Qwellyland - Qwelly2024-03-28T09:36:47Zhttps://www.qwelly.com/group/darigebani/forum/topic/listForTag?tag=Qwellyland&feed=yes&xn_auth=noსიტყვა წითელ პარასკევსtag:www.qwelly.com,2016-04-29:6506411:Topic:11350012016-04-29T08:33:38.893Zkhatuna zitanishvilihttps://www.qwelly.com/profile/khatunazitanishvili

არასოდეს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... საზარელია დედამიწაზე ქრისტეს ხვედრი, ყოველი ჩემი ცოდვა - ეს მისთვის წითელი პარასკევია. ჩემი ოთხი ცოდვა და - მე უკვე ოთხი სამსჭვალით ჯვარს ვაცვი უფალი იესო. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, მისთვის მეტი წამებაა, ვიდრე შენთვის და ჩემთვის. ცოდვის აღსრულებით შენ მას…

არასოდეს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... საზარელია დედამიწაზე ქრისტეს ხვედრი, ყოველი ჩემი ცოდვა - ეს მისთვის წითელი პარასკევია. ჩემი ოთხი ცოდვა და - მე უკვე ოთხი სამსჭვალით ჯვარს ვაცვი უფალი იესო. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, მისთვის მეტი წამებაა, ვიდრე შენთვის და ჩემთვის. ცოდვის აღსრულებით შენ მას ჯვარს აცვამ. ყოველი უწმიდური ფიქრი, ყოველი ავხორცული გრძნობა ყვირის: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე! განა მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება დიდი პარასკევი არ არის; ყოველი ჩემი ცოდვა - ესაა ლურსმანი, რომლითაც მე უფლის სათუთ ხელებს ვმსჭვალავ; ყოველი ჩემი ვნება - ეკალია, ყოველი ჩემი სისაძაგლე - ეკლის გვირგვინია, რომელსაც ჩვენ ვადგამთ ქრისტეს თავზე. საზარელია ჩვენს მიერ ქრისტეს შეგინება. ებრაელებს შეეძლოთ ნაკლებ ერწმუნათ ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ არ აღმდგარიყო. ხოლო ჩვენ - ვისაც უკვე ოცი საუკუნეა ქრისტე თავისი ძლიერების მეუფებით გვიმტკიცებს აღდგომას თვისას, ჩვენ განვაქიქებთ აღდგომილ ქრისტეს, შეურაცხვყოფთ აღდგომილ ქრისტეს, ხელახლა ჯვარს ვაცვამთ აღდგომილ ქრისტეს!

დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს; ეკლის გვირგვინით შემოსეს იგი, ვინც უკვდავებით შეამკო ადამიანი; ეკლის გვირგვინს თხზავს ადამიანი მის თავზე, ვინც ვარსკვლავების გვირგვინი შეუთხზა ქვეყანას; ეკლის გვირგვინს ვწნავთ მეც და შენც, მეგობარო, თუკი ჩვენ ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუ ვმრუშობთ, თუ ვგმობთ უფალს, თუ ვჭორაობთ, თუ ვლოთობთ, თუ ვართ უწყალო, ან მრისხანე, ან ცოდვილ ფიქრებსა ვზრახავთ, ან თუ უწმინდური გრძნობები გვაქვს, თუ ვართ ურწმუნო, ან არ გვაქვს სიყვარული. ყოველი ჩვენი ცოდვა - ეს არის ეკალი, რომელსაც ეკლის გვირგვინს ვმატებთ და რომელ გვირგვინსაც გამუდმებით წნავს კაცობრიობა უფალ იესოს თავზე.

წმიდა იუსტინე პოპოვიჩი
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესიtag:www.qwelly.com,2014-05-28:6506411:Topic:7219902014-05-28T21:19:44.542Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. სახარებაში მოთხრობილია, რომ მაცხოვარმა მოციქულები გაიყვანა ზეთისხილის მთაზე, სადაც გადასცა ბოლო დარიგება და მათ თვალწინ მოიცვა იგი ღრუბელმა და ამაღლდა ზეცად. იხილეთ:

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგება

ამაღლების დღესასწაულის შესახებ…

აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. სახარებაში მოთხრობილია, რომ მაცხოვარმა მოციქულები გაიყვანა ზეთისხილის მთაზე, სადაც გადასცა ბოლო დარიგება და მათ თვალწინ მოიცვა იგი ღრუბელმა და ამაღლდა ზეცად. იხილეთ:

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგება

ამაღლების დღესასწაულის შესახებ

სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა "თითქოსდა" აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:

"და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი" (საქმე 1. 10-11).

ჰოი, რაოდენი იღვაწა მან, სახიერმა, უკეთურ მონათა გამო! ჩამოვიდა ცათაგან; ავიდა ცათაკენ; კვლავ მოვა ცათაგან. მაგრამ მოვა როგორ? არათუ სხვა ჰიჰოსტასში გადასული, არამედ - ხორცის სახეში, ადამიანურ დასახულობაში; არათუ, ცხადია, მდაბალთა მოქმედი, როგორც პირველად, არათუ ნავში მძინარე, არათუ დაღლილობისგან წყურვილით პყრობილი ჭასთან, არათუ ვირის ჩოჩორზე მჯდარი, არამედ ღრუბლის სახოვან ეტლზე დაბრძანებული,¹ არა მებადურთა მხმობელი, არამედ ანგელოზთაგან დაფარული, არა მსაჯულის დალიჭთან² მდგარი, არამედ - კიდით კიდემდე მსოფლიოს განმსჯელი თვითვე და მებადურებისთვისაც კი მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელი, როგორც გვასწავლის თავადაც, რაჟამს ეუბნება მოწაფეებს:

"როდესაც დაჯდება ადამიანის ძე თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს" (მათე 19.26).

იუდეველებს კი ასე მიმართავს:

"თუ მე ბელზებულის მიერ განვაგდებ ეშმაკებს, თქვენი შვილები ვის მიერ განაგდებენ? ამის გამო ისინი თქვენი მსაჯულები იქნებიან" (მათე 12.27).

თვით მოწაფეებიც იუდეველთაგან იყვნენ, მაგრამ ისინი იუდეველებისას არ იზრახავდნენ, არამედ თავის მონათესავე უფლისმკვლელებზე უფრო ქრისტეს ვნებებს და წყლულებს მიაგებდნენ პატივს.

დიდი საკვირველებაა, უჩვეულო სასამართლოა ეს სახილველი: მებადური განსჯის, ფარისეველი კი განისჯება. კარვის მკეთებელი² სიტყვახსნილად მჯდომარეა, მღვდელთმთავარი კი კვნესით იღებს სასჯელს.

