კარგია როდესაც ისტორიას კითხულობ, გადაშლი წიგნს და გააცოცხლებ უამრავ გმირს, წინაპარს, წარსულის ლანდს. შენს თვალწინ ივლიან მაკედონელი და ბონაპარტი (თუ ფანტაზია გყოფნის მათ აომებ კიდეც), კეისარი და სტალინი. გიორგი ბრწყინვალე და ფარნავაზი, ლაშა-გიორგი სულაც არ იქნება "მემთვრალე და მემრუშეთა მეგობარი", არც ინკვიზიციას დახატავ მაინცდამაინც მძაფრ ფერებში და არც მაიას ტომს დაეგები ფერხთით როგორც ცივილიზაციის საწყისს.
ეს ძველად... მაშ, შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეიქმნა ისეთი მოწყობილობა რომელიც წარმოსახვას "არეალურებს". აქ ვეღარ წარმოიდგენ! აქ ხედავ და მოგწონს, აქ ხედავ და გრზნობ ემოციას.
ამ პოსტი მინდა წარმოგიდგინოთ მეოცე საუკუნის, 30_იანი წლების ფოტოებიდან რამდენიმე. ვფიქრობ ნანახი თქვენთვისაც შთამბეჭდავი იქნება.
ამჯერად:
ეს ჰოლანდიელი ბიჭუნა, 30 წლების ფოტოგრაფიის ნამვდილი მონაპოვარია, მისი მეტყველი სახე, თვალები ყოველთვის აოცებდა მნახველს. ზურგზე მოკიდებული ბალისი მას მტკივნეული დაცემისგან იფარავს.
ვერ გეტყვით რისი სიმბოლო იყო ეს ულვაში, მაგრამ ფაქტია რომ ამ ცეკვას ასე უხდებოდა.
ეს ფოტო გადაღებულია ჰარი ბარნეტ_ის მიერ, პასაენაში სადაც აინშტაინი ასწავლიდა. აინშტაინმა დაინახა თავისი "ხის ორეული" Teatro Torito_ს წინ და კმაყოფილ სახეზე სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა. მერე ჟაკეტის საგულის ჯიბიდან ფანქარი და ფურცელი ამოაძვრინა და წერელი გაამადა, სადაც გერმანულად ეწერა: "ეს მარიონეტი არ არის საკმარისად მსუქანიო". გულიანად გაიცინა და ფურცელი თოჯინას მუცელში შეუცურა რათა ცოტა "ფერი" მისცემოდა ჩამომხმარ "ალბერტუნას".
საბჭოთა კავშირის დიდ ბელადს, ეს ფოტო გადაუღო მისმა მცველმა, ფოტოგრაფიით გატაცებულმა Nikolai Vlasik_მა. 60_იან წლებში კი Vlasik_ის ფოტოები ნამდვილი სენსაცია იყო იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთებისთვის.
ფოტოგრაფმა დაიჭირა გადასაღები მოედანი 1939 წელს, მაშინ BBC იღებდა სიუჟეტს პრგორამისთვის Driving Error_ს, ხოლო ეს ფოტო კი იქვე მდგომმა პაპარაცმა გადაიღო თავისი ჟურნალისთვის - ყოველდღიური მაცნე.
გიჟები ყველა დროში ყოფილან. ბაწარი გააბეს მდინარის თავზე და მატარებლის ბორბლიანი მანქანით გადაიკუსკუსეს ზედ. (P.S. საცურაო კოსტუმებით).
არ ვიცი რისთვის უნდოდათ ამდენი, მაგრამ ხომ ხედავთ თქვენი თვალით ქურთუკების შენობა დგას!
30 წლებში გადაღებული ფოტო ამ გიგანტური კაშხალის მშენებლობისას.
სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და თავისი ტავი მიატყეპა შენობას წინ. ეს იყო იმ დროის და ალბათ დღემდე გასაოცარი პოლიტიკური პოსტერი.
ხელსაწყო რომელიც იდეალურ სილამაზეს ეძებდა.
ტეგები: Qwelly, ისტორია, რეტრო, საინტერესო, ფოტოგრაფია
გენიალურ ფოტოებზე და წარსულზე, რატომღაც ეს მეორე და უმაგრესი პოსტი გამახსენდა ლაშ
http://www.qwelly.com/group/art/forum/topics/6506411:Topic:98654
მეორე ფოტოზე ქალბატონები რომ ცეკვავენ მსგავს ცეკვას ვცეკვადი ღრმა ბავშვობაში,"შლიაპებით" და ჯოხით ხელში:))) ცეკვას "ჩარლი" ერქვა,მაგრამ ულვაშები არ მქონია:))) ამ პოსტს მადლობა ბავშვობა რომ გამახსენაა:))))))
არადა სულ არ გეტყობა თამუნ ასაკი :(
თამუნა გოგინაშვილი said:
მეორე ფოტოზე ქალბატონები რომ ცეკვავენ მსგავს ცეკვას ვცეკვადი ღრმა ბავშვობაში,"შლიაპებით" და ჯოხით ხელში:))) ცეკვას "ჩარლი" ერქვა,მაგრამ ულვაშები არ მქონია:))) ამ პოსტს მადლობა ბავშვობა რომ გამახსენაა:))))))
არ ვიმჩნევ ასაკს:)))თავშენახული ვარ:)))))
maiko ratiani პროპორციებით. ხელსაწყო ზომავს ცხივრის, პირის, თვალების, შუბლის, ლოყების და ა.შ. პროპორციულობას :))
maiko ratiani_მ თქვა:
ბოლო ფოტომ დამაინტრიგა,ნეტა თუ იპოვა იდეალური სილამაზე ან კიდევ როგორ აფასებდა ეს ხელსაწყო სილამაზეს:D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•