მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო საუკეთესო ფილმის გამოცხადებისკენ და ესეც გახმიანდა იმავე დაჯილდოებაზე.
დაჯილდოვებაზე კრიტიკოსების სიმპათია ფრანგი მსახიობი ქალი მერიონ კოტილარდი (Marion Cotillard) გახდა. მან მიიღო ქანდაკება, არა მხოლოდ ერთი ნამუშევრისთვის როგორც მისმა წინამორბედებმა, არამედ ორი და ესენია "ემიგრანტები (The Immigrants)" და "ორი დღე, ერთი ღამე (Two days, one night)". ემიგრანტები 2013 წლის 23 მაისს გამოჩნდა მსოფლიო კინოეკრანებზე და წელიწადნახევარში მთავარი როლის შემსრულებელმა უკვე საუკეთესო მსახიობის ტიტული მიიღო. ხოლო, მეორე ფილმი "ორი დღე, ერთი ღამე" ბელგიაში გადაიღეს. ის 2014 წლის 14 მაისს გახდა კინომოყვარულებისთვის ცნობილი. რაც შეეხება თავად მერიონ კოტილარდს, წელს მას 40 წელი შეუსრულდება, და ამ ხნის მანძილზე აღებული აქვს ერთი ოსკარი (2008 წელს) და დასახელებულია 68 სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულად ან პრიზიორად, მათ შორის მფლობელია ოქროს გლობუსის (2008). ოქროს გლობუსივე ელოდა 2010 და 2013 წლებში, ასევე 2007-2008 წლებმა მოუტანეს ბევრი ჯილდო და აღიარება.
როგორც მიხვდით, ესაა ქალბატონი რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში - La Vie en Rose (La môme)". ფილმი ედიტ პიაფის ცხოვრების საუკეთესო ეკრანიზაციად დასახელდა და ქალბატონი ედიტის როლს სწორედ მერიონ კოტილარდი ასრულებს. ასევე მერიონი გემახსოვრებათ ფილმებიდან "შავი რაინდის არზევება - The Dark Knight Rises (2012)"; "დასაწყისი - Inception (2010)"; "ინფექცია - Contagion (2011)".
... მაგრამ NYFCCA_ს მთავარი გამარჯვება მერიონი სულაც არ არის.
ცერემონიის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
1. საუკეთესო ფილმი: "მოზარდი - Boyhood", ფილმი კინოეკრანებზე 2014 წლის 15 აგვისტოს გამოჩნდა. ფილმი მოგვითხრობს მეისონის ცხოვრების 12 წლის შესახებ - 5-დან 18 წლამდე. მეისონის როლს ელარ კოლტრეინი ასრულებს (Ellar Coltrane), ფილმში ასევე მონაწილეობენ პატრისია არკეტი (Patricia Arquette) და ეთან ჰაუკი (Ethan Hawke), რომლებიც მეისონის მშობლების როლს ასრულებენ.
2. საუკეთესო რეჟისორი: რა თქმა უნდა საუკეთესო ფილმის რეჟისროს უნდა მიეღო ეს ჯილდო და ასეც მოხდა, რიჩარ ლინკლეითერი (Richard linklater) გახდა საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის "მოზარდი - Boyhood"
3. საუკეთესო სცენარი: აიღო ფილმმა "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი (Grand Hotel Budapest)". ფილმი გამოვიდა 2014 წლის მარტში. საუკეთესო სცენარი ალბათ იმიტომ აიღო, რომ სცენარის ავტორი გახლავთ შტეფან ცვაიგი (მისი ნაწარმოებებით შთაგონებულმა ვეს ანდერსმა დაწერა სცენარი და გადაიღო ფილმი).
4. საუკეთესო მსახიობი ქალი: როგორც უკვე გითხარით მერიონ კოტილარდი (Marion Cotillard) გახდა ფილმებისთვის "ემიგრანტები (The Immigrants)" და "ორი დღე, ერთი ღამე (Two days, one night)".
5. საუკეთესო მსახიობი კაცი: ტიმოთი სპოლი (Timothy Spall) გახდა, ფილმისთვის "მისტერ ტერნერი - Mr. Turner". ფილმი ეხება ბრიტანელი მხატვირს, ექსცენტრიული უილიამ ტერნერის ცხოვრებას. გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში და საკმაოდ მაღალრეიტინგულიც გამოდგა. სწორედ მხატვირს როლს თამაშობს ტიმოთი სპული. ის შეიძლება გახსოვდეთ ფილმებიდან ჰარი პოტერი, სადაც ვორმტაილის როლს ასრულებს.
6. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის: ზემოხსენებლი მეისონის დედა პატრისია არკეტი (Patricia Arquette) ხდება ამ ნომინაციის გამარჯვებული, ფილმში "მოზარდობა" შესრულებული როლისთვის.
7. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის: ჯ. ქ. სიმონსი (J.K. Simmons) ფილმში "შეპყრობილი - Whiplash" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის იღებს NYFCCA-ს ჯილდოს. ფილმი 2014 წლის იანვრის პროდუქტია.
8. საუკეთესო კინემატოგრაფია: "ემიგრანტები - The Immigrants"
9. საუკეთესო ანიმაციური, მხატვრული ფილმი: "ლეგო ფილმი - The Lego Movie". 2014 წლის 7 თებერვალს გამოვიდა და მისი რეჟისორები გახლავთ ფილ ლორდი (Phil Lord) და კრისტოფერ მილერი (Christopher Miller).
10. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: "ოთხი მოქალაქე - Citizenfour" (ოქტომბერი, 2014). რეჟისორი ლაურა პოიტრასი.
11. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: პოლონელი პაველ პავლიკოვსკის (Paweł Pawlikowski) ფილმი "იდა - Ida" (ოქტომბერი, 2013) ხდება ამ ნომინაციის გამარჯვებული. ფილმი ეხება პოლონეთის და ნაცისტური გერმანიის საერთო მუქ წარსულს.
12. საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი: თითქმის წლის ბოლოს, 28 ნოემბერს გამოსულმა ფილმა "ბაბადუკი - The Babadook" მოხვდა ნომინირებულთა რიგებში და ამჯერად მის რეჟისორს ჯენიფერ კენტს (Jennifer Kent) ერგო პრიზი საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი.
მომზადდა სპეციალურად www.qwelly.com_სთვის, ჭორიკანას მიერ!
მომავალ დაჯილდოებებამდე...
ტეგები: Qwelly, დაჯილდოება, კინომანია, კრიტიკა, ჭორიკანა
BrOliKa არცერთი არ გაქვს ნანახი?? :O ეს მართლაც საოცარი ფაქტია. მეგონა "ლეგო" მაინც არ გამოგრჩებოდა :D
BrOliKa_მ თქვა:
მე ყველა ფილმის ვნახავდი :-)
BrOliKa არცერთი არ გაქვს ნანახი?? :O ეს მართლაც საოცარი ფაქტია. მეგონა "ლეგო" მაინც არ გამოგრჩებოდა :D
BrOliKa_მ თქვა:მე ყველა ფილმის ვნახავდი :-)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 14, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
burden
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
© 2026 George.
•