რად ურტყეს მეუფეს სახეში, თავზე რად სცეს მას მუშტი, ბოლოს - რად მოკლეს მემკვიდრე სავენახის გარეთ? რად დაატყვევეს მათ პეტრე, რად დააწყლულეს პავლე? უცნაურმა მღვდელთმთავარმა ანანიამ ხომ ისიც უბრძანა მის მსახურთ, პირში ერტყათ პავლესთვის, იმ პირში, რომელიც იყო პირი მაღლისა, პირი ჭეშმარიტებისა, აჟღერება სიცოცხლისა, - უძლიერესი ყველა საყვირზე, უმწყობრესი ყველა ჰარმონიაზე, ორღანო ქრისტესი, სალამური სულისა, - რადგან რაც სულს ესათნოებოდა, ის იქადაგა პავლემ თავისი ენით. ვფიქრობ, დავითი პავლეს პირით ამბობს: "ენა ჩემი - კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა" (ფს. 44.2). როგორ განჭვრიტა პავლემ წინასწარ ის სასჯელი, რაც ანანიას მოელოდა? "ღმერთი განიზრახავს შენს ცემას, შეთეთრებულო კედელო" (საქ. 23.3). "შეთეთრებული კედელი" ესაა გალამაზრებული საფლავი, გარედან მყრალი, შიგნიდან მკვდარი.

ამგვარად, რადგან გველოდება ნასაქმევთა გამო სიტყვის მიგება და მსოფლიო სასამართლო, სადაც მოგვეთხოვვბა ყოველივე ის, რაც იგავთა მიერ გაგვიცხადა უფალმა (თუ როგორ მოვიხმარეთ ტალანტები, თუ რატომ უარვყავით საიდუმლო ქორწილი, როგორ ვატარეთ საქორწინე ლამპარი, როგორ აღვაორძინეთ თესლი, როგორი ნაყოფი შევძინეთ სავენახეს და სხვა), ამიტომ ტალანტად ვაქციოთ ცხოვრება, შევცვალოთ ის, რაც ამცხოვრებისეულია; ნუ ვივაჭრებთ ვერცხლით, ნუ მოვიხვეჭთ ოქროს, ნუ ვიქნებით სულთამხუთავი მევალეები, რადგან ამას ყოველივეს განეკრძალვის თვით მსაჯულიც, არამედ ვზრდიდეთ ღარიბებს, გვიყვარდეს უცხონი, ღვთისადმი ვხმობდეთ და აღვასრულებდეთ ყოველივე იმას, რასაც ძალუძს დააცხროს მსაჯულის რისხვა. ისწავლე უცხოთმოყვარეობის სარგებელი, მზერა მიაპყარ აბრაამს, აწონ-დაწონე ნინეველთა ვედრების სიკეთე, განჭვრიტე ის საუნჯე მოწყალებისა, ტაბითას რომ ჰქონდა, რომელიც უსულოდ იყო დადებული საწოლზე და საფლავში ჩამარხვა ელოდა, მაგრამ ქვრივები გარს შემოერტყნენ პეტრეს, უჩვენებდნენ, გარდაცვლილისგან რაც ბოძებული ჰქონდათ და, ასე, ჯოჯოხეთიდან ამოიტაცეს მკვდარი (საქ. 9.39 და შემდეგ).

ამრიგად, თუ მკვდარი სხეული ქვრივთა ცრემლებმა გააცოცხლეს (ცხადია, რომ იგი კვლავ მოკვდებოდა), როგორ გგონია, სიკეთეთა ნაცვალგების ჟამს რაოდენს მიანიჭებს მსაჯული მათ, რომლებმაც უშურველი მარჯვენით იღვაწეს გლახაკთა დაპურება და არ უგულებელყვეს ღარიბთაგან დასტური? [4]

დიახ, მაშინ იქნება წარუწყმედელი საბოძვარი, რაჟამს აღარ დადგება სიკვდილი შუაში, არამედ მარადიულად განივრცობა სიცოცხლე, რადგან თქმულია: "საყვირს დასცემს და ქრისტეში აღდგებიან მკვდრები, უხრწნელნი" (I კორ. 15.52) და უცვლელნი, მეუფის მსგავსად, და როგორც მიიღო იგი ღრუბელმა, ასევე ჩვენც, პავლეს თქმისებრ, "ღრუბლებში ავიტაცებით" (I ითეს. 4.16) და როგორც აღვიდა იგი საყვირის ხმაში და ხმიანობაში, ამავე სახით ჩვენც ძილის მსგავსად განვიშორებთ სიკვდილის ღრუბელს მთავარანგელოზური საყვირის მიერ და ცხოვრების წინამძღვარს თანაშევერთვით, "და ასე, როგორც თქმულია, მარადის უფალთან ვიქნებით" (იქვე), ყველანი, რომლებიც უფლისას ვიზრახავთ და ვიცავთ მის მცნებებს. მოხდეს ისე, რომ ყველა ჩვენგანი ეღირსოს იმ ნეტარ ცხოერებას: "კარგია, მონავ კეთილო და სანდოო, მცირეზე სანდო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი უფლის სიხარულში" (მათ. 25.21), რომლისაც არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

"სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები" II

თბილისი, 2004 წ.

[1] - სიტყვ. "ღრუბლისსახოვანი ჩოჩორით ტარებული"

[2] - "დალიჭი" - ძვ. ქართ. სამსჯავრო, სასამართლო

[3] - ე.ი. უბრალო ხელოსანი

[4] - ე.ი. უმნიშვნელოდ არ ჩათვალეს ის, რომ ღარიბები დაადასტურებდნენ მათ ქველმოქმედებას

ბრმადშობილის განკურნების კვირიაკეtag:www.qwelly.com,2014-05-26:6506411:Topic:7196672014-05-26T11:26:24.717Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს ბრმადშობილის განკურნების ეპიზოდეს, როდესაც მაცხოვარი თვალს აუხელს ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო. ამის შესახებ მოგვითხრობს იოანე მახარებელი. მაცხოვარს გზად შეხვდება ერთი ბრმადშობილი და მოციქულები კითხავენ - "რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?" (იოან. 9. 2) მაცხოვარი უპასუხებს მოციქულებს კითხვაზე. შემდეგ მოზელს თიხას, დაადებს თვალებზე და ეტყვის ბრმადშობილს რომ…

აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს ბრმადშობილის განკურნების ეპიზოდეს, როდესაც მაცხოვარი თვალს აუხელს ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო. ამის შესახებ მოგვითხრობს იოანე მახარებელი. მაცხოვარს გზად შეხვდება ერთი ბრმადშობილი და მოციქულები კითხავენ - "რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?" (იოან. 9. 2) მაცხოვარი უპასუხებს მოციქულებს კითხვაზე. შემდეგ მოზელს თიხას, დაადებს თვალებზე და ეტყვის ბრმადშობილს რომ ჩამოიბანოს სილოამის საბანელზე და განიკურნება. ასეც მოიქცა ბრმადშობილი, "წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა" (იოან. 9, 7). სახარების ამ საკითხავის შესახებ

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

ქადაგება შობითგან ბრმის კვირიაკესა ზედა

ვითარცა წარვიდა იესო იხილა კაცი ბრმა შობითგან,
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს, რაბი,
ვინ სცოდა ამან, ანუ მშობელთა მისთან, რამეთუ ბრმა იშვა
(იოან. თ. ა.)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას:აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ(იოან. ე, იდ). მაშასადამე, ცხად არს, რომ თუ ის განკურნებული კიდევ შესცოდავდა, უარესი რაიმე დაემართებოდა მას.

