მდინარე ხობისწყლის ხეობა, ვერცხლის ტბისკენ, ანდა როგორც სამეგრელოში ჰქვია ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ხობისწყლის ხეობა საქართველოში და არამხოლოდ აქ, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია, ვინაიდან ერთ ხეობაში, ერთი მდინარის გაყოლებაზე შეძლებთ მოინახულოთ მღვიმეები, ხავსიან მასივები, მინერალური წყლები, ალპური ტბები, ჩანჩქერები, მწვერვალები და მყინვარიც კი. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება – ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას.
მამუკა ჩარკვიანის სიმღერისა არ იყოს, გზა სულ ზევით ზევით მიდის, მაღლა და მაღლა... მაგრამ ნაცრისფერი გზების ნაცვლად, მწვანედ მობიბინე მთებია – მთები, უფსკრულები და ჩანჩქერები. აქაური წყალი ყველაზე გემრიელია და ცივი. როდესაც ამ ყველაფერს ნახავთ, უნდა იცოდეთ, რომ კიდევ ცოტაც და მიზანთან მიხვალთ:
აღმართი, შემდეგ ტაფობი, შემდეგ ისევ აღმართი და უკვე მთის ძირში ვართ. ეს ცაშკიბულია – სამეგრელოს ყველაზე მაღალი და დიდებული მწვერვალი. ულღობი მყინვარი მწვერვალზე ასვლას ართულებს, მაგრამ ასვლა ამად ღირს. ცაშკიბული უნიკალური მწვერვალია იმ მხრივაც, რომ იგი მისაწვდომია როგორც გამოცდილი მთამსვლელებისთვის, ისე უბრალო, თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისთვისაც.
მაგრამ ნამდვილი სამოთხე ჯერ კიდევ არ გინახავთ - ის ადგილი, რომლის თვალშესავლებად ამხელა გზა გამოვიარეთ. ესა ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბა. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი.
უძველესი ლეგენდა ამბობს, ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩებაო. ჯერ არავის გასჩენია სურვილი ლეგენდის სისწორეში ეჭვი შეეტანა, არც თქვენ გირჩევთ.
ასევე იხილეთ:
ტეგები: cave, lake, legend, qwelly, silver, waterfall, ვერცხლი, ლეგენდა, ქველი, ჩანჩქერი, მეტი...ჩხოროწყუ, ხეობა, ხობისწყალი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•