დღეს, თბილისის სასულერო აკადემიაში გაიმართა სასწავლების პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტებისა შეხვედრა საქართველოს წმინდა სინოდის მიტროპოლიტებთან. მისასალმებელი სიტყვით თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე წარსდგა შეკრებილების წინაშე, დიდი მადლობა გადაუხადა მათ მოსვლისთვის და წარადგინა მობრძანებული მიტროპოლიტები - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე ანდრია (გვაზავა). სიტყვა გადაეცა მეუფე თეოდორეს.

      Qwelly, church, ავტოკეფალური ეკლესიები, თბილისის სასულიერო_აკადემია, კრება2016, მიტროპოლიტი თეოდორე, საეკლესიო კრება, ქველი, შეხვედრა მიტროპოლიტებთან, წმინდა და დიდი კრებამეუფე თეოდორემ სიტყვის დასაწყისში გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მეუფე სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი იყო, რამდენიმე თვით. მეუფემ აღნიშნა, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებულია მის ცხოვრებაში, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის, ურთიერთობა პროფესორ-მასწავლებლებთან და ურთიერთობა სტუდენტებთან.

      "ჩვენი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ, გარკვეულწილად, მოგიყვეთ თუ რა ხდება დიდი და წმინდა კრების გარშემო და ამავე დროს ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, რომლებიც, გარკვეულწილად წარმოიშვება ამ კრების გარშემო, რადგან საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ამ კრებაში" - ჰთქვა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

      მეუფემ აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრების მომზადების საწყისიდანვე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კრების მოსამზადებელ საქმიანობაში და ცდილობდა, კრებაზე გასულიყო ისეთი საკითხები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა მართლმადიდებლობასთან.

      "მე მქონდა საშუალება, რომ რამოდენიმე მოსამზადებელ შეხვედრას დავსწრებოდი ამ კრებისა".

      შემდეგ მეუფე იხსენებს მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევის ზოგად წესს (რაიმე გაუკუღმართების, დოკმატური ცდომილების პასუხის გასაცემად იწვევდნენ კრებას, და შემდეგ კრებზე სხვა საკითხების განხილვაც ხდებოდა).

      2014 წელს, როდესაც მეუფე ესწრებოდა დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელ ერთ-ერთ შეკრებას, იქ წამოიჭრა საკითხი, თუ რა სახით უნდა ყოფილიყო კრება მოწვეული. თავდაპირველად იყო მოსაზრება, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი ყოფილიყო დამსწრე ამ კრებისა, რომ ყველა ეპისკოპოსს ჰქონოდა ხმის უფლება; იყო მოსაზრება იმის შესახებაც, რომ თუ მსოფლიო საეკლესიო კრებაა, მაშინ წინა მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ეკლესიის ისტორიაში მომხდარი მოვლენების და კრებების შეფასებაც ამ კრებაზე მომხდარიყო და ამით უნდა დაწყებული დიდი და წმინდა კრება, მაგრამ საბოლოოდ აღინიშნა, რომ ამ კრებას არ აქვს პრეტენზია იყოს მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებამ მსოფლიოს წინაშე უნდა წარმოაჩინოს მართლმადიდებელთა ერთობა თანამედროვე სამყაროში. კრების მოწვევის წელიწადად განისაზღვრა 2016 წელი.

      ვინაიდან კრებაზე არ უნდა მომხდარიყო რომელიმე დოგმატური საკითხის განხილვა, 2014 წელს შეთანხმდნენ იმაზე, რომ თითოეული დოკუმენტი კრებაზე განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნებოდა ერთობლივად, კონსესუსის სახით. მხოლოდ ის დოკუმენტები იქნებოდა კრებაზე წარდგენილი, რომელსაც ყველა - 14 საყოველთაოდ აღიარებული ეკლესია მოაწერდა ხელს (კრებაზე უნდა გასულიყო 6 ძირითადი და 2 დამატებითი დოკუმენტი, რომელიც გავიდოდა განსახილველად იმ შემთხვევაში, თუ მოესწრებოდა 2016 წლამდე მათი წარმოდგენა. ეს ორი დოკუმენტი ეხებოდა "დიპტიქის" და "ავტოკეფალის მინიჭების საკითხს").

      "14 ეკლესიის თანხმობა სჭირდებოდა ყველა დოკუმენტს, რომ ჩატარებულიყო კრება" - თავის სიტყვაში აღნიშნავს მეუფე თეოდორე.