განგებ განაჩინა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა და უსჯულოებას მისდევდეს სასჯელად რომელიმე სნეულება, ანუ სხვა უბედურება. ეს ჰქმნა ღმერთმან მისთვის, რათა კაცს ყოვლითურთ ეშინოდეს ცოდვისა და განეშორებოდეს მას. გამოცდილება ამ სოფლისა ცხოვრებისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ ყოველი ცოდვა და ვნება ამ სოფელში თითქმის ყოველთვის დაბოლოვდება სნეულებითა, ანუ უბედურებითა. მრავალსა მაგალითსა წარმოგიდგენ მე შენ, ძმაო ჩემო, ამის დასამტკიცებლად. შენც კი იცი, რომ ნაყროვანება ანუ უზომოდ საჭმლის მიღება, რომელიც არის დიდი ცოდვა ყოველთვინ გათავდება სნეულებითა, და თუ არ მოიშალა კაცმა ეს ცოდვა, ბოლოს სრულიად მოაკლდება იგი ცხოვრებასა. სამთვრალე კიდევ უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოდვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა. გარნა უმჯობესი იქმნება ჩვენ მოვიყვანოთ მაგალითად სხვა ისეთი ცოდვა, რომელი პირველითა შეხედულობითა არ შეიყვანს კაცსა არცა ერთსა უბედურებასა შინა. ვსთქვათ შური; რა სენი ანუ რა ვნება უნდა მისდევდეს ამ ცოდვას? იგი კაცს აქვს გულში და ზოგჯერ არც კი გამოუჩნდება გარეშე. გარნა, ძმანო ჩემნო, შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა და სხვათა მრავალთა ცუდთა საქმეთა შინა შეიყვანს. ვსთქვათ, კიდევ, ერთი მაგალითი, მცონარება, ანუ უქმად გატარება დროებისა ისრეთი ცოდვა არის, რომელ ზოგიერთმა, იქმნება, იფიქროს, ამ ცოდვასა არ შეუდგება არც სნეულება და არც ერთი უბედრება. გარნა თუ კარგად დაუკვირდი, სხვაფერ იტყვი. უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმართლეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი თავის სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. ბოლოს, მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.

გარნა ის კიდევ არაფერია, ძმაო ჩემო, რომელ შენ შენითა ცოდვითა თავის თავს აფუჭებ და ხშირად შთავარდები სენსა და უბედურებასა შინა: არამედ ის არის აქ უმეტესად საშინელი, რომელ ამასთანავე შენ წინათვე უმზედებ სენსა და უბედურებასა შვილთა და შვილის შვილთა მომავალთა შენთა.

მოწაფეთა ჰკითხეს უფალს იესო ქრისტესა: ვინ სცოდა, ამან ანუ მშობელთა ამისთა? მაშა-სადამე მათ ჰქონდათ ის ჰაზრი, რომელ მშობელთაგან ხშირად გარდავა ცოდვა შვილთა და შვილის შვილთა ზედა. მართლა, ვინ არ იცის, თუ ვითარ ჭეშმარიტ არს ჰაზრი ესე. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო ჩემო, არის თესლი, რომელი თავის დროზე გამოიღებს მწარესა ნაყოფსა შენთვის, შენთა მახლობელთა და მხედველთა შენთა შვილთა მომავალთათვის. შენ ხშირად ითმენ სენსა და უბედურებასა ცოდვათა შენთაგან; მახლობელნი შენნი ხედვენ ცუდსა მაგალითსა და ხშირად იქმნებიან მობაძავ შენდა; ბოლოს შენგან, შენისა სისხლისაგან, შვილნი და მომავალნი შენნი მიიღებენ ყოველთა შენთა ცუდთა ჩვეულებათა, მიდრეკილებათა, ვნებათა და სენთა. ჰოი ვითარსა მძიმესა ტვირთსა გარდასცემს კაცი უდები და ცოდვილი შვილთა და შვილის შვილთა თვისთა! სახლსა შინა მისსა, შვილნი მისნი, ყოველთვინ ხედვენ მისსა ცხოვრებასა, იცნობენ მისთა ცუდთა მიდრეკილებათა და ჩვეულებათა, მიეჩვევიან თვითონაც ყოველსა ცუდსა საქმესა და ესრეთ უნებრივად იქმნებიან მემკვიდრენი მისისა ცოდვისა და უბედურებისა.

ახლა, ძმაო ჩემო, შენ თვითონ გარდასწყვიტე: უკეთუ ცოდვა ესრეთ გაგაუბედურებს შენ, ავნებს მხედველთა შენთა, შვილთა და მომავალთა შენთა, და ცხადია, რომელ სათნოება კეთილი, ქრისტიანული ცხოვრება, სიმართლე ამის წინააღმდეგს გიქმს შენ, ესე იგი, უთუოდ აქაც ამ ქვეყანაში იქმნება შენთვის ბედნიერება, შენთა მახლობელთა, შვილთა და მომავალთა კეთილი მაგალითი და აღშენება, მაშა-სადამე არ უნდა შეიყვარო სიმართლე და ქრისტიანობა და არ უნდა მოიძულო ყოველი ცოდვა და ვნება? ღმერთო, რა საკვირველი არის ბუნება კაცისა! ვითარ დავარდნილ არს იგი და გაფუჭებული! უკეთუ მსახურება შენი, ღმერთო ჩემო, აქაც, ამ ქვეყანაში, ესოდენ არს ჩემთვის ბედნიერ და საჭირო, ხოლო განშორება შენგან ესოდენ არს მავნებელ და უბედურ, არ უნდა გეძიებდესა შენ მარადის გული ჩემი?

მეტყვის ვინმე, სათნოების შეძენაც არ არის ადვილი: გზა სასუფეველისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა. მართალია, ძმანო ჩემნო: ბარნა არ გირჩევნია სასუფეველისათვის მოითმინო ყოველი, ვიდრეღა, დამონებული ცოდვისა და ვნებისა იმავე ცოდვისაგან, რომელსა შენ ემსახურები, მიიღო ბოლოს უბედურება და წარწყმენდა?

