გენიალური მხატვარი, ვინსენტ უილიამ ვან გოგი, რომელმაც თავისი თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა, რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს. ვან გოგი იყო ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის ვაჟი. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელსაც 1811 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმეტყველების ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.

ვან გოგის დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეოდურუსი. მას კიდევ ერთი ძმა კორი და სამი და, ელიზაბეტი, ანა და ვილი ჰყავდა. ბავშვობაში ვან გოგი ძალიან

სერიოზული, ჩუმი და გონიერი იყო.1860 წელს მან დაამთავრა სოფელ სანდერის სკოლა, სადაც დაახლოებით 200 ბავშვი სწავლობდა. მას მხოლოდ კათოლიკე მასწავლებლები ჰყავდა. 1861 წლიდან ვან გოგი და მისი და ანა სახლში სწავლობდნენ, სანამ 1864 წლის 1 ოქტომბერს ვან გოგი დაწყებით სასწავლებელში არ გაემგზავრა, რომელიც ნიდერლანდებიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. 1866 წლის 15 სექტემბერს ის გადავიდა თილბურგში, უილიამ II -ის სახელობის საშუალო სკოლაში.

1868 წლის მარტში ვან გოგმა მოულოდნელად დატოვა სკოლა და სახლში დაბრუნდა. მისი კომენტარი თავის განვლილ წლებზე იყო: " ჩემი სიყმაწვილე იყო პირქუში, ცივი და უნაყოფო. "

1873 წლის ივნისში ვან გოგი ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ. ამ წლებში ის ძალიან ბედნიერი იყო: იგი წარმატებული იყო თავის საქმეში და 20 წლის ასაკში, მან იცოდა უფრო მეტი, ვიდრე მამამისმა. ცოტა ხნის შემდეგ ვან გოგს იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი შეუყვარდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც ვან გოგი მას თავის გრძნობებში გამოუტყდა, ქალიშვილმა ის უარით გაისტუმრა, რადგან იგი საიდუმლოდ იყო დანიშნული მათ წინა მდგმურზე. შეყვარებული ვან გოგი, სატრფოს უარმა დეპრესიაში ჩააგდო, რის გამოც მას გული აუცრუვდა სამუშაოზე. იგი დროის უმეტეს ნაწილს იზოლირებულად ატარებდა და ასევე დიდ დროს უთმობდა რელიგიას. მამამ და ბიძამ იგი პარიზში გაგზავნეს, სადაც ვინსენტი ძალინ ბევრს ერთობოდა. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო გემზე, მტვირთავად. 1876 წლის 1 აპრილს კი იგი სიამოვნებით დათანხმდა სამსახურიდან მისი დათხოვნის ბრძანებას.

მისმა რელიგიურმა განცდებმა მას ხატვა დააწყებინა, რაც საბოლოოდ მისი მოწოდება და დანიშნულება აღმოჩნდა. იგი ინგლისში დაბრუნდა და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მაგრამ ცოტა ხანში ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტა.

შობას ის დაბრუნდა სახლში. მან მუშაობა წიგნების მაღაზიაში დაიწყო, თუმცა იგი უკმაყოფილო იყო თავისი სამსახურით, სწორედ ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს მაღაზიის უკანა ნაწილში ატარებდა იზოლირებულად, სადაც ან ბიბლიას თარგმნიდა, ან ოცნებებში დაფრინავდა. ის ცდილობდა მამის მსგავსად მღვდელი გამხდარიყო. 1877 წლის მაისში ოჯახმა ის ამსტერდამში გააგზავნა, სადაც ვინსენტი კონტადმირალ ბიძია ჟანთან ცხოვრობდა. ვან გოგი ღვთისმეტყველების გამოცდისთვის ემზადებოდა, რადგან მას უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1878 წლის ივლისში მან დატოვა ბიძამისის სახლი. იგი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ბრიუსელთან ახლოს, ლეიკენში, პროტესტანტების სკოლაში.

1880 წელს, ვინსენტმა გაითვალისწინა ძმის რჩევა და ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ცნობილი არტისტის უილიამ როელოფის დახმარებით ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სადაც მას ასწავლეს, რომ: "ნამდვილი მხატვარი, პატარა რამესაც კი დიდი მონდომებით უნდა ხატავდეს.” ამ დროისათვის ვინსენტს მღვდლობაზე მეტად უკვე მხატვრობა უნდოდა."ნამდვილი მხატვრის ხელნაწერის გაგებაში მისი ნახატის თითოეული დეტალი გვეხმარება. ზოგი თავის გრძნობების შესახებ წერს, ზოგი კი ხატავს” - ამბობდა ვან გოგი. იგი 27 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში.1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლის ასაკში გაიტაცა ფერწერამ. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ვინსენტი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ.ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886-1988 წლებში იგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი პარიზის ერთ-ერთი გალერიის დირექტორი იყო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძზილზე მორალურად ეხმარებოდა ძმას). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონსიტების (კ.მონე, კ. პირასო, ა. სისლეი) პლენარუფერწერას, რომელთა მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველღიური სილამაზისა და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ მუშაობამ, იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აეხსნათ ბუნება მთელი მისი რეალური სიცხოველით. სუფთა ფერების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი, ფერადოვანი გამით, იმპრესიონისტებმა მიაღწიეს მას, რომ მათი ნახატები ბევრად უფრო მოქნილი და ცოცხალი იყო. იგი ასევე სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდაა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ.გოგენს. ამ უკანასკნელმა ვან გოგს გაუზიარა შინაგანი გრძნობების ტილოზე გადმოსახვის მისეული ხედვა. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე იისფერმა ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა.

1888 წელს ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის საამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერადმუშაობდა, ხატავდა ნატურიდან.

მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას "ყვითელ სახლში”, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა აქ შეიქმნა. ხშირად, ღამით, საღებავებით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა – საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისკენ წრაფვა. ამავე დროს ვან გოგი ქმნიდა სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე”1888წ, კერძო კოლექცია. ნიუ იორკი).ფერის დინამიკა და გრძელი გრეხილი მონასმები, ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არამარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას, არამედ უსულო საგნებსაც. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი პიროვნება იყო, ვინსენტს კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესქსწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889-90) და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში. 1890 წელს, მან თავისი ნახატი "წითელი ვენახები არლში”, სულ რაღაც 400 ფრანკად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც მხატვრის სიცოცხლის პერიოდში გაიყიდა.

ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმისა და ფაქტურის უკიდერესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილების და აღგზნებულ ფიზიონერულ იმპულსებს ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება.

სიცოცხლისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის რთული და გარდამავალი პერიოდი სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ და ტრაგიკულმა პათოსმა, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, განსაზღვრავან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელიც თვითონ იყო.

1890 წლის 21 ივლისს, ვან გოგი ქალაქგარეთ გავიდა, სადაც თვის მოკვლა სცადა, იგი მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს საფრანგეთში, ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში, სადაც ერთი კვირის შემდეგ, 29 ივლისს გარდაიცვალა.

ტეგები: Qwelly, gogh, van

ნახვა: 1044

გამოხმაურებები!

RSS

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters