ვისაც უნახავს 20 საუკეთესო ხედი დედამიწაზე, მისთვის გასაკვირი არ იქნება თუ რა ძლიერ მომწონს ეს პლანეტა...
ამიტომ ხშირად ვცდილობ შემოვკრიბო ფოტოები, რათა კიდე უფრო გავამძაბრო თქვენი სწრაფვა ამ წარმავლი სამყაროდან, იმ წარუვალი სამყაროსკენ, რომელზეც ამბობენ რომ ნამდვილი სილამაზე იქ არისო...
მაშ ასე, თვალი მომავლოთ ჯერ კიდევ უცნობ დედამიწას...
ჩრდილოეთით, 100 მილის დაშორებით ქალაქ რენოდან, ნევადის შტატში, არის პატარა დასახლება გერლეჩი. კიდევ ოცი მილი და თქვენ აღმოჩნდებით "მფრინავ რანჩო"_ში რომელიც ცნობილია გასაოცარი გეიზერებით. მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური სანახაობით...
აქაურობის მთელ ხიბლს წარმოადგენს ის ხავსები, ჩვენთან წყალწაღებული რომ ეჭიდება და ნევადაში ტურისტი რომ სურათს უღებს. წყლალში თერმოფილიკების შემცველობამ, გამოიწვია ეს პატარა შეფერილი გორაკები, რომლებსაც ხავსი ისე მშვენიერად მოედო, რომ თვალწარმტაც სანახაობას წარმოაჩენს დამთვალიერებლისთვის!
გავაგრძოთ წყლის თემატიკა და თვალი შევავლოთ საჭყუმპალაოებს...
უფასო, ბუნებრივი აუზი ღია ცის ქვეშ. ნეტარებაა ნამდვილი
წყალი შეიცავს: ნახშირორჟანგ-ბიკარბონატ-სულფატ-ტუტის ნაერთს ☺ რომელსაც მძაფრი სუნი და გემო აქვს გოგირდის და შესაბამისად მისი შემცველიც გახლავთ
ძალიან მინდა გითხრათ რომ ეს ყოველივე ბუნებრივია, მაგრამ არა - ეს გრანდიოზული ციხე-სიმაგრე ეკუთვნის, ყინულის ხელოვნებით გატაცებულ იუტას ბრედ კრისტენსენს. ალბათ სასახლე თოვლის დედოფალს აუშენა მაგრამ ის არ გამოცხადდა, სამაგიეროდ მისმა პატარა შვილმა დიდი მადლობა გადაუხადა "ყინულისმთლელ" მამიკოს.
გახსოვთ ხეების სიყვარულით გაჟღენთილი პოსტი? ვისაც გახსოვთ, მათ ნანახიც გექნებათ ეს საოცარი და მზედამაბნელებელი ტყე... ვისაც არ გიანხავთ კიდე, ახლა ისიამოვნეთ...
15 კვადრატული კილომეტრის ფართობის ეროვნული პარკი იაპონიაში. ძველი დედაქალაქიდან, კიოტოდან ნახევარი საათის სავალზეა და წარმაოდგენს არა მხოლოდ ნაციონალურ, არამედ მსოფლიო საგანძურსაც.
მისეირნობ რა ამ უჩვეულოდ თვალწარმტაც ხეებს შორის, მიუყვები ბილიკებს და უსმენ მუსიკას. დიახ, იაპონიის ამ ყველაზე გემრიელად მოსანახულებელ ადგილს, ერთი დამატებითი ნიშაც აქვს. გარდა იმისა რომ მსგავსი ტყე სანახაობრივად უნიკალურია, აქ ქარის ოდნავი ამოვარდნისას, არა ფოთოლთა შრიალი, არამედ ბამბუკებს შორის მოძარვ-მოხეთქებულ-შემოტყლაშუნებული ბგერები ისმის...
ეს ადგილი ალბათ ყველას უნახავს, ვისაც კი ოდესმე ამერიკული ფილმი უნახავს ვერსტერნის ელემენტებით...
აშშ, არიზონას შტატი, მდინარე კოლორადო და მის ხეობაში წარმოქმნილი კოლორადოს დიდი კანიონი - ეს ყველამ ვიცით. აი, ამ კანიონის ერთ-ერთი სანახაობრივი ადგილი კი გახლავთ ცხენის ნალი.
ზააფხულის შუა რიცხვებში, მდინარის პირასაც კი ისეთი სიცხეა, ვიდრე წასვლას გადაწყვეტთ ცხენის ნალებიან ფეხსაცმელზე ნაკლებ გამძლეს ნუ წაიღებთ, თორემ შეიძლება ლაშქრობისას ზედ შემოგადგენთ... ☺
კარგით, დღეს გვეყოფა მსოფლიოთი ტკბობა...
ცოტა მერესთვის შემოვინახოთ...
რა თქმა უნდა - გაგრძელება იქნება...
ტეგები: Earth, Qwelly, არიზონა, აუზი, ბუნება, გეიზერი, გოგირდი, დედამიწა, ქველი, ყინული
pirveli foto rom vnaxe, gavifiqre ra itallia, ris italia, aq minda wasvlatqo, magram vin gacala am azrze yofna :D ar wamomichima lashikom italiis fotoc:D ras merchodi, sait wavide axla? :D
თამო, ქველი ტურს შემოგთავაზებ და რამდენიმე ქვეყანაში რომ იყოს არ გინდა? :D :D
თამუნა შურღაია_მ თქვა:
pirveli foto rom vnaxe, gavifiqre ra itallia, ris italia, aq minda wasvlatqo, magram vin gacala am azrze yofna :D ar wamomichima lashikom italiis fotoc:D ras merchodi, sait wavide axla? :D
marto tvalebit ro viyo egre ar minda, mtliani me-ti minda :D
LsHისა_მ თქვა:
თამო, ქველი ტურს შემოგთავაზებ და რამდენიმე ქვეყანაში რომ იყოს არ გინდა? :D :D
თამუნა შურღაია_მ თქვა:pirveli foto rom vnaxe, gavifiqre ra itallia, ris italia, aq minda wasvlatqo, magram vin gacala am azrze yofna :D ar wamomichima lashikom italiis fotoc:D ras merchodi, sait wavide axla? :D
მონდომების ამბავია თამუნ :D :D :P
კარგი ქველობა, კარგი მოგზაურობა :P :D
თამუნა შურღაია_მ თქვა:
marto tvalebit ro viyo egre ar minda, mtliani me-ti minda :D
აუუ რა სილამაზეააა))) დიდს სიამოვნებით გავემგზავრებოდიიი ოჯახთან ერთაად )))მმმმმმ მინდაა
ქრისტი, ესენი მსოფლიოს ალაგ-ალაგ არიან და შენ რომელში წახვალ პირველად? :P
qristii_მ თქვა:
აუუ რა სილამაზეააა))) დიდს სიამოვნებით გავემგზავრებოდიიი ოჯახთან ერთაად )))მმმმმმ მინდაა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•