ღმერთო, დანერგე ჩვენ შორის შიში ცოდვისა და სიყვარული სათნოებისა! ამინ.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის მრწამსიtag:www.qwelly.com,2014-03-21:6506411:Topic:6492532014-03-21T05:38:03.598Zდავით ბილიხოძეhttps://www.qwelly.com/profile/dato

წმიდამან მაქსიმე გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თვისსა და თქუა: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი; და ერთი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი; და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხვითა და თვითებითა მით გუამოვნებისაჲთა, და განუყოფელი ღმრთეებითა; რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან…

წმიდამან მაქსიმე გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თვისსა და თქუა: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი; და ერთი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი; და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხვითა და თვითებითა მით გუამოვნებისაჲთა, და განუყოფელი ღმრთეებითა; რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად. ამისთვისცა ვიტყვით სამგუამოვნებასა და ერთარსებასა და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა ბუნებისა სახენი, ხოლო თვისი თითოეულისაჲ: მამისაჲ – მამობაჲ უშობელი, და ძისაჲ – ძეობაჲ შობილი, და სულისა წმიდისა – გამოსლვაჲ. რამეთუ არცა მამაჲ შეიცვალების ძედ ანუ სულად, არცა ძე – მამად ანუ სულად, არცა სული წმიდაჲ – მამად ანუ ძედ; რამეთუ თვითებანი შეუცვალებელ არიან. ღმრთად აღვიარებ თითოეულსა, რამეთუ სრული ღმერთი არს მამაჲ, სრული ღმერთი არს ძე, სრული ღმერთი არს სული წმიდაჲ; არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ, სამითა გუამითა თანაარსითა. არცა ბუნებითა განიყოფებიან, არცა ადგილით; რამეთუ სადაცა არს მამაჲ,

მუნცა ძე და სული წმიდაჲ; და სადაცა ძე, მუნ მამაჲცა და სული წმიდაჲ; და სადაცა სული წმიდაჲ, მუნ მამაჲცა და ძე. სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა – სამებით; ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა, თანადაუსაბამოსა, სწორსა ძლიერებითა და პატივითა. ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ხელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკუდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქუეყანისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაჲსაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმან დაჰბადნა პირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი, აურაცხელნი, სიტყვით დაჰბადნა და სულითა წმიდითა სრულ-ყვნა. მერმე თქუა, და იქმნეს ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. უკუანაჲსკნელ დაჰბადა კაცი ხატად თვისად და მსგავსებად, ესე იგი არს, თვითმფლობელად და თვისითა ნებითა მიმავალად და გამომრჩეველად გინა თუ კეთილისა, გინა თუ ბოროტისა. და დაადგინა იგი სამოთხესა მას ფუფუნებისასა.

ხოლო შურითა ეშმაკისაჲთა სცთა და მოცემულსა მას მცნებასა ღმრთისასა ნებსით გარდაჰხდა, და გამოვარდა დიდებისა მისგან და საშუებელისა სამოთხისა და თანამდებ სიკუდილისა იქმნა და დაემორჩილა მტერსა მას განდგომილსა. არამედ არა უგულებელს-ყო იგი დამბადებელმან. ამისთვის ჯერ-იჩინა და ინება მხოლოდშობილმან მან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან გამოუთქუმელითა მით კაცთმოყუარებითა, ნებითა მამისა და სულისაჲთა, ძიებაჲ დაბადებულთა თვისთაჲ. გარდამოხდა წიაღთაგან მამისათა, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა, და დაიმკვიდრა საშოჲ ყოვლადწმიდისა მის ქალწულისაჲ სულისა მიერ წმიდისა; და მიიხუნა მისგან ხორცნი სულითურთ პირმეტყუელით და იშვა ღმერთი განხორციელებული, იშვა გამოუთქუმელად და ქალწულებაჲ იგი დედისაჲ დაიცვა განუხრწნელად. არა თავს-იდვა შერევნაჲ ანუ შეცვალებაჲ, არამედ რაჲ-იგი იყო, ეგო, და რაჲ არა იყო, იქმნა. შეიმოსა ხატი მონისაჲ ჭეშმარიტად, არა უცნებით, და ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თვინიერ ცოდვისა.

რამეთუ აღვიარებ მას საუკუნოდ და ჟამიერად, დაუბადებელად და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკუდავად და მოკუდავად. იგივე ღმერთი და კაცი, არა თუ სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი არს იგივე, პირველ განხორციელებისა და შემდგომად განხორციელებისა. ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა, ერთგუამად შეერთებულითა, უცვალებელად და შეურევნელად. იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა, ვითარცა კაცი; რამეთუ ბუნებაჲ უნებელი და უსაქმოჲ არა არს. არა იძულებით დამორჩილებულ იყო იგი ბუნებითთა თანანადებთა, რამეთუ ნებსით იშვა, ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით დაშურა, ნებსით შეეშინა, ნებსით ჯუარს-ეცუა, ნებსით მოკუდა, ჭეშმარიტად და არა უცნებით. ესე ყოველი ნებითა კაცობრივისა ბუნებისაჲთა, ყოველივე ბუნებითი და უბრალოჲ წესი კაცებისაჲ თავს-იდვა; მერმე ჯუარს-ეცუა, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა უცოდველმან, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ხორცთა მისთა ხრწნილებაჲ არა იხილეს; და თანააღადგინა ბუნებაჲ კაცობრივი, ამაღლდა ზეცად ბუნებითა მით კაცობრივითა და დაჯდა მარჯუენით მამისა, და კუალად მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რაჲთა მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, ოდეს-იგი ბრძანებითა მისითა დასცეს მთავარანგელოზმან საყვირსა და აღდგენ მკუდარნი და გამოვიდენ სამარეთაგან. მაშინ რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხორებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი მართლისა სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ.

ამას ზედა აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა წყლისა მიერ და სულისა, განმწმედელსა ყოვლისავე ბრალისა სულისა და ხორცთა. ვეზიარები უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა და მრწამს, ვითარმედ არს ჭეშმარიტად ხორცი და სისხლი ჩუენთვის განხორციელებულისა სიტყვისა ღმრთისაჲ, რომელმან მოგუცა ხორცი და სისხლი თვისი მოსატევებელად ცოდვათა. შევიწყნარებ ყოველთა წესთა ეკლესიისათა, დაწესებულთა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა.

თაყუანის-ვსცემ და ამბორს-უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახე არს განხორციელებისა მისისაჲ; თაყუანის-ვსცემ ძელსა პატიოსანსა ჯუარისასა და ყოველთა სამღდელოთა ჭურჭელთა, წმიდასა სახარებასა და წმიდასა ბარძიმსა, და რაჲცა შეეხების დიდებულთა მათ საიდუმლოთა და წმიდათა ეკლესიათა, მის ძლით, რომელმან ჯერ-იჩინა ჩუენთვის ხელით-ქმნილთა ტაძართა შინა დამკვიდრებაჲ; თაყუანის-ვსცემ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და ყოველთა წმიდათასა, სიყუარულისათვის მხოლოჲსა ღმრთისა, და არა ფერთა მათ და წამალთა შინა დაუტეობ გონებასა, არამედ სულიერთა თუალთა ავამაღლებ პირმშოთა მათ სახეთა მიმართ; თაყუანის-ვსცემ ნაწილთა წმიდათასა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლი სიწმიდისაჲ. ესრეთ მრწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულ ვარ და ყოველთა მწვალებელთა და ყოველსა წვალებასა შევაჩუენებ.

შევიწყნარებ და პატივს-ვსცემ წმიდათა კრებათა: ნიკიასა სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათა და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოცდაათთა წმიდათა მამათა, ეფესოჲსა პირველთა ორასთა წმიდათა მამათა, ქალკიდონისა ექუსას ოცდაათთა წმიდათა მამათა, კოსტანტინეპოლისა კუალად ას სამეოცდაოთხთა წმიდათა მამათა, და სხუანიცა სადა რომელ იქმნნეს კრებანი, დამამტკიცებელნი მართლისა სარწმუნოებისანი, რომელნიცა კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარნა და რომელნიცა წმიდათა მათ კრებათა შეიწყნარნეს; და რომელნი მათ შეაჩუენეს, შევაჩუენებ. და ვადიდებ და უგალობ და თაყუანის-ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
აღსარება - წმ. ეფრემ ასურიtag:www.qwelly.com,2014-03-11:6506411:Topic:6399112014-03-11T06:45:06.634Zდავით ბილიხოძეhttps://www.qwelly.com/profile/dato

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.

ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ…

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.

ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.

ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.

სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.

საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გააჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას.

ჯერ ვერ დაუდვია კეთილი საწყისი ჩემს სინანულს, ხოლო ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, მტრის ბოროტ ნებას – მომაკვდინებელს ჩემსას... ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობს, რომ მოვინანიებ (შევინანებ) და არასდროს ვნანობ, სიტყვით თითქოსდა მხურვალედ მონანული ვარ, ხოლო საქმით შორს ვარ სინანულისაგან.

რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა, განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსა.

მას შემდეგ რაც შევიცანი ჭეშმარიტება, მე გავხდი მკვლელი და შეურაცხმყოფელი. ვკამათობ უმნიშვნელოზე. შურიანი და სასტიკი თანამცხოვრებთა მიმართ, უწყალო ღატაკთა მიმართ, მრისხანე, მოკამათე, ჯიუტი, ზარმაცი, გამაღიზიანებელი, ბოროტად მოაზროვნე, მიყვარს მორთული სამოსელი და აქამომდე ჯერ კიდევ ჩემშია უამრავი ბილწი აზრები: თავმოყვარეობა, განფიცხება, ნაყროვანება, გემოთმოყვარება, მზვაობრობა, ამპარტავნება, ბოროტის მოსურნეობა, განკითხველობა, ფარული ჭამა, მოწყინება, გულძვირობა, შურისგება.

არაფერი ვიცი და თავზე დიდად ვფიქრობ, დაუსრულებლად ვცრუობ და მატყუარებზე კი ვმრისხანებ, წამიბილწავს ტაძარი ჩემი არაწმინდა გულისთქმათაგან, მემრუშეთ კი მკაცრად განვიკითხავ, განვიკითხავ დაცემულებს, თვითონ კი განუწყვეტლივ ვეცემი, განვიკითხავ ბოროტ მეტყველებს, თვითონ კი ქურდი და ავად მეტყველი ვარ; დავდივარ ნათელი მზერით, თუმცა მთლიანად შებილწული ვარ.

ეკლესიაში და ტრაპეზზე მსურს პირველობა, ვხედავ ახალდამწყებს და ვმედიდურობ, მონაზვნებთან ვმზვაობრობ, ცდას არ ვაკლებ, რათა სასიამოვნოდ ვეჩვენო ქალებს, დიდებულად – უცხოებს, თავისიანებს კი – ბრძნად და აზრიანად, გონიერებს – სრულყოფილად, კეთილმსახურებისათვის – განსწავლული ვარ, უგუნურები ვითარცა პირუტყვნი მეზარებიან.

შეურაცხყოფისათვის შურს ვიძიებ, თუ პატივში ვარ, პატივისმცემელთ ვიზიზღებ, თუ რაიმეს მთხოვენ, სამართლიანად ვედავები. სიმართლის მთქმელს მკაცრად ვრაცხ; მხილებული – ვმრისხანებ, ხოლო უკეთუ მეპირფერებიან, არცთუ უკმაყოფილო ვარ.

არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო და თუ სხვა არ მომემსახურება, მასზე ვმრისხანებ; სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ვბოროტმეტყველებ მათზე.

გასაჭირში მყოფ ძმას ამაყად უარს ვეუბნები, ხოლო როდესაც თვითონ ვსაჭიროებ დახმარებას, მას მივმართავ. ვერ ვიტან ავადმყოფს, თვითონ კი როცა ავად ვარ, მსურს ყველას ვუყვარდე. მაღალთ არ ვიცნობ, დაბალნი მეზიზღებიან.

თუ თავი შევიკავე უგუნური სურვილისაგან, ვმზვაობრობ, თუ წარმატებული ვარ მღვიძარებაში, ურჩებისა და შეპასუხების ქსელში ვეხვევი, თუ თავი შევიკავე უსაქმურობისაგან, ვიძირები თავმომწონეობასა და ქედმაღლობაში, თუ დაუცალებლად ვლოცულობ, მამარცხებენ გაღიზიანება და მრისხანება, თუ ვხედავ ვინმეში სათნოებას, ყურადღებას არ ვაქცევ.

მოვიძულე ამა სოფლის სიამენი, მაგრამ ვერ დავეხსენი მათზე ამაო სურვილს. თუ ვხედავ ქალებს, ვმხიარულდები, გარეგნულად მდაბალი ვარ, სულში კი გონებამაღალი, ერთი შეხედვით არ ვარ მომხვეჭელი, სინამდვილეში კი ქონების მოყვარულობით განვიცდები. დასანახად მოვწყდი ამა სოფელს, თუმცა კვლავ მასზე ვფიქრობ.

მსახურების დროს ვსაუბრობ, გონება მეფანტება, ამაოებაზე ვფიქრობ; ტრაპეზის დროს უქმად ვმეტყველებ, ვეშურები საჩუქრებს, თანამონაწილე ვარ სხვათა დაცემისა, ჩართული ვარ დამღუპველ ქიშპში.

ასეთია ჩემი ცხოვრება, რამდენ ცუდს წინააღვუდგენ ჩემს ხსნას. ამპარტავნება, ქედმაღლობა, მზვაობრობა არ მაძლევენ საშუალებას მოვიხილო საკუთარი წყლულები და ვუმკურნალო მათ. აი, ჩემი ქველი საქმეები! ესოდენ მრავალი ცოდვით მიტევს მტერი. ყველაფერი ამის შემდეგ მე წყეული ვეძიებ განდიდებას სიწმინდით, ცოდვებში მცხოვრებს მსურს, რომ მრაცხდენ მართალთა თანა.

მხოლოდ ერთით ვიმართლებ თავს, ეშმაკმა მაცდუნა, მაგრამ განა ამან გაამართლა ადამი? რა თქმა უნდა კაენსაც ეშმაკმა ასწავლა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა განკითხვას. რა უნდა ვქნა, როდესაც ღმერთი მომკითხავს! არავითარი გამართლება არა აქვს ჩემს დაუდევრობას.

ვაი, რომ მეუფლა ცოდვა და მომნახა სადგომი თვისი, დღითი-დღე უფრო დამცემს და მითრევს თავის უფსკრულში. მეც, წყლული არ დავცხრები უფლის განრისხებისაგან. არ მეშინია ჯოჯოხეთის ჩაუქრობელი ცეცხლის და არ მაძრწუნებს დაუსრულებელი ტანჯვა.

