013 წლიდან წმ. გიორგის ტაძარში.

თამარი (თაკო) ხურიშვლი (30/10/1990), გალობს 2010 წლიდან.

თამთა მაისურაძე (09/11/1991), გალობს 2012 წლიდან.

თინათი ბერუკაშვილი (13/06/1987), გალობს 2009 წლიდან.

მარიამ ხიზანიშვილი (17/02/1991), 2012-2013 წლებში გალობდა გლდანის კირიონ მეორის სახელობის მამათა მონასტერი. 2013 წლიდან გალობს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.

III ხმა

ლაურა ბურდული (04/08/1968), 1993 წლიდან გალობს წილკნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძარში, 2007 წლიდან ახალ უბნის ივერიის ღვივთისმშობლის ტაძარში, წმ გიორგის სახელობის ტაძარში გადმოვიდა 2009 წელს.

სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდიtag:www.qwelly.com,2015-04-25:6506411:Topic:9584002015-04-25T07:58:58.731Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

სვეტიცხოვლის მგალობელ ვაჟთა გუნდი

სვეტიცხოვლის მგალობლები - კვართის მგალობლები

XIX საუკუნის 70-იან წლებში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, გაზეთი დროება წერდა: რადგან წირვა-ლოცვა და გალობა ქართულად არ შესრულდა, საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ტაძარში…

სვეტიცხოვლის მგალობელ ვაჟთა გუნდი

სვეტიცხოვლის მგალობლები - კვართის მგალობლები

XIX საუკუნის 70-იან წლებში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, გაზეთი დროება წერდა: რადგან წირვა-ლოცვა და გალობა ქართულად არ შესრულდა, საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ტაძარში არც კი შესულან, დღესასწაული ეზოში აღნიშნეს.

ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სასულიერო კერებში. მისი გამრავალხმიანების პროცესი VIII-IX საუკუნეებიდან უნდა ვივარაუდოთ. ცნობილი იყო ბეთანიის, მარტვილის, შემოქმედის, დავით გარეჯის, შიომღვიმის, მარტყოფის, ფიტარეთის, სვეტიცხოვლის მგალობელთა სკოლები. თითოეულ ამ ცენტრს, ქართული საეკლესიო გალობის საერთო მახასიათებლებთან ერთად, გალობის თავისი, სპეციფიკური ნიშანთვისებები ჰქონდა. დღეს, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს ქართული მრავალხმიანი საგალობლების დაცვასა და განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. მათაც, ყველა მათი წინამორბედის მსგავსად კვართის მგალობლები ჰქვიათ!

სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა სვეტიცხოვლის მგალობლები განსაკუთრებული პატივით შეამკო და ეს პატივი შთამომავლობას ანდერძად დაუბარა. მოგვიანებით, უფლის განგებით, ტაძრის მგალობელთა გუნდმა ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის მისია იტვირთა. მოგეხსენებათ, ძმები კარბელაშვილების გალობა, ე.წ. "კარბელაანთ კილო" წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლო ტრადიციას, ე.წ. "ქართლ-კახურ გალობას". ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს გვაწვდის დეკანოზი პოლიევქტო კარბელაშვილი წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" (კარბელაშვილი პოლიევქტო. 1898:89), რომელშიც ვკითხულობთ, რომ ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის ინიციატივით, 1764 წელს გამართული საგანგებო კრების დადგენილებით მღვლდელთმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს დაევალათ "მგალობელთა გუნდთა შედგენა ყველა სამღვდელთმთავრო ტაძრებთან, ძველებრ. ამისთვის სვეტიცხოველში დაარსდა დიდი საკათალიკოსო სკოლა, სადაც ყრმანი მოსწავლენი სხვადასხვა საგნებთან ერთად სწავლობდნენ ქართულ გალობასაცა. როგორც ძველად, ამ სკოლაში მოუყარეს თავი დიდ საგვარეულოთა შვილებს, მალე გაიმართა ორ გუნდად გალობა. ამ სკოლიდან მოეფინა სწავლა-მეცნიერება ქართლ-კახეთსა" (კარბელაშვილი პოლიევქტო. გვ. 69-70). ამრიგად ჩამოყალიბდა სვეტიცხოვლის საკათალიკოსო სკოლა, სადაც გალობას ასწავლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან საგანგებოდ მოწვეული ცნობილი მგალობლები. საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის საგალობო ტრადიციას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გალობის აღორძინების მისია იტვირთა, არც კარბელაშვილების წინაპრები აუვლიდნენ გვერდს. ამიტომ, საკმაო საფუძველია იმისა, რომ ე.წ. "კარბელაანთ კილო" მოვიხსენიოთ, როგროც სვეტიცხოვლის საგალობო სკოლის დღემდე შემორჩენილი ნიმუში.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ფაქტობრივად წარმოაგენს სვეტიცხოვლის საგალობო საკათალიკოსო სკოლის მემკვდირეს და დღემდე პირნათლად იცავს იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც წილად ხვდა. მას სრულიად გამორჩეული მდგომარეობა უკავია საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში.

სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს ქართული მრავალხმიანი გალობა ისმის. ეს გუნდი შეიქმნა 1994-95 წლებში, მამა იოაკიმეს (ასათიანი) ლოცვა-კურთხევით, რომელიც იმ პერიოდში იყო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. გუნდი თავდაპირველად ასრულებდა კილოს, რომელსაც სიონურს უწოდებდნენ, ვინაიდან იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ქართული საგალობლები და სხვადასხვა სკოლის ჩანაწერები დაბეჭდილი და გამოცემული. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულში, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის ინიციატივით მოხდა ძველი ხელნაწერების გაშიფვრა და წიგნად გამოცემა. პარალელურად საქართველოს სამოციქულო მართლამადიდებელი ეკლესიის წმინდა სიმოდმა მიიღო განჩინება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეკლესია-მონასტრებში ქართული გალობა აღვლენილიყო. სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდიც დიდი სიხარულით და მონდომებით შეუდგა ამ საგალობლების შესწავლას და საკმაოდ მცირე დროში ხარისხიანად აითვისეს გუნდის წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ მგალობელთა უმრავლესობას მუსიკალური განათლება არ აქვს. სვეტიცხოვლის გუნდში სხვადასხვა თაობის მგალობლები არიან. ბევრი მათგანი საკვირაო სკოლიდან მოდის, რომელიც სვეტიცხოველთან რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

დღეს სვეტიცხოვლის გუნდი 30-მდე მგალობელს ითვლის.

გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ილია ოსეფაშვილი

მნიშვნელოვანი თარიღები:

• 2016 წელი (9-15 მაისი) - სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, სვეტიცხოვლის წინამძღვართან, არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად იმყოფებოდა ისრაელში, სადაც პირველად, მრავალი საუკუნის შემდეგ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, 14 მაისს, თამარობას, წირვა ქართული გალობის თანხლებით, ქართულ ენაზე აღავლინეს. ამ დღის ფოტოალბომები იხილეთ აქ.

• 2016 წელი (8 ივნისი) - რუსთაველის თეატრში, ფონდი "ქართული გალობის" მიერ გამართულ დაჯილდოება-კონცერტზე,სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, დაჯილდოვდა ნომინაციში "გალობის მოამაგენი". იხილეთ დაჯილდოების ვიდეო და ფოტო არქივი.

გუნდის წევრები:

I ხმა

იაკობიძე მამუკა

კაპანაძე ირაკლი

კაციტაძე ლექსო

პაპუნაშვილი გიორგი

II ხმა

ალიბეგაშვილი მიხეილი

ბაზალელი ვალერი

ბირთველიშვილი ლევანი

გიუტაშვილი დავითი

გოგიძე მიხეილი

კაკაბაძე გიორგი

ლორთქიფანიძე გიორგი

მერებაშვილი გიორგი

მჭედლიშვილი გიორგი

პეტრიაშვილი ზურაბი

III ხმა

ბურდული გურამი

გელაშვილი ვალერიანი

გარსევანიშვილი ბესარიონი

გელიშვილი ნიკოლოზი

ზურაბიშვილი თემური

იაშვილი ზურა

კვაბზირიძე გიორგი

მახარაშვილი მამუკა

ოსეფაშვილი დავითი

ჩილინდრიშვილი ლაშა

ჩუბინიძე არჩილი

იხილეთ:

სვეტიცხოვლის მგალობლების ვიდეოები

სვეტიცხოვლის მგალობლების ფოტოები