ჩვენ ვუგალობთ ქრისტეს აღდგომას და იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება გამოვაცხადეთ: სადაა, ჯოჯოხეთო, საწერტელი შენი, სადაა, სიკვდილო, ძლევაი შენი? ამავე დროს საკუთარი თვალით ვხედავთ და გვესმის საშინელი ამბები, რომ სიკვდილი ჯერ კიდევ დაძრწის თავისი ცელით ჩვენს გარშემო, ვიგებთ, რომ იხოცებიან ჩვენი ახლობლები, ახალგაზრდები და ძვირფასი ადამიანები. მაშ, რატომ არ აღესრულება ეს სასიხარულო ცნობა სიცოცხლის გამარჯვების შესახებ?
სიკვდილი სხვადასხვაგვარია: არსებობს სხეულის სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელი სიკვდილიც არის - ესაა საბოლოო, სამარადისო, გადაულახავი განშორება ღმერთთან. ეს სიკვდილი ქრისტეს მოსვლამდე ათასწლეულების მანძილზე მთელი კაცობრიობის განსაცდელი იყო, რადგან მოწყდნენ უფალს, დაკარგეს უფალი, როგორც საკუთარი სიცოცხლის წყარო. კაცობრიობამ არა მარტო სხეულით იგემა სიკვდილი, არამედ საბოლოოდ დაიწყო დაცილება, განშორება, ურთიერთობის გაწყვეტა ღმერთთან. მის გარეშე გარდაცვლილი ადამიანები სამარადისოდ მკვდრებად რჩებოდნენ.
და აი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ღმერთი ცხოველი მოვიდა ამქვეყნად. თუმცა ცოცხალი ღმერთი იყო, ანუ თავად იყო სიცოცხლე, კაცთა ცხოვრებით იცხოვრა. გაიზიარა ყოველივე ის, რაც ადამიანის ცხოვრებას შეადგენდა. სწყუროდა, შიოდა, ეწამებოდა და საბოლოოდ გარდაცვალება და სიკვდილიც კი მიიღო. როგორც უფალი, ვერ მოკვდებოდა, მაგრამ ჩვენი სიყვარულის გამო, ჩვენი ხვედრი გაიზიარა. ღმერთთან დარჩა და ადამიანები განუდგნენ მას. ადამიანებს არ განეშორა და ჯვარზე ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები წარმოსთქვა: "უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე". თავად სიცოცხლე მოკვდა, ჩაქრა ნათელი, რომელიც თავისი არსით იყო ნათელი.
და აი, სულით ჩავიდა მაცხოვარი ღვთისაგან მიტოვებულთა იმ ჯურღმულში, სადაც არ იყო უფალი. მან თავად, თავისი ღვთაებრივობით, მარადიული სიცოცხლით, უკვდავი ნათლით აღავსო ყოველივე და სიკვდილი სამარადისოდ გააუქმა. ჩვენ ახლა სიკვდილს განსვენებას, დროებით ძილს ვუწოდებთ და როდესაც გარდავიცვლებით, არა სასოწარკვეთილებისა და ღვთისაგან მიტოვებულთა ჯურღმულში ჩავდივართ, არამედ ავდივართ უფალთან, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი, საყვარელი ძე მოგვცა, რათა გვერწმუნა მისი სიყვარული!
განა ძალგვიძს ამ სიყვარულში ეჭვი გაგვიჩნდეს, როცა ვხედავთ, ვიცით, თუ რად უღირდა უფალს ეს სიყვარული: ეს იყო იესო ქრისტეს სიცოცხლე, მისი სიკვდილი, ადამიანთა მიერ მისი გარიყვა, გეთსიმანიის ბაღის საშინელება, როცა სიკვდილს ელოდა და იცოდა, რომ თავისმა უახლოესმა მოწაფემ გასცა, იცოდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ პეტრე უარყოფდა და ყველანი შეატოვებდნენ სიკვდილს მარტოს. ამით იგი გვეუბნება: იხილეთ, ეს ყოველივე ხომ საკუთარ თავზე ავიღე... მოვკვდი, რათა თქვენ გერწმუნათ, რომ ღვთისგან ხართ შეყვარებულნი, გადარჩენილნი ხართ...
ჩვენ კი - რით ვუპასუხოთ ამგვარ სიყვარულს? ეს სიყვარული მოწიწებით, მთრთოლვარე გულით უნდა მივიღოთ და აღტაცებით წარვსდგეთ ამ უძლეველი სასწაულის - ღვთაებრივი სიყვარულის წინაშე. და თუ ჩვენ ეს შევიგნეთ, მაშ, შეგვიძლია მარად ვმადლობდეთ უფალს და მთელი ცხოვრება მადლიერებად გადავაქციოთ: არა მოვალეობის მოხდის გამო ვეთაყვანოთ უფალს, არა აუცილებლობის გამო აღვასრულოთ მისი მცნებანი, არამედ ვთქვათ: უფალო! თუ ასე გიყვარვართ, მაშ, თაყვანს გცემთ, გვიყვარხარ და გემორჩილებით, რადგან შენი გზა - სიცოცხლის გზაა.
მთელი სიცოცხლე მხოლოდ მადლიერების სიტყვად ან გალობად კი არ ვაქციოთ, არამედ ცოცხალ მადლიერებად, ანუ ისე გვიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც შეიყვარა ისინი უფალმა: უსაზღვროდ და სამარადისოდ.
და თუ ჩვენ ასეთ სიყვარულს ვისწავლით, ეს ქვეყანა სრულიად სხვა სამყაროდ გადაიქცევა. მაშინ მოვა ჩვენთან ღვთის სასუფეველი, აღდგომა, აღდგომა, ახალი ცხოვრება. მაგრამ ამისათვის ყოველი ჩვენგანი უნდა მოკვდეს, მაგრამ არა სხეულის მოკვდინებით, არა განშორების საშინელი სიკვდილით, არამედ საკუთარი თავის უარყოფით; ადამიანმა უნდა მოაკვდინოს საკუთარი თავისთვის სიამოვნების ძიება, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, ეს იმიტომ, რომ მარადიული სიცოცხლით აღდგომა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც, როგორც ძველი და ჭუჭყიანი სამოსი, ყოველივე დროებითი და ხრწნადი განიძარცვა. თუ ასე ვიცხოვრებთ და ასეთ სამყაროს შევქმნით გარშემო, მაშინ იხარებს უფალი ჩვენით და ჩვენც სიხარულით შევხედავთ ადამიანებს თვალებში.
ქრისტე აღსდგა!
სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი
1980 წ. 6 აპრილი
თარგმნა ნათია თარაშვილმა
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", № 15 (117), 2001 წ
ტეგები: Qwelly, ანტონ_სუროჟელი, აღდგომა, საპატრიარქოს_უწყებანი, ქრისტე_აღსდგა, ქრისტეს_აღდგომა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•