ინფორმაცია

დარიგებანი

ჯგუფის მიზანია გავუზიაროთ ერთმანეთს საინტერესო თემები, წმინდა მამათა დარიგებანი, ქადაგებები და ა.შ.

საიტი: http://www.qwelly.com
წევრები: 113
უკანასკნელი აქტიურობა: თებერვალი 4, 2023

ფორუმი

ევქარისტია - იოანე ზიზიულასი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 4, 2023. 1 გამოხმაურება

ევქარისტია      მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი თვლის რომ ევქარისტიის საკითხი ჯერ კიდევ არ არის ისე განხილული ან უკეთ რომ ვთქვათ გარკვეული, იგი ფიქრობს რომ ეს შეიძლება იყოს ორი მიზეზით გამოწვეული პირველი: რომ ეგზეგეტებს არ სურდათ ევქარისტიის უდიდესი მნიშვნელობა ყოველდღიურ საუბრის თემად ექციათ და ამიტომ დუმილს არჩევდნენ ხოლო მეორე ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმებული ერთმანეთში მოსაზრებანი იმის შესახებ რომ რაიმე კავშირი ქონდა თუ არა იუდაურ პასექის სერობასთან რომელზეც პირველ თავში ისაუბრებს მიტროპოლიტი იოანე.თავი I. ევქარისტია ესქატოლოგიური ტრაპეზობა საღვთო ერის ისტორიაში1. საპასექოტრაპეზობა და საიდუმლო სერობა      უპირველეს ყოვლისა, ახალ აღთქმაში აღწერილი ევქარისტიის წესის შესახებ შემდეგის თქმა შეიძლება: ეს ტრაპეზობაა, რომელიც ისრაელის ხალხის ისტორიულ კონტექსტში აღესრულება. ეგზეგეტები ვერ თანხმდებიან სრულად იმ საკითხზე, იყო თუ არა ეს იუდაური პასექის ტრაპეზობა, მაგრამ, რაც არ უნდა თქვა ამ თემაზე, უეჭველია, რომ საიდუმლო სერობა იუდაური პასექის დროს და მის კონტექსტში აღესრულა. ამ ტრაპეზობის აღწერა…გაგრძელება

ტეგები: სერობა, ეკლესია, ზიზიულასი, ზიარება, დარიგებანი

სულთმოფენობა

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივნ. 7, 2020. 3 გამოხმაურება

     აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ერგასობას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს. ამ დღის შესახებ ლუკა მახარებელი მოგვითხრობს საქმე მოციქულთას პირველ თავში. მახარებელი წერს, რომ მოციქულები, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელთან და მის მხლებლებ დედებთან, ასევე ქრისტეს სხვა მოწაფეებთან ერთად იმყოფებიან ერთ-ერთი სახლის სხვენში. უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი, გაისმოდა ზეციდან ქუხილის ხმა და ოთახში მყოფებმა თვალნათივ იხილეს ზეციდან გადმოსული ცეცხლის ალები, რომლებიც დაადგრა მოციქულებს, "თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა". და აივსო მთელი სახლი სულითა წმინდითა.წმინდა იოანე ოქროპირისქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზესულთმოფენობა, Rabbula Gospel, 586, ილუსტრაცია სირიული ბიბლიიდან     ოდესმე ენანი ღმრთის განრისხების გამო გაიყო, ხოლო დღეს სულიწმიდის მადლით და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, აწ კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, ისწავლონ და გულისხმაყონ.     მაშინ ენათა განყოფამ ბოროტი საქმე განაქარვა, აწ კი ენანი, რომელნიც…გაგრძელება

ტეგები: საუფლო, ქადაგება, სადღესასწაულო, ოქროპირი, Qwelly

სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: vako, მაისი 5, 2018. 1 გამოხმაურება

მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მამა ვიტალის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის ბედნიერება :ლეილა გოგინაშვილი (ქ.თბილისი): ,,ძნელია სიტყვები იპოვო იმის გადმოსაცემად, როგორი დიდებული ადამიანი იყო მამა ვიტალი. მე მასთან და დედა მარიამთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში მოსკოვის პროსპექტზე 1970-იანი წლების დასაწყისიდან მის გარდაცვალებამდე.ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენი შვილები მამა ვიტალის ბაბუას ეძახდნენ და როცა ბერი ჯვარს გადასახავდა, მაშინვე წყნარდებოდნენ. პატარები გახარებულები მისცვივდებოდნენ ხოლმე ტაძრიდან დაბრუნებულ მამა ვიტალის: ბაბუ! ბაბუ! – ეძახდნენ და ცდილობდნენ, ფეხსაცმლის გახდაში დახმარებოდნენ, როგორც ამას დედა მარიამი აკეთებდა ხოლმე.მამა ვიტალიმ მათ რუსულად საუბარი ასწავლა და როდესაც ნონა სკოლაში წავიდა, მასწავლებელს ეგონა, რომ გოგონას რუსი დედა ჰყავდა. ბერი თავისი ხელით კიდებდა ხატებს საბავშვო ოთახში. ბავშვებს ლოცვას ასწავლიდა. მამა ვიტალი პატარასათან პატარა იყო, დიდთან – დიდი, მეცნიერთან – მეცნიერი.სახლში მას ყველა იცნობდა და ძალიან უყვარდათ. განსაცდელის ჟამს ყველა მას…გაგრძელება

ტეგები: სიდორენკო, სქიმარქიმანდრიტი, მამა, ვიტალი, ალექსანდრე

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: 08oj48mk36288, ივნ. 9, 2016. 2 გამოხმაურება

      აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. სახარებაში მოთხრობილია, რომ მაცხოვარმა მოციქულები გაიყვანა ზეთისხილის მთაზე, სადაც გადასცა ბოლო დარიგება და მათ თვალწინ მოიცვა იგი ღრუბელმა და ამაღლდა ზეცად. იხილეთ:წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებაამაღლების დღესასწაულის შესახებ      სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.      უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა "თითქოსდა" აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი,…გაგრძელება

ტეგები: ქადაგება, Qwellyland, საუფლო, სადღესასწაულო, ოქროპირი

კვირაცხოვლობის ქადაგება

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 8, 2016. 1 გამოხმაურება

       აღდგომის მომდევნო კვირას, ქრისტე ეკლესია კვირაცხოვლობის, აღდგომის გახსენების-განახლების დღეს ზეიმობს. ამასთან ამ დღეს სხვაგვარად თომას კვირიაკესაც უწოდებენ. მოგეხსენებათ, თომას ზოგჯერ ურწმუნოსაც უწოდებენ, იმის გამო, რომ როდესაც მაცხოვარი აღდგომიდან დღესა მას "ერთშაბათისასა" გამოეცხადა მოციქულებს, მათ შორის თომა არ იყო. და როდესაც მოციქულებმა უამბეს აღმდგარი მაცხოვრის ხილვა, მან არ დაიჯერა და თქვა: "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მერწმენეს". ამ დღიდან მერვე დღეს, მაცხოვარი კიდევ ერთხელ მიდის მოციქულებთან, ამჯერად თომაც მათთან არის და იქ უკვე თომა აღიარებს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".სწორედ ამ დღის გახსენებას ზეიმობს კვირაცხოვლობას ქრისტეს ეკლესია და ამასთან დაკავშირებით წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძისსიტყვა კვირა-ცხოვლობაზედ"ჰრქუა მას იესუ: "რამეთუ მიხილე და…გაგრძელება

ტეგები: ქადაგება, ქიქოძე, კვირაცხოვლობა, ურწმუნოება, რწმენა

სიყვარულის ძალა

ავტორი თათია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, მაისი 7, 2016. 1 გამოხმაურება

      "ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.      ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.      ვისაც სიყვარული გააჩნია,…გაგრძელება

ტეგები: დარიგებანი, ეფრემი_ასური

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ დარიგებანი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters