პანტელეიმონი (უფლის განცხადებამდე პანტელეონი "Panteleon, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: "ყოველთვის ლომი") დაიბადა ბითვინიაში, ქალაქ ნიკომედიაში. მამა "მეფის თანამეინახე", გავლენიანი პიროვნება, მაგრამ წარმართი ევსტოგიოსი იყო, დედა კი ქრისტიანი ქალი ევბულა. დედა, ჭეშმარიტი ღვთის სასოებით და სიყვარულით, უფლის მოშიშებით ზრდიდა შვილს, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, "განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა", შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც "ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა".
გონიერებით, შრომისმოყვარეობით, მონდომებითა და ნიჭიერებით გამორჩეული პანტელეომონი, ეფროსინეს თან დაჰყავდა სასახლეში. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა ის, მოიხიბლა ჭაბუკის გულისხმიერებით და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა, რადგან მისი პირად მკურნალი გამხდარიყო. მოძღვართან მიმავალ პანტელეოიმონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, პატიოსანმა მამამ უთხრა: "შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფჱ თქუენი, არარანი არიან", შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.
ქრისტეს სიტყვის მოსმენით გონება ნათელი პანტელეომონი, საქმეშიც და სასწაულებშიც წარემატებოდა. ერთ დღეს, შინსკენ მიმავალი ქუჩაში გარდაცვლილ ბავშვს წააწყდა, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, "განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე", შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: "ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაჲთა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაჲ ესე სახელითა შენითა!" ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. "მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ", მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. მაშინ ერმელაოზმა აღასრულა უფლის საიდუმლო და წმინდა პანტელეომონზე სულიწმინდამ დაივანა.
უფლის ძალით შემოსილი პანტელეომონი მადლმოსილი სიტყვითა და საუბრით, შეოგნებებით წარმართული ღმერთების რწმენა შეურყია მამას. ხოლო როცა პანტელეომონის სასწაული იხილა, თუ როგორ დაუბრუნა ბრმას თვალის ჩინი იესო ქრისტეს ძალით, ევსტოგიოსმა თავად დაამხო ცრუღმერთების კერპები და ქრისტეს სჯულზე მოინათლა.
უკვე მონათლული ევსტოგიოსი მალევე გარდაიცვალა. მამის სიკვდილის შემდეგ პანტელეომონმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება გლახაკებს დაუნაწილა. ქრისტეს სახარებით შეგონებული დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა "ხელითა თვისითა", ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. "შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეჲ იგი მისი" და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული "ჰკურნებს... მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაჲსა", და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაჰკიდეს, რკინის სამთითებით "ხუეტეს" და "დაბძარეს" ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი - ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: "აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაჲ", უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ "წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტჱსსა".
თავგზაარეული და შეცბუნებული მაქსიმიანე, რომელმაც ვერაფრით გატეხა წმინდა მარტვილი, კვლავ აგრძელებს პანტელეომონის წამებას - "ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა", შემდეგ კი სიკვდილი და ცეცხლში დაწვა მიუსაჯა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს "ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაჲ წმიდისაჲ მის" და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი "არარაჲ ევნო". სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, "ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ".
ყოველივე ამის მსნემელმა ჯალათებმა უარი თქვეს ბრძანებსი შესრულებაზე, მაგრამ ქრისტეს მარტვილმა უფალი იესო ქრისტეს მსგავსად უთხრა მათ: "უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი". მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს, "და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი". წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოჲ და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ.
წმიდნა დიდმოწამე პანტელეომონის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული. წმინდა თავის ქალა ათონის მთაზე, წმინდა პანტელეომონ მკურნალის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.
ტეგები: 9 აგვისტო, Qwellyland, Άγιος, Παντελεήμων, Пантелеимон, აგვისტო, თვენი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•