ო, ვითარ მეუფლებიან ცოდვიანი ვნებები! ო, როგორი ბატონობა აქვს ბოროტსა და გაიძვერა გველს მოქმედებს რა ბუნებაზე, მევაჭრება და მაძლევს ბეს, რომ გონება ცოდვას მივყიდო. მარწმუნებს, რომ ხორცს ვაამო მისი სულის სამსახურში ჩაყენების მიზეზით. გემოთმოყვარებით ძლეული ვეძლევი თავშეუკავებელ ძილს და სრულიად ვაკლდები სულის მსახურებას, როდესაც ვლოცულობ, შთამაგონებს ფიქრს ამაო სიამოვნებაზე და ამით, როგორც რკინის ჯაჭვით იპყრობს ჩემს სუსტ გონებას და როდი მოუფონებს საკვრელებს, თუმცა კი გონება ცდილობს გაქცევას.

ამგვარად დარაჯობს ცოდვა გონებას და მიხშობს ხედვის კარს. მტერი გამუდმებულად მეთვალყურეობს ჩემს გონებას, რომ იგი არ მივიდეს ღმერთთან თანხმობაში და არ შეეწინააღმდეგოს ხორცის გაყიდვას, რისთვისაც მომივლენს არეულ ფიქრებს, რათა დამარწმუნოს, რომ განსჯისას, არც კი მოიკითხავენ ასეთ წვრილმანებს, თითქოსდა შეუძლებელიც კი არის ცოდნა მსგავს გულისთქმათა და რომ ყოველივე მსგავსად ამისა, მიეცემა დავიწყებას.

მაგრამ თვალწინ წარმომიდგენია მხილებული ჩემი თავი. და ვიცი, რომ მომელის სასჯელი. მოვიხილავ ჩემს ცოდვებს, ღმერთო და ვხედავ რა მათ სიმრავლეს, ვამბობ: ჰოი, ვითარ მოიწია ჩემ ზედა ეგზომი უბედურება; ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი სასირცხვილო და საძულველია. ვაი, მე უბედურს იმ დღეს, როდესაც განცხადდება ყველა საიდუმლო.

ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია, სხვებს კი ვასწავლი წესიერებას ამა სოფელში, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს.

დღენი ჩემნი წარივლტნენ და განილივნენ ცოდვათა ქმნაში, არც ერთი დღე სიმართლისათვის არ მიმსახურია. როგორც კი მონანული გადავწყვეტდი აღარ მეცოდა, ცბიერი ეშმაკი მაშინვე მიპყრობდა თავისი სიძულვილით.

სეირნობისას თავს ვაჩვენებ როგორც ბრძენი და მართალი. ოდეს სხვა სცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ. ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უშჯულოებანიც და შევრცხვები!

ნეტაც არ დავბადებულიყავი! ხომ არ გამრყვნიდა ეს წარმავალი წუთისოფელი, მისი არ მხილველი არ ვიქნებოდი დამნაშავე, არ შევიბილწებოდი ცოდვებით და არ შემეშინდებოდა სასამართლოსი და წამების.

როგორც კი აღვთქვამ მონანიებას, მაშინვე ვუბრუნდები და ვვარდები იმავე ცოდვებში. მახარებს ცოდვებში გატარებული დრო და ვფიქრობ, რომ ვაკეთებ სანაქებო საქმეს.

ვაი, ჩემს თავს! აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ მელოდება გეენა.

მაცდურ ნებას შევყავარ ცოდვაში; ხოლო როცა ვცოდავ, ვაბრალებ სატანას, მაგრამ ვაი, რომ იგი არ მაიძულებს, მე თვითონ ვარ მიზეზი ჩემი ცოდვებისა, ვცოდავ ჩემივე ნებით.

მადლი შენი მოსული ჩემს გულთან, იხილავს რა მასში ბილწ გულისთქმათა სიმყრალეს უმალვე განეშორება, რადგან ვერ ჰპოვებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახლდეს ჩემში თავისი ნებისაებრ.

გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს, დავკარგე შენგან მომადლებული ნიჭი და ამიტომ არ გამაჩნია სრულყოფილი კეთილგონიერება. დავკარგე შენთან ურთიერთობა, ამიტომ არ ვიცი, საით მივდივარ. არაფერი მაქვს, თუ რამე გამაჩნია, ისიც მხოლოდ შენის დიდი მოწყალებით მოცემული, უკიდურესად გლახაკი ვარ, თუ კი გავმდიდრდები, ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული და ახლაც შენია ის და ადრეც შენი იყო.

ვითხოვ მხოლოდ მადლს – ვაღიარებ, რომ მხოლოდ შენს მიერ გადავრჩები! – თუ გადავრჩი!

წმიდა იოანე ოქროპირი ქადაგება აღდგომის დღესასწაულზეtag:www.qwelly.com,2014-01-07:6506411:Topic:5564262014-01-07T08:54:43.221Zდავით ბილიხოძეhttps://www.qwelly.com/profile/dato

ქრისტე აღსდგა!

დიადი დღესასწაულით დაგვირგვინდა სინანულისა და მარხვის დღეები. ჩვენ ჩამოგვცილდა მარხვის სიმძიმე, მაგრამ ნუ მოვიცილებთ მის ნაყოფს. დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ,…

ქრისტე აღსდგა!

დიადი დღესასწაულით დაგვირგვინდა სინანულისა და მარხვის დღეები. ჩვენ ჩამოგვცილდა მარხვის სიმძიმე, მაგრამ ნუ მოვიცილებთ მის ნაყოფს. დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან.

როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით.

დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს.

მათ არ არცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“ (ლკ. 22, 15).

მაშ, როგორ ხარობენ ანგელოზები და მთავარანგელოზები, როდესაც ყოვლის შემოქმედი და მეუფე დღესასწაულობს ჩვენთან ერთად, რაღა საბაბი უნდა დაგვრჩეს მწუხარებისათვის?

ღარიბს ნუ აწუხებს თავისი სიღარიბე, რადგან დღეს სულის ზეიმია.

ნურც მდიდარი იამაყებს თავისი სიმდიდრით, რადგან ამ დღესასწაულის სიხარულს ვერანაირი თანხით ვერ იყიდი.

მიწიერ დღესასწაულებს თან ახლავს თავშეუკავებლობა, მაძღარი ტრაპეზი და ნაყროვანება, მეფობს უხამსობა და სიცილ-ხარხარი, ზეიმობს სატანური ფუფუნება. იქ მართლაც მოწყენილია ღარიბი, მდიდარი კი მხიარულობს. რატომ?

იმიტომ, რომ მდიდარს აქვს შესაძლებლობა გააწყოს მდიდარი სუფრა, იგი ტკბება თავისი სიმდიდრით. ღარიბმა კი რა ქნას? დროის ტარებისთვის არა აქვს ფული.

აქ კი სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. ერთია ტრაპეზი მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც. მდიდარს არ ძალუძს რაიმე შეჰმატოს ამ ტრაპეზს, ღარიბს კი სულაც არ სჭირდება ფული მასზე დასასწრებად, რადგან აღდგომის ტრაპეზი ღვთიური მადლია, რომელიც ყველას ეფინება და ყველას დააპურებს, ვინც მას ხელს არ ჰკრავს და არ განერიდება.

სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი.

სიღატაკე ვერ შეაფერხებს მადლის მიღებას. იგი ღვთიური ძღვენია. ამ ტრაპეზს მეფეც და მონაც ერთნაირად ეზიარება. ხანდახან შეიძლება მონას უმეტესი პატივის კი ხვდეს წილად, მეფეს მეტი შესაძლებლობა აქვს დაცემისა და თუ ვერ შეინახა თავი, მის მეფურ პატივს ცოდვები აქარწყლებს. ღატაკს კი ფიზიკურად მეტად შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან ბევრს მუშაობს და ცოდვის ჩადენისთვის დროც კი არ რჩება.

მაშ, ერთად ვიზეიმოთ ეს დიადი და ნათელი დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა.

ვიზეიმოთ იგი ერთობითა და სიწმინდით.

ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო.

ქრისტე აღსდგა და დაემხო სიკვდილი.

ხედავ, ადამიანო, ძღვენის სიდიადეს? მაშ, შეინახე ეს სიმდიდრე სულში, გაუღე მას გული კარი! და აივსები სიცოცხლით, სიხარულით, თავისუფლებით და სიყვარულით. ამინ.

გაზეთი „საფარა“, № 3 (19), 1996 წ.

წმ.იოანე სინელი, თავმდაბლობის მარადყვავილოვანი ნაყოფის აყვავებასა და გაზრდაზეtag:www.qwelly.com,2013-04-26:6506411:Topic:2290212013-04-26T18:10:36.207Zმამუკაhttps://www.qwelly.com/profile/33z7b4gzm2qv4

ვისაც სურს, გამოუცდელებს სიტყვით ნათლად აჩვენოს, თუ როგორია ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული, გარკვევით განუმარტოს ყოვლადწმიდა თავმდაბლობა, სანატრელი სიწმინდე და ღვთისმიერი ბრწყინვალება, ნამდვილი ღვთის შიში და ღვთიური დამოწმება, რომელიც გულში ხდება, იმ კაცსა ჰგავს, რომელსაც სიტყვებითა და მაგალითებით მოუწადინებია თაფლის სიტკბოების ჩვენება იმათთვის, რომელთაც არასდროს გაუსინჯავთ მისი გემო. ეს უკანასკნელი (რომელიც თაფლის სიტკბოებას სიტყვებით აღწერს) ამაოდ ლაპარაკობს.…

ვისაც სურს, გამოუცდელებს სიტყვით ნათლად აჩვენოს, თუ როგორია ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული, გარკვევით განუმარტოს ყოვლადწმიდა თავმდაბლობა, სანატრელი სიწმინდე და ღვთისმიერი ბრწყინვალება, ნამდვილი ღვთის შიში და ღვთიური დამოწმება, რომელიც გულში ხდება, იმ კაცსა ჰგავს, რომელსაც სიტყვებითა და მაგალითებით მოუწადინებია თაფლის სიტკბოების ჩვენება იმათთვის, რომელთაც არასდროს გაუსინჯავთ მისი გემო. ეს უკანასკნელი (რომელიც თაფლის სიტკბოებას სიტყვებით აღწერს) ამაოდ ლაპარაკობს. პირველი კი ან სრულიად გამოუცდელია იმ საქმეში, რომელზეც მსჯელობს და განმარტავს, ან დიდად ამპარტავანია.

ერთხელ მამათა შესაკრებელში თიხის ჭურჭლით, უფრო სწორად, თიხის სხეულებით საუნჯე შემოიტანეს გამოსაკვლევად. სიტყვით გამოუთქმელი იყო მისი ბუნება, მხოლოდ ჭურჭელზე დაწერილი სახელი ცხადყოფდა, რომ ეს სანატრელი თავმდაბლობა გახლდათ. სულიერ სამსჯავროზე შეიკრიბნენ ღვთის სულით მავალნი. თითოეულმა თან მოიტანა სიბრძნისა და მეცნიერების ღვთივდაწერილი ფიცრები და დაიწყეს გამოძიება სანატრელი თავმდაბლობის ბუნებისა. ზოგიერთი ამბობდა: “თავმდაბლობა საკუთარი ქველი საქმეების კრძალვით დავიწყებაა”; სხვებმა თქვეს: “თავმდაბლობა ის არის, როცა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე უკანასკნელად და ცოდვილად მიაჩნია”; სხვებმა: “თავმდაბლობა საკუთარი უძლურების შეცნობაა”; სხვებმა: “თავმდაბლობა ის არის, როცა მრისხანების ჟამს პატიების თხოვნას მოყვასს ასწრებენ”; სხვებმა თქვეს: “თავმდაბლობა ღვთის მადლისა და მოწყალების შეცნობაა”; სხვებმა: “თავმდაბლობა შემუსვრილი სულის ცნობიერება და საკუთარი ნების უარყოფაა”.

როცა ყოველივე ეს მოვისმინე და გონებაში დავუფიქრდი სანატრელი თავმდაბლობის ბუნებას, სიტყვებით ვერ შევიცანი ის. ამიტომ, როგორც ყველაზე უკანასკნელმა, სანატრელ მამათა ბაგეებიდან ტაბლაზე დაცვენილი ნამცეცები ძაღლივით მოვლოკე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგნაირად განვაწესებ და ვიტყვი: თავმდაბლობა ენით გამოუთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ იმათთვის არის ცნობილი, ვისაც ის მოუპოვებია.

ის ენით აღუწერელი სიმდიდრეა; ის ღვთის სახელია და ნიჭია ღვთისა, რადგან თავად ღმერთი ამბობს: არა ანგელოზისგან, არა ადამიანისგან, არა წიგნიდან, არამედ ჩემგან, ყოველივეს შემოქმედისგან, ისწავლეთ, “რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა” და გონებითა, “და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ” ბრძოლათა და ზრახვათაგან (შდრ. მათე 11. 29).

სხვაგვარი სანახავია ეს წმინდა ვენახი ვნებათა ზამთრის ჟამს, სხვანაირად გამოიყურება არე მისი სათნოებათა გაზაფხულზე, სხვაგვარია ზაფხულში და სხვაგვარი - ნაყოფის მოწევის დროს. თითოეული ჟამისთვის განსაკუთრებული საქმეებია დამახასიათებელი, თუმცა ყველას ერთი ბოლო აქვს - სიხარული და მხიარულება.

როცა ყოვლადქებული თავმდაბლობის მტევანი ჩვენში აყვავებას დაიწყებს, მაშინ დიდებისა და კაცთა ქების შესაძულებლად, გულისწყრომისა და მრისხანების განსაგდებად მოღვაწეობას ვიწყებთ.

როცა სათნოებათა ეს დედოფალი ჩვენს სულში სულიერად ასაკოვანი გახდება, მაშინ არარად, მეტიც, საძაგლად შევრაცხავთ ჩვენს ქველ საქმეებს; ყოველდღე იმას ვიფიქრებთ, რომ ცოდვათა ტვირთს ვიმძიმებთ, ჩვენზე მოწეულ ღვთის მადლს გაუცნობიერებლად ვაბნევთ და ამ მადლს ჩვენივე სასჯელის დამამძიმებლად შევრაცხავთ უღირსებისა გამო. აი, მაშინ იქნება ჩვენი გონება გაუქურდავი და გულშემუსვრილების საგანძურში უსაფართხოდ დაცული; მხოლოდ ქურდების განზრახვასა და ხმას გავიგებთ, თავად კი უვნებელნი დავრჩებით, ვინაიდან თავმდაბლობა ხელშეუხებელი საუნჯეა.

თავმდაბლობის მარადყვავილოვანი ნაყოფის აყვავებასა და გაზრდაზე, გავბედე და, მცირეოდენი ბრძნული სიტყვა ვთქვი; ხოლო მის სიმწიფესა და მღვდელმშვენიერ ნაყოფიერებაზე თავად უფალს ჰკითხეთ, უფლის მონებო, და მან გაუწყოთ, რადგან მე მისი სიტყვებით წარმოჩენა არ ძალმიძს.

ღამით აღვლენილი ლოცვისთვისtag:www.qwelly.com,2013-02-01:6506411:Topic:1530902013-02-01T20:38:21.818Zmarikunahttps://www.qwelly.com/profile/mariami182

ღმერთს ღამე იმისთვის არ დაუწესებია, რომ იგი მხოლოდ ძილსა და მცონარებაში გავატაროთ. ამის მოწმენი არიან ხელოსნები, მეხრენი, ვაჭრები და ბოლოს, ღვთის ეკლესია, ღამით რომ ფხიზლობს. აღსდექ შენც, განიცადე ვარსკვლავთა გუნდი, სამარისებული სიჩუმე, დიდებული მდუმარება და გაიოცე საქმენი უფლისა შენისანი. ამ დროს სული შენი ბევრად უფრო სუფთაა, მსუბუქი და ფხიზელი, უფრო ელვარე და ამაღლებულია. თავად წყვდიადი და სრული მდუმარება უკვე განგვაწყობს, რომ გული…

ღმერთს ღამე იმისთვის არ დაუწესებია, რომ იგი მხოლოდ ძილსა და მცონარებაში გავატაროთ. ამის მოწმენი არიან ხელოსნები, მეხრენი, ვაჭრები და ბოლოს, ღვთის ეკლესია, ღამით რომ ფხიზლობს. აღსდექ შენც, განიცადე ვარსკვლავთა გუნდი, სამარისებული სიჩუმე, დიდებული მდუმარება და გაიოცე საქმენი უფლისა შენისანი. ამ დროს სული შენი ბევრად უფრო სუფთაა, მსუბუქი და ფხიზელი, უფრო ელვარე და ამაღლებულია. თავად წყვდიადი და სრული მდუმარება უკვე განგვაწყობს, რომ გული აგვიჩუყდეს. თუ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედავ, ურიცხვი თვალებივით რომ დაუსერავთ იგი, სრულ კმაყოფილებას იგრძნობ და წამვე შემოქმედი მოგაგონდება. თუკი წარმოიდგენ, რომ ისინი, ვინც დღის განმავლობაში შფოთავენ, იცინიან, ერთობიან, დროს ატარებენ სანახაობებზე, აწყენინებენ, ანგარებაში ვარდებიან, აჯავრებენ, მრავალ ბოროტებას სჩადიან, ახლა მიცვალებულებისაგან არაფრით განსხვავდებიან, ამ გზით შეიცნობ ადამიანური თავმოყვარეობის სრულ არარაობას. მოვიდა ძილი და აჩვენა თავისი სახე: ის არის ხატება სიკვდილისა და დასასრულისა. თუ გარეთ გაიხედავ, ჩამიჩუმსაც ვერ გაიგონებ, თუ სახლს მოათვალიერებ, ყველანი თითქოს კუბოში წვანანო. ყველაფერმა ამან შეიძლება სული აღანთოს და ქვეყნიერების აღსასრულის აზრამდე მიგვიყვანოს.

წმიდა იოანე ოქროპირი

ჯვარი შენიtag:www.qwelly.com,2012-12-16:6506411:Topic:1120012012-12-16T20:26:08.981Zani jashihttps://www.qwelly.com/profile/anijashi

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0" height="477" width="632"><param name="wmode" value="opaque"></param><param name="src" value="http://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/video/flvplayer/flvplayer.swf?xn_version=3704000907"></param><param name="flashvars" value="config=http%3A%2F%2Fwww.qwelly.com%2Fvideo%2Fvideo%2FshowPlayerConfig%3Fid%3D6506411%253AVideo%253A1105759%26ck%3D-%26theme982Version%3D14&video_smoothing=on&autoplay=off&hideShareLink=1&isEmbedCode=1"></param><param name="scale" value="noscale"></param><param name="allowscriptaccess" value="never"></param><param name="allowfullscreen" value="false"></param><param name="pluginspage" value="http://www.macromedia.com/go/getflashplayer"></param><embed allowfullscreen="false" allowscriptaccess="never" bgcolor="#4151B5" flashvars="config=http%3A%2F%2Fwww.qwelly.com%2Fvideo%2Fvideo%2FshowPlayerConfig%3Fid%3D6506411%253AVideo%253A1105759%26ck%3D-%26theme982Version%3D14&video_smoothing=on&autoplay=off&hideShareLink=1&isEmbedCode=1" height="477" pluginspage="http://www.macromedia.com/go/getflashplayer" scale="noscale" src="http://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/video/flvplayer/flvplayer.swf?xn_version=3704000907" type="application/x-shockwave-flash" width="632" wmode="opaque"></embed> </object>

დარიგებანი…

<object width="632" height="477" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="wmode" value="opaque"></param><param name="src" value="http://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/video/flvplayer/flvplayer.swf?xn_version=3704000907"></param><param name="flashvars" value="config=http%3A%2F%2Fwww.qwelly.com%2Fvideo%2Fvideo%2FshowPlayerConfig%3Fid%3D6506411%253AVideo%253A1105759%26ck%3D-%26theme982Version%3D14&video_smoothing=on&autoplay=off&hideShareLink=1&isEmbedCode=1"></param><param name="scale" value="noscale"></param><param name="allowscriptaccess" value="never"></param><param name="allowfullscreen" value="false"></param><param name="pluginspage" value="http://www.macromedia.com/go/getflashplayer"></param><embed wmode="opaque" width="632" height="477" type="application/x-shockwave-flash" src="http://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/video/flvplayer/flvplayer.swf?xn_version=3704000907" flashvars="config=http%3A%2F%2Fwww.qwelly.com%2Fvideo%2Fvideo%2FshowPlayerConfig%3Fid%3D6506411%253AVideo%253A1105759%26ck%3D-%26theme982Version%3D14&video_smoothing=on&autoplay=off&hideShareLink=1&isEmbedCode=1" scale="noscale" allowscriptaccess="never" allowfullscreen="false" pluginspage="http://www.macromedia.com/go/getflashplayer" bgcolor="#4151B5"></embed> </object>

დარიგებანი Qwelly
უხილავი ცოდვებიtag:www.qwelly.com,2012-12-01:6506411:Topic:964302012-12-01T18:06:09.882Zmari miqaberidzehttps://www.qwelly.com/profile/marimiqaberidze

სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს…

სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.