      მეუფე იხსენებს, რომ 2014 წელს, ამ შეკრებას ესწრებოდა ანტიოქიის ეკლესია, რომელიც კატეგორიულად აცხადებდა, რომ კრებაში არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ კრება არ განიხილავდა კატარის საკითხს და ანტიოქიის საპატრიარქო ამ საკითხს არ უყურებდა როგორც კერძოს, არამედ მსოფლიო საეკლესიო პრობლემად ასახელებდა.

      მოსამზადებელი პერიოდი გაგრძელდა იმის იმედით, რომ 2016 წლამდე ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის პრობლემა მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრების გამართვა არ მოხდებოდა კრების პირველივე შეთანხმებით. ანტიოქიისა და იერუსალიმის დავის საკითხზე მსოფლიოს არაერთმა ეკლესიამ გამოხატა დახმარების სურვილი, მაგრამ დღემდე კატარი საკითხი პრობლემა რჩება.

      2014 წელში საქართველოს ეკლესია მზად იყო მონაწილეობა მიეღი წმინდა და დიდი კრების მსვლელობაში, თუ რამდენიმე დოკუმენტში და განსაკუთრებით ქორწინების დოკუმენტში შევიდოდა ცვლილება. მეუფე იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ, 2016 წელს, ბზობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, მეუფე თეოდორე (ჭუაძე), მეუფე ანდრია (გვაზავა), მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) და მამა გიორგი (ზვიადაძე) იმყოფებოდნენ მსოფლიო საპატრიარქოში, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს ქორწინების დოკუმენტის საკითხი და მოითხოვეს შეცვლილიყო ის მუხლი, რომლის მიხედვითაც დაშვებულია შერეული ქორწინება. მათ ამ საკითხზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას კონსტანტინოპოლში. მაშინ, საქართველოს ეკლესიამ გარკვევით დააყენა საკითხი მსოფლიო საპატრიარქოში, რომ ან ჩვენი შენიშვნა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და შესული ამ დოკუმენტში, ან ეს დოკუმენტი არ უნდა განხილულიყო დიდ და წმინდა კრებაზე, რადგან მას არ ექნებოდა საქართველოს ეკლესიის ხელმოწერა.

      "ბოლო მომენტამდე ჩვენ არ ვიცოდით რა სიტუაცია იქნებოდა და თითქმის ბოლო მომენტში ჩვენ გავიგეთ, რომ ეს დოკუმენტი მაინც დადგა განსახილველ დოკუმენტთა სიაში" - ამბობს მეუფე თეოდორე.

      ანტიოქიის ეკლესიამ კრებაში მონაწილეობაზე მტკიცე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის საკითხი განხილულიყო დიდი და წმინდა კრების შემდგომ.

      მეუფემ აღნიშნა და აუდიტორიასაც წარუდგინა ორიგინალი დოკუმენტებს ასლები, სადაც, არცერთ დოკუმენტში არ არის ანტიოქიის ეკლესიის ხელმოწერა, მეტიც, როდესაც განხილვების დროს ანტიოქიის ეკლესიას მიეცემოდა სიტყვა, ის საუბარს იწყებდა კატარის საკითხით და არ იღებდა მონაწილეოაბს უშუალოდ დოკუმენტის განხილვაში. ის თავიდანვე აცხადებდა, რომ არ მიიღებდა დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობას იქამდე, ვიდრე არ გადაიჭრებოდა კატარის პრობლემა.

      მეუფის წარმოდგენილი ასლებიდან ციტირებს - "კრების რეგლამენტში წერია, რომ კრების მოწვევა ხდება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, ყველა სხვა, დანარჩენი საპატრიარქოების თანხმობით. - ამ დოკუმენტზე პირდაპირ აწერს ანტიოქიის საპატრიარქო, რომ მე თანახმა არა ვარ მივიღოთ ეს დოკუმენტი".

      ასევე სხვა დოკუმენტებსა თუ გადაწყვეტილებებზე, ანტიოქიის საპატრიარქო გამოხატავს მტკიცე უარს.

      მეუფე თეოდორე აღნიშნავს, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს პოზიცია და ქორწინების დოკუმენტი გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ წავიდა დიდ და წმინდა კრებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყველა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიას.

      საბოლოოდ, მეუფემ საკუთარი სიტყვა დაასრულა იმით, რომ საქართველოს ეკლესია თვალს ადევნებს კრების მსვლელობას და ალბათ, კრების შემდეგ, მიღებული დოკუმენტების განხილავ მოხდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდზეც.

ტეგები: Qwelly, ეკლესია, თბილისის_სასულიერო_აკადემია, კრება2016, საეკლესიო_კრება, შეხვედრა

ნახვა: 863

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters