წმინდა მამები უამრავ რჩევას გვაძლევენ ქრისტიანული ცხოვრების გზაზე დასადგომად და შემდეგი ამ გზის სრულყოფისკენ სრაფვაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად.
ვიცხოვროთ ისე, რომ ღვთის სახელს შეურაცხყოფა არავინ მივაყენოთ ნუ გამოვეკიდებით ნურც კაცობრივ დიდებას, ნურც ისე მოვიქცევით, რომ სახელი გავიტეხოთ. ორივე შემთხვევაში ზომიერება დავიცვათ. ნათქვამია: შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა (ფლპ. 2:15).
უფალმა იმიტომაც დაგვადგინა ჩვენ ახალი ცომი ქრისტიანები, რომ დავემსგავსოთ მნათობებს, ვასწავლოთ სხვებს, ვიყოთ ადამიანებთან ანგელოზები, ყრმებთან მამები, მშვინვიერებთან სულიერნი, რათა მათაც სარგებელი ჰპოვონ და ჩვენც უხვმოსავლიან თესლს დავემსგავსოთ. ჩვენი ცხოვრება ესოდენ ნათელი და გასაგები რომ იყოს, სიტყვები საჭირო აღარ იქნებოდა; არ მივმართავდით მასწავლებლებს, თავად რომ კეთილ საქმეებს აღვასრულებდეთ; არავინ დარჩებოდა წარმართად, რომ ვყოფილიყავით ღირსეული ქრისტიანები, დაგვეცვა ქრისტეს ცნებები, დიდსულოვნად დაგვეთმინა წყენა და ძარცვა; დაგველოცა მაყვედრებელნი, ჩვენ ჩაგვრაზე სიკეთით გვეპასუხა. ყველა რომ ასე იქცეოდეს, ვინ იქნება ისეთი ველური, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე არ მოიქცეს.
ეს რომ გააცნობიეროთ, დავიმოწმებ მაგალითს: პავლემ მარტომ შეძლო ამდენი ადამიანის მოზიდვა. ყველა რომ ასეთნი ვიყოთ, რამდენ ქვეყანას მოვაქცევდით?! ახლა ქრისტიანები წარმართებზე მრავალრიცხოვანნი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთან ერთი კაცი ასწავლის ხელოვნებას ას ყმაწვილს, ჩვენთან კი, მიუხედავად მასწავლებლების სიმრავლისა, ისინი კი მოწაფეებზე მრავლად არიან, არავინ გვიერთდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მოწაფეები აკვირდებიან მოძღვართა სათნოებებს და თუკი შენიშნავენ, რომ ჩვენც იგივე გვსურს, იმავე სახელსა და დიდებას დავეძებთ რა პატივისცემას იგრძნობენ ქრისტიანობის მიმართ?! როცა ისინი ხედავენ ჩვენ მიწიერ სულთა მანკიერ ცხოვრებას; ხვდებიან, რომ მათ მსგავსად გვიყვარს ფული, გვაკრთობს და გვაშინებს სიღარიბე, ვდრტვინავთ სნეულების დროს, ვესწრაფით ძალაუფლებას, არ გვასვენებს ვერცხლისმოყვარება და ხელსაყრელ შემთხვევას ვეძებთ გამდიდრებისთვის.
მაშ, რატომ უნდა ირწმუნონ ასეთი მოძღვრებისა? სასწაულების გამო? ისინი უკვე აღარ არსებობენ. მართალი ცხოვრებისათვის? ის უკვე განადგურდა. სიყვარულისთვის? მისი კვალიც აღარსად ჩანს.
აქედან გამომდინარე, პასუხს ვაგებთ არა ოდენ ჩვენი ცოდვების, არამედ სხვათა წარწყმედის გამოც. ახლა მაინც წამოვდგეთ, გავიმართოთ, ვიფხიზლოთ, ზეციური ცხოვრების მაგალითი ამქვეყნადვე ვაჩვენოთ, დედამიწაზე ვიღვაწოთ და თანაც ვიმეოროთ: ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს (ფლპ. 3:20).
მაგრამ დიდი ადამიანებიც ხომ გვყავდა იტყვის მავანი, რაზედაც წარმართი შეეპასუხება: როგორ უნდა ვერწმუნო მას? მე ვერ ვხედავ, რომ თქვენც იმავეს იქმოდეთ, რასაც ისინი. თუ საჭიროა ამაზე მსჯელობა, ჩვენ გვყავს დიდი ფილოსოფოსები, რომელთა ცხოვრება გაოცებას იმსახურებს. შენ კი მაჩვენე სხვა პავლე ან იოანე!..
მაგრამ შენ ამას ვერ შეძლებ და ამის მერე არ გაგიკვირდეს, როგორ დასცინებს ჩვენს ასეთ საუბრებს წარმართი. როგორ არ დარჩება იგი თავის უმეცრებაში, როცა ხედავს, რომ ჩვენ ოდენ სიტყვით ვართ ბრძენნი და არა საქმით.
წმინდა იოანე ოქროპირი
ტეგები: qwelly, დარიგებანი, ოქროპირი, ქრისტიანობა, წარმართობა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•