წმიდამან მაქსიმე გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თვისსა და თქუა: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი; და ერთი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი; და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხვითა და თვითებითა მით გუამოვნებისაჲთა, და განუყოფელი ღმრთეებითა; რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად. ამისთვისცა ვიტყვით სამგუამოვნებასა და ერთარსებასა და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა ბუნებისა სახენი, ხოლო თვისი თითოეულისაჲ: მამისაჲ – მამობაჲ უშობელი, და ძისაჲ – ძეობაჲ შობილი, და სულისა წმიდისა – გამოსლვაჲ. რამეთუ არცა მამაჲ შეიცვალების ძედ ანუ სულად, არცა ძე – მამად ანუ სულად, არცა სული წმიდაჲ – მამად ანუ ძედ; რამეთუ თვითებანი შეუცვალებელ არიან. ღმრთად აღვიარებ თითოეულსა, რამეთუ სრული ღმერთი არს მამაჲ, სრული ღმერთი არს ძე, სრული ღმერთი არს სული წმიდაჲ; არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ, სამითა გუამითა თანაარსითა. არცა ბუნებითა განიყოფებიან, არცა ადგილით; რამეთუ სადაცა არს მამაჲ,

       მუნცა ძე და სული წმიდაჲ; და სადაცა ძე, მუნ მამაჲცა და სული წმიდაჲ; და სადაცა სული წმიდაჲ, მუნ მამაჲცა და ძე. სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა – სამებით; ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა, თანადაუსაბამოსა, სწორსა ძლიერებითა და პატივითა. ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ხელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკუდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქუეყანისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაჲსაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმან დაჰბადნა პირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი, აურაცხელნი, სიტყვით დაჰბადნა და სულითა წმიდითა სრულ-ყვნა. მერმე თქუა, და იქმნეს ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. უკუანაჲსკნელ დაჰბადა კაცი ხატად თვისად და მსგავსებად, ესე იგი არს, თვითმფლობელად და თვისითა ნებითა მიმავალად და გამომრჩეველად გინა თუ კეთილისა, გინა თუ ბოროტისა. და დაადგინა იგი სამოთხესა მას ფუფუნებისასა.

       ხოლო შურითა ეშმაკისაჲთა სცთა და მოცემულსა მას მცნებასა ღმრთისასა ნებსით გარდაჰხდა, და გამოვარდა დიდებისა მისგან და საშუებელისა სამოთხისა და თანამდებ სიკუდილისა იქმნა და დაემორჩილა მტერსა მას განდგომილსა. არამედ არა უგულებელს-ყო იგი დამბადებელმან. ამისთვის ჯერ-იჩინა და ინება მხოლოდშობილმან მან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან გამოუთქუმელითა მით კაცთმოყუარებითა, ნებითა მამისა და სულისაჲთა, ძიებაჲ დაბადებულთა თვისთაჲ. გარდამოხდა წიაღთაგან მამისათა, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა, და დაიმკვიდრა საშოჲ ყოვლადწმიდისა მის ქალწულისაჲ სულისა მიერ წმიდისა; და მიიხუნა მისგან ხორცნი სულითურთ პირმეტყუელით და იშვა ღმერთი განხორციელებული, იშვა გამოუთქუმელად და ქალწულებაჲ იგი დედისაჲ დაიცვა განუხრწნელად. არა თავს-იდვა შერევნაჲ ანუ შეცვალებაჲ, არამედ რაჲ-იგი იყო, ეგო, და რაჲ არა იყო, იქმნა. შეიმოსა ხატი მონისაჲ ჭეშმარიტად, არა უცნებით, და ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თვინიერ ცოდვისა.

       რამეთუ აღვიარებ მას საუკუნოდ და ჟამიერად, დაუბადებელად და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკუდავად და მოკუდავად. იგივე ღმერთი და კაცი, არა თუ სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი არს იგივე, პირველ განხორციელებისა და შემდგომად განხორციელებისა. ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა, ერთგუამად შეერთებულითა, უცვალებელად და შეურევნელად. იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა, ვითარცა კაცი; რამეთუ ბუნებაჲ უნებელი და უსაქმოჲ არა არს. არა იძულებით დამორჩილებულ იყო იგი ბუნებითთა თანანადებთა, რამეთუ ნებსით იშვა, ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით დაშურა, ნებსით შეეშინა, ნებსით ჯუარს-ეცუა, ნებსით მოკუდა, ჭეშმარიტად და არა უცნებით. ესე ყოველი ნებითა კაცობრივისა ბუნებისაჲთა, ყოველივე ბუნებითი და უბრალოჲ წესი კაცებისაჲ თავს-იდვა; მერმე ჯუარს-ეცუა, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა უცოდველმან, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ხორცთა მისთა ხრწნილებაჲ არა იხილეს; და თანააღადგინა ბუნებაჲ კაცობრივი, ამაღლდა ზეცად ბუნებითა მით კაცობრივითა და დაჯდა მარჯუენით მამისა, და კუალად მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რაჲთა მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, ოდეს-იგი ბრძანებითა მისითა დასცეს მთავარანგელოზმან საყვირსა და აღდგენ მკუდარნი და გამოვიდენ სამარეთაგან. მაშინ რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხორებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი მართლისა სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ.

       ამას ზედა აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა წყლისა მიერ და სულისა, განმწმედელსა ყოვლისავე ბრალისა სულისა და ხორცთა. ვეზიარები უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა და მრწამს, ვითარმედ არს ჭეშმარიტად ხორცი და სისხლი ჩუენთვის განხორციელებულისა სიტყვისა ღმრთისაჲ, რომელმან მოგუცა ხორცი და სისხლი თვისი მოსატევებელად ცოდვათა. შევიწყნარებ ყოველთა წესთა ეკლესიისათა, დაწესებულთა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა.

       თაყუანის-ვსცემ და ამბორს-უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახე არს განხორციელებისა მისისაჲ; თაყუანის-ვსცემ ძელსა პატიოსანსა ჯუარისასა და ყოველთა სამღდელოთა ჭურჭელთა, წმიდასა სახარებასა და წმიდასა ბარძიმსა, და რაჲცა შეეხების დიდებულთა მათ საიდუმლოთა და წმიდათა ეკლესიათა, მის ძლით, რომელმან ჯერ-იჩინა ჩუენთვის ხელით-ქმნილთა ტაძართა შინა დამკვიდრებაჲ; თაყუანის-ვსცემ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და ყოველთა წმიდათასა, სიყუარულისათვის მხოლოჲსა ღმრთისა, და არა ფერთა მათ და წამალთა შინა დაუტეობ გონებასა, არამედ სულიერთა თუალთა ავამაღლებ პირმშოთა მათ სახეთა მიმართ; თაყუანის-ვსცემ ნაწილთა წმიდათასა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლი სიწმიდისაჲ. ესრეთ მრწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულ ვარ და ყოველთა მწვალებელთა და ყოველსა წვალებასა შევაჩუენებ.

       შევიწყნარებ და პატივს-ვსცემ წმიდათა კრებათა: ნიკიასა სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათა და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოცდაათთა წმიდათა მამათა, ეფესოჲსა პირველთა ორასთა წმიდათა მამათა, ქალკიდონისა ექუსას ოცდაათთა წმიდათა მამათა, კოსტანტინეპოლისა კუალად ას სამეოცდაოთხთა წმიდათა მამათა, და სხუანიცა სადა რომელ იქმნნეს კრებანი, დამამტკიცებელნი მართლისა სარწმუნოებისანი, რომელნიცა კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარნა და რომელნიცა წმიდათა მათ კრებათა შეიწყნარნეს; და რომელნი მათ შეაჩუენეს, შევაჩუენებ. და ვადიდებ და უგალობ და თაყუანის-ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ტეგები: Qwelly, Qwellyland

ნახვა: 